პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“სიყვარულის აქტივისტი“ და ცნობილი ფრანგი მსახიობი - რას პასუხობენ ოლიმპიადის გახსნის ყველაზე სკანდალური მონაწილეები კრიტიკოსებს?
“სიყვარულის აქტივისტი“ და ცნობილი ფრანგი მსახიობი - რას პასუხობენ ოლიმპიადის გახსნის ყველაზე სკანდალური მონაწილეები კრიტიკოსებს?

მას შემ­დეგ, რაც პა­რი­ზის 2024 წლის ოლიმ­პი­ა­და გრან­დი­ო­ზუ­ლად გა­იხ­სნა, მთე­ლი მსოფ­ლიო ყვე­ლა­ზე მე­ტად 2 სკან­და­ლურ პირ­ზე ლა­პა­რა­კობს, რომ­ლებ­საც “სა­ი­დუმ­ლო სე­რო­ბის“ გა­შარ­ჟე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

რო­გორც და­სავ­ლუ­რი მე­დია წერს, ქალი, რო­მე­ლიც ოლიმ­პი­ა­დის გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ის დროს სა­კა­მა­თო პერ­ფორ­მან­სის ცენ­ტრში იდგა, დი­ჯეი, პრო­დი­უ­სე­რი და თვი­თა­ღი­ა­რე­ბუ­ლი “სიყ­ვა­რუ­ლის აქ­ტი­ვის­ტი“, სა­ხე­ლად, ბარ­ბა­რა ბუ­ჩია.

ინ­ტერ­ნეტ­ში ვრცელ­დე­ბა ოლიმ­პი­ა­დის წარ­მოდ­გე­ნის ერთ - ერთი მო­ნაკ­ვე­თი, რო­მელ­შიც “დრაგ ქუ­ი­ნე­ბი“, ტრანსგენ­დე­რი მო­დე­ლე­ბი და ლგბტ თე­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სა­მო­დე­ლო ბი­ლიკ­თან დგა­ნან, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით სუფ­რად გა­და­იქ­ცე­ვა.

მათ შო­რის, ცენ­ტრში, დი­ჯე­ის სეტ­თან დგას ბარ­ბა­რა ბუჩი, თავ­ზე იმი­ტი­რე­ბუ­ლი შა­რა­ვან­დით. სწო­რედ ამ სცე­ნამ გა­მო­იწ­ვია პრო­ტეს­ტი. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი წერს, რომ ეს არის “სა­ი­დუმ­ლო სე­რო­ბის“ პა­რო­დია - სცე­ნის, რო­დე­საც იესო ქრის­ტემ მის 12 მო­ცი­ქულ­თან ბოლო ტრა­პე­ზი გა­მარ­თა.

ფაქტს ილონ მას­კი, ფრან­გი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ნა­წი­ლი, საფ­რან­გე­თის კა­თო­ლი­კუ­რი ეკ­ლე­სია და სხვა ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ოლიმ­პი­ა­დის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო ჯგუფ­მა სკან­და­ლუ­რი სცე­ნის გამო ბო­დი­ში მო­ი­ხა­და და აღ­ნიშ­ნა, რომ მათი მი­ზა­ნი არ ყო­ფი­ლა რე­ლი­გი­უ­რი გრძნო­ბე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფა.

თუმ­ცა, ასე­ვე ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ სცე­ნამ სი­ნამ­დვი­ლე­ში ჰო­ლან­დი­ე­ლი მხატ­ვრის ტილო გა­ა­ცო­ცხლა, სა­დაც ბერ­ძნუ­ლი მი­თო­სის ღმერ­თე­ბის მოლ­ხე­ნაა ასა­ხუ­ლი. ცენ­ტრი კი ღვი­ნის ღმერ­თი, დი­ო­ნი­სეა.

  • “გვირ­გვი­ნი, რო­მელ­საც ვა­ტა­რებ­დი, რე­ა­ლუ­რად იყო შეკ­ვე­თით დამ­ზა­დე­ბუ­ლი ყურ­სას­მე­ნი. ნა­მუ­შე­ვა­რი შექ­მნეს მხატ­ვარ­მა ფლა­ვიო ხუან ნუ­ნეს­მა და დი­ზა­ი­ნერ­მა ლო­რენტ ტი­ჟუმ. იგი დამ­ზა­დე­ბუ­ლია ნა­ტუ­რა­ლუ­რი ვერ­ცხლის ქრო­მი­რე­ბუ­ლი ტყა­ვის­გან, ხის­გან და სვა­როვ­სკის კრის­ტა­ლე­ბის­გან“, - წერს ბარ­ბა­რა "ინ­სტაგ­რამ­ზე".

რო­გორც პოს­ტში “სიყ­ვა­რუ­ლის აქ­ტი­ვის­ტმა“ და­ა­მა­ტა, “სცე­ნა შე­იქ­მნა იმი­სათ­ვის, რომ აღ­ვნიშ­ნოთ სიყ­ვა­რუ­ლი, ინ­კლუ­ზი­უ­რო­ბა, მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა მუ­სი­კი­სა და ცეკ­ვის თან­ხლე­ბით, რათა გა­ერ­თი­ან­დეს ყვე­ლა ჩვენ­თა­გა­ნი“.

მუ­სი­კა­ში მოღ­ვა­წე­ო­ბის გარ­და, ბარ­ბა­რა არის ლეს­ბო­სე­ლე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის აქ­ტი­ვის­ტი. ის ასე­ვე აქ­ტი­უ­რად ტი­რა­ჟი­რებს “ბო­დი­პო­ზი­ტივს“ - სა­კუ­თა­რი სხე­უ­ლის მი­ღე­ბას და სიყ­ვა­რულს. მან გა­და­ი­ღო მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მი Extra Large. მისი ნა­მუ­შე­ვა­რი აღი­ა­რე­ბუ­ლია საფ­რან­გე­თის ლგბტი ჟურ­ნა­ლის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის მიერ: 2021 წელს იგი და­ჯილ­დოვ­და Out d'or 2021 ჯილ­დო­თი.

2020 წელს კი შიშ­ვე­ლი პო­ზი­რებ­და ფრან­გუ­ლი ჟურ­ნა­ლის Télérama-ს გა­რე­კან­ზე.

  • რაც შე­ე­ხე­ბა "შიშ­ველ ცის­ფერ კაცს" - რო­გორც აღ­მოჩ­ნდა ის ცნო­ბი­ლი ფრან­გი მსა­ხი­ო­ბი და მომ­ღე­რა­ლი ფი­ლიპ კა­ტე­რი­ნია.

“არ იქ­ნე­ბო­და სა­ხა­ლი­სო, რომ არ ყო­ფი­ლი­ყო და­პი­რის­პი­რე­ბა. არ იქ­ნე­ბა მო­სა­წყე­ნი, თუ ყვე­ლა და­მე­თან­ხმე­ბა ამ პლა­ნე­ტა­ზე?“ - გა­ნუ­ცხა­და BFM TV-ს მსა­ხი­ობ­მა სკან­და­ლურ სცე­ნა­ზე სა­უბ­რი­სას.

მან ასე­ვე და­ა­დას­ტუ­რა, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში ბერ­ძე­ნი მი­თო­ლო­გი­უ­რი ღვი­ნის ღმერ­თის, დი­ო­ნი­სეს როლს თა­მა­შობ­და.

წყა­რო

ასე­ვე იხი­ლეთ:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

“სიყვარულის აქტივისტი“ და ცნობილი ფრანგი მსახიობი - რას პასუხობენ ოლიმპიადის გახსნის ყველაზე სკანდალური მონაწილეები კრიტიკოსებს?

“სიყვარულის აქტივისტი“ და ცნობილი ფრანგი მსახიობი - რას პასუხობენ ოლიმპიადის გახსნის ყველაზე სკანდალური მონაწილეები კრიტიკოსებს?

მას შემდეგ, რაც პარიზის 2024 წლის ოლიმპიადა გრანდიოზულად გაიხსნა, მთელი მსოფლიო ყველაზე მეტად 2 სკანდალურ პირზე ლაპარაკობს, რომლებსაც “საიდუმლო სერობის“ გაშარჟებაში ადანაშაულებენ.

როგორც დასავლური მედია წერს, ქალი, რომელიც ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის დროს საკამათო პერფორმანსის ცენტრში იდგა, დიჯეი, პროდიუსერი და თვითაღიარებული “სიყვარულის აქტივისტი“, სახელად, ბარბარა ბუჩია.

ინტერნეტში ვრცელდება ოლიმპიადის წარმოდგენის ერთ - ერთი მონაკვეთი, რომელშიც “დრაგ ქუინები“, ტრანსგენდერი მოდელები და ლგბტ თემის წარმომადგენლები სამოდელო ბილიკთან დგანან, რომელიც მოგვიანებით სუფრად გადაიქცევა.

მათ შორის, ცენტრში, დიჯეის სეტთან დგას ბარბარა ბუჩი, თავზე იმიტირებული შარავანდით. სწორედ ამ სცენამ გამოიწვია პროტესტი. საზოგადოების ნაწილი წერს, რომ ეს არის “საიდუმლო სერობის“ პაროდია - სცენის, როდესაც იესო ქრისტემ მის 12 მოციქულთან ბოლო ტრაპეზი გამართა.

ფაქტს ილონ მასკი, ფრანგი პოლიტიკოსების ნაწილი, საფრანგეთის კათოლიკური ეკლესია და სხვა ცნობილი ადამიანებიც გამოეხმაურნენ. მოგვიანებით, ოლიმპიადის საორგანიზაციო ჯგუფმა სკანდალური სცენის გამო ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ მათი მიზანი არ ყოფილა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა.

თუმცა, ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სცენამ სინამდვილეში ჰოლანდიელი მხატვრის ტილო გააცოცხლა, სადაც ბერძნული მითოსის ღმერთების მოლხენაა ასახული. ცენტრი კი ღვინის ღმერთი, დიონისეა.

  • “გვირგვინი, რომელსაც ვატარებდი, რეალურად იყო შეკვეთით დამზადებული ყურსასმენი. ნამუშევარი შექმნეს მხატვარმა ფლავიო ხუან ნუნესმა და დიზაინერმა ლორენტ ტიჟუმ. იგი დამზადებულია ნატურალური ვერცხლის ქრომირებული ტყავისგან, ხისგან და სვაროვსკის კრისტალებისგან“, - წერს ბარბარა "ინსტაგრამზე".

როგორც პოსტში “სიყვარულის აქტივისტმა“ დაამატა, “სცენა შეიქმნა იმისათვის, რომ აღვნიშნოთ სიყვარული, ინკლუზიურობა, მრავალფეროვნება მუსიკისა და ცეკვის თანხლებით, რათა გაერთიანდეს ყველა ჩვენთაგანი“.

მუსიკაში მოღვაწეობის გარდა, ბარბარა არის ლესბოსელების უფლებების დაცვის აქტივისტი. ის ასევე აქტიურად ტირაჟირებს “ბოდიპოზიტივს“ - საკუთარი სხეულის მიღებას და სიყვარულს. მან გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი Extra Large. მისი ნამუშევარი აღიარებულია საფრანგეთის ლგბტი ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ: 2021 წელს იგი დაჯილდოვდა Out d'or 2021 ჯილდოთი.

2020 წელს კი შიშველი პოზირებდა ფრანგული ჟურნალის Télérama-ს გარეკანზე.

  • რაც შეეხება "შიშველ ცისფერ კაცს" - როგორც აღმოჩნდა ის ცნობილი ფრანგი მსახიობი და მომღერალი ფილიპ კატერინია.

“არ იქნებოდა სახალისო, რომ არ ყოფილიყო დაპირისპირება. არ იქნება მოსაწყენი, თუ ყველა დამეთანხმება ამ პლანეტაზე?“ - განუცხადა BFM TV-ს მსახიობმა სკანდალურ სცენაზე საუბრისას.

მან ასევე დაადასტურა, რომ სინამდვილეში ბერძენი მითოლოგიური ღვინის ღმერთის, დიონისეს როლს თამაშობდა.

წყარო

ასევე იხილეთ: