ცნობილი ქართველი დიზაინერი, დავით კომახიძე, იგივე David Koma ცნობილი ბრენდის, BLUMARINE-ის შემოქმედებით დირექტორად დაინიშნა.
ინფორმაცია ახლახან გახდა ცნობილი.
Blumarine არის იტალიური ბრენდი და ის Blufin S.p.A-ის მოდის სახლის ნაწილია. ბრენდი იტალიელმა ცოლ-ქმარმა ანა მოლინარიმ და ჯანპაოლო ტარაბინიმ 1977 წელს დააფუძნეს.
რაც შეეხება დევიდ კომას, მას თავისი სახელობის ბრენდი აქვს და თანამედროვე მოდის სამყაროში ერთ-ერთ წარმატებულ დიზაინერად მიიჩნევა. კომას ნამუშევრები ყოველთვის არის მსოფლიოს წამყვანი მოდის კვირეულების ნაწილი და მისი ნამუშევრები ვარსკვლავების ფავორიტია.