მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სემეკი: შპს "სოკარ ჯორჯია გაზის" მიერ სოფელ მარტყოფში გაზმომარაგების ინფრასტრუქტურის განახლება ტარიფის ცვლილებას არ გამოიწვევს
სემეკი: შპს "სოკარ ჯორჯია გაზის" მიერ სოფელ მარტყოფში გაზმომარაგების ინფრასტრუქტურის განახლება ტარიფის ცვლილებას არ გამოიწვევს

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის (სე­მეკ) გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ მარ­ტყო­ფის უწყვე­ტი და უსაფრ­თხო გაზ­მო­მა­რა­გე­ბის მიზ­ნით, შპს „სო­კარ ჯორ­ჯია გაზი“ გაზ­მო­მა­რა­გე­ბის ინფრას­ტრუქ­ტუ­რას გა­ნა­ახ­ლებს. ამას­თა­ნა­ვე, სო­ფელ მარ­ტყო­ფის აბო­ნენ­ტე­ბი­სათ­ვის ამ­ჟა­მად მოქ­მე­დი ტა­რი­ფი არ შე­იც­ვლე­ბა.

სო­ფელ მარ­ტყოფ­ში არ­სე­ბუ­ლი გაზ­მო­მა­რა­გე­ბის პრობ­ლე­მე­ბის გამო, სე­მე­კის მიერ გა­უქ­მდა შპს „აკ­რი­ა­ნი - 2006“-ზე გა­ცე­მუ­ლი ლი­ცენ­ზია, რად­გა­ნაც კომ­პა­ნი­ამ ვერ უზ­რუნ­ველ­ყო მომ­ხმა­რებ­ლე­ბი­სათ­ვის ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის უსაფრ­თხო და სა­ი­მე­დო მი­წო­დე­ბა. მოკ­ვლე­ვის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ შპს „აკ­რი­ა­ნი-2006“ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უხე­შად არ­ღვევ­და უსაფრ­თხო­ე­ბის სტან­დარ­ტებს და არ იღებ­და სა­თა­ნა­დო ზო­მებს ქსე­ლის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბის მიზ­ნით, გარ­და ამი­სა არ ახორ­ცი­ე­ლებ­და ქსე­ლურ სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტებ, აღ­ნიშ­ნუ­ლი საფრ­თხეს უქ­მნი­და ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის მომ­ხმა­რე­ბელ­თა სი­ცო­ცხლე­სა და ჯან­მრთე­ლო­ბას.

კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, შპს „სო­კარ ჯორ­ჯია გაზს“ და­ე­ვა­ლა სო­ფელ მარ­ტყო­ფის აბო­ნენ­ტთა გაზ­მო­მა­რა­გე­ბა, რომ­ლის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფა­დაც კომ­პა­ნი­ამ ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი უკვე და­ი­წყო. კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის გა­მა­ნა­წი­ლე­ბე­ლი ქსე­ლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია 2025 წლის ბო­ლოს დას­რულ­დე­ბა.

NS

ავტორი:

სემეკი: შპს "სოკარ ჯორჯია გაზის" მიერ სოფელ მარტყოფში გაზმომარაგების ინფრასტრუქტურის განახლება ტარიფის ცვლილებას არ გამოიწვევს

სემეკი: შპს "სოკარ ჯორჯია გაზის" მიერ სოფელ მარტყოფში გაზმომარაგების ინფრასტრუქტურის განახლება ტარიფის ცვლილებას არ გამოიწვევს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის უწყვეტი და უსაფრთხო გაზმომარაგების მიზნით, შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ გაზმომარაგების ინფრასტრუქტურას განაახლებს. ამასთანავე, სოფელ მარტყოფის აბონენტებისათვის ამჟამად მოქმედი ტარიფი არ შეიცვლება.

სოფელ მარტყოფში არსებული გაზმომარაგების პრობლემების გამო, სემეკის მიერ გაუქმდა შპს „აკრიანი - 2006“-ზე გაცემული ლიცენზია, რადგანაც კომპანიამ ვერ უზრუნველყო მომხმარებლებისათვის ბუნებრივი გაზის უსაფრთხო და საიმედო მიწოდება. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ შპს „აკრიანი-2006“ წლების განმავლობაში უხეშად არღვევდა უსაფრთხოების სტანდარტებს და არ იღებდა სათანადო ზომებს ქსელის მოვლა-პატრონობის მიზნით, გარდა ამისა არ ახორციელებდა ქსელურ საინვესტიციო პროექტებ, აღნიშნული საფრთხეს უქმნიდა ბუნებრივი გაზის მომხმარებელთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

კომისიის გადაწყვეტილებით, შპს „სოკარ ჯორჯია გაზს“ დაევალა სოფელ მარტყოფის აბონენტთა გაზმომარაგება, რომლის უზრუნველსაყოფადაც კომპანიამ ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაიწყო. კომპანიის ინფორმაციით, ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაცია 2025 წლის ბოლოს დასრულდება.

NS