საზოგადოება
სამართალი
პოლიტიკა

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამხედრო
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Upgaming-ის საზაფხულო აქტივობები გრძელდება -  ფეინთბოლის ტურნირის გამარჯვებული ციფრული პროდუქტების გუნდი გახდა
Upgaming-ის საზაფხულო აქტივობები გრძელდება -  ფეინთბოლის ტურნირის გამარჯვებული ციფრული პროდუქტების გუნდი გახდა

Upgaming-ი სა­ზა­ფხუ­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბის სე­რი­ას აგ­რძე­ლებს. ამ­ჯე­რად კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის გას­ვლი­თი შე­ჯიბ­რი ყვე­ლა­ზე ექ­სტრე­მა­ლურ და ტექ­ნი­კურ-სპორ­ტულ თა­მაშ­ში - ფე­ინთბოლ­ში გა­ი­მარ­თა. მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო კომ­პა­ნი­ის 100-მდე თა­ნამ­შრო­მელ­მა, რომ­ლე­ბიც 12 გუნ­დად იყ­ვნენ წარ­მოდ­გე­ნი­ლე­ბი და პირ­ვე­ლი ად­გი­ლის მო­სა­პო­ვებ­ლად იბ­რძოდ­ნენ.

ტურ­ნი­რი ტყე­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად მო­წყო­ბილ სივ­რცე­ში გა­ი­მარ­თა, ყვე­ლა­ზე რე­ა­ლის­ტურ გა­რე­მო­ში, რის გა­მოც მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­თვის ის კი­დევ უფრო და­ძა­ბუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და Upgaming-ის ციფ­რუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის გუნ­დი, რო­მელ­საც კომ­პა­ნი­ის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი პრი­ზი გა­და­ე­ცა.

“ამ ექ­სტრე­მა­ლუ­რი და სა­ოც­რად სა­ხა­ლი­სო ტურ­ნი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვე­ცა, თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არა­ფორ­მა­ლურ გა­რე­მო­ში და­ვახ­ლო­ვე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს, უკვე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მიზ­ნის­თვის გა­ვერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი­ყა­ვით ერთ გუნ­დად და სა­ერ­თო ძა­ლე­ბით მოგ­ვე­პო­ვე­ბი­ნა გა­მარ­ჯვე­ბა. ვფიქ­რობ, ეს მო­ვა­ხერ­ხეთ, რად­გან მთე­ლი შე­ჯიბ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში იგ­რძნობ­და სა­ო­ცა­რი ტემ­პი და საბ­რძო­ლო სუ­ლის­კვე­თე­ბა. გა­მარ­ჯვე­ბა კი ამ დღის სა­უ­კე­თე­სო და­სას­რუ­ლი იყო. მსგავ­სი აქ­ტი­ვო­ბე­ბი გან­ტვირ­თვის­თვის მარ­თლაც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სა­შუ­ა­ლე­ბაა და სა­სი­ა­მოვ­ნოა, რომ ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მთე­ლი ზა­ფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში გვაქვს“, - აღ­ნიშ­ნაა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გუნ­დის კა­პი­ტან­მა, Upgaming-ის Front end developer-მა საბა ხა­რა­იშ­ვილ­მა.

რო­გორც კომ­პა­ნი­ის HR ჯე­ნე­რა­ლის­ტი მა­რი­ამ ზუმ­ბა­ძე აღ­ნიშ­ნავს, თა­მა­ში ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო, ტაქ­ტი­კუ­რი და ექ­სტრე­მა­ლუ­რი იყო, არც ერთ გუნდს არ აკ­ლდა გუნ­დუ­რი საბ­რძო­ლო სუ­ლის­კვე­თე­ბა. მი­სი­ვე თქმით, Upgaming-ის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი გას­ვლი­თი გუნ­დუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, და­საქ­მე­ბულ­თა ფი­ზი­კუ­რი და მენ­ტა­ლუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის ხელ­შე­წყო­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა:

“ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის, მეტი მოძ­რა­ო­ბის, ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის­თვის და უბ­რა­ლოდ დრო­ის მხი­ა­რუ­ლად და ჯან­სა­ღად გა­სა­ტა­რებ­ლად მთე­ლი ზა­ფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­გეგ­მი­ლია სხვა­დას­ხვა გარე სპორ­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა, რაც ჩვე­ნი კორ­პო­რა­ცი­უ­ლი კულ­ტუ­რის მეტი ენერ­გი­ი­თა და ხა­ლი­სით შევ­სე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა“, - გან­მარ­ტა მა­რი­ამ ზუმ­ბა­ძემ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში უკვე მო­ე­წყო ორი გას­ვლი­თი აქ­ტი­ვო­ბა, რო­მელ­შიც Upgaming-ის ათო­ბით თა­ნამ­შრო­მე­ლი ჩა­ერ­თო და არა­ფორ­მა­ლურ გა­რე­მო­ში, ქა­ლაქ­გა­რეთ დრო სა­ინ­ტე­რე­სოდ და მხი­ა­რუ­ლად გა­ა­ტა­რა.

მიმ­დი­ნა­რე სე­ზონ­ზე და­გეგ­მი­ლია კი­დევ სამი გას­ვლი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბას სა­ერ­თა­შო­რი­სო ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნია Upgaming-ის მთე­ლი გუნ­დი მი­ი­ღებს.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

Upgaming-ის საზაფხულო აქტივობები გრძელდება -  ფეინთბოლის ტურნირის გამარჯვებული ციფრული პროდუქტების გუნდი გახდა

Upgaming-ის საზაფხულო აქტივობები გრძელდება -  ფეინთბოლის ტურნირის გამარჯვებული ციფრული პროდუქტების გუნდი გახდა

Upgaming-ი საზაფხულო აქტივობების სერიას აგრძელებს. ამჯერად კომპანიის თანამშრომლების გასვლითი შეჯიბრი ყველაზე ექსტრემალურ და ტექნიკურ-სპორტულ თამაშში - ფეინთბოლში გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღო კომპანიის 100-მდე თანამშრომელმა, რომლებიც 12 გუნდად იყვნენ წარმოდგენილები და პირველი ადგილის მოსაპოვებლად იბრძოდნენ.

ტურნირი ტყეში სპეციალურად მოწყობილ სივრცეში გაიმართა, ყველაზე რეალისტურ გარემოში, რის გამოც მონაწილეებისთვის ის კიდევ უფრო დაძაბული და საინტერესო აღმოჩნდა. გამარჯვებული გახდა Upgaming-ის ციფრული პროდუქტების გუნდი, რომელსაც კომპანიის მიერ დაწესებული პრიზი გადაეცა.

“ამ ექსტრემალური და საოცრად სახალისო ტურნირის განმავლობაში საშუალება მოგვეცა, თანამშრომლები არაფორმალურ გარემოში დავახლოვებოდით ერთმანეთს, უკვე განსხვავებული მიზნისთვის გავერთიანებულიყავით ერთ გუნდად და საერთო ძალებით მოგვეპოვებინა გამარჯვება. ვფიქრობ, ეს მოვახერხეთ, რადგან მთელი შეჯიბრის განმავლობაში იგრძნობდა საოცარი ტემპი და საბრძოლო სულისკვეთება. გამარჯვება კი ამ დღის საუკეთესო დასასრული იყო. მსგავსი აქტივობები განტვირთვისთვის მართლაც არაჩვეულებრივი საშუალებაა და სასიამოვნოა, რომ ამის შესაძლებლობა მთელი ზაფხულის განმავლობაში გვაქვს“, - აღნიშნაა გამარჯვებული გუნდის კაპიტანმა, Upgaming-ის Front end developer-მა საბა ხარაიშვილმა.

როგორც კომპანიის HR ჯენერალისტი მარიამ ზუმბაძე აღნიშნავს, თამაში ძალიან საინტერესო, ტაქტიკური და ექსტრემალური იყო, არც ერთ გუნდს არ აკლდა გუნდური საბრძოლო სულისკვეთება. მისივე თქმით, Upgaming-ის მიერ ორგანიზებული გასვლითი გუნდური ღონისძიებები, დასაქმებულთა ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის ხელშეწყობას ემსახურება:

“ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის, მეტი მოძრაობის, ფიზიკური აქტივობისთვის და უბრალოდ დროის მხიარულად და ჯანსაღად გასატარებლად მთელი ზაფხულის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა გარე სპორტული ღონისძიება, რაც ჩვენი კორპორაციული კულტურის მეტი ენერგიითა და ხალისით შევსებას ემსახურება“, - განმარტა მარიამ ზუმბაძემ.

აღსანიშნავია, რომ კამპანიის ფარგლებში უკვე მოეწყო ორი გასვლითი აქტივობა, რომელშიც Upgaming-ის ათობით თანამშრომელი ჩაერთო და არაფორმალურ გარემოში, ქალაქგარეთ დრო საინტერესოდ და მხიარულად გაატარა.

მიმდინარე სეზონზე დაგეგმილია კიდევ სამი გასვლითი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია Upgaming-ის მთელი გუნდი მიიღებს.

R