მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სროლა, აქციები და არეულობა ოკუპირებულ აფხაზეთში - რას გულისხმობს “აპარტამენტების შესახებ კანონპროექტი“, რომელსაც აფხაზები "რეგიონის გაყიდვის" მცდელობად აფასებენ (ვიდეო)
სროლა, აქციები და არეულობა ოკუპირებულ აფხაზეთში - რას გულისხმობს “აპარტამენტების შესახებ კანონპროექტი“, რომელსაც აფხაზები "რეგიონის გაყიდვის" მცდელობად აფასებენ (ვიდეო)

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში და­ძა­ბუ­ლო­ბა, რაც წინა კვი­რა­ში ლა­მის მღელ­ვა­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და, გრძელ­დე­ბა. ად­გლობ­რი­ვე­ბის პრო­ტეს­ტი “ბი­ნე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექ­ტმა“ გა­მო­იწ­ვია. კვი­რის მთა­ვა­რი თემა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან ბი­ნე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის მო­რი­გი მცდე­ლო­ბა გახ­და.

რო­გორც ekhokavkaza წერს, 17 ივ­ლისს აფხა­ზე­თის პარ­ლა­მენ­ტის ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კი­სა და რე­ფორ­მე­ბის კო­მი­ტეტ­მა გა­ნი­ხი­ლა კა­ნონპ­რო­ექ­ტი “აფხა­ზე­თის რეს­პუბ­ლი­კის ოჩამ­ჩი­რის, ტყუ­ა­ჩა­ლი­სა და გა­ლის რა­ი­ო­ნე­ბის სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის დო­ნის ამაღ­ლე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ“ და რე­კო­მენ­და­ცია გა­უ­წია “სა­ხალ­ხო კრე­ბის“ სე­სი­ის მომ­დევ­ნო სხდო­მა­ზე წა­რედ­გი­ნათ. კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვა, რო­მე­ლიც აფხა­ზე­თის აღ­მო­სავ­ლეთ რე­გი­ო­ნებ­ში უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის გა­სა­ყი­დი ბი­ნე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს, პრე­სი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის და­ხუ­რუ­ლი იყო. სწო­რედ ამას მოჰ­ყვა ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის პრო­ტეს­ტი.

პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბას­თან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლებს და­უ­პი­რის­პირ­დნენ

მე­დი­ის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რებ­მა და ყო­ფილ­მა დე­პუ­ტა­ტებ­მა, პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბას­თან შეკ­რე­ბა დი­ლი­დან და­ი­წყეს. ისი­ნი ცდი­ლობ­დნენ ეზო­ში შევ­ლას, თუმ­ცა უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის წარ­მომ­დგენ­ლებ­მა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წი­ეს.

კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა თვით­გა­მო­ცხა­დე­ბულ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ას­ლან ბჟა­ნი­ამ მი­ი­ღო. სწო­რედ მისი ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­ნახ­ლდა კა­ნონ­პო­ექ­ტის გან­ხილ­ვა.

  • ბჟა­ნია, “აპარ­ტა­მენ­ტე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექ­ტის“ მი­ღე­ბას ჯერ კი­დევ გა­სუ­ლი წლის ივ­ლის­ში ითხოვ­და. თუმ­ცა, მა­შინ სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრო­ტეს­ტის ფონ­ზე, პარ­ლა­მენ­ტმა ის არ გა­ნი­ხი­ლა და ე.წ. პრე­ზი­დენტს უკან და­უბ­რუნ­და.

“სი­ცხის მი­უ­ხე­და­ვად, ას­ლან ბჟა­ნია პარ­ლა­მენ­ტში პი­ჯა­კით მი­ვი­და. უშიშ­რო­ე­ბის მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი ძა­ლე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ნო­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეს­ვლის შანსსაც კი არ აძ­ლევ­დნენ. შეხ­ლა-შე­მოხ­ლა იყო შე­ნო­ბის ჭიშ­კარ­თან - აქ­ტი­ვის­ტმა ჯან­სუხ ად­ლე­ი­ბამ ორ­ლუ­ლი­ა­ნი თო­ფი­დან ჰა­ერ­ში ეს­რო­ლა, ხოლო ას­ლან ბჟა­ნი­ამ პარ­ლა­მენ­ტის წევრ კან კვარ­ჩი­ას­თან ჩხუ­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა. პრე­ზი­დენ­ტის დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა დე­პუ­ტა­ტი კვარ­ჩია პარ­ლა­მენ­ტი­დან გა­ა­ძე­ვეს“, - წერ­და ekhokavkaza 17 ივ­ლისს.

სხდო­მა­ზე არ და­უშ­ვეს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და უცხო­უ­რი მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც.

ბჟა­ნია დე­პუ­ტა­ტებს წარ­დგე­ნი­ლი კა­ნო­ნის დაჩ­ქა­რე­ბუ­ლად მი­ღე­ბას სთხოვ­და.

“ჩემს უფ­ლე­ბას ვი­ყე­ნებ. მე ვლა­პა­რა­კობ, ყვე­ლა უს­მენს. მე ვარ ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი. რეგ­ლა­მენ­ტში წე­რია: ნე­ბის­მი­ერ დროს შე­მიძ­ლია სა­უ­ბა­რი და ყვე­ლა ჩერ­დე­ბა...“ - გა­ნა­ცხა­და ბჟა­ნი­ამ, რო­დე­საც დე­პუ­ტატ რშტუ­ნის სი­ტყვა შე­ა­წყვე­ტი­ნა.

მან ასე­ვე გა­ახ­მა­უ­რა აფხა­ზე­თის გა­ზი­ფი­ცი­რე­ბის გეგ­მე­ბი.

“ჩვენ გვაქვს გეგ­მე­ბი აფხა­ზე­თის გა­ზი­ფი­ცი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მომ­ხმა­რებ­ლე­ბი უკვე გვე­ყო­ლე­ბა. ესეც ბიზ­ნე­სია, თუ გა­ზპ­რო­მი შევა მშე­ნებ­ლო­ბა­ში, უნდა ჰქონ­დეს გა­ყიდ­ვე­ბი, უნდა იყოს ანა­ზღა­უ­რე­ბა“, - აცხა­დებ­და ბჟა­ნია.

  • რას გუ­ლის­ხმობს “კა­ნო­ნი ბი­ნე­ბის შე­სა­ხებ“ აფხა­ზეთ­ში?

პრო­ტეს­ტის ფონ­ზე, დე ფაქ­ტო პრე­ზი­დენ­ტი ას­ლან ბჟა­ნია სა­ზო­გა­დო­ე­ბას კომ­პრო­მისს სთა­ვა­ზობს - უცხო­ე­ლი ინ­ვეს­ტო­რე­ბის­თვის აპარტ-ოტე­ლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვე­ბი გარ­კვე­ულ რე­გი­ო­ნებ­ში შე­ი­ზღუ­დოს. მაგ­რამ კრი­ტი­კო­სე­ბი ამა­საც აღიქ­ვა­მენ, რო­გორც თავ­და­პირ­ვე­ლი იდე­ის ფა­რუ­ლად წა­მო­წე­ვის მცდე­ლო­ბას და მალე “მთე­ლი რე­გი­ო­ნის გა­ყიდ­ვის“ საფრ­თხედ.

ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვის მი­ხედ­ვით, უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის გა­სა­ყი­დი აპარტ-ოტე­ლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა დაშ­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მხო­ლოდ თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი რეს­პუბ­ლი­კის აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში. ბჟა­ნი­ას აზ­რით, ამ კონ­კრე­ტუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა, რომ­ლე­ბიც ტუ­რის­ტუ­ლი თვალ­საზ­რი­სით არ არის ყვე­ლა­ზე მიმ­ზიდ­ვე­ლი, სა­ხელ­მწი­ფოს პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი ამო­ცა­ნაა და “გა­და­უ­დე­ბელ ზო­მებ­საც კი სა­ჭი­რო­ებს“.

“აფხა­ზე­ბის მთა­ვა­რი შიში რე­გი­ონ­ში დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი ბა­ლან­სის დარ­ღვე­ვას უკავ­შირ­დე­ბა. უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა არის მგრძნო­ბი­ა­რე თემა მცი­რე ეთ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფის­თვის, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ თა­ვი­სი კულ­ტუ­რუ­ლი და ეთ­ნი­კუ­რი იდენ­ტო­ბა. კა­ნონპ­რო­ექ­ტის ძა­ლა­ში შეს­ვლამ შე­საძ­ლოა სე­რი­ო­ზუ­ლად იმოქ­მე­დოს დე­მოგ­რა­ფი­ულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე და პო­ტენ­ცი­ურ საფრ­თხეს შე­უქ­მნას ქვეყ­ნის ეროვ­ნულ უსაფრ­თხო­ე­ბას“, - წერს sova.news ად­გი­ლობ­რი­ვებ­ზე დაყ­რდნო­ბით.

და მა­ინც, დე ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­ჟი­ნე­ბით მო­ი­თხოვს კა­ნო­ნის მი­ღე­ბას. სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი კი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ არის საფრ­თხე, აფხა­ზე­თი მოს­კო­ვის ტო­ტა­ლუ­რი კონ­ტრო­ლის ქვეშ მო­ექ­ცეს.

ასე­ვე იხი­ლეთ:

00:00 / 00:00
ავტორი:

სროლა, აქციები და არეულობა ოკუპირებულ აფხაზეთში - რას გულისხმობს “აპარტამენტების შესახებ კანონპროექტი“, რომელსაც აფხაზები "რეგიონის გაყიდვის" მცდელობად აფასებენ (ვიდეო)

სროლა, აქციები და არეულობა ოკუპირებულ აფხაზეთში - რას გულისხმობს “აპარტამენტების შესახებ კანონპროექტი“, რომელსაც აფხაზები "რეგიონის გაყიდვის" მცდელობად აფასებენ (ვიდეო)

ოკუპირებულ აფხაზეთში დაძაბულობა, რაც წინა კვირაში ლამის მღელვარებაში გადაიზარდა, გრძელდება. ადგლობრივების პროტესტი “ბინების შესახებ კანონპროექტმა“ გამოიწვია. კვირის მთავარი თემა ხელისუფლების მხრიდან ბინების მშენებლობის ლეგალიზაციის მორიგი მცდელობა გახდა.

როგორც ekhokavkaza წერს, 17 ივლისს აფხაზეთის პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტმა განიხილა კანონპროექტი “აფხაზეთის რესპუბლიკის ოჩამჩირის, ტყუაჩალისა და გალის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლების ღონისძიებების შესახებ“ და რეკომენდაცია გაუწია “სახალხო კრების“ სესიის მომდევნო სხდომაზე წარედგინათ. კანონპროექტის განხილვა, რომელიც აფხაზეთის აღმოსავლეთ რეგიონებში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის გასაყიდი ბინების მშენებლობას გულისხმობს, პრესისა და საზოგადოებისთვის დახურული იყო. სწორედ ამას მოჰყვა ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი.

პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციების მონაწილეები უსაფრთხოების ძალებს დაუპირისპირდნენ

მედიის, საზოგადოების წარმომადგენლებმა, ოპოზიციონერებმა და ყოფილმა დეპუტატებმა, პარლამენტის შენობასთან შეკრება დილიდან დაიწყეს. ისინი ცდილობდნენ ეზოში შევლას, თუმცა უსაფრთხოების სამსახურის წარმომდგენლებმა წინააღმდეგობა გაუწიეს.

კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მიიღო. სწორედ მისი ინიციატივით განახლდა კანონპოექტის განხილვა.

  • ბჟანია, “აპარტამენტების შესახებ კანონპროექტის“ მიღებას ჯერ კიდევ გასული წლის ივლისში ითხოვდა. თუმცა, მაშინ საზოგადოების პროტესტის ფონზე, პარლამენტმა ის არ განიხილა და ე.წ. პრეზიდენტს უკან დაუბრუნდა.

“სიცხის მიუხედავად, ასლან ბჟანია პარლამენტში პიჯაკით მივიდა. უშიშროების მრავალრიცხოვანი ძალები საზოგადოებას შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე შესვლის შანსსაც კი არ აძლევდნენ. შეხლა-შემოხლა იყო შენობის ჭიშკართან - აქტივისტმა ჯანსუხ ადლეიბამ ორლულიანი თოფიდან ჰაერში ესროლა, ხოლო ასლან ბჟანიამ პარლამენტის წევრ კან კვარჩიასთან ჩხუბის პროვოცირება მოახდინა. პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლებმა დეპუტატი კვარჩია პარლამენტიდან გააძევეს“, - წერდა ekhokavkaza 17 ივლისს.

სხდომაზე არ დაუშვეს დამოუკიდებელი და უცხოური მედიის წარმომადგენლებიც.

ბჟანია დეპუტატებს წარდგენილი კანონის დაჩქარებულად მიღებას სთხოვდა.

“ჩემს უფლებას ვიყენებ. მე ვლაპარაკობ, ყველა უსმენს. მე ვარ ქვეყნის პრეზიდენტი. რეგლამენტში წერია: ნებისმიერ დროს შემიძლია საუბარი და ყველა ჩერდება...“ - განაცხადა ბჟანიამ, როდესაც დეპუტატ რშტუნის სიტყვა შეაწყვეტინა.

მან ასევე გაახმაურა აფხაზეთის გაზიფიცირების გეგმები.

“ჩვენ გვაქვს გეგმები აფხაზეთის გაზიფიცირებასთან დაკავშირებით. მომხმარებლები უკვე გვეყოლება. ესეც ბიზნესია, თუ გაზპრომი შევა მშენებლობაში, უნდა ჰქონდეს გაყიდვები, უნდა იყოს ანაზღაურება“, - აცხადებდა ბჟანია.

  • რას გულისხმობს “კანონი ბინების შესახებ“ აფხაზეთში?

პროტესტის ფონზე, დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია საზოგადოებას კომპრომისს სთავაზობს - უცხოელი ინვესტორებისთვის აპარტ-ოტელების მშენებლობის ნებართვები გარკვეულ რეგიონებში შეიზღუდოს. მაგრამ კრიტიკოსები ამასაც აღიქვამენ, როგორც თავდაპირველი იდეის ფარულად წამოწევის მცდელობას და მალე “მთელი რეგიონის გაყიდვის“ საფრთხედ.

ახალი ინიციატივის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის გასაყიდი აპარტ-ოტელების მშენებლობა დაშვებული იქნება მხოლოდ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილში. ბჟანიას აზრით, ამ კონკრეტული ტერიტორიების სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, რომლებიც ტურისტული თვალსაზრისით არ არის ყველაზე მიმზიდველი, სახელმწიფოს პრიორიტეტული ამოცანაა და “გადაუდებელ ზომებსაც კი საჭიროებს“.

“აფხაზების მთავარი შიში რეგიონში დემოგრაფიული ბალანსის დარღვევას უკავშირდება. უძრავი ქონება არის მგრძნობიარე თემა მცირე ეთნიკური ჯგუფისთვის, რომლებიც ცდილობენ შეინარჩუნონ თავისი კულტურული და ეთნიკური იდენტობა. კანონპროექტის ძალაში შესვლამ შესაძლოა სერიოზულად იმოქმედოს დემოგრაფიულ მდგომარეობაზე და პოტენციურ საფრთხეს შეუქმნას ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას“, - წერს sova.news ადგილობრივებზე დაყრდნობით.

და მაინც, დე ფაქტო ხელისუფლება დაჟინებით მოითხოვს კანონის მიღებას. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები კი მიიჩნევენ, რომ არის საფრთხე, აფხაზეთი მოსკოვის ტოტალური კონტროლის ქვეშ მოექცეს.

ასევე იხილეთ: