პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე კოსტანტინე ჯღამაია იკითხება - რას ამბობს უკრაინაში ყოფილი მებრძოლის ადვოკატი?
ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე კოსტანტინე ჯღამაია იკითხება - რას ამბობს უკრაინაში ყოფილი მებრძოლის ადვოკატი?

სუს-ში და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში, მა­გის­ტრა­ტი მო­სა­მარ­თლის თან­დას­წრე­ბით ჩვე­ნე­ბას უკ­რა­ი­ნა­ში ყო­ფი­ლი მებ­რძო­ლი, კოს­ტან­ტი­ნე ჯღა­მა­ია აძ­ლევს.

  • ის სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ, უკ­რა­ი­ნა­ში მყო­ფი, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი­სა და ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბე­ბის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბით და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის, მათ შო­რის, პარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბის ფაქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში იკი­თხე­ბა.

რო­გორც ჯღა­მა­ი­ას ად­ვო­კა­ტი, თორ­ნი­კე ჩი­ქო­ვა­ნი აცხა­დებს, მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყო­ფილ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­თან არა­ვი­თა­რი კვე­თა და ნაც­ნო­ბო­ბა არ აკავ­ში­რებს.

"მას არა­ვი­თა­რი კავ­ში­რი არ აქვს ამ მუხ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნას­თან და მზად არის ჩვე­ნე­ბა მის­ცეს. მის­თვი­საც გა­ურ­კვე­ვე­ლი და უც­ნო­ბია, რა­ტომ და­ი­ბა­რეს, სწო­რედ ამი­ტომ არის მო­სუ­ლი, რომ ეს ფაქ­ტი გა­არ­კვი­ოს.

არა­ნა­ი­რი კვე­თა, არა­ნა­ი­რი ნაც­ნო­ბო­ბა, არა­ნა­ი­რი ურ­თი­ერ­თო­ბა მას ამ ადა­მი­ა­ნებ­თან არ გა­აჩ­ნია. უკ­რა­ი­ნა­ში უცხო­ურ ლე­გი­ონ­ში იყო, ქარ­თულ ლე­გი­ონ­ში არც ყო­ფი­ლა, პე­რი­ო­დუ­ლად იყო იქ, მთლი­ა­ნო­ბა­ში, წელ­ზე მეტი. სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­გორც მან მი­თხრა, რამ­დე­ნი­მე თვის წინ დაბ­რუნ­და",- გა­ნა­ცხა­და ჩი­ქო­ვან­მა.

  • ცნო­ბის­თვის, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი იძი­ებს უკ­რა­ი­ნა­ში მყო­ფი, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი­სა და ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბე­ბის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბით და და­ფი­ნან­სე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის, მათ შო­რის, პარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბის ფაქ­ტებს.

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი ხსე­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის მი­ზა­ნად, ქვე­ყა­ნა­ში არე­უ­ლო­ბის მო­წყო­ბის და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­სუს­ტე­ბის ფონ­ზე, დესტრუქ­ცი­უ­ლი ძა­ლე­ბის მიერ სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ძა­ლა­დობ­რი­ვი გზით დამ­ხო­ბას ისახ­ვას.

სუს-ში გა­მო­ძი­ე­ბა ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის მომ­ზა­დე­ბის და სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­სამ­ხო­ბად შეთ­ქმუ­ლე­ბის ფაქ­ტზე სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 18-323-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით და 315-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, აქ­ტი­უ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, კონ­კრე­ტულ პირ­თა სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ში და­ბა­რე­ბა და მათი მოწ­მის სა­ხით გა­მო­კი­თხვა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე კოსტანტინე ჯღამაია იკითხება - რას ამბობს უკრაინაში ყოფილი მებრძოლის ადვოკატი?

ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე კოსტანტინე ჯღამაია იკითხება - რას ამბობს უკრაინაში ყოფილი მებრძოლის ადვოკატი?

სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ჩვენებას უკრაინაში ყოფილი მებრძოლი, კოსტანტინე ჯღამაია აძლევს.

  • ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში იკითხება.

როგორც ჯღამაიას ადვოკატი, თორნიკე ჩიქოვანი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსნებთან არავითარი კვეთა და ნაცნობობა არ აკავშირებს.

"მას არავითარი კავშირი არ აქვს ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენასთან და მზად არის ჩვენება მისცეს. მისთვისაც გაურკვეველი და უცნობია, რატომ დაიბარეს, სწორედ ამიტომ არის მოსული, რომ ეს ფაქტი გაარკვიოს.

არანაირი კვეთა, არანაირი ნაცნობობა, არანაირი ურთიერთობა მას ამ ადამიანებთან არ გააჩნია. უკრაინაში უცხოურ ლეგიონში იყო, ქართულ ლეგიონში არც ყოფილა, პერიოდულად იყო იქ, მთლიანობაში, წელზე მეტი. საქართველოში, როგორც მან მითხრა, რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა",- განაცხადა ჩიქოვანმა.

  • ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზანად, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობას ისახვას.

სუს-ში გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 18-323-ე მუხლის პირველი ნაწილით და 315-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, აქტიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, კონკრეტულ პირთა საგამოძიებო ორგანოში დაბარება და მათი მოწმის სახით გამოკითხვა მიმდინარეობს.

წაიკითხეთ ასევე: