სამართალი
პოლიტიკა

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:43-ზე, მთვარე სასწორში გადავა 11:07 თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვირმა შენზე მეტი იცის.." - დაპირისპირება მასკსა და მადუროს შორის, მილიარდერი მას ბრძოლაში იწვევს და თუ წააგებს, მარსზე უფასოდ გაშვებას ჰპირდება
"ვირმა შენზე მეტი იცის.." - დაპირისპირება მასკსა და მადუროს შორის, მილიარდერი მას ბრძოლაში იწვევს და თუ წააგებს, მარსზე უფასოდ გაშვებას ჰპირდება

SpaceX-ს და Tesla-ს ხელ­მძღვა­ნე­ლი, სო­ცი­ა­ლურ ქსელ X-ის მფლო­ბე­ლი, ილონ მას­კი კა­პი­ტა­ლიზ­მის ხა­ტე­ბაა, რო­მე­ლიც დო­ნალდ ტრამპს უჭერს მხარს, ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ ის წარ­მო­ად­გენს ყვე­ლა­ფერს, რაც სძულს ვე­ნე­სუ­ე­ლას პრე­ზი­დენტს, სო­ცი­ა­ლისტ მა­დუ­როს.

ბოლო დღე­ებ­ში, ნავ­თო­ბით მდი­და­რი, მაგ­რამ ფუ­ლით ღა­რი­ბი ვე­ნე­სუ­ე­ლას ლი­დე­რი, მა­დუ­რო მასკზეა კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი და "მტერს" უწო­დებს.

მა­დუ­რო ამ­ბობს, რომ მას­კი მხარს უჭერს ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში არე­უ­ლო­ბას და უფრო მე­ტიც, აქე­ზებს სი­ტუ­ა­ცი­ის კი­დევ უფრო ეს­კა­ლა­ცი­ას. მან მას­კი ვე­ნე­სუ­ე­ლას სა­არ­ჩევ­ნო საბ­ჭოს ვებგ­ვერ­დზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ "ჰა­კე­რულ შე­ტე­ვა­ში" და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

"დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ყვე­ლა­ფე­რი ილონ მას­კის მიერ არის მარ­თუ­ლი", - აცხა­დებს მა­დუ­რო.

  • "ვე­ნე­სუ­ე­ლა შიდა და სა­ერ­თა­შო­რი­სო აგ­რე­სი­ის წი­ნა­შე დგას მსოფ­ლიო ძა­ლე­ბის მხრი­დან. ახლა აშ­კა­რაა, რომ ილონ მას­კი შე­პყრო­ბი­ლია იდე­ით, და­ი­პყროს ვე­ნე­სუ­ე­ლა და მარ­თოს ის სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან. ის დიდ­წი­ლად პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია ამ თავ­დას­ხმებ­სა და აგ­რე­სი­ულ ქმე­დე­ბებ­ზე," - გა­ნა­ცხა­და ნი­კო­ლას მა­დუ­რომ.

ილონ მას­კი მა­დუ­როს პო­ლი­ტი­კას რე­გუ­ლა­რუ­ლად აკ­რი­ტი­კებს და ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით X-ზე ხში­რად აქ­ვეყ­ნებს მო­საზ­რე­ბებს.

"დროა, ვე­ნე­სუ­ე­ლას ხალ­ხს უკე­თე­სი მო­მავ­ლის შან­სი მი­ე­ცეს. მხა­რი და­უ­ჭი­რეთ მა­რია კო­რი­ნას!" - წერ­და მი­ლი­არ­დე­რი ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში არ­ჩევ­ნე­ბის გა­მარ­თვამ­დე.

არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, მასკმა და­წე­რა: "სირ­ცხვი­ლი დიქ­ტა­ტორ მა­დუ­როს. რა ფარ­სია".

  • ილონ მას­კის პოს­ტებ­მა ნი­კო­ლას მა­დუ­როს აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია:

"მას სურს მო­ვი­დეს თა­ვი­სი ია­რა­ღით და არ­მი­ით ვე­ნე­სუ­ე­ლის და­სა­პყრო­ბად. ილონ მასკ, კარ­გია, რომ სახე გა­მო­ა­ჩი­ნე, რად­გან ვი­ცო­დით, რომ ყვე­ლაფ­რის უკან შენ იყა­ვი! შენი ფუ­ლით და შენი თა­ნამ­გზავ­რე­ბით. მას მსოფ­ლი­ოს კონ­ტრო­ლი უნდა, უკვე აკონ­ტრო­ლებს არ­გენ­ტი­ნას... გინ­და ბრძო­ლა? ილონ მასკ, მე მზად ვარ. მე ბო­ლი­ვა­რი­სა და ჩა­ვე­სის შვი­ლი ვარ, არ მე­ში­ნია შენი, ილონ მასკ... ხალ­ხმა და­ა­მარ­ცხა ილონ მას­კის ბო­ტე­ბი, ჩვენ და­ვა­მარ­ცხეთ ილონ მას­კის ბო­ტე­ბი!" - თქვა მა­დუ­რომ.

  • მასკმა პა­სუ­ხი ეს­პა­ნუ­რად გას­ცა: "ვირ­მა მა­დუ­რო­ზე მეტი იცის", - წერს მი­ლი­არ­დე­რი.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი და­ა­მა­ტა: "ბო­დიშს ვიხ­დი, რომ სა­წყა­ლი ვირი მა­დუ­როს შე­ვა­და­რე. ეს შე­უ­რა­ცხყო­ფა იყო ცხო­ველ­თა სა­მე­ფოს­თვის".

რო­დე­საც მას­კი­სა და მა­დუ­როს და­პი­რის­პი­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და, მასკმა გა­ნა­ცხა­და, რომ მა­დუ­როს ფი­ზი­კუ­რად და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა და წა­გე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მა­დუ­როს მარსზე უფა­სო მგზავ­რო­ბას შეს­თა­ვა­ზებს.

"ილონ მასკ, მოდი, ვი­ჩხუ­ბოთ," - მი­მარ­თა მასკს მა­დუ­რომ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.

"ჩა­მო­დი აქ, პო­ლი­ედ­რო­ზე (სტა­დი­ო­ნი), მხო­ლოდ შენ და მე. თუ და­გა­მარ­ცხებ, ილონ მასკ, მი­ვი­ღებ შენს შე­თა­ვა­ზე­ბას მარსზე მოგ­ზა­უ­რო­ბის შე­სა­ხებ, მაგ­რამ შენც ჩემ­თან ერ­თად წა­მოხ­ვალ", - გა­ნა­ცხა­და ვე­ნე­სუ­ე­ლას პრე­ზი­დენ­ტმა.

  • შე­გახ­სე­ნებთ, ვე­ნე­სუ­ე­ლის სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, ქვეყ­ნის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ნი­კო­ლას მა­დუ­რომ გა­ი­მარ­ჯვა. მან არ­ჩევ­ნებ­ში ხმე­ბის 51% მი­ი­ღო, ხოლო მის­მა მო­წი­ნა­აღ­მდე­გემ, ედ­მუნ­დო გონ­სა­ლეს­მა 44%. ოპო­ზი­ცი­ის ლი­დერ­მა, მა­რია კო­რი­ნა მა­ჩა­დომ გა­ნა­ცხა­და, რომ არ­ჩევ­ნებ­ში მათ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გა­ი­მარ­ჯვა და გონ­სა­ლეს­მა ამომ­რჩე­ველ­თა ხმე­ბის 70% მო­ი­პო­ვა. ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს აპ­რო­ტეს­ტებს. ვე­ნე­სუ­ე­ლის დე­და­ქა­ლაქ­სა და სხვა დიდ ქა­ლა­ქებ­ში უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლე­ბი და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც არ­ჩევ­ნებს გა­ყალ­ბე­ბუ­ლად აცხა­დე­ბენ, ერ­თმა­ნეთს და­უ­პი­რის­პირ­დნენ. ფრან­გუ­ლი მე­დი­ა­კომ­პა­ნია RFI-ის ცნო­ბით, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ზე 11 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ვირმა შენზე მეტი იცის.." - დაპირისპირება მასკსა და მადუროს შორის, მილიარდერი მას ბრძოლაში იწვევს და თუ წააგებს, მარსზე უფასოდ გაშვებას ჰპირდება

"ვირმა შენზე მეტი იცის.." - დაპირისპირება მასკსა და მადუროს შორის, მილიარდერი მას ბრძოლაში იწვევს და თუ წააგებს, მარსზე უფასოდ გაშვებას ჰპირდება

SpaceX-ს და Tesla-ს ხელმძღვანელი, სოციალურ ქსელ X-ის მფლობელი, ილონ მასკი კაპიტალიზმის ხატებაა, რომელიც დონალდ ტრამპს უჭერს მხარს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის წარმოადგენს ყველაფერს, რაც სძულს ვენესუელას პრეზიდენტს, სოციალისტ მადუროს.

ბოლო დღეებში, ნავთობით მდიდარი, მაგრამ ფულით ღარიბი ვენესუელას ლიდერი, მადურო მასკზეა კონცენტრირებული და "მტერს" უწოდებს.

მადურო ამბობს, რომ მასკი მხარს უჭერს ვენესუელაში არეულობას და უფრო მეტიც, აქეზებს სიტუაციის კიდევ უფრო ესკალაციას. მან მასკი ვენესუელას საარჩევნო საბჭოს ვებგვერდზე განხორციელებულ "ჰაკერულ შეტევაში" დაადანაშაულა.

"დარწმუნებული ვარ, ყველაფერი ილონ მასკის მიერ არის მართული", - აცხადებს მადურო.

  • "ვენესუელა შიდა და საერთაშორისო აგრესიის წინაშე დგას მსოფლიო ძალების მხრიდან. ახლა აშკარაა, რომ ილონ მასკი შეპყრობილია იდეით, დაიპყროს ვენესუელა და მართოს ის საზღვარგარეთიდან. ის დიდწილად პასუხისმგებელია ამ თავდასხმებსა და აგრესიულ ქმედებებზე," - განაცხადა ნიკოლას მადურომ.

ილონ მასკი მადუროს პოლიტიკას რეგულარულად აკრიტიკებს და ამ თემასთან დაკავშირებით X-ზე ხშირად აქვეყნებს მოსაზრებებს.

"დროა, ვენესუელას ხალხს უკეთესი მომავლის შანსი მიეცეს. მხარი დაუჭირეთ მარია კორინას!" - წერდა მილიარდერი ვენესუელაში არჩევნების გამართვამდე.

არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, მასკმა დაწერა: "სირცხვილი დიქტატორ მადუროს. რა ფარსია".

  • ილონ მასკის პოსტებმა ნიკოლას მადუროს აღშფოთება გამოიწვია:

"მას სურს მოვიდეს თავისი იარაღით და არმიით ვენესუელის დასაპყრობად. ილონ მასკ, კარგია, რომ სახე გამოაჩინე, რადგან ვიცოდით, რომ ყველაფრის უკან შენ იყავი! შენი ფულით და შენი თანამგზავრებით. მას მსოფლიოს კონტროლი უნდა, უკვე აკონტროლებს არგენტინას... გინდა ბრძოლა? ილონ მასკ, მე მზად ვარ. მე ბოლივარისა და ჩავესის შვილი ვარ, არ მეშინია შენი, ილონ მასკ... ხალხმა დაამარცხა ილონ მასკის ბოტები, ჩვენ დავამარცხეთ ილონ მასკის ბოტები!" - თქვა მადურომ.

  • მასკმა პასუხი ესპანურად გასცა: "ვირმა მადუროზე მეტი იცის", - წერს მილიარდერი.

მოგვიანებით კი დაამატა: "ბოდიშს ვიხდი, რომ საწყალი ვირი მადუროს შევადარე. ეს შეურაცხყოფა იყო ცხოველთა სამეფოსთვის".

როდესაც მასკისა და მადუროს დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია ვირუსულად გავრცელდა, მასკმა განაცხადა, რომ მადუროს ფიზიკურად დაუპირისპირდება და წაგების შემთხვევაში, მადუროს მარსზე უფასო მგზავრობას შესთავაზებს.

"ილონ მასკ, მოდი, ვიჩხუბოთ," - მიმართა მასკს მადურომ პრესკონფერენციაზე.

"ჩამოდი აქ, პოლიედროზე (სტადიონი), მხოლოდ შენ და მე. თუ დაგამარცხებ, ილონ მასკ, მივიღებ შენს შეთავაზებას მარსზე მოგზაურობის შესახებ, მაგრამ შენც ჩემთან ერთად წამოხვალ", - განაცხადა ვენესუელას პრეზიდენტმა.

  • შეგახსენებთ, ვენესუელის საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული შედეგების მიხედვით, ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა. მან არჩევნებში ხმების 51% მიიღო, ხოლო მისმა მოწინააღმდეგემ, ედმუნდო გონსალესმა 44%. ოპოზიციის ლიდერმა, მარია კორინა მაჩადომ განაცხადა, რომ არჩევნებში მათმა წარმომადგენელმა გაიმარჯვა და გონსალესმა ამომრჩეველთა ხმების 70% მოიპოვა. ვენესუელაში ათასობით ადამიანი არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. ვენესუელის დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში უსაფრთხოების ძალები და აქციის მონაწილეები, რომლებიც არჩევნებს გაყალბებულად აცხადებენ, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ფრანგული მედიაკომპანია RFI-ის ცნობით, საპროტესტო აქციებზე 11 ადამიანი დაიღუპა.

წყარო