პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როგორც მითხრეს, პირადად ლომჯარიას ჰქონია დავალებული ამ თემის "აწევა" - პრემიერის კომენტარი ირანში ვიზიტსა და ამ საკითხზე ატეხილ აჟიოტაჟზე
"როგორც მითხრეს, პირადად ლომჯარიას ჰქონია დავალებული ამ თემის "აწევა" - პრემიერის კომენტარი ირანში ვიზიტსა და ამ საკითხზე ატეხილ აჟიოტაჟზე

ასე­თი სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი სა­მარ­ცხვი­ნოა, - ასე უპა­სუ­ხა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვას, უქ­მნი­და თუ არა უხერ­ხუ­ლო­ბას ირა­ნის ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე ყოფ­ნა, რო­მელ­მაც ფიცი შე­ძა­ხი­ლე­ბის, "სიკ­ვდი­ლი ამე­რი­კა­სა და ის­რა­ელს", ფონ­ზე დადო.

  • რო­გორც პრე­მი­ერ­მა აღ­ნიშ­ნა, ირა­ნის პრე­ზი­დენ­ტის ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე რე­გი­ო­ნი უმაღ­ლეს დო­ნე­ზე იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

"მე ვეს­წრე­ბო­დი ირა­ნის პრე­ზი­დენ­ტის ინა­უ­გუ­რა­ცი­ას. ირა­ნი არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ხელ­მწი­ფო რე­გი­ონ­ში. სწო­რედ ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ამ ინა­უ­გუ­რა­ცი­ას ეს­წრე­ბო­და რე­გი­ო­ნის უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო. ამ ინა­უ­გუ­რა­ცი­ას ეს­წრე­ბო­და ჯო­ზეფ ბო­რე­ლის პი­რა­დი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის პი­რა­დი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ანუ, წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი იყო იქ შე­მად­გენ­ლო­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა თვი­თონ რე­გი­ონს, რე­გი­ო­ნი უმაღ­ლეს დო­ნე­ზე იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი. იქ იყ­ვნენ, მათ შო­რის აზერ­ბა­ი­ჯა­ნის, სომ­ხე­თის პრე­მი­ე­რი-მი­ნის­ტრი. რე­გი­ო­ნი თა­ვი­დან ბო­ლომ­დე იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი“,-გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

კი­თხვა­ზე, უქ­მნის თუ არა ეს უხერ­ხუ­ლო­ბას, კო­ბა­ხი­ძემ ჟურ­ნა­ლისტს მი­მარ­თა: "თქვენც ხომ ხვდე­ბით, რომ ეს მარ­ტი­ვი სპე­კუ­ლა­ცი­აა“.

"იმ­დე­ნად სა­მარ­ცხვი­ნო სპე­კუ­ლა­ცი­აა, რომ არ ვიცი რა გი­პა­სუ­ხოთ. რაც შე­ხე­ბა ამ თე­მას, რო­გორც მი­თხრეს, პი­რა­დად ლომ­ჯა­რი­ას ჰქო­ნია და­ვა­ლე­ბუ­ლი ამ თე­მის "აწე­ვა", თუმ­ცა, მა­ინც და მა­ინც დიდი წარ­მა­ტე­ბა არ აქვს. ლომ­ჯა­რი­ას პატ­რო­ნებ­მა და­ა­ვა­ლეს, თუმ­ცა მინ­და გი­თხრათ, რომ ლომ­ჯა­რი­ე­ბი არი­ან მა­გა­ლი­თად სომ­ხეთ­შიც, მაგ­რამ სო­მეხ ლომ­ჯა­რი­ებს ეს თემა სომ­ხეთ­ში არ აუ­წე­ვი­ათ. რა­ტომ? იმი­ტომ, რომ ლომ­ჯა­რი­ებს არ და­ა­ვა­ლეს იგი­ვე თემა, რაც ქარ­თველ ლომ­ჯა­რი­ებს და­ა­ვა­ლეს. ასე­თი სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი სა­მარ­ცხვი­ნოა“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, Reuters-ის ცნო­ბით, ირა­ნის პრე­ზი­დენ­ტის ინა­უ­გუ­რა­ცი­ის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე შე­ძა­ხი­ლე­ბი „სიკ­ვდი­ლი ამე­რი­კას“ და „სიკ­ვდი­ლი ის­რა­ელს“ ის­მო­და.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"როგორც მითხრეს, პირადად ლომჯარიას ჰქონია დავალებული ამ თემის "აწევა" - პრემიერის კომენტარი ირანში ვიზიტსა და ამ საკითხზე ატეხილ აჟიოტაჟზე

"როგორც მითხრეს, პირადად ლომჯარიას ჰქონია დავალებული ამ თემის "აწევა" - პრემიერის კომენტარი ირანში ვიზიტსა და ამ საკითხზე ატეხილ აჟიოტაჟზე

ასეთი სპეკულაციები სამარცხვინოა, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, უქმნიდა თუ არა უხერხულობას ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ყოფნა, რომელმაც ფიცი შეძახილების, "სიკვდილი ამერიკასა და ისრაელს", ფონზე დადო.

  • როგორც პრემიერმა აღნიშნა, ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე რეგიონი უმაღლეს დონეზე იყო წარმოდგენილი.

"მე ვესწრებოდი ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას. ირანი არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო რეგიონში. სწორედ ამის გათვალისწინებით, ამ ინაუგურაციას ესწრებოდა რეგიონის უკლებლივ ყველა სახელმწიფო. ამ ინაუგურაციას ესწრებოდა ჯოზეფ ბორელის პირადი წარმომადგენელი, გაეროს გენერალური მდივნის პირადი წარმომადგენელი, ანუ, წარმომადგენლობითი იყო იქ შემადგენლობა.

რაც შეეხება თვითონ რეგიონს, რეგიონი უმაღლეს დონეზე იყო წარმოდგენილი. იქ იყვნენ, მათ შორის აზერბაიჯანის, სომხეთის პრემიერი-მინისტრი. რეგიონი თავიდან ბოლომდე იყო წარმოდგენილი“,-განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, უქმნის თუ არა ეს უხერხულობას, კობახიძემ ჟურნალისტს მიმართა: "თქვენც ხომ ხვდებით, რომ ეს მარტივი სპეკულაციაა“.

"იმდენად სამარცხვინო სპეკულაციაა, რომ არ ვიცი რა გიპასუხოთ. რაც შეხება ამ თემას, როგორც მითხრეს, პირადად ლომჯარიას ჰქონია დავალებული ამ თემის "აწევა", თუმცა, მაინც და მაინც დიდი წარმატება არ აქვს. ლომჯარიას პატრონებმა დაავალეს, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ლომჯარიები არიან მაგალითად სომხეთშიც, მაგრამ სომეხ ლომჯარიებს ეს თემა სომხეთში არ აუწევიათ. რატომ? იმიტომ, რომ ლომჯარიებს არ დაავალეს იგივე თემა, რაც ქართველ ლომჯარიებს დაავალეს. ასეთი სპეკულაციები სამარცხვინოა“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, Reuters-ის ცნობით, ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე შეძახილები „სიკვდილი ამერიკას“ და „სიკვდილი ისრაელს“ ისმოდა.

წაიკითხეთ ასევე: