სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
მსოფლიო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ დარჩა "ჰამასის" ლიდერებიდან ცოცხალი: "ორგანიზაციის ტვინი", "სიკვდილის მაცნე" და "კაცი, ცხრა სიცოცხლით" - რა არის მათზე ცნობილი?
ვინ დარჩა "ჰამასის" ლიდერებიდან ცოცხალი: "ორგანიზაციის ტვინი", "სიკვდილის მაცნე" და "კაცი, ცხრა სიცოცხლით" - რა არის მათზე ცნობილი?

დაჯ­გუ­ფე­ბა “ჰა­მა­სის“ ბევ­რი ლი­დე­რი ინარ­ჩუ­ნებს ანო­ნი­მუ­რო­ბას და მათ­ზე მწი­რი ინ­ფორ­მა­ცია არის ცნო­ბი­ლი. თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ის­რა­ე­ლი მა­ინც ახერ­ხებს მათ გა­ნე­იტ­რა­ლე­ბას და ლიკ­ვი­და­ცი­ას.

31 ივ­ლისს, მსოფ­ლი­ოს­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ირან­ში მოკ­ლეს "ჰა­მა­სის" პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რი, ის­მა­ილ ჰა­ნიე. ინ­ფორ­მა­ცი­ას ადას­ტუ­რებს “ჰა­მა­სი“ და აცხა­დე­ბენ, რომ ჰა­ნიე ის­რა­ე­ლის თავ­დას­ხმის შე­დე­გად არის მოკ­ლუ­ლი. ჰა­ნიე თე­ი­რან­ში მოკ­ლეს, სა­დაც ირა­ნის ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მა­სუდ ფე­ზექ­ში­ა­ნის ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და.

ირა­ნის ის­ლა­მუ­რი გვარ­დი­ის კორ­პუ­სის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბით, ჰა­ნი­ეს მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა. მა­თი­ვე ცნო­ბით, მოკ­ლუ­ლია ჰა­ნი­ეს დაც­ვის ერთ-ერთი წევ­რიც. "ჰა­მა­სის" გან­ცხა­დე­ბით, "ჰა­ნიე მოკ­ლუ­ლია მო­ღა­ლა­ტე­ობ­რი­ვი დარ­ბე­ვი­სას".

BBC-მ "ჰა­მა­სის" ლი­დე­რე­ბის - რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რე­ბის, ისე სამ­ხედ­რო მე­თა­უ­რე­ბის სია გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ვინ არი­ან დაჯ­გუ­ფე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი და რა ვი­ცით მათ შე­სა­ხებ?

  • ის­მა­ილ ჰა­ნიე

ის­მა­ილ ჰა­ნიე ფარ­თოდ გა­ნი­ხი­ლე­ბო­და ჰა­მა­სის ლი­დე­რად. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბა ჯგუფ­მა 2024 წლის 31 ივ­ლისს და­ა­დას­ტუ­რა.

1989 წელს ის­მა­ი­ლი ის­რა­ელ­მა სამი წლით და­ა­პა­ტიმ­რა, რო­დე­საც პა­ლეს­ტი­ნის პირ­ვე­ლი აჯან­ყე­ბა ჩა­ახ­შო. 1992 წელს ჰა­მა­სის რამ­დე­ნი­მე ლი­დერ­თან ერ­თად, გა­და­ა­სახ­ლეს უკაც­რი­ელ ქვე­ყა­ნა­ში, ის­რა­ელ­სა და ლი­ბანს შო­რის. გა­და­სახ­ლე­ბი­დან ერთი წლის შემ­დეგ ის ღა­ზა­ში დაბ­რუნ­და.

1997 წელს და­ი­ნიშ­ნა ჰა­მა­სის სუ­ლი­ე­რი ლი­დე­რის ოფი­სის უფ­რო­სად, რა­მაც გა­აძ­ლი­ე­რა მისი პო­ზი­ცია. 2006 წლის 16 თე­ბერ­ვალს "ჰა­მა­სმა" ჰა­ნიე პა­ლეს­ტი­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრად და­ნიშ­ნა. ერთი წლის შემ­დეგ, პა­ლეს­ტი­ნის ეროვ­ნუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პრე­ზი­დენ­ტმა მაჰ­მუდ აბას­მა ჰა­ნი­ეს მთავ­რო­ბა და­ი­თხო­ვა, მაგ­რამ "ჰა­მა­სმა" ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არა­ლე­გი­ტი­მუ­რად გა­მო­ა­ცხა­და და მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­მა მუ­შა­ო­ბა გა­აგ­რძე­ლა. აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტმა ჰა­ნიე ტე­რო­რის­ტად გა­მო­ა­ცხა­და.

მა­შინ ჰა­ნი­ემ მის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას “არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი“ უწო­და.

ჰა­მა­სის პო­ლიტ­ბი­უ­როს ხელ­მძღვა­ნე­ლად 2017 წელს აირ­ჩი­ეს. 2018 წელს აშშ-ს სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტმა ჰა­ნიე ტე­რო­რის­ტად გა­მო­ა­ცხა­და. ის ბოლო რამ­დე­ნი­მე წელი ყა­ტარ­ში ცხოვ­რობ­და.

ის­მა­ილ აბ­დელ სა­ლამ ჰა­ნიე, მეტ­სა­ხე­ლად აბუ ალ-აბდი, 1963 წელს ღა­ზის სექ­ტორ­ში და­ი­ბა­და. სწავ­ლობ­და გა­ე­როს სკო­ლებ­ში, რომ­ლე­ბიც ლტოლ­ვი­ლე­ბის­თვი­საა გან­კუთ­ვნი­ლი. 1987 წელს და­ამ­თავ­რა ის­ლა­მუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის არა­ბის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­უ­ახ­ლოვ­და "ჰა­მა­სის" დამ­ფუძ­ნე­ბელს, შეიხ აჰ­მედ ია­სინს. ჰყავ­და 13 შვი­ლი.

  • ია­ჰია სინ­ვა­რი

2015 წლის სექ­ტემ­ბერ­ში შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა სინ­ვა­რის სა­ხე­ლი “სა­ერ­თა­შო­რი­სო ტე­რო­რის­ტე­ბის“ შავ სი­ა­ში შე­ი­ტა­ნა.

ჰა­მა­სის ლი­დე­რი ია­ჰია სინ­ვა­რი 1962 წელს ღა­ზას სექ­ტორ­ში და­ი­ბა­და.

ის არის ჰა­მა­სის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია რო­გორც Majd. ფრთა მარ­თავს შიდა უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებს, იძი­ებს ეჭ­ვმი­ტა­ნილ ის­რა­ე­ლის აგენ­ტებ­სა და თვალ­ყურს ადევ­ნებს ის­რა­ე­ლის დაზ­ვერ­ვის, უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ოფიც­რებს. სინ­ვა­რი სამ­ჯერ და­ა­კა­ვეს. 1988 წელს მე­სა­მე და­პა­ტიმ­რე­ბის შემ­დეგ მას მი­ე­სა­ჯა ოთხი უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა.

თუმ­ცა, ის იყო 1027 პა­ლეს­ტი­ნელ და ის­რა­ე­ლელ არაბ პა­ტი­მარს შო­რის, რო­მე­ლიც ის­რა­ელ­მა ტყვედ მყო­ფი ის­რა­ე­ლე­ლი ჯა­რის­კა­ცის სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. სინ­ვა­რი 2017 წელს და­ი­ნიშ­ნა ჯგუ­ფის პო­ლი­ტი­კუ­რი ბი­უ­როს ხელ­მძღვა­ნე­ლად ღა­ზას სექ­ტორ­ში.

  • მუ­ჰა­მედ დე­ი­ფი

დე­იფს თით­ქმის მი­თი­უ­რი სტა­ტუ­სი აქვს ღა­ზა­ში. ის სიკ­ვდილს რამ­დენ­ჯერ­მე გა­და­ურ­ჩა. მუ­ჰა­მე­დი ხელ­მძღვა­ნე­ლობს ჰა­მა­სის მოძ­რა­ო­ბის სამ­ხედ­რო ძა­ლებს - იზ ალ-დინ ალ-კა­სამ ბრი­გა­დებს. ის არის ჩრდი­ლო­ვა­ნი ფი­გუ­რა, რო­მელ­საც პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბი იც­ნო­ბენ, რო­გორც “მათ­ბი­რი“, ხოლო ის­რა­ე­ლე­ბის­თვის “კაცი ცხრა ცო­ცხლით“.

ის­რა­ე­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ დე­ი­ფი 1989 წელს და­ა­პატმრა, რის შემ­დე­გაც მან ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა ალ-კა­სა­მის ბრი­გა­დე­ბი ის­რა­ე­ლე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის და­ტყვე­ვე­ბის მიზ­ნით.

გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ, ის ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და გვი­რა­ბე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას, რა­მაც სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა “ჰა­მა­სის“ მებ­რძო­ლებს ღა­ზა­დან ის­რა­ელ­ში შე­ეღ­წი­ათ.

დე­ი­ფი არის ის­რა­ე­ლის მიერ ძებ­ნი­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ბრა­ლი ედე­ბა 1996 წელს ავ­ტო­ბუ­სე­ბის და­ბომბვის და­გეგ­მვა­ში და ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა­ში, რა დრო­საც ათო­ბით ის­რა­ე­ლე­ლი და­ი­ღუ­პა.

ის­რა­ელ­მა ის 2000 წელს და­ა­პა­ტიმ­რა, მაგ­რამ გა­იქ­ცა. მისი მკვლე­ლო­ბა 2002 წელ­საც სცა­დეს. დე­ი­ფი გა­დარ­ჩა, მაგ­რამ ერთი თვა­ლი და­კარ­გა. ის­რა­ე­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან ასე­ვე და­კარ­გა ფეხი და ხელი და უჭირს სა­უ­ბა­რი.

ის­რა­ე­ლის უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლებ­მა კვლავ ვერ მო­ა­ხერ­ხეს დე­ი­ფის ლიკ­ვი­დი­რე­ბა 2014 წელს ღა­ზას სექ­ტორ­ზე თავ­დას­ხმის დროს, მაგ­რამ მოკ­ლეს მისი ცოლი და მისი ორი შვი­ლი.

  • მარ­ვან ისა

მარ­ვან ისა, ანუ "ჩრდი­ლო­ვა­ნი კაცი“ მუ­ჰა­მედ დე­ი­ფის მარ­ჯვე­ნა ხე­ლია.

ახალ­გაზ­რდო­ბა­ში ის კა­ლათ­ბურ­თით იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი, მაგ­რამ სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რა არ გა­მო­უ­ვი­და, რად­გან 1987 წელს ის­რა­ე­ლის სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხურ­მა "ჰა­მას­თან" კავ­ში­რის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვა.

ჰა­მასს არ და­უ­დას­ტუ­რე­ბია, რომ მარ­ვან ისა, 2024 წლის მარ­ტში ის­რა­ე­ლის სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმის დროს და­ი­ღუ­პა. თუმ­ცა ინ­ფორ­მა­ცი­ას მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ ავ­რცე­ლებს თეთ­რი სახ­ლი.

აშშ-ის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის მრჩე­ველ­მა ჯეიკ სა­ლი­ვან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ის ის­რა­ე­ლის მიერ მოკ­ლუ­ლია გვი­რა­ბის კომ­პლექსზე დარ­ტყმის შე­დე­გად, ლტოლ­ვილ­თა ბა­ნაკ­ში ნუ­სე­ი­რატ­ში.

ღა­ზის სექ­ტორ­ში შეჭ­რის დროს, 2014 და 2021 წლებ­ში, ის­რა­ე­ლის თვითმფრი­ნავ­მა ორ­ჯერ გა­ა­ნად­გუ­რა მისი სახ­ლი სა­რა­კე­ტო დარ­ტყმე­ბით. შე­დე­გად, ისას ძმა მოკ­ლეს.

  • ხა­ლედ მე­შა­ა­ლი

ხა­ლედ მე­შა­ა­ლი, რო­მე­ლიც და­ი­ბა­და და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე 1956 წელს, ით­ვლე­ბა ჰა­მა­სის ერთ-ერთ და­მა­არ­სებ­ლად.

ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუს პირ­და­პი­რი მი­თი­თე­ბით, ის­რა­ე­ლის ჯა­შუ­შურ­მა სა­ა­გენ­ტომ “მო­სად­მა“ 1997 წელს, რო­დე­საც ის იორ­და­ნი­ა­ში ცხოვ­რობ­და, სცა­და მე­შა­ლის მოკ­ვლა.

მო­სა­დის აგენ­ტე­ბი იორ­და­ნი­ა­ში ყალ­ბი კა­ნა­დუ­რი პას­პორ­ტე­ბით შე­ვიდ­ნენ და მე­შა­ალს ქუ­ჩა­ში სე­ირ­ნო­ბი­სას ტოქ­სი­კუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა გა­უ­კე­თეს. იორ­და­ნი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მა­შინ აღ­მო­ა­ჩი­ნა მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა და და­ა­კა­ვა მო­სა­დის ორი წევ­რი.

იორ­და­ნი­ის გარ­დაც­ვლილ­მა მე­ფემ - ჰუ­სე­ინ­მა ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნისტრს სთხო­ვა ან­ტი­დო­ტი იმ ნივ­თი­ე­რე­ბის­თვის, რო­მე­ლიც მე­შა­ალს გა­უ­კე­თეს. აშშ-ს მა­შინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ბილ კლინ­ტო­ნის ზე­წო­ლის ქვეშ მყოფ­მა, ბა­ტონ­მა ნე­თა­ნი­აჰუმ ან­ტი­დო­ტი მი­ა­წო­და.

მე­შა­ა­ლი, რო­მე­ლიც ყა­ტარ­ში ცხოვ­რობს, ღა­ზას სექ­ტორს პირ­ვე­ლად 2012 წელს ეს­ტუმ­რა. იგი პა­ლეს­ტი­ნელ­მა ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა მი­ი­ღეს. 2017 წელს ჰა­მა­სმა მე­შა­ლის შემ­ცვლე­ლად ის­მა­ილ ჰა­ნიე აირ­ჩია.

  • მაჰ­მუდ ზა­ჰა­რი

ზა­ჰა­რი გა­და­ურ­ჩა ის­რა­ე­ლის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას 2003 წელს.

მაჰ­მუდ ზა­ჰა­რი და­ი­ბა­და 1945 წელს ღა­ზა­ში, პა­ლეს­ტი­ნე­ლი მა­მი­სა და ეგ­ვიპ­ტე­ლი დე­დის ოჯახ­ში. ად­რე­უ­ლი ბავ­შვო­ბა ეგ­ვიპ­ტის ქა­ლაქ ის­მა­ი­ლი­ა­ში გა­ა­ტა­რა.

სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, სწავ­ლა გა­ნაგ­რძო კა­ი­როს აინ შამ­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, 1971 წელს მი­ი­ღო ზო­გა­დი მე­დი­ცი­ნის ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხი, ხოლო 1976 წელს ზო­გა­დი ქი­რურ­გი­ის მა­გის­ტრი გახ­და. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ მუ­შა­ობ­და ექი­მად ღა­ზის სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში.

ზა­ჰა­რი "ჰა­მა­სის" პო­ლი­ტი­კუ­რი ფრთის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ავ­ტო­რი­ტე­ტულ წევ­რად ით­ვლე­ბა. ის­რა­ე­ლის სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა ღა­ზის სექ­ტორ­ში, მის სახ­ლთან თით­ქმის 500-კი­ლოგ­რა­მი­ა­ნი ბომ­ბი ჩა­მო­აგ­დეს. თავ­დას­ხმამ მას მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა, მაგ­რამ მოკ­ლა მისი უფ­რო­სი ვაჟი, ხა­ლე­დი.

მისი მე­ო­რე ვაჟი, ჰო­სა­მი, რო­მე­ლიც იყო ალ-კა­სა­მის ბრი­გა­დის წევ­რი, და­ი­ღუ­პა ის­რა­ე­ლის სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმის დროს ღა­ზა­ში 2008 წელს.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

ვინ დარჩა "ჰამასის" ლიდერებიდან ცოცხალი: "ორგანიზაციის ტვინი", "სიკვდილის მაცნე" და "კაცი, ცხრა სიცოცხლით" - რა არის მათზე ცნობილი?

ვინ დარჩა "ჰამასის" ლიდერებიდან ცოცხალი: "ორგანიზაციის ტვინი", "სიკვდილის მაცნე" და "კაცი, ცხრა სიცოცხლით" - რა არის მათზე ცნობილი?

დაჯგუფება “ჰამასის“ ბევრი ლიდერი ინარჩუნებს ანონიმურობას და მათზე მწირი ინფორმაცია არის ცნობილი. თუმცა, მიუხედავად ამისა, ისრაელი მაინც ახერხებს მათ განეიტრალებას და ლიკვიდაციას.

31 ივლისს, მსოფლიოსთვის ცნობილი გახდა, რომ ირანში მოკლეს "ჰამასის" პოლიტიკური ლიდერი, ისმაილ ჰანიე. ინფორმაციას ადასტურებს “ჰამასი“ და აცხადებენ, რომ ჰანიე ისრაელის თავდასხმის შედეგად არის მოკლული. ჰანიე თეირანში მოკლეს, სადაც ირანის ახალი პრეზიდენტის, მასუდ ფეზექშიანის ინაუგურაციაზე იმყოფებოდა.

ირანის ისლამური გვარდიის კორპუსის მიერ გავრცელებული განცხადებით, ჰანიეს მკვლელობასთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. მათივე ცნობით, მოკლულია ჰანიეს დაცვის ერთ-ერთი წევრიც. "ჰამასის" განცხადებით, "ჰანიე მოკლულია მოღალატეობრივი დარბევისას".

BBC-მ "ჰამასის" ლიდერების - როგორც პოლიტიკური ფიგურების, ისე სამხედრო მეთაურების სია გამოაქვეყნა. ვინ არიან დაჯგუფების ხელმძღვანელები და რა ვიცით მათ შესახებ?

  • ისმაილ ჰანიე

ისმაილ ჰანიე ფართოდ განიხილებოდა ჰამასის ლიდერად. მისი გარდაცვალება ჯგუფმა 2024 წლის 31 ივლისს დაადასტურა.

1989 წელს ისმაილი ისრაელმა სამი წლით დააპატიმრა, როდესაც პალესტინის პირველი აჯანყება ჩაახშო. 1992 წელს ჰამასის რამდენიმე ლიდერთან ერთად, გადაასახლეს უკაცრიელ ქვეყანაში, ისრაელსა და ლიბანს შორის. გადასახლებიდან ერთი წლის შემდეგ ის ღაზაში დაბრუნდა.

1997 წელს დაინიშნა ჰამასის სულიერი ლიდერის ოფისის უფროსად, რამაც გააძლიერა მისი პოზიცია. 2006 წლის 16 თებერვალს "ჰამასმა" ჰანიე პალესტინის პრემიერ-მინისტრად დანიშნა. ერთი წლის შემდეგ, პალესტინის ეროვნული ხელისუფლების პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა ჰანიეს მთავრობა დაითხოვა, მაგრამ "ჰამასმა" ეს გადაწყვეტილება არალეგიტიმურად გამოაცხადა და მინისტრთა კაბინეტმა მუშაობა გააგრძელა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჰანიე ტერორისტად გამოაცხადა.

მაშინ ჰანიემ მის თანამდებობიდან გათავისუფლებას “არაკონსტიტუციური“ უწოდა.

ჰამასის პოლიტბიუროს ხელმძღვანელად 2017 წელს აირჩიეს. 2018 წელს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ჰანიე ტერორისტად გამოაცხადა. ის ბოლო რამდენიმე წელი ყატარში ცხოვრობდა.

ისმაილ აბდელ სალამ ჰანიე, მეტსახელად აბუ ალ-აბდი, 1963 წელს ღაზის სექტორში დაიბადა. სწავლობდა გაეროს სკოლებში, რომლებიც ლტოლვილებისთვისაა განკუთვნილი. 1987 წელს დაამთავრა ისლამური უნივერსიტეტის არაბისტიკის ფაკულტეტი. მოგვიანებით დაუახლოვდა "ჰამასის" დამფუძნებელს, შეიხ აჰმედ იასინს. ჰყავდა 13 შვილი.

  • იაჰია სინვარი

2015 წლის სექტემბერში შეერთებულმა შტატებმა სინვარის სახელი “საერთაშორისო ტერორისტების“ შავ სიაში შეიტანა.

ჰამასის ლიდერი იაჰია სინვარი 1962 წელს ღაზას სექტორში დაიბადა.

ის არის ჰამასის უსაფრთხოების სამსახურის დამფუძნებელი, რომელიც ცნობილია როგორც Majd. ფრთა მართავს შიდა უსაფრთხოების საკითხებს, იძიებს ეჭვმიტანილ ისრაელის აგენტებსა და თვალყურს ადევნებს ისრაელის დაზვერვის, უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრებს. სინვარი სამჯერ დააკავეს. 1988 წელს მესამე დაპატიმრების შემდეგ მას მიესაჯა ოთხი უვადო პატიმრობა.

თუმცა, ის იყო 1027 პალესტინელ და ისრაელელ არაბ პატიმარს შორის, რომელიც ისრაელმა ტყვედ მყოფი ისრაელელი ჯარისკაცის სანაცვლოდ გაათავისუფლა. სინვარი 2017 წელს დაინიშნა ჯგუფის პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელად ღაზას სექტორში.

  • მუჰამედ დეიფი

დეიფს თითქმის მითიური სტატუსი აქვს ღაზაში. ის სიკვდილს რამდენჯერმე გადაურჩა. მუჰამედი ხელმძღვანელობს ჰამასის მოძრაობის სამხედრო ძალებს - იზ ალ-დინ ალ-კასამ ბრიგადებს. ის არის ჩრდილოვანი ფიგურა, რომელსაც პალესტინელები იცნობენ, როგორც “მათბირი“, ხოლო ისრაელებისთვის “კაცი ცხრა ცოცხლით“.

ისრაელის ხელისუფლებამ დეიფი 1989 წელს დააპატმრა, რის შემდეგაც მან ჩამოაყალიბა ალ-კასამის ბრიგადები ისრაელელი ჯარისკაცების დატყვევების მიზნით.

გათავისუფლების შემდეგ, ის ხელმძღვანელობდა გვირაბების მშენებლობას, რამაც საშუალება მისცა “ჰამასის“ მებრძოლებს ღაზადან ისრაელში შეეღწიათ.

დეიფი არის ისრაელის მიერ ძებნილი ადამიანი, რომელსაც ბრალი ედება 1996 წელს ავტობუსების დაბომბვის დაგეგმვაში და ზედამხედველობაში, რა დროსაც ათობით ისრაელელი დაიღუპა.

ისრაელმა ის 2000 წელს დააპატიმრა, მაგრამ გაიქცა. მისი მკვლელობა 2002 წელსაც სცადეს. დეიფი გადარჩა, მაგრამ ერთი თვალი დაკარგა. ისრაელის ინფორმაციით, მან ასევე დაკარგა ფეხი და ხელი და უჭირს საუბარი.

ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა კვლავ ვერ მოახერხეს დეიფის ლიკვიდირება 2014 წელს ღაზას სექტორზე თავდასხმის დროს, მაგრამ მოკლეს მისი ცოლი და მისი ორი შვილი.

  • მარვან ისა

მარვან ისა, ანუ "ჩრდილოვანი კაცი“ მუჰამედ დეიფის მარჯვენა ხელია.

ახალგაზრდობაში ის კალათბურთით იყო გატაცებული, მაგრამ სპორტული კარიერა არ გამოუვიდა, რადგან 1987 წელს ისრაელის სადაზვერვო სამსახურმა "ჰამასთან" კავშირის ბრალდებით დააკავა.

ჰამასს არ დაუდასტურებია, რომ მარვან ისა, 2024 წლის მარტში ისრაელის საჰაერო თავდასხმის დროს დაიღუპა. თუმცა ინფორმაციას მისი გარდაცვალების შესახებ ავრცელებს თეთრი სახლი.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ის ისრაელის მიერ მოკლულია გვირაბის კომპლექსზე დარტყმის შედეგად, ლტოლვილთა ბანაკში ნუსეირატში.

ღაზის სექტორში შეჭრის დროს, 2014 და 2021 წლებში, ისრაელის თვითმფრინავმა ორჯერ გაანადგურა მისი სახლი სარაკეტო დარტყმებით. შედეგად, ისას ძმა მოკლეს.

  • ხალედ მეშაალი

ხალედ მეშაალი, რომელიც დაიბადა დასავლეთ სანაპიროზე 1956 წელს, ითვლება ჰამასის ერთ-ერთ დამაარსებლად.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს პირდაპირი მითითებით, ისრაელის ჯაშუშურმა სააგენტომ “მოსადმა“ 1997 წელს, როდესაც ის იორდანიაში ცხოვრობდა, სცადა მეშალის მოკვლა.

მოსადის აგენტები იორდანიაში ყალბი კანადური პასპორტებით შევიდნენ და მეშაალს ქუჩაში სეირნობისას ტოქსიკური ნივთიერება გაუკეთეს. იორდანიის ხელისუფლებამ მაშინ აღმოაჩინა მკვლელობის მცდელობა და დააკავა მოსადის ორი წევრი.

იორდანიის გარდაცვლილმა მეფემ - ჰუსეინმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს სთხოვა ანტიდოტი იმ ნივთიერებისთვის, რომელიც მეშაალს გაუკეთეს. აშშ-ს მაშინდელი პრეზიდენტის ბილ კლინტონის ზეწოლის ქვეშ მყოფმა, ბატონმა ნეთანიაჰუმ ანტიდოტი მიაწოდა.

მეშაალი, რომელიც ყატარში ცხოვრობს, ღაზას სექტორს პირველად 2012 წელს ესტუმრა. იგი პალესტინელმა ოფიციალურმა პირებმა მიიღეს. 2017 წელს ჰამასმა მეშალის შემცვლელად ისმაილ ჰანიე აირჩია.

  • მაჰმუდ ზაჰარი

ზაჰარი გადაურჩა ისრაელის მკვლელობის მცდელობას 2003 წელს.

მაჰმუდ ზაჰარი დაიბადა 1945 წელს ღაზაში, პალესტინელი მამისა და ეგვიპტელი დედის ოჯახში. ადრეული ბავშვობა ეგვიპტის ქალაქ ისმაილიაში გაატარა.

სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო კაიროს აინ შამსის უნივერსიტეტში, 1971 წელს მიიღო ზოგადი მედიცინის ბაკალავრის ხარისხი, ხოლო 1976 წელს ზოგადი ქირურგიის მაგისტრი გახდა. სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ექიმად ღაზის საავადმყოფოებში.

ზაჰარი "ჰამასის" პოლიტიკური ფრთის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ წევრად ითვლება. ისრაელის სპეცსამსახურებმა ღაზის სექტორში, მის სახლთან თითქმის 500-კილოგრამიანი ბომბი ჩამოაგდეს. თავდასხმამ მას მსუბუქი დაზიანებები მიაყენა, მაგრამ მოკლა მისი უფროსი ვაჟი, ხალედი.

მისი მეორე ვაჟი, ჰოსამი, რომელიც იყო ალ-კასამის ბრიგადის წევრი, დაიღუპა ისრაელის საჰაერო თავდასხმის დროს ღაზაში 2008 წელს.

წყარო

იხილეთ ასევე: