პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გამაოგნებელი ბრძოლის უნარი და თავგანწირვა - სიმსივნის დიაგნოზით ოლიმპიადაზე: მოფარიკავე ნატალი მოელჰაუზენის ისტორია, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს
გამაოგნებელი ბრძოლის უნარი და თავგანწირვა -  სიმსივნის დიაგნოზით ოლიმპიადაზე: მოფარიკავე ნატალი მოელჰაუზენის ისტორია, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს

38 წლის ბრა­ზი­ლი­ელ მო­ფა­რი­კა­ვე ნა­ტა­ლი მო­ელ­ჰა­უ­ზენს (Nathalie Moellhausen) ოლიმ­პი­უ­რი ოც­ნე­ბის­თვის დიდი ბრძო­ლის გა­და­ტა­ნა მო­უხ­და. პა­რი­ზის ოლიმ­პი­ა­დის და­წყე­ბამ­დე ხუთი თვით ადრე მას სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ქალ­მა თა­მა­შებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარი არ თქვა. გა­მო­ვი­და კი­დეც სა­ას­პა­რე­ზოდ, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, მა­ლე­ვე ცუ­დად გახ­და...

  • რა მოხ­და სპე­ცი­ა­ლურ ბი­ლიკ­ზე?

კა­ნა­დელ რუ­ი­ენ სი­ა­ოს­თან დუ­ე­ლის ფი­ნა­ლურ ფა­ზა­ში მან კის­რის არე­ში მძი­მე დარ­ტყმა მი­ი­ღო. ისე­თი, რომ მო­ელ­ჰა­უ­ზე­ნის ტკი­ვი­ლი მა­ყუ­რებ­ლის­თვი­საც კი შე­სამ­ჩნე­ვი იყო. ბრა­ზი­ლი­ელს, რო­გორც ჩანს, ამის შე­დე­გად გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი სუნ­თქვა გა­უ­ჭირ­და. ზე­დამ­ხედ­ვე­ლი წა­მებ­ში ად­გილ­ზე გაჩ­ნდა, მო­ელ­ჰა­უ­ზე­ნი მი­უ­თი­თებ­და კი­სერ­ზე და მწვა­ვე ტკი­ვი­ლებ­ზე. რო­დე­საც ტე­ლე­ვი­ზორ­ში გა­მე­ო­რე­ბა გა­მოჩ­ნდა, მო­ელ­ჰა­უ­ზე­ნი უკვე დაბ­ლა იწვა. მე­დი­კო­სე­ბი მის დახ­მა­რე­ბას რამ­დე­ნი­მე წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ცდი­ლობ­დნენ...

ყვე­ლას, ვინც ამ კად­რებს გრანდ პა­ლას­სა თუ ტე­ლე­ვი­ზორ­ში უყუ­რებ­და, დარ­ჩა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ბრძო­ლა ამით დას­რულ­და... მაგ­რამ მალე მო­უ­ლონ­დე­ლი რამ მოხ­და: გონ­ზე მო­სულ­მა მო­ელ­ჰა­უ­ზენ­მა დუ­ე­ლის შე­წყვე­ტა­ზე უარი თქვა და გა­აგ­რძე­ლა შერ­კი­ნე­ბა. თუმ­ცა, მისი ბრძო­ლა, სამ­წუ­ხა­როდ, happy End-ით არ დას­რულ­და. კა­ნა­დელ­მა 15:11 მო­ი­გო და ბრა­ზი­ლი­ე­ლის­თვის ოლიმ­პი­უ­რი ტურ­ნი­რი ამით დას­რულ­და. დარ­ბა­ზი­დან გას­ვლი­სას მო­ელ­ჰა­უ­ზენ­მა ბრა­ზი­ლი­ურ მე­დი­ას გა­ნუ­ცხა­და, - თავს კარ­გად ვერ ვგრძნო­ბო...

რო­გორც გა­ირ­კვა, ამის შემ­დეგ მო­ფა­რი­კა­ვე პირ­და­პირ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. რო­გორც ბრა­ზი­ლი­უ­რი მე­დია იტყო­ბი­ნე­ბა, მას ექი­მე­ბი სიმ­სივ­ნეს ამოკ­ვე­თენ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ოლიმ­პი­ა­დის და­წყე­ბამ­დე, გა­და­უ­დე­ბე­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მის გამო, ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­ა­თავ­სეს და მხო­ლოდ ერთი კვი­რის წინ შეძ­ლო მისი და­ტო­ვე­ბა. ახლა ნა­ტა­ლი იმა­ვე სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. მას სიმ­სივ­ნე კუ­დუ­სუნ­ზე აქვს, რო­გორც უცხო­უ­რი გა­მო­ცე­მე­ბი წე­რენ, ჯერ უც­ნო­ბია მისი ამოკ­ვე­თის შემ­დეგ, რამ­დე­ნად შეძ­ლებს მო­ფა­რი­კა­ვე სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რის გაგ­რძე­ლე­ბას...

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნოდარი
0

აღფრთოვანებული ვარ ამ გოგონას სულიერი სიმამაცით. ღმერთმა გამოაჯანმრთელოს და სულ წარმატებებით ევლოს. მადლობა მას გამოჩენილი საქციელისთვის.

 

თამარი
0

გამოჯანმრთელებას გისურვებთ! ღმერთი თქვენსკენ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

გამაოგნებელი ბრძოლის უნარი და თავგანწირვა - სიმსივნის დიაგნოზით ოლიმპიადაზე: მოფარიკავე ნატალი მოელჰაუზენის ისტორია, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს

გამაოგნებელი ბრძოლის უნარი და თავგანწირვა -  სიმსივნის დიაგნოზით ოლიმპიადაზე: მოფარიკავე ნატალი მოელჰაუზენის ისტორია, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს

38 წლის ბრაზილიელ მოფარიკავე ნატალი მოელჰაუზენს (Nathalie Moellhausen) ოლიმპიური ოცნებისთვის დიდი ბრძოლის გადატანა მოუხდა. პარიზის ოლიმპიადის დაწყებამდე ხუთი თვით ადრე მას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.

მიუხედავად ამისა, ქალმა თამაშებში მონაწილეობაზე უარი არ თქვა. გამოვიდა კიდეც საასპარეზოდ, მაგრამ, სამწუხაროდ, მალევე ცუდად გახდა...

  • რა მოხდა სპეციალურ ბილიკზე?

კანადელ რუიენ სიაოსთან დუელის ფინალურ ფაზაში მან კისრის არეში მძიმე დარტყმა მიიღო. ისეთი, რომ მოელჰაუზენის ტკივილი მაყურებლისთვისაც კი შესამჩნევი იყო. ბრაზილიელს, როგორც ჩანს, ამის შედეგად გარკვეული პერიოდი სუნთქვა გაუჭირდა. ზედამხედველი წამებში ადგილზე გაჩნდა, მოელჰაუზენი მიუთითებდა კისერზე და მწვავე ტკივილებზე. როდესაც ტელევიზორში გამეორება გამოჩნდა, მოელჰაუზენი უკვე დაბლა იწვა. მედიკოსები მის დახმარებას რამდენიმე წუთის განმავლობაში ცდილობდნენ...

ყველას, ვინც ამ კადრებს გრანდ პალასსა თუ ტელევიზორში უყურებდა, დარჩა შთაბეჭდილება, რომ ბრძოლა ამით დასრულდა... მაგრამ მალე მოულონდელი რამ მოხდა: გონზე მოსულმა მოელჰაუზენმა დუელის შეწყვეტაზე უარი თქვა და გააგრძელა შერკინება. თუმცა, მისი ბრძოლა, სამწუხაროდ, happy End-ით არ დასრულდა. კანადელმა 15:11 მოიგო და ბრაზილიელისთვის ოლიმპიური ტურნირი ამით დასრულდა. დარბაზიდან გასვლისას მოელჰაუზენმა ბრაზილიურ მედიას განუცხადა, - თავს კარგად ვერ ვგრძნობო...

როგორც გაირკვა, ამის შემდეგ მოფარიკავე პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ბრაზილიური მედია იტყობინება, მას ექიმები სიმსივნეს ამოკვეთენ.

აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადის დაწყებამდე, გადაუდებელი ჯანმრთელობის პრობლემის გამო, ის საავადმყოფოში მოათავსეს და მხოლოდ ერთი კვირის წინ შეძლო მისი დატოვება. ახლა ნატალი იმავე საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას სიმსივნე კუდუსუნზე აქვს, როგორც უცხოური გამოცემები წერენ, ჯერ უცნობია მისი ამოკვეთის შემდეგ, რამდენად შეძლებს მოფარიკავე სპორტული კარიერის გაგრძელებას...