სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უაზრო კითხვები იყო, სიცილის მეტი არაფერი მიკეთებია" - რა თქვა ფოთის საკრებულოს წევრმა ლაშა რუხაიამ, რომელიც  სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა
"უაზრო კითხვები იყო, სიცილის მეტი არაფერი მიკეთებია" - რა თქვა ფოთის საკრებულოს წევრმა ლაშა რუხაიამ, რომელიც  სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა

ვინც ამ­ზა­დებს ამ ტე­რო­რის­ტულ აქტს, ის და­ი­ბა­რონ, მე რა შუ­ა­ში ვარ. კი­თხვე­ბი იყო, [ზუ­რაბ ადე­იშ­ვილს] ვიც­ნობ თუ არა, - ამის შე­სა­ხებ სუს-ში და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში მა­გის­ტრატ მო­სა­მარ­თლეს­თან გა­მო­კი­თხვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ფო­თის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რმა ლაშა რუ­ხა­ი­ამ გა­ნა­ცხა­და.

მისი გან­მარ­ტე­ბით, „უაზ­რო კი­თხვე­ბი“ და­უს­ვეს.

  • "რო­გორც ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­ზე" გა­ნა­ცხა­დეს, თით­ქოს, ბა­ტონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ლიკ­ვი­და­ცია იგეგ­მე­ბო­და, ასე­ვე გა­დატ­რი­ა­ლე­ბაო. მე პი­რა­დად, სა­ერ­თოდ არ მა­ინ­ტე­რე­სებს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი. გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მუხ­ლებ­ზე, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მგო­ნია თავი, ყო­ველ ოთხ წე­ლი­წად­ში ერთხელ მი­ბა­რებს სუს-ი.

რა­ღაც უაზ­რო კი­თხვე­ბი იყო, რო­მელ წელს ვი­ყა­ვი უკ­რა­ი­ნა­ში და რა­ტომ და­მა­ჯილ­დო­ვეს.

გეგ­მავ­დით რა­მეს, გა­გი­გი­ათ რამე თუ არაო - არა­ფე­რი გა­მი­გია. ჩემს ქვე­ყა­ნა­ში არა­ფერს ვა­პი­რებ და თუ გა­დატ­რი­ა­ლე­ბას და­ვა­პი­რებ, და­ვა­პი­რებ რუ­სეთ­ში, ჩემს მტერ­თან.

მკი­თხეს, ვი­ღა­ცებს იც­ნობ თუ არაო, ზო­გი­ერთს ინ­ტერ­ნე­ტით ვიც­ნობ. ყო­ფი­ლი მთავ­რო­ბის წევ­რებ­ზე გვა­რე­ბი იყო, მაგ­რამ ბევრ რა­ღა­ცას ვერ გე­ტყვით",- გა­ნა­ცხა­და რუ­ხა­ი­ამ.

კი­თხვა­ზე, და­უს­ვეს თუ არა შე­კი­თხვა მას ზუ­რაბ ადე­იშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც, რუ­ხა­ი­ამ და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი გას­ცა.

„დიახ, კი­თხვე­ბი იყო, ვიც­ნობ თუ არა. ინ­ტერ­ნე­ტი­დან ვიც­ნობ, პო­ლი­ტი­კა­ში რომ იყო. პი­რა­დად არა­ვის ვიც­ნობ და ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას ხომ არ ვე­ტყო­დი, კო­მუ­ნი­კა­ცია არას­დროს მქო­ნია. სულ ერთი და იგი­ვე კი­თხვე­ბი იყო, სი­ცი­ლის მეტი არა­ფე­რი მი­კე­თე­ბია. მკი­თხეს, ვინც და­ი­ბა­რეს გა­მო­კი­თხვა­ზე, ვიც­ნობ­დი თუ არა, ერთ-ერთი, ლაშა ჭიღ­ლა­ძე ჩემი მე­გო­ბა­რია. ასე­ვე, მკი­თხეს, მიშა ბა­ტუ­რინ­თან ვმე­გობ­რობ თუ არა, წლე­ბია ვმე­გობ­რობ, ასე­ვე მკი­თხეს, მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი იყო თუ არა ლე­გი­ო­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლი", - გა­ნა­ცხა­და რუ­ხა­ი­ამ.

ცნო­ბის­თვის, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი იძი­ებს უკ­რა­ი­ნა­ში მყო­ფი, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი­სა და ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბე­ბის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბით და და­ფი­ნან­სე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის, მათ შო­რის, პარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბის ფაქ­ტებს.

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი ხსე­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის მიზ­ნად, ქვე­ყა­ნა­ში არე­უ­ლო­ბის მო­წყო­ბის და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­სუს­ტე­ბის ფონ­ზე, დესტრუქ­ცი­უ­ლი ძა­ლე­ბის მიერ სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ძა­ლა­დობ­რი­ვი გზით დამ­ხო­ბას ისა­ხავს.

სუს-ში გა­მო­ძი­ე­ბა ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის მომ­ზა­დე­ბის და სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­სამ­ხო­ბად შეთ­ქმუ­ლე­ბის ფაქ­ტზე სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 18-323-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით და 315-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, აქ­ტი­უ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, კონ­კრე­ტულ პირ­თა სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ში და­ბა­რე­ბა და მათი მოწ­მის სა­ხით გა­მო­კი­თხვა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"უაზრო კითხვები იყო, სიცილის მეტი არაფერი მიკეთებია" - რა თქვა ფოთის საკრებულოს წევრმა ლაშა რუხაიამ, რომელიც  სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა

"უაზრო კითხვები იყო, სიცილის მეტი არაფერი მიკეთებია" - რა თქვა ფოთის საკრებულოს წევრმა ლაშა რუხაიამ, რომელიც  სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა

ვინც ამზადებს ამ ტერორისტულ აქტს, ის დაიბარონ, მე რა შუაში ვარ. კითხვები იყო, [ზურაბ ადეიშვილს] ვიცნობ თუ არა, - ამის შესახებ სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხვის დასრულების შემდეგ, ფოთის საკრებულოს წევრმა ლაშა რუხაიამ განაცხადა.

მისი განმარტებით, „უაზრო კითხვები“ დაუსვეს.

  • "როგორც ტელეკომპანია "იმედზე" განაცხადეს, თითქოს, ბატონ ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია იგეგმებოდა, ასევე გადატრიალებაო. მე პირადად, საერთოდ არ მაინტერესებს ბიძინა ივანიშვილი. გადატრიალების მუხლებზე, მსოფლიო ჩემპიონატზე მგონია თავი, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ მიბარებს სუს-ი.

რაღაც უაზრო კითხვები იყო, რომელ წელს ვიყავი უკრაინაში და რატომ დამაჯილდოვეს.

გეგმავდით რამეს, გაგიგიათ რამე თუ არაო - არაფერი გამიგია. ჩემს ქვეყანაში არაფერს ვაპირებ და თუ გადატრიალებას დავაპირებ, დავაპირებ რუსეთში, ჩემს მტერთან.

მკითხეს, ვიღაცებს იცნობ თუ არაო, ზოგიერთს ინტერნეტით ვიცნობ. ყოფილი მთავრობის წევრებზე გვარები იყო, მაგრამ ბევრ რაღაცას ვერ გეტყვით",- განაცხადა რუხაიამ.

კითხვაზე, დაუსვეს თუ არა შეკითხვა მას ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებითაც, რუხაიამ დადებითი პასუხი გასცა.

„დიახ, კითხვები იყო, ვიცნობ თუ არა. ინტერნეტიდან ვიცნობ, პოლიტიკაში რომ იყო. პირადად არავის ვიცნობ და ცრუ ინფორმაციას ხომ არ ვეტყოდი, კომუნიკაცია არასდროს მქონია. სულ ერთი და იგივე კითხვები იყო, სიცილის მეტი არაფერი მიკეთებია. მკითხეს, ვინც დაიბარეს გამოკითხვაზე, ვიცნობდი თუ არა, ერთ-ერთი, ლაშა ჭიღლაძე ჩემი მეგობარია. ასევე, მკითხეს, მიშა ბატურინთან ვმეგობრობ თუ არა, წლებია ვმეგობრობ, ასევე მკითხეს, მამუკა მამულაშვილი იყო თუ არა ლეგიონის ხელმძღვანელი", - განაცხადა რუხაიამ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზნად, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობას ისახავს.

სუს-ში გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 18-323-ე მუხლის პირველი ნაწილით და 315-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, აქტიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, კონკრეტულ პირთა საგამოძიებო ორგანოში დაბარება და მათი მოწმის სახით გამოკითხვა მიმდინარეობს.