მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 650 ათასი დოლარის გადახდა დაეკისრა - რატი ბრეგაძემ სასამართლოს გადაწყვეტილება განმარტა
“ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 650 ათასი დოლარის გადახდა დაეკისრა - რატი ბრეგაძემ სასამართლოს გადაწყვეტილება განმარტა

იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის, რატი ბრე­გა­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­არ­ბიტ­რა­ჟო სა­სა­მარ­თლომ შპს “ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უ­მის“ სარ­ჩელ­ზე გან­ხილ­ვა და­ას­რუ­ლა და და­ად­გი­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ სა­ინ­ვეს­ტი­ციო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა კა­ნო­ნი­ე­რად შე­წყვი­ტა.

მისი თქმით, არ­ბიტ­რაჟ­მა მო­სარ­ჩე­ლეს მი­ლი­არდ ნა­ხე­ვა­რი დო­ლა­რის ანა­ზღა­უ­რე­ბა­ზეც უარი უთხრა და მას სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის სა­სარ­გებ­ლოდ 650 ათა­სი დო­ლა­რის გა­დახ­დის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და­ე­კის­რა.

“პა­რი­ზის არ­ბიტ­რაჟ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა­სა და შპს “ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უმს“ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­უ­ზი­ა­რა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც დავა სა­ქარ­თვე­ლოს გა­მარ­ჯვე­ბით დას­რულ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ვის სა­ფუძ­ველს წარ­მო­ად­გენ­და ანაკ­ლი­ა­ში შავი ზღვის ღრმა­წყლო­ვა­ნი ნავ­სად­გუ­რის მშე­ნებ­ლო­ბის ოპე­რი­რე­ბი­სა და გა­და­ცე­მის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა­სა და შპს “ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უმს“ შო­რის 2016 წლის 3 ოქ­ტომ­ბერს გა­ფორ­მე­ბუ­ლი სა­ინ­ვეს­ტი­ციო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა. კერ­ძოდ, ინ­ვეს­ტო­რის მიერ სა­ინ­ვეს­ტი­ციო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის მრა­ვალ­ჯე­რა­დი დარ­ღვე­ვის გამო, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და სა­ინ­ვეს­ტი­ციო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა შე­ე­წყვი­ტა. სა­არ­ბიტ­რა­ჟო მო­სარ­ჩე­ლე სა­და­ვოდ ხდი­და სა­ინ­ვეს­ტი­ციო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­წყვე­ტის კა­ნო­ნი­ე­რე­ბა­სა და ითხოვ­და და­ახ­ლო­ე­ბით 1.5 მლრდ დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის კომ­პენ­სა­ცი­ას. არ­ბიტ­რაჟ­მა სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს მიერ წარ­დგე­ნი­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი არ­გუ­მენ­ტე­ბი და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და და­ად­გი­ნა, რომ მი­უ­ხე­და­ვად სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ მშე­ნებ­ლო­ბის­თვის სა­ჭი­რო და­ფი­ნან­სე­ბის მო­სა­ძი­ებ­ლად დად­გე­ნი­ლი ვა­დე­ბის მრა­ვალ­ჯერ გა­და­ვა­დე­ბი­სა, ინ­ვეს­ტორ­მა მთლი­ა­ნად სა­კუ­თა­რი ბრა­ლე­უ­ლო­ბით ვერ შეძ­ლო ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა.

ასე­ვე, პრო­ექ­ტის და­ფი­ნან­სე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა სრუ­ლად ეკის­რე­ბო­და ინ­ვეს­ტორს, რო­მელ­მაც, სა­კუ­თა­რი მი­ზე­ზით, ვერ მო­ი­ძია სა­კუ­თა­რი სახ­სრე­ბი. პრო­ექ­ტის კო­მერ­ცი­უ­ლი რის­კის მა­ტა­რე­ბე­ლი იყო ასე­ვე მხო­ლოდ ინ­ვეს­ტო­რი. მთავ­რო­ბას არც პირ­და­პირ და არც ირი­ბად ინ­ვეს­ტო­რის­თვის ხელი არ შე­უშ­ლია პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში. ყო­ვე­ლი­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, არ­ბიტ­რაჟ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ სა­ინ­ვეს­ტი­ციო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა შე­წყვი­ტა კა­ნო­ნი­ე­რად და მო­სარ­ჩე­ლის მო­თხოვ­ნა, მი­ლი­არდ ნა­ხე­ვა­რი დო­ლა­რის ანა­ზღა­უ­რე­ბა­ზე სრუ­ლად უარ­ყო­ფილ იქნა, პი­რი­ქით, მო­სარ­ჩე­ლეს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის სა­სარ­გებ­ლოდ და­ე­კის­რა 650 ათა­სი დო­ლა­რის გა­დახ­დის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და რატი ბრე­გა­ძემ.

მისი თქმით, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ ანაკ­ლი­ის პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბას თა­ვად შე­უ­შა­ლა ხელი და სა­ხელ­მწი­ფოს ფაქ­ტობ­რი­ვად, 4 წელი და­ა­კარ­გვი­ნა.

“ბა­ტონ­მა ხა­ზა­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ სამ­წუ­ხა­როა ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ვე­თან­ხმე­ბი, რა თქმა უნდა, მათ­თვის სა­მარ­თა­ლი, ზო­გა­დად, არის სამ­წუ­ხა­რო მოვ­ლე­ნა. მე მგო­ნი, ყვე­ლა დარ­წმუნ­და, მრა­ვალ სა­ერ­თა­შო­რი­სო და­ვა­ში, იმის შე­სა­ხებ, რომ სი­მარ­თლე არის ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს მხა­რეს.

სა­ხელ­მწი­ფო ყვე­ლა­ნა­ი­რად უწყობ­და ხელს [ხა­ზა­რა­ძეს] ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ში, თუმ­ცა თა­ვად არ ას­რუ­ლებ­და ამ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს. შე­სა­ბა­მი­სად, თუკი მას პრე­ტენ­ზია აქვს ვინ­მეს­თან, პორ­ტის არ ან ვერ აშე­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ეს რა თქმა უნდა, პირ­ველ რიგ­ში სა­კუ­თარ თავს და პარტნი­ო­რებს უნდა მოჰ­კი­თხოს,“ - გა­ნა­ცხა­და მი­ნის­ტრმა.

მა­ნამ­დე, რატი ბრე­გა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ წარ­სულს ჩა­ბარ­და ისე­თი სა­ხელ­მწი­ფო, რო­მე­ლიც ხალ­ხის გა­ღა­ტა­კე­ბის, ეკო­ნო­მი­კის გა­ცამ­ტვე­რე­ბის და ქვეყ­ნის რე­პუ­ტა­ცი­ის და­ზი­ა­ნე­ბის ხარ­ჯზე ვინ­მეს უსა­მარ­თლოდ გამ­დიდ­რე­ბას და­უშ­ვებს.

“ბა­ტო­ნი ხა­ზა­რა­ძე, რო­გორც უკვე ცნო­ბი­ლია, ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს­გან 2020 წელს ითხოვ­და მი­ლი­არდ-ნა­ხე­ვა­რი დო­ლა­რის გა­დახ­დას, რაც იმ დრო­ის­თვის იყო სა­ქარ­თვე­ლოს ნა­ერ­თი ბი­უ­ჯე­ტის 25%, ანუ მე­ო­თხე­დი და სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის 9%-ზე მეტი. თუ რა კა­ტას­ტრო­ფუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი და ფი­ნან­სუ­რი შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვე­ბო­და ქვეყ­ნის­თვის მის გა­მარ­ჯვე­ბას, ვფიქ­რობ, ყვე­ლას­თვის ცხა­დია. გა­უ­გე­ბა­რი და წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ან­მა, რო­მელ­საც პო­ლი­ტი­კა­ში და ქვეყ­ნის სამ­სა­ხურ­ში დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლად ყოფ­ნა სურს, მოს­თხო­ვო სრუ­ლი­ად უსა­მარ­თლოდ, შენს სა­კუ­თარ სა­ხელ­მწი­ფოს მისი ბი­უ­ჯე­ტის მე­ო­თხე­დი და ასე­თი საფრ­თხის წი­ნა­შე და­ა­ყე­ნო შენი მო­სახ­ლე­ო­ბა. დას­კვნის სა­ხით კი ვი­ტყვი, რომ წარ­სულს ჩა­ბარ­და ისე­თი სა­ხელ­მწი­ფო, რო­მე­ლიც და­უშ­ვებს ხალ­ხის გა­ღა­ტა­კე­ბის, ეკო­ნო­მი­კის გა­ცამ­ტვე­რე­ბის და ქვეყ­ნის რე­პუ­ტა­ცი­ის და­ზი­ა­ნე­ბის ხარ­ჯზე ვინ­მეს უსა­მარ­თლოდ გამ­დიდ­რე­ბას, ან უკა­ნო­ნო და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სურ­ვილ­თან შე­უ­სა­ბა­მო ინ­ტე­რე­სე­ბის მზაკ­ვრუ­ლად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო იცავ­და, იცავს და მო­მა­ვალ­შიც წარ­მა­ტე­ბით გა­აგ­რძე­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს სა­მარ­თლებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვას. გი­ლო­ცავთ სა­ქარ­თვე­ლოს მო­რიგ დიდ გა­მარ­ჯვე­ბას,“ - გა­ნა­ცხა­და მი­ნის­ტრმა.

ცნო­ბის­თვის, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ "სა­სა­მარ­თლოს მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გულ­და­სა­წყვე­ტია იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც ქარ­თვე­ლე­ბის­თვის ათი­ა­თა­სო­ბით სა­მუ­შაო ად­გი­ლი და­ი­კარ­გა".

შე­გახ­სე­ნებთ, რომ “ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უმ­მა" და მთა­ვარ­მა უცხო­ელ­მა ინ­ვეს­ტორ­მა სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ სა­არ­ბიტ­რა­ჟო სარ­ჩე­ლი 2020 წლის 29 ივ­ლისს შე­ი­ტა­ნეს. “ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უმ­მა" და ერთ-ერ­თმა მთა­ვარ­მა ინ­ვეს­ტორ­მა ბობ მე­ი­ერ­მა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­არ­ბიტ­რა­ჟო სარ­ჩე­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ ანაკ­ლი­ის პორ­ტის პრო­ექ­ტში მათ დარ­ღვე­ულ უფ­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­ი­ტა­ნეს. ამ ორი სარ­ჩე­ლით ისი­ნი დარ­ღვე­უ­ლი უფ­ლე­ბე­ბის აღ­დგე­ნას ითხოვ­დნენ და ასე­ვე, კონ­სორ­ცი­უ­მი­სა და მე­ი­ე­რის და­ნა­კარ­გის ფი­ნან­სურ ანა­ზღა­უ­რე­ბას, რო­მე­ლიც მათი მო­თხოვ­ნით, 1 მი­ლი­არდ აშშ დო­ლარს სცილ­დე­ბო­და.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 650 ათასი დოლარის გადახდა დაეკისრა - რატი ბრეგაძემ სასამართლოს გადაწყვეტილება განმარტა

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 650 ათასი დოლარის გადახდა დაეკისრა - რატი ბრეგაძემ სასამართლოს გადაწყვეტილება განმარტა

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, საარბიტრაჟო სასამართლომ შპს “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სარჩელზე განხილვა დაასრულა და დაადგინა, რომ საქართველოს მთავრობამ საინვესტიციო ხელშეკრულება კანონიერად შეწყვიტა.

მისი თქმით, არბიტრაჟმა მოსარჩელეს მილიარდ ნახევარი დოლარის ანაზღაურებაზეც უარი უთხრა და მას საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 650 ათასი დოლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა.

“პარიზის არბიტრაჟმა საქართველოს მთავრობასა და შპს “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ გადაწყვეტილება გაუზიარა, რომლის მიხედვითაც დავა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. აღნიშნული დავის საფუძველს წარმოადგენდა ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ოპერირებისა და გადაცემის შესახებ საქართველოს მთავრობასა და შპს “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება. კერძოდ, ინვესტორის მიერ საინვესტიციო ვალდებულებების მრავალჯერადი დარღვევის გამო, საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა საინვესტიციო ხელშეკრულება შეეწყვიტა. საარბიტრაჟო მოსარჩელე სადავოდ ხდიდა საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერებასა და ითხოვდა დაახლოებით 1.5 მლრდ დოლარის ოდენობის კომპენსაციას. არბიტრაჟმა სრულად გაიზიარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილი სამართლებრივი არგუმენტები და მტკიცებულებები და დაადგინა, რომ მიუხედავად საქართველოს მთავრობის მიერ მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსების მოსაძიებლად დადგენილი ვადების მრავალჯერ გადავადებისა, ინვესტორმა მთლიანად საკუთარი ბრალეულობით ვერ შეძლო ვალდებულების შესრულება.

ასევე, პროექტის დაფინანსების ვალდებულება სრულად ეკისრებოდა ინვესტორს, რომელმაც, საკუთარი მიზეზით, ვერ მოიძია საკუთარი სახსრები. პროექტის კომერციული რისკის მატარებელი იყო ასევე მხოლოდ ინვესტორი. მთავრობას არც პირდაპირ და არც ირიბად ინვესტორისთვის ხელი არ შეუშლია პროექტის განხორციელებაში. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, არბიტრაჟმა დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობამ საინვესტიციო ხელშეკრულება შეწყვიტა კანონიერად და მოსარჩელის მოთხოვნა, მილიარდ ნახევარი დოლარის ანაზღაურებაზე სრულად უარყოფილ იქნა, პირიქით, მოსარჩელეს საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ დაეკისრა 650 ათასი დოლარის გადახდის ვალდებულება“,- განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მისი თქმით, მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის პორტის მშენებლობას თავად შეუშალა ხელი და სახელმწიფოს ფაქტობრივად, 4 წელი დააკარგვინა.

“ბატონმა ხაზარაძემ განაცხადა, რომ სამწუხაროა ეს გადაწყვეტილება. ვეთანხმები, რა თქმა უნდა, მათთვის სამართალი, ზოგადად, არის სამწუხარო მოვლენა. მე მგონი, ყველა დარწმუნდა, მრავალ საერთაშორისო დავაში, იმის შესახებ, რომ სიმართლე არის ქართული სახელმწიფოს მხარეს.

სახელმწიფო ყველანაირად უწყობდა ხელს [ხაზარაძეს] ვალდებულებების შესრულებაში, თუმცა თავად არ ასრულებდა ამ ვალდებულებებს. შესაბამისად, თუკი მას პრეტენზია აქვს ვინმესთან, პორტის არ ან ვერ აშენებასთან დაკავშირებით, ეს რა თქმა უნდა, პირველ რიგში საკუთარ თავს და პარტნიორებს უნდა მოჰკითხოს,“ - განაცხადა მინისტრმა.

მანამდე, რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ წარსულს ჩაბარდა ისეთი სახელმწიფო, რომელიც ხალხის გაღატაკების, ეკონომიკის გაცამტვერების და ქვეყნის რეპუტაციის დაზიანების ხარჯზე ვინმეს უსამართლოდ გამდიდრებას დაუშვებს.

“ბატონი ხაზარაძე, როგორც უკვე ცნობილია, ქართული სახელმწიფოსგან 2020 წელს ითხოვდა მილიარდ-ნახევარი დოლარის გადახდას, რაც იმ დროისთვის იყო საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის 25%, ანუ მეოთხედი და საქართველოს ეკონომიკის 9%-ზე მეტი. თუ რა კატასტროფული ეკონომიკური და ფინანსური შედეგები მოჰყვებოდა ქვეყნისთვის მის გამარჯვებას, ვფიქრობ, ყველასთვის ცხადია. გაუგებარი და წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ადამიანმა, რომელსაც პოლიტიკაში და ქვეყნის სამსახურში დეკლარირებულად ყოფნა სურს, მოსთხოვო სრულიად უსამართლოდ, შენს საკუთარ სახელმწიფოს მისი ბიუჯეტის მეოთხედი და ასეთი საფრთხის წინაშე დააყენო შენი მოსახლეობა. დასკვნის სახით კი ვიტყვი, რომ წარსულს ჩაბარდა ისეთი სახელმწიფო, რომელიც დაუშვებს ხალხის გაღატაკების, ეკონომიკის გაცამტვერების და ქვეყნის რეპუტაციის დაზიანების ხარჯზე ვინმეს უსამართლოდ გამდიდრებას, ან უკანონო და ქართველი ხალხის სურვილთან შეუსაბამო ინტერესების მზაკვრულად განხორციელებას. “ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო იცავდა, იცავს და მომავალშიც წარმატებით გააგრძელებს საქართველოს სამართლებრივი უსაფრთხოების დაცვას. გილოცავთ საქართველოს მორიგ დიდ გამარჯვებას,“ - განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ "სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია იმდენად, რამდენადაც ქართველებისთვის ათიათასობით სამუშაო ადგილი დაიკარგა".

შეგახსენებთ, რომ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" და მთავარმა უცხოელმა ინვესტორმა საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სარჩელი 2020 წლის 29 ივლისს შეიტანეს. “ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" და ერთ-ერთმა მთავარმა ინვესტორმა ბობ მეიერმა დამოუკიდებელი საარბიტრაჟო სარჩელები საქართველოს წინააღმდეგ ანაკლიის პორტის პროექტში მათ დარღვეულ უფლებებთან დაკავშირებით შეიტანეს. ამ ორი სარჩელით ისინი დარღვეული უფლებების აღდგენას ითხოვდნენ და ასევე, კონსორციუმისა და მეიერის დანაკარგის ფინანსურ ანაზღაურებას, რომელიც მათი მოთხოვნით, 1 მილიარდ აშშ დოლარს სცილდებოდა.

იხილეთ ასევე: