საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარიზში ოლიმპიური "ციებ-ცხელება" იწყება - ყველაფერი ქართველ ათლეტებზე: ვინ უკვე ჩემპიონია, ვინ - რეკორდსმენი, ვინ - ფავორიტი და ვინ - დებიუტანტი?
პარიზში ოლიმპიური "ციებ-ცხელება" იწყება - ყველაფერი ქართველ ათლეტებზე: ვინ უკვე ჩემპიონია, ვინ - რეკორდსმენი, ვინ - ფავორიტი და ვინ - დებიუტანტი?

ზა­ფხუ­ლის XXXIII ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შებს, რო­მე­ლიც 26 ივ­ლი­სი­დან -11 აგ­ვის­ტომ­დე გას­ტანს, საფ­რან­გე­თის დე­და­ქა­ლა­ქი პა­რი­ზი მას­პინ­ძლობს.

აქამ­დე პა­რიზ­მა ოლიმ­პი­ა­დას ორ­ჯერ (1900, 1924) უმას­პინ­ძლა. ის გახ­დე­ბა მე­ო­რე ქა­ლა­ქი ლონ­დო­ნის შემ­დეგ, რო­მელ­შიც ზა­ფხუ­ლის ოლიმ­პი­ა­და მე­სა­მედ იმარ­თე­ბა.

პა­რიზ­ში ოლიმ­პი­უ­რი მედ­ლე­ბის­თვის სულ 206 ქვეყ­ნის 10 500 სპორ­ტსმე­ნი იბ­რძო­ლებს.

უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ომის გამო, სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ურ­მა კო­მი­ტეტ­მა რუ­სე­თის და ბე­ლა­რუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს მხო­ლოდ ნე­იტ­რა­ლუ­რი სტა­ტუ­სით, დრო­შე­ბი­სა და სხვა ეროვ­ნუ­ლი ატ­რი­ბუ­ტი­კის გა­რე­შე მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა მის­ცა.

რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­და­წყვი­ტა, არ აჩ­ვე­ნოს პა­რი­ზის ზა­ფხუ­ლის ოლიმ­პი­ა­და. ოფი­ცი­ა­ლუ­რად უარი თა­მა­შე­ბის ტრანსლა­ცი­ა­ზე რუ­სულ­მა სა­ტე­ლე­ვი­ზიო არ­ხებ­მა და სტრი­მინგ-სერ­ვი­სებ­მა თქვეს, თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი მი­უ­თი­თებს, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მთავ­რო­ბამ მი­ი­ღო.

  • ყვე­ლა­ფე­რი ქარ­თველ ოლიმ­პი­ე­ლებ­ზე

სა­ქარ­თვე­ლო­დან ოლიმ­პი­ა­და­ში ქარ­თუ­ლი ოლიმ­პიზ­მის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე - 28 სპორ­ტსმე­ნი იას­პა­რე­ზებს, რო­მელ­თა­გან 7 ქალი და 4 ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნია.

ეროვ­ნუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ჩვე­ნი მედ­რო­შე­ე­ბი პა­რიზ­ში ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნე­ბი, ტყვი­ის მსრო­ლე­ლი ნინო სა­ლუქ­ვა­ძე და ძა­ლო­სა­ნი ლაშა ტა­ლა­ხა­ძე იქ­ნე­ბი­ან.

ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბი ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე 1952 წლი­დან მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. ჰელ­სინ­კის ოლიმ­პი­ა­დი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს სულ 37 ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი ჰყავს.

ძი­უ­დო, ჭი­და­ო­ბა, ძა­ლოს­ნო­ბა, კრი­ვი, ტყვი­ის სრო­ლა, მძლე­ოს­ნო­ბა, ცურ­ვა, ბა­ტუტ­ზე ხტო­მა და ფა­რი­კა­ო­ბა - ქარ­თვე­ლი ათ­ლე­ტე­ბი სპორ­ტის ამ 9 სა­ხე­ო­ბის პი­რად შე­ჯიბრში მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ამას გარ­და, ჩვე­ნი ძი­უ­დო­ის­ტე­ბი იას­პა­რე­ზე­ბენ ოლიმ­პი­ა­დის შე­რე­ულ გუნ­დურ ტურ­ნირ­ში.

ჩვე­ნი სპორ­ტსმე­ნე­ბი (ძი­უ­დო, ფა­რი­კა­ო­ბა, კრი­ვი, ცურ­ვა) შე­ჯიბ­რე­ბა­ში ჩა­ებ­მე­ბი­ან 27 ივ­ლი­სი­დან.

სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ის ყვე­ლა­ზე ას­კო­ვა­ნი წევ­რი 55 წლის ტყვი­ის მსრო­ლე­ლი ნინო სა­ლუქ­ვა­ძეა, რო­მე­ლიც ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე მე­ა­თედ იას­პა­რე­ზებს, ყვე­ლა­ზე უმ­ცრო­სი კი - 15 წლის მო­ცუ­რა­ვე ანა ნი­ჟა­რა­ძე, რომ­ლის­თვი­საც ეს პირ­ვე­ლი ოლიმ­პი­ა­დაა.

რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, ჩვე­ნი დე­ლე­გა­ცია პა­რიზ­ში 4 ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნით იას­პა­რე­ზებს.

  • ესე­ნია:

ნინო სა­ლუქ­ვა­ძე - ტყვი­ის სრო­ლა (სე­უ­ლი 1988)

ლაშა ტა­ლა­ხა­ძე - ძა­ლოს­ნო­ბა (რიო-დე-ჟა­ნე­ი­რო 2016, ტო­კიო 2020)

ლაშა შავ­და­თუ­აშ­ვი­ლი - ძი­უ­დო (ლონ­დო­ნი 2012)

ლაშა ბე­ქა­უ­რი - ძი­უ­დო (ტო­კიო 2020)

ახლა გა­დავ­ხე­დოთ ჩვენს სპორ­ტსმე­ნებს სა­ხე­ო­ბე­ბის მი­ხედ­ვით:

  • ძი­უ­დო

ყვე­ლა­ზე დიდი დე­ლე­გა­ცია პა­რიზ­ში ძი­უ­დოს ფე­დე­რა­ცი­ას ეყო­ლე­ბა - 10 სპორ­ტსმე­ნი, რო­მელ­თა­გან 3 ქა­ლია.

ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, ჩვე­ნი ნაკ­რე­ბი გუნ­დურ შე­ჯიბრშიც გა­მო­ვა.

ძი­უ­დო­ის­ტთა ნაკ­რე­ბის სპორ­ტსმე­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის, მსოფ­ლი­ო­სა და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბის მე­და­ლოს­ნე­ბი არი­ან, მათ­გან ვაჟ­თა ნაკ­რებ­ში 2 ოლიმ­პი­უ­რი (ლაშა ბე­ქა­უ­რი - ტო­კიო 2020 და ლაშა შავ­და­თუ­აშ­ვი­ლი - ლონ­დო­ნი 2012), 4 - მსოფ­ლი­ოს და 6 ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნია.

გი­ორ­გი სარ­და­ლაშ­ვი­ლი (-60კგ.)

ვაჟა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი (-66 კგ.)

ლაშა შავ­და­თუ­აშ­ვი­ლი (-73 კგ.)

ტატო გრი­გა­ლაშ­ვი­ლი (-81 კგ.)

ლაშა ბე­ქა­უ­რი (-90 კგ.)

ილია სუ­ლა­მა­ნი­ძე (-100 კგ.)

გუ­რამ თუ­შიშ­ვი­ლი (+100 კგ.)

ეთერ ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი (-57 კგ).

ეთერ ას­კი­ლაშ­ვი­ლი (-63 კგ.)

სო­ფიო სომ­ხიშ­ვი­ლი (+73 კგ.)

  • ჭი­და­ო­ბა

სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბის ორი­ვე დის­ციპ­ლი­ნა­ში მსოფ­ლი­ო­სა და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნე­ბი წარ­სდგე­ბი­ან. მო­ჭი­და­ვე­თა გუნ­დის გა­მორ­ჩე­ულ ლი­დე­რად კი უნდა მი­ვიჩ­ნი­ოთ 30 წლის გენო პეტ­რი­აშ­ვი­ლი, მსოფ­ლი­ო­სა და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი, ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ვერ­ცხლის და ბრინ­ჯა­ოს პრი­ზი­ო­რი. წელს გენო მე­სა­მე ოლიმ­პი­უ­რი სინ­ჯის­თვის - ოქ­როს­თვის იბ­რძო­ლებს.

გო­დერ­ძი ძე­ბი­საშ­ვი­ლი (თა­ვი­სუ­ფა­ლი ჭი­და­ო­ბა, 65 კგ.)

ვლა­დი­მერ გამ­ყრე­ლი­ძე (თა­ვი­სუ­ფა­ლი ჭი­და­ო­ბა, 86 კგ.)

გივი მა­ჭა­რაშ­ვი­ლი (თა­ვი­სუ­ფა­ლი ჭი­და­ო­ბა, 97 კგ.)

გენო პეტ­რი­აშ­ვი­ლი (თა­ვი­სუ­ფა­ლი ჭი­და­ო­ბა, 125 კგ.)

რა­მაზ ზო­ი­ძე (ბერ­ძნულ-რო­მა­უ­ლი ჭი­და­ო­ბა, 67 კგ.)

რო­ბერტ კობ­ლი­აშ­ვი­ლი (ბერ­ძნულ-რო­მა­უ­ლი ჭი­და­ო­ბა, 97 კგ.)

ლაშა გო­ბა­ძე (ბერ­ძნულ-რო­მა­უ­ლი ჭი­და­ო­ბა, 87 კგ.)

  • ტყვი­ის სრო­ლა

ტყვი­ის მსრო­ლე­ლი 55 წლის ნინო სა­ლუქ­ვა­ძის­თვის "პა­რი­ზი 2024“ მე­ა­თე ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი იქ­ნე­ბა. ეს ქალ­თა შო­რის მსოფ­ლიო რე­კორ­დია. ის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ოქ­როს (სე­უ­ლი- 1988) და ბრინ­ჯა­ოს (პე­კი­ნი - 2008) პრი­ზი­ო­რია.

  • ძა­ლოს­ნო­ბა

რო­გორც ძა­ლოს­ნო­ბის ნაკ­რე­ბის, ისე ზო­გა­დად ჩვე­ნი დე­ლე­გა­ცი­ის ლი­დე­რია ორგზა­ის ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი, 30 წლის ლაშა ტა­ლა­ხა­ძე. მას აქვს უნი­კა­ლუ­რი შან­სი პა­რი­ზის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე მო­ი­პო­ვოს მე­სა­მე ოქ­როს მე­და­ლი და გა­ი­მე­ო­როს ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე ყვე­ლა დრო­ის სა­უ­კე­თე­სო ქარ­თვე­ლი ოლიმ­პი­ე­ლის, ვიქ­ტორ სა­ნე­ე­ვის (მძლე­ოს­ნო­ბა) შე­დე­გი და გახ­დეს სამ­გზის ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი.

ლაშა ტა­ლა­ხა­ძე (+ 109 კგ)

შოთა მიშ­ვე­ლი­ძე (61 კგ)

ირაკ­ლი ჩხე­ი­ძე (102 კგ)

  • ფა­რი­კა­ო­ბა

ქარ­თვე­ლი გუ­შე­მატ­კი­ვა­რი დიდ იმედს ამ­ყა­რებს ევ­რო­პის ჩემ­პი­ონ და მსოფ­ლიო პრი­ზი­ორ 30 წლის მო­ფა­რი­კა­ვე სან­დრო ბა­ზა­ძე­ზე, მის­თვის ეს მე­სა­მე ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბია.

  • ბა­ტუტ­ზე ხტო­მა

ლუბა გო­ლო­ვი­ნა - 34 წლის სპორ­ტსმე­ნის­თვის ეს მე­ო­თხე ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბია. ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბის პრი­ზი­ო­რის სა­უ­კე­თე­სო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე 2008 წლის პე­კი­ნის ოლიმ­პი­ა­და­ზე მო­პო­ვე­ბუ­ლი მე-6 ად­გი­ლია.

  • კრი­ვი

პა­რი­ზის ოლიმ­პი­ა­და­ზე ამ სა­ხე­ო­ბა­ში ორი სპორ­ტსმე­ნი იას­პა­რე­ზებს:

27 წლის ლაშა გუ­რუ­ლი, მსოფ­ლი­ო­სა და ევ­რო­პის პრი­ზი­ო­რი;

29 წლის გი­ორ­გი ყუ­ში­ტაშ­ვი­ლი, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი და მსოფ­ლი­ოს პრი­ზი­ო­რი.

  • ცურ­ვა

იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბა­ში ქარ­თველ­მა სპორ­ტსმე­ნებ­მა ვერ­ცერთ დის­ციპ­ლი­ნა­ში ვერ მო­ი­პო­ვეს ოლიმ­პი­უ­რი ლი­ცენ­ზია, სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ამ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ე.წ. "ვე­ლუ­რი ბა­რა­თით" 2 საგ­ზუ­რი გა­მო­ყო.

ანა ნი­ჟა­რა­ძე - (100 მეტ­რი ბა­ტერ­ფლაი)

ნოე ფან­ცხა­ვა - (100 მეტ­რი გუ­ლაღ­მა ცურ­ვა)

  • მძლე­ოს­ნო­ბა

ლიკა ხარ­ჩი­ლა­ვა - 23 წლის მორ­ბე­ნა­ლი ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე პირ­ვე­ლად მი­დის. ისიც ე.წ. "ვე­ლუ­რი ბა­რა­თით“ მოხ­ვდა და 100 მეტრზე სირ­ბილ­ში იას­პა­რე­ზებს.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ოლიმ­პი­უ­რი ოქ­როს მფლო­ბე­ლი ჯილ­დოდ ერთ მი­ლი­ონ ლარს მი­ი­ღევს. ვერ­ცხლის მე­და­ლო­სა­ნი 500 ათას ლარს. ბრინ­ჯა­ოს მფლო­ბელს 250 ათა­სი ლარი გა­და­ე­ცე­მა.

  • წარ­მა­ტე­ბა ჩვენს ოლიმ­პი­ე­ლებს!

სტა­ტი­ა­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის ინ­ფორ­მა­ცია და ფო­ტო­ე­ბი

ჩვე­ნი სპორ­ტსმე­ნე­ბის ას­პა­რე­ზო­ბის გან­რი­გი იხი­ლეთ აქ

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახმე
0

სპორტსმენებს გამარჯვება და პარლამენტის გარეთ ყოფნა.. ის მოწიდავე რა გვარი იყოაქედან რომ გააქციეთ , უსამართლოდ, ვითომ მამალი მგლის არ გეშინიატ და იმ ურუშაძეების წინაშე როგორ ჩაიგუბეთ პირში წყალი ლაჩრებო, ვაი ძალოსნებო ამომრჩევლებთან ხომ კარგად იბრიქებით. იყიდებით ძმებო იყიდებით ფაქტია.

ქართველი
0

მინიმუმ ხუთი ოქროს მედალი უნდა ჩამოგვიტანონ ჩვენმა მაგარმა გოგო ბიჭებმა, ვერცხლი და ბრინჯაოც იქნება წინ საქართველო, მიდით ქართველებო ანახეთ რა შეგვიშლია გააოცეთ ბებერი ევროპა თვითონ ხართ პირველი ევროპელები ღმერთი თქვენსკენაა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

პარიზში ოლიმპიური "ციებ-ცხელება" იწყება - ყველაფერი ქართველ ათლეტებზე: ვინ უკვე ჩემპიონია, ვინ - რეკორდსმენი, ვინ - ფავორიტი და ვინ - დებიუტანტი?

პარიზში ოლიმპიური "ციებ-ცხელება" იწყება - ყველაფერი ქართველ ათლეტებზე: ვინ უკვე ჩემპიონია, ვინ - რეკორდსმენი, ვინ - ფავორიტი და ვინ - დებიუტანტი?

ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშებს, რომელიც 26 ივლისიდან -11 აგვისტომდე გასტანს, საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი მასპინძლობს.

აქამდე პარიზმა ოლიმპიადას ორჯერ (1900, 1924) უმასპინძლა. ის გახდება მეორე ქალაქი ლონდონის შემდეგ, რომელშიც ზაფხულის ოლიმპიადა მესამედ იმართება.

პარიზში ოლიმპიური მედლებისთვის სულ 206 ქვეყნის 10 500 სპორტსმენი იბრძოლებს.

უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთის და ბელარუსის წარმომადგენლებს მხოლოდ ნეიტრალური სტატუსით, დროშებისა და სხვა ეროვნული ატრიბუტიკის გარეშე მონაწილეობის უფლება მისცა.

რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, არ აჩვენოს პარიზის ზაფხულის ოლიმპიადა. ოფიციალურად უარი თამაშების ტრანსლაციაზე რუსულმა სატელევიზიო არხებმა და სტრიმინგ-სერვისებმა თქვეს, თუმცა ყველაფერი მიუთითებს, რომ გადაწყვეტილება მთავრობამ მიიღო.

  • ყველაფერი ქართველ ოლიმპიელებზე

საქართველოდან ოლიმპიადაში ქართული ოლიმპიზმის ისტორიაში ყველაზე ნაკლები მონაწილე - 28 სპორტსმენი იასპარეზებს, რომელთაგან 7 ქალი და 4 ოლიმპიური ჩემპიონია.

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, ჩვენი მედროშეები პარიზში ოლიმპიური ჩემპიონები, ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე და ძალოსანი ლაშა ტალახაძე იქნებიან.

ქართველი სპორტსმენები ოლიმპიურ თამაშებზე 1952 წლიდან მონაწილეობენ. ჰელსინკის ოლიმპიადიდან მოყოლებული, საქართველოს სულ 37 ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავს.

ძიუდო, ჭიდაობა, ძალოსნობა, კრივი, ტყვიის სროლა, მძლეოსნობა, ცურვა, ბატუტზე ხტომა და ფარიკაობა - ქართველი ათლეტები სპორტის ამ 9 სახეობის პირად შეჯიბრში მიიღებენ მონაწილეობას. ამას გარდა, ჩვენი ძიუდოისტები იასპარეზებენ ოლიმპიადის შერეულ გუნდურ ტურნირში.

ჩვენი სპორტსმენები (ძიუდო, ფარიკაობა, კრივი, ცურვა) შეჯიბრებაში ჩაებმებიან 27 ივლისიდან.

საქართველოს დელეგაციის ყველაზე ასკოვანი წევრი 55 წლის ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძეა, რომელიც ოლიმპიურ თამაშებზე მეათედ იასპარეზებს, ყველაზე უმცროსი კი - 15 წლის მოცურავე ანა ნიჟარაძე, რომლისთვისაც ეს პირველი ოლიმპიადაა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენი დელეგაცია პარიზში 4 ოლიმპიური ჩემპიონით იასპარეზებს.

  • ესენია:

ნინო სალუქვაძე - ტყვიის სროლა (სეული 1988)

ლაშა ტალახაძე - ძალოსნობა (რიო-დე-ჟანეირო 2016, ტოკიო 2020)

ლაშა შავდათუაშვილი - ძიუდო (ლონდონი 2012)

ლაშა ბექაური - ძიუდო (ტოკიო 2020)

ახლა გადავხედოთ ჩვენს სპორტსმენებს სახეობების მიხედვით:

  • ძიუდო

ყველაზე დიდი დელეგაცია პარიზში ძიუდოს ფედერაციას ეყოლება - 10 სპორტსმენი, რომელთაგან 3 ქალია.

ისტორიაში პირველად, ჩვენი ნაკრები გუნდურ შეჯიბრშიც გამოვა.

ძიუდოისტთა ნაკრების სპორტსმენების უმრავლესობა ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მედალოსნები არიან, მათგან ვაჟთა ნაკრებში 2 ოლიმპიური (ლაშა ბექაური - ტოკიო 2020 და ლაშა შავდათუაშვილი - ლონდონი 2012), 4 - მსოფლიოს და 6 ევროპის ჩემპიონია.

გიორგი სარდალაშვილი (-60კგ.)

ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ.)

ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ.)

ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ.)

ლაშა ბექაური (-90 კგ.)

ილია სულამანიძე (-100 კგ.)

გურამ თუშიშვილი (+100 კგ.)

ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ).

ეთერ ასკილაშვილი (-63 კგ.)

სოფიო სომხიშვილი (+73 კგ.)

  • ჭიდაობა

სპორტის ამ სახეობის ორივე დისციპლინაში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები წარსდგებიან. მოჭიდავეთა გუნდის გამორჩეულ ლიდერად კი უნდა მივიჩნიოთ 30 წლის გენო პეტრიაშვილი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების ვერცხლის და ბრინჯაოს პრიზიორი. წელს გენო მესამე ოლიმპიური სინჯისთვის - ოქროსთვის იბრძოლებს.

გოდერძი ძებისაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 65 კგ.)

ვლადიმერ გამყრელიძე (თავისუფალი ჭიდაობა, 86 კგ.)

გივი მაჭარაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 97 კგ.)

გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 125 კგ.)

რამაზ ზოიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 67 კგ.)

რობერტ კობლიაშვილი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 97 კგ.)

ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 87 კგ.)

  • ტყვიის სროლა

ტყვიის მსროლელი 55 წლის ნინო სალუქვაძისთვის "პარიზი 2024“ მეათე ოლიმპიური თამაშები იქნება. ეს ქალთა შორის მსოფლიო რეკორდია. ის ოლიმპიური თამაშების ოქროს (სეული- 1988) და ბრინჯაოს (პეკინი - 2008) პრიზიორია.

  • ძალოსნობა

როგორც ძალოსნობის ნაკრების, ისე ზოგადად ჩვენი დელეგაციის ლიდერია ორგზაის ოლიმპიური ჩემპიონი, 30 წლის ლაშა ტალახაძე. მას აქვს უნიკალური შანსი პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვოს მესამე ოქროს მედალი და გაიმეოროს ოლიმპიურ თამაშებზე ყველა დროის საუკეთესო ქართველი ოლიმპიელის, ვიქტორ სანეევის (მძლეოსნობა) შედეგი და გახდეს სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი.

ლაშა ტალახაძე (+ 109 კგ)

შოთა მიშველიძე (61 კგ)

ირაკლი ჩხეიძე (102 კგ)

  • ფარიკაობა

ქართველი გუშემატკივარი დიდ იმედს ამყარებს ევროპის ჩემპიონ და მსოფლიო პრიზიორ 30 წლის მოფარიკავე სანდრო ბაზაძეზე, მისთვის ეს მესამე ოლიმპიური თამაშებია.

  • ბატუტზე ხტომა

ლუბა გოლოვინა - 34 წლის სპორტსმენისთვის ეს მეოთხე ოლიმპიური თამაშებია. ევროპის ჩემპიონატების პრიზიორის საუკეთესო მაჩვენებელი ოლიმპიურ თამაშებზე 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე მოპოვებული მე-6 ადგილია.

  • კრივი

პარიზის ოლიმპიადაზე ამ სახეობაში ორი სპორტსმენი იასპარეზებს:

27 წლის ლაშა გურული, მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორი;

29 წლის გიორგი ყუშიტაშვილი, ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი.

  • ცურვა

იმის მიუხედავად, რომ სპორტის ამ სახეობაში ქართველმა სპორტსმენებმა ვერცერთ დისციპლინაში ვერ მოიპოვეს ოლიმპიური ლიცენზია, საერთაშორისო ფედერაციამ საქართველოსთვის ე.წ. "ველური ბარათით" 2 საგზური გამოყო.

ანა ნიჟარაძე - (100 მეტრი ბატერფლაი)

ნოე ფანცხავა - (100 მეტრი გულაღმა ცურვა)

  • მძლეოსნობა

ლიკა ხარჩილავა - 23 წლის მორბენალი ოლიმპიურ თამაშებზე პირველად მიდის. ისიც ე.წ. "ველური ბარათით“ მოხვდა და 100 მეტრზე სირბილში იასპარეზებს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ოლიმპიური ოქროს მფლობელი ჯილდოდ ერთ მილიონ ლარს მიიღევს. ვერცხლის მედალოსანი 500 ათას ლარს. ბრინჯაოს მფლობელს 250 ათასი ლარი გადაეცემა.

  • წარმატება ჩვენს ოლიმპიელებს!

სტატიაში გამოყენებულია საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაცია და ფოტოები

ჩვენი სპორტსმენების ასპარეზობის განრიგი იხილეთ აქ