მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“კეთილი სულების გარემოცვაში ვიყავი“ - რას ჰყვება სიერა ნევადას უდაბნოში დაკარგული 70 წლის მოლაშქრე, რომელიც ხუთდღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს (ვიდეო)
“კეთილი სულების გარემოცვაში ვიყავი“ - რას ჰყვება სიერა ნევადას უდაბნოში დაკარგული 70 წლის მოლაშქრე, რომელიც ხუთდღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს (ვიდეო)

სი­ე­რა ნე­ვა­დას უდაბ­ნო­ში და­კარ­გუ­ლი 70 წლის მო­ლაშ­ქრე ხუთ­დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ ცო­ცხა­ლი იპო­ვეს.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, და­კარ­გუ­ლი უო­რენ ელი­ო­ტი დი­ლის 8 სა­ათ­ზე და­ა­ფიქ­სი­რა სხვა მო­ლაშ­ქრე­თა ჯგუფ­მა, რო­დე­საც ისი­ნი კა­ლი­ფორ­ნი­ის წყალ­სა­ცავ­თან, და­ახ­ლო­ე­ბით 10 მი­ლის და­შო­რე­ბით ტბა ტაჰოს და­სავ­ლე­თით გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ.

ვი­დე­ო­ში ჩანს, რომ მა­მა­კა­ცი საკ­მა­ოდ და­უძ­ლუ­რე­ბუ­ლია და გა­და­ად­გი­ლე­ბა უჭირს.

“ელი­ო­ტი სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დარ­ჩა. მან გუ­ლი­ა­ნი აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი და­იმ­სა­ხუ­რა“, - წერს უწყე­ბა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით უო­რენ ელი­ოტ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ტე­რი­ტო­რი­ას კარ­გად იც­ნობ­და, თუმ­ცა და­ახ­ლო­ე­ბით ღა­მის 3 სა­ა­თი იყო, გზას კარ­გად ვერ ხე­დავ­და და ერ­თმა არას­წორ­მა შეხ­ვე­ვამ გა­მო­იწ­ვია აბ­ნე­ვა.

“კე­თი­ლი სუ­ლე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში ვი­ყა­ვი“, - მან ეს ერ­თა­დერ­თი კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა და შენ­დეგ ოჯა­ხის წევ­რებს შეხ­ვდა.

პო­ლი­ცის თქმით, ელი­ო­ტი გა­დარ­ჩა მდი­ნა­რის წყლის მი­ღე­ბით და ვე­ლუ­რი კენკრის ჭა­მით. მას სხე­ულ­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი არ აღე­ნიშ­ნე­ბა.

ასე­ვე იხი­ლეთ:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

“კეთილი სულების გარემოცვაში ვიყავი“ - რას ჰყვება სიერა ნევადას უდაბნოში დაკარგული 70 წლის მოლაშქრე, რომელიც ხუთდღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს (ვიდეო)

“კეთილი სულების გარემოცვაში ვიყავი“ - რას ჰყვება სიერა ნევადას უდაბნოში დაკარგული 70 წლის მოლაშქრე, რომელიც ხუთდღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს (ვიდეო)

სიერა ნევადას უდაბნოში დაკარგული 70 წლის მოლაშქრე ხუთდღიანი ძებნის შემდეგ ცოცხალი იპოვეს.

ოფიციალური პირების განცხადებით, დაკარგული უორენ ელიოტი დილის 8 საათზე დააფიქსირა სხვა მოლაშქრეთა ჯგუფმა, როდესაც ისინი კალიფორნიის წყალსაცავთან, დაახლოებით 10 მილის დაშორებით ტბა ტაჰოს დასავლეთით გადაადგილდებოდნენ.

ვიდეოში ჩანს, რომ მამაკაცი საკმაოდ დაუძლურებულია და გადაადგილება უჭირს.

“ელიოტი სასწაულებრივად გადარჩა. მან გულიანი აპლოდისმენტები დაიმსახურა“, - წერს უწყება.

მოგვიანებით უორენ ელიოტმა განაცხადა, რომ ტერიტორიას კარგად იცნობდა, თუმცა დაახლოებით ღამის 3 საათი იყო, გზას კარგად ვერ ხედავდა და ერთმა არასწორმა შეხვევამ გამოიწვია აბნევა.

“კეთილი სულების გარემოცვაში ვიყავი“, - მან ეს ერთადერთი კომენტარი გააკეთა და შენდეგ ოჯახის წევრებს შეხვდა.

პოლიცის თქმით, ელიოტი გადარჩა მდინარის წყლის მიღებით და ველური კენკრის ჭამით. მას სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნება.

ასევე იხილეთ: