სამართალი
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ივანიშვილის პროპაგანდა, თითქოს, ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში აშშ-სთან ურთიერთობის აღდგენას შეძლებს, მტკნარი სიცრუეა" - ბოკუჩავა
"ივანიშვილის პროპაგანდა, თითქოს, ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში აშშ-სთან ურთიერთობის აღდგენას შეძლებს, მტკნარი სიცრუეა" - ბოკუჩავა

ივა­ნიშ­ვი­ლის პრო­პა­გან­და, თით­ქოს, დო­ნალდ ტრამ­პის პრე­ზი­დენ­ტად არ­ჩე­ვის შემ­თხვე­ვა­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დგე­ნას შეძ­ლებს, მტკნა­რი სიც­რუ­ეა - ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და მისი გა­რე­მოც­ვის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვა კონ­გრეს­ში, სწო­რედ ტრამ­პის მხარ­დამ­ჭერ კონ­გრეს­მენს ეკუთ­ვნის, - ამის შე­სა­ხებ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რე თინა ბო­კუ­ჩა­ვამ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

  • მისი თქმით, ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დგე­ნა არა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბის, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლო­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბის შე­დე­გა­დაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

"გუ­შინ დავ­ბრუნ­დი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტებ­ში უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ვი­ზი­ტი­დან, სა­დაც რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის კონ­გრესს და­ვეს­წა­რი. ეს იყო „რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის“ ყვე­ლა­ზე დიდი და ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო ყრი­ლო­ბა, რო­მელ­საც 50 ათა­სი ამე­რი­კე­ლი რეს­პუბ­ლი­კე­ლი, სა­ქარ­თვე­ლო­დან, პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი­დან კი მხო­ლოდ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ ეს­წრე­ბო­და. სწო­რედ იქ და­სა­ხელ­და დო­ნალდ ტრამ­პი, რო­გორც „რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის“ პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი.

მინ­და, თა­მა­მად გან­ვა­ცხა­დო, რომ „რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის“ „ლი­დერ­ში­ფი“ მტკი­ცედ უჭერს მხარს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ ალი­ანსს. აქვე მინ­და გან­ვმარ­ტო, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის პრო­პა­გან­და, თით­ქოს, დო­ნალდ ტრამ­პის პრე­ზი­დენ­ტად არ­ჩე­ვის შემ­თხვე­ვა­ში ის შეძ­ლებს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დგე­ნას, მტკნა­რი სიც­რუე და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის მო­რი­გი მცდე­ლო­ბაა. ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და მისი გა­რე­მოც­ვის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვა კონ­გრეს­ში, სწო­რედ ტრამ­პის მხარ­დამ­ჭერ კონ­გრეს­მენს ეკუთ­ვნის, რო­მელ­საც მხა­რი და­უ­ჭი­რა კონ­გრე­სის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის სრულ­მა შე­მად­გენ­ლო­ბამ. ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პო­ლი­ტი­კას აქვს ორ­პარ­ტი­უ­ლი მხარ­და­ჭე­რა დე­მოკ­რა­ტე­ბის­გან, ისე­ვე რო­გორც რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის­გან. შე­სა­ბა­მი­სად, ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დგე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია არა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბის, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლო­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბის და ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ჩა­ნაც­ვლე­ბის შე­დე­გად, პრო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, პრო­და­სავ­ლუ­რი, პრო­ა­მე­რი­კუ­ლი კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბით.

მე­ტიც - „რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის“ კონ­გრეს­ზე, დო­ნალდ ტრამპმა ისა­უბ­რა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რუ­სე­თის შე­მოჭ­რის შე­სა­ხებ და ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ნა­ცხა­და, რომ მისი პო­ლი­ტი­კა რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ძა­ლი­ან მკაც­რი იქ­ნე­ბა. შე­უძ­ლე­ბე­ლია, დო­ნალდ ტრამ­პის და ივა­ნიშ­ვი­ლის სტრა­ტე­გი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი ერ­თმა­ნეთს და­ემ­თხვეს, მა­შინ, რო­დე­საც ივა­ნიშ­ვი­ლი რუ­სე­თის გა­მარ­ჯვე­ბა­ზე დებს ფსონს, დო­ნალდ ტრამ­პი კი ძლი­ე­რი ამე­რი­კის და შე­სა­ბა­მი­სად, და­სავ­ლე­თი­სა და უკ­რა­ი­ნის ერ­თობ­ლი­ვი გა­მარ­ჯვე­ბის ფლაგ­მა­ნია.

მე­ტიც, დო­ნალდ ტრამ­პი იქ­ნე­ბა შე­უ­წყნა­რე­ბე­ლი ჩი­ნე­თის გავ­ლე­ნე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის მი­მართ, მა­შინ, რო­დე­საც ივა­ნიშ­ვილ­მა ამე­რი­კე­ლე­ბი გან­დევ­ნა ანაკ­ლი­ის პორ­ტი­დან და შავ ზღვა­ზე სტრა­ტე­გი­უ­ლი პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბა და შე­სა­ბა­მი­სი გავ­ლე­ნა ამე­რი­კე­ლე­ბის ნაც­ვლად, ამე­რი­კე­ლე­ბის მიერ სან­ქცი­რე­ბულ ჩი­ნურ კომ­პა­ნი­ას გა­და­უ­ლო­ცა. ერ­თა­დერ­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დგე­ნის, არის სწო­რედ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბა. ღრმად ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ 26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ზე ქარ­თვე­ლი ხალ­ხი სწო­რედ აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე მი­ი­ღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და არ ირ­წმუ­ნებს იმ ტყუ­ილს, რომ­ლის ტი­რა­ჟი­რე­ბა­საც ივა­ნიშ­ვი­ლი და მისი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი არ­ხე­ბი ცდი­ლო­ბენ“, - გა­ნა­ცხა­და თინა ბო­კუ­ჩა­ვამ.

ავტორი:

"ივანიშვილის პროპაგანდა, თითქოს, ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში აშშ-სთან ურთიერთობის აღდგენას შეძლებს, მტკნარი სიცრუეა" - ბოკუჩავა

"ივანიშვილის პროპაგანდა, თითქოს, ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში აშშ-სთან ურთიერთობის აღდგენას შეძლებს, მტკნარი სიცრუეა" - ბოკუჩავა

ივანიშვილის პროპაგანდა, თითქოს, დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის აღდგენას შეძლებს, მტკნარი სიცრუეა - ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივა კონგრესში, სწორედ ტრამპის მხარდამჭერ კონგრესმენს ეკუთვნის, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა.

  • მისი თქმით, ურთიერთობის აღდგენა არა ამერიკის შეერთებულ შტატებში ხელისუფლების ცვლილების, არამედ საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შედეგადაა შესაძლებელი.

"გუშინ დავბრუნდი ამერიკის შეერთებული შტატებში უმნიშვნელოვანესი ვიზიტიდან, სადაც რესპუბლიკური პარტიის კონგრესს დავესწარი. ეს იყო „რესპუბლიკური პარტიის“ ყველაზე დიდი და ყველაზე მნიშვნელოვანი წინასაარჩევნო ყრილობა, რომელსაც 50 ათასი ამერიკელი რესპუბლიკელი, საქართველოდან, პოლიტიკური პარტიებიდან კი მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ ესწრებოდა. სწორედ იქ დასახელდა დონალდ ტრამპი, როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი.

მინდა, თამამად განვაცხადო, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ „ლიდერშიფი“ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ალიანსს. აქვე მინდა განვმარტო, რომ ივანიშვილის პროპაგანდა, თითქოს, დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ის შეძლებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის აღდგენას, მტკნარი სიცრუე და საქართველოს მოქალაქეების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობაა. ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივა კონგრესში, სწორედ ტრამპის მხარდამჭერ კონგრესმენს ეკუთვნის, რომელსაც მხარი დაუჭირა კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სრულმა შემადგენლობამ. ივანიშვილის ხელისუფლების მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკას აქვს ორპარტიული მხარდაჭერა დემოკრატებისგან, ისევე როგორც რესპუბლიკელებისგან. შესაბამისად, ურთიერთობის აღდგენა შესაძლებელია არა ამერიკის შეერთებულ შტატებში ხელისუფლების ცვლილების, არამედ საქართველოში ხელისუფლების ცვლილების და ივანიშვილის ხელისუფლების ჩანაცვლების შედეგად, პრო დემოკრატიული, პროდასავლური, პროამერიკული კოალიციური მთავრობით.

მეტიც - „რესპუბლიკური პარტიის“ კონგრესზე, დონალდ ტრამპმა ისაუბრა საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის შემოჭრის შესახებ და ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ მისი პოლიტიკა რუსეთის წინააღმდეგ ძალიან მკაცრი იქნება. შეუძლებელია, დონალდ ტრამპის და ივანიშვილის სტრატეგიული ინტერესები ერთმანეთს დაემთხვეს, მაშინ, როდესაც ივანიშვილი რუსეთის გამარჯვებაზე დებს ფსონს, დონალდ ტრამპი კი ძლიერი ამერიკის და შესაბამისად, დასავლეთისა და უკრაინის ერთობლივი გამარჯვების ფლაგმანია.

მეტიც, დონალდ ტრამპი იქნება შეუწყნარებელი ჩინეთის გავლენების გაძლიერების მიმართ, მაშინ, როდესაც ივანიშვილმა ამერიკელები განდევნა ანაკლიის პორტიდან და შავ ზღვაზე სტრატეგიული პორტის მშენებლობა და შესაბამისი გავლენა ამერიკელების ნაცვლად, ამერიკელების მიერ სანქცირებულ ჩინურ კომპანიას გადაულოცა. ერთადერთი შესაძლებლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის აღდგენის, არის სწორედ ხელისუფლების ცვლილება. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქართველი ხალხი სწორედ აქედან გამომდინარე მიიღებს გადაწყვეტილებას და არ ირწმუნებს იმ ტყუილს, რომლის ტირაჟირებასაც ივანიშვილი და მისი პროპაგანდისტული არხები ცდილობენ“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.