სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იქცევა თუ არა კამალა ჰარისი მართლაც "ტრამპის რისხვად"? - ბრძოლა დაიწყო: ყველაფერი ექსპროკურორზე, რომელსაც აქვს შანსი აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი გახდეს
"იქცევა თუ არა კამალა ჰარისი მართლაც "ტრამპის რისხვად"? -  ბრძოლა დაიწყო: ყველაფერი ექსპროკურორზე, რომელსაც აქვს შანსი აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი გახდეს

“არ­ჩევ­ნე­ბის დღემ­დე გვაქვს 107 დღე. ჩვენ ერ­თად ვიბ­რძო­ლებთ და ჩვენ ერ­თად გა­ვი­მარ­ჯვებთ“, - აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა აშშ-ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა, კა­მა­ლა ჰა­რის­მა მას შემ­დეგ გა­ავ­რცე­ლა, რაც ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ 81 წლის ჯო ბა­ი­დენ­მა ამე­რი­კის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის რბო­ლა და­ტო­ვა.

ის ნო­ემ­ბრამ­დე დარ­ჩე­ნილ დროს საპ­რე­ზი­დენ­ტო მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას და­უთ­მობს. ხოლო, “დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის“ კან­დი­და­ტუ­რად მხა­რი კა­მა­ლა ჰა­რისს და­უ­ჭი­რა.

  • “თქვენს პრე­ზი­დენ­ტად მსა­ხუ­რე­ბა უდი­დე­სი პა­ტი­ვი იყო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩემი გან­ზრახ­ვა იყო ხე­ლახ­ლა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მე მჯე­რა, რომ ჩემი პარ­ტი­ი­სა და ქვეყ­ნის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სებ­შია გად­გო­მა და ვა­დის დარ­ჩე­ნი­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, მხო­ლოდ ჩემი, რო­გორც პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე, ფო­კუ­სი­რე­ბა. მე ვე­სა­უბ­რე­ბი ერს ამ კვი­რის ბო­ლოს უფრო დე­ტა­ლუ­რად ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ", - წერს ბა­ი­დე­ნი წე­რილ­ში, რო­მე­ლიც მან თა­ვის X -ის ან­გა­რიშ­ზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

მა­ლე­ვე ბა­ი­დენ­მა გა­ავ­რცე­ლა მე­ო­რე გან­ცხა­დე­ბაც, რო­მელ­შიც აღ­ნიშ­ნავ­და, რომ მხარს უჭერ­და კა­მა­ლა ჰა­რისს, რო­გორც დე­მოკ­რა­ტე­ბის კან­დი­დატს აშშ-ს 2024 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში.

  • “ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ იმი­სათ­ვის, რომ გა­ვა­ერ­თი­ა­ნო “დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტია“ და გა­ვა­ერ­თი­ა­ნო ჩვე­ნი ერი, რათა და­ვა­მარ­ცხოთ დო­ნალდ ტრამ­პი. ამე­რი­კე­ლი ხალ­ხის სა­ხე­ლით მად­ლო­ბას ვუხ­დი ჯო ბა­ი­დენს მისი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ლი­დე­რო­ბის­თვის, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტის პოსტზე და ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის გა­წე­უ­ლი სამ­სა­ხუ­რის­თვის. მისი შე­სა­ნიშ­ნა­ვი მიღ­წე­ვე­ბის მემ­კვიდ­რე­ო­ბა შე­უ­და­რე­ბე­ლია ამე­რი­კის თა­ნა­მედ­რო­ვე ის­ტო­რი­ა­ში და აღე­მა­ტე­ბა მრა­ვა­ლი პრე­ზი­დენ­ტის მემ­კვიდ­რე­ო­ბას, რომ­ლებ­მაც ორი ვა­დით იმ­სა­ხუ­რეს“, - აღ­ნიშ­ნა ჰა­რის­მა.

მისი თქმით, ბა­ი­დე­ნი ამე­რი­კელ ხალ­ხს და ამე­რი­კას ყვე­ლა­ფერ­ზე მაღ­ლა აყე­ნებს.

ბა­ი­დე­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მყი­სი­ე­რად შე­ა­ფა­სა მის­მა პო­ლი­ტი­კურ­მა კონ­კუ­რენ­ტმა, დო­ნალდ ტრამპმა და CNN-ს გა­ნუ­ცა­ხა­და, რომ ვიცე-პრე­ზი­დენტ კა­მა­ლა ჰა­რი­სის და­მარ­ცხე­ბა უფრო მარ­ტი­ვი იქ­ნე­ბა, ვიდ­რე ბა­ი­დე­ნის.

  • თუმ­ცა, ჰა­რი­სი არ არის ერ­თა­დერ­თი პო­ტენ­ცი­უ­რი კან­დი­და­ტი. სხვა შე­საძ­ლო კან­დი­და­ტებს შო­რის მო­ი­საზ­რე­ბი­ან: მი­ჩი­გა­ნის გუ­ბერ­ნა­ტო­რი გრეტ­ჩენ უიტ­მე­რი, კა­ლი­ფორ­ნი­ის გუ­ბერ­ნა­ტო­რი გე­ვინ ნი­უსო­მი და აშშ-ს ტრან­სპორ­ტის მდი­ვა­ნი პიტ ბუ­ტი­ჯი­გი.

კა­მა­ლა ჰა­რი­სის კან­დი­და­ტუ­რას მხა­რი უკვე და­უ­ჭი­რეს კლინ­ტო­ნებ­მა.

“ახლა დროა დავ­დგეთ კა­მა­ლა ჰა­რის­თან და ვიბ­რძო­ლოთ ყვე­ლა­ნა­ი­რად იმის­თვის, რომ მისი კან­დი­და­ტუ­რა დამ­ტკიც­დეს“, - და­წე­რეს ბილ და ჰი­ლა­რი კლინ­ტო­ნებ­მა X-ზე.

კა­მა­ლას­თვის დე­მოკ­რა­ტე­ბის ასე­თი მხარ­და­ჭე­რა ხუთი წლის წინ, 2019 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე, ნამ­დვი­ლად სა­ოც­ნე­ბო იყო. ის 2020 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, თუმ­ცა მას შემ­დეგ რაც კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი გახ­და და მხარ­და­ჭე­რა ვერ მო­ი­პო­ვა, ჰა­რის­მა მოხ­სნა კან­დი­და­ტუ­რა და სამი თვის შემ­დეგ გა­მო­ა­ცხა­და, რომ მხარს და­უ­ჭერ­და ბა­ი­დენს. 2020 წელს კი, ჯო ბა­ი­დე­ნის გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, ამე­რი­კის ვიცე - პრე­ზი­დენ­ტი გახ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დო­ნალდ ტრამ­პის მი­მართ მისი კრი­ტი­კუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის გამო, მას წინა არ­ჩევ­ნე­ბი­სას "ტრამ­პის რის­ხვაც" კი უწო­დეს?

ჰა­რის­მა დო­ნა­ცი­ის მსურ­ვე­ლებს უკვე მი­მარ­თა და მის­თვის შე­მო­წი­რუ­ლო­ბის სა­ხით მხა­რის და­ჭე­რა სთხო­ვა. აშშ-ის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით, მას არ შე­უძ­ლია ბა­ი­დე­ნის­თვის შეგ­რო­ვე­ბუ­ლი თან­ხის გა­მო­ყე­ნე­ბა.

შე­მო­წი­რუ­ლო­ბის პლატ­ფორ­მამ ActBlue-მა უკვე გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ მას შემ­დეგ, რაც კა­მა­ლა ჰა­რი­სის კან­დი­და­ტუ­რას ბა­ი­დენ­მაც მხა­რი და­უ­ჭი­რა, და­ახ­ლო­ე­ბით ერთ დღე­ში 46,7 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი შეგ­როვ­და.

  • ვინ არის კა­მა­ლა ჰა­რი­სი?

ამე­რი­კე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი, სა­მარ­თალმცოდ­ნე, ად­ვო­კა­ტი კა­მა­ლა ჰა­რი­სი 1964 წლის 20 ოქ­ტომ­ბერს აშშ-ში, ოკ­ლაჰო­მას შტატ­ში და­ი­ბა­და. კა­მა­ლამ "ჰო­ვარ­დი­სა" და "კა­ლი­ფორ­ნი­ის" უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი და­ამ­თავ­რა და ად­ვო­კა­ტის კა­რი­ე­რა ქა­ლაქ ალა­მე­და­ში, სა­ოლ­ქო ად­ვო­კა­ტად და­ი­წყო. შემ­დეგ სან-ფრან­ცის­კოს სა­ოლ­ქო ად­ვო­კა­ტი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი სან-ფრან­ცის­კოს სა­ქა­ლა­ქო ად­ვო­კა­ტი გახ­და. 2003 წელს იგი აირ­ჩი­ეს სან-ფრან­ცის­კოს 27-ე სა­ოლ­ქო ად­ვო­კა­ტად.

2010 წელს ჰა­რი­სი კა­ლი­ფორ­ნი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი გახ­და. მას ხში­რად აკ­რი­ტი­კებ­დნენ გა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბის გამო. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ კრი­მი­ნა­ლურ პო­ლი­ცი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა კა­მა­ლამ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შეც­ვა­ლა.

2016 წლის ნო­ემ­ბერ­ში ჰა­რის­მა ლო­რე­ტა სან­ჩე­სი და­ა­მარ­ცხა და კა­ლი­ფორ­ნი­ის მე­სა­მე ქალი სე­ნა­ტო­რი გახ­და. იგი პირ­ვე­ლი აფრო-ამე­რი­კე­ლი და პირ­ვე­ლი აზი­ე­ლი ამე­რი­კე­ლი ქა­ლია, რო­მე­ლიც სე­ნატ­ში მოხ­ვდა.

  • რთუ­ლი ბავ­შვო­ბა...

კა­მა­ლა ჰა­რი­სის დედა, შა­მა­ლა გო­პა­ლა­ნი ინ­დო­ე­თი­დან აშშ-ში მიგ­რი­რე­ბუ­ლი ექი­მია. ამე­რი­კა­ში ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ, გო­პა­ლა­ნიმ გა­დამ­ზა­დე­ბის კურ­სე­ბი გა­ი­ა­რა და ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი­ის გან­ხრით ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რის წო­დე­ბაც მო­ი­პო­ვა. მამა - დო­ნალდ ჰა­რი­სი ია­მა­ი­კა­ში და­ბა­დე­ბუ­ლი, ამე­რი­კა­ში მიგ­რი­რე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კის პრო­ფე­სო­რია.

რო­დე­საც კა­მა­ლა 7 წლის იყო, მისი მშობ­ლე­ბი და­შორ­დნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ვიცე-პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატ­მა მის ბი­ოგ­რა­ფი­ულ წიგნ­ში და­წე­რა:

"უქ­მე­ებ­ზე მე და ჩემი უმ­ცრო­სი და მა­მას სა­ნა­ხა­ვად მივ­დი­ო­დით. უბან­ში ბავ­შვე­ბი არა­თუ არ გვე­თა­მა­შე­ბოდ­ნენ, არც კი გვე­სა­უბ­რე­ბოდ­ნენ, რად­გან მუქი ფე­რის კანი გვქონ­და“

  • პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

კა­მა­ლა ჰა­რი­სის მე­უღ­ლე 54 წლის სა­მარ­თალმცოდ­ნე დუ­გ­ლას ემჰო­ფია.

წყვი­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად 2014 წელს და­ქორ­წინ­და. დუ­გ­ლას ემჰო­ფი ბრუკ­ლინ­ში და­ი­ბა­და. და­ამ­თავ­რა სამ­ხრეთ კა­ლი­ფორ­ნი­ის გოლ­დე­ნის სა­მარ­თლის სკო­ლა. ამ­ჟა­მად იგი ერთ-ერთი დიდი კომ­პა­ნი­ის DLA Piper Law Firm-ის ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რია. დუ­გ­ლა­სი ასე­ვე კომ­პა­ნია Emhoff-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია, იგი სა­ერ­თა­შო­რი­სო კორ­პო­რა­ცი­ებს უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბის და­ვებ­ში ეხ­მა­რე­ბა. კა­მა­ლა ჰა­რი­სი დუ­გ­ლა­სის მე­ო­რე ცოლი და ელა და ჯონ ემჰო­ფე­ბის დე­დი­ნაც­ვა­ლია. წყვილს სა­ერ­თო შვი­ლი არ ჰყავს.

კა­მა­ლა ჰა­რი­სი არის პირ­ვე­ლი აფრო-ამე­რი­კე­ლი და პირ­ვე­ლი აზი­ე­ლი - ამე­რი­კე­ლი ქალი, რო­მე­ლიც სე­ნატ­ში მოხ­ვდა და ვიცე-პრე­ზი­დენ­ტო­ბის შემ­დეგ, აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტო­ბის­თვის იბ­რძო­ლებს.

ასე­ვე იხი­ლეთ:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"იქცევა თუ არა კამალა ჰარისი მართლაც "ტრამპის რისხვად"? - ბრძოლა დაიწყო: ყველაფერი ექსპროკურორზე, რომელსაც აქვს შანსი აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი გახდეს

"იქცევა თუ არა კამალა ჰარისი მართლაც "ტრამპის რისხვად"? -  ბრძოლა დაიწყო: ყველაფერი ექსპროკურორზე, რომელსაც აქვს შანსი აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი გახდეს

“არჩევნების დღემდე გვაქვს 107 დღე. ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ და ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“, - აღნიშნული განცხადება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც ცნობილი გახდა, რომ 81 წლის ჯო ბაიდენმა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების რბოლა დატოვა.

ის ნოემბრამდე დარჩენილ დროს საპრეზიდენტო მოვალეობების შესრულებას დაუთმობს. ხოლო, “დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატურად მხარი კამალა ჰარისს დაუჭირა.

  • “თქვენს პრეზიდენტად მსახურება უდიდესი პატივი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი განზრახვა იყო ხელახლა მონაწილეობა, მე მჯერა, რომ ჩემი პარტიისა და ქვეყნის საუკეთესო ინტერესებშია გადგომა და ვადის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში, მხოლოდ ჩემი, როგორც პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებაზე, ფოკუსირება. მე ვესაუბრები ერს ამ კვირის ბოლოს უფრო დეტალურად ჩემი გადაწყვეტილების შესახებ", - წერს ბაიდენი წერილში, რომელიც მან თავის X -ის ანგარიშზე გამოაქვეყნა.

მალევე ბაიდენმა გაავრცელა მეორე განცხადებაც, რომელშიც აღნიშნავდა, რომ მხარს უჭერდა კამალა ჰარისს, როგორც დემოკრატების კანდიდატს აშშ-ს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

  • “ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ გავაერთიანო “დემოკრატიული პარტია“ და გავაერთიანო ჩვენი ერი, რათა დავამარცხოთ დონალდ ტრამპი. ამერიკელი ხალხის სახელით მადლობას ვუხდი ჯო ბაიდენს მისი არაჩვეულებრივი ლიდერობისთვის, შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტზე და ათწლეულების განმავლობაში ჩვენი ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის. მისი შესანიშნავი მიღწევების მემკვიდრეობა შეუდარებელია ამერიკის თანამედროვე ისტორიაში და აღემატება მრავალი პრეზიდენტის მემკვიდრეობას, რომლებმაც ორი ვადით იმსახურეს“, - აღნიშნა ჰარისმა.

მისი თქმით, ბაიდენი ამერიკელ ხალხს და ამერიკას ყველაფერზე მაღლა აყენებს.

ბაიდენის გადაწყვეტილება მყისიერად შეაფასა მისმა პოლიტიკურმა კონკურენტმა, დონალდ ტრამპმა და CNN-ს განუცახადა, რომ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის დამარცხება უფრო მარტივი იქნება, ვიდრე ბაიდენის.

  • თუმცა, ჰარისი არ არის ერთადერთი პოტენციური კანდიდატი. სხვა შესაძლო კანდიდატებს შორის მოისაზრებიან: მიჩიგანის გუბერნატორი გრეტჩენ უიტმერი, კალიფორნიის გუბერნატორი გევინ ნიუსომი და აშშ-ს ტრანსპორტის მდივანი პიტ ბუტიჯიგი.

კამალა ჰარისის კანდიდატურას მხარი უკვე დაუჭირეს კლინტონებმა.

“ახლა დროა დავდგეთ კამალა ჰარისთან და ვიბრძოლოთ ყველანაირად იმისთვის, რომ მისი კანდიდატურა დამტკიცდეს“, - დაწერეს ბილ და ჰილარი კლინტონებმა X-ზე.

კამალასთვის დემოკრატების ასეთი მხარდაჭერა ხუთი წლის წინ, 2019 წლის შემოდგომაზე, ნამდვილად საოცნებო იყო. ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა, თუმცა მას შემდეგ რაც კრიტიკის ობიექტი გახდა და მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, ჰარისმა მოხსნა კანდიდატურა და სამი თვის შემდეგ გამოაცხადა, რომ მხარს დაუჭერდა ბაიდენს. 2020 წელს კი, ჯო ბაიდენის გამარჯვების შემდეგ, ამერიკის ვიცე - პრეზიდენტი გახდა. აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპის მიმართ მისი კრიტიკული განცხადებების გამო, მას წინა არჩევნებისას "ტრამპის რისხვაც" კი უწოდეს?

ჰარისმა დონაციის მსურველებს უკვე მიმართა და მისთვის შემოწირულობის სახით მხარის დაჭერა სთხოვა. აშშ-ის კანონმდებლობის მიხედვით, მას არ შეუძლია ბაიდენისთვის შეგროვებული თანხის გამოყენება.

შემოწირულობის პლატფორმამ ActBlue-მა უკვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას შემდეგ, რაც კამალა ჰარისის კანდიდატურას ბაიდენმაც მხარი დაუჭირა, დაახლოებით ერთ დღეში 46,7 მილიონი დოლარი შეგროვდა.

  • ვინ არის კამალა ჰარისი?

ამერიკელი პოლიტიკოსი, სამართალმცოდნე, ადვოკატი კამალა ჰარისი 1964 წლის 20 ოქტომბერს აშშ-ში, ოკლაჰომას შტატში დაიბადა. კამალამ "ჰოვარდისა" და "კალიფორნიის" უნივერსიტეტები დაამთავრა და ადვოკატის კარიერა ქალაქ ალამედაში, საოლქო ადვოკატად დაიწყო. შემდეგ სან-ფრანცისკოს საოლქო ადვოკატი, მოგვიანებით კი სან-ფრანცისკოს საქალაქო ადვოკატი გახდა. 2003 წელს იგი აირჩიეს სან-ფრანცისკოს 27-ე საოლქო ადვოკატად.

2010 წელს ჰარისი კალიფორნიის გენერალური პროკურორი გახდა. მას ხშირად აკრიტიკებდნენ გატარებული რეფორმების გამო. შეიძლება ითქვას, რომ კრიმინალურ პოლიციაში არსებული ვითარება კამალამ მნიშვნელოვნად შეცვალა.

2016 წლის ნოემბერში ჰარისმა ლორეტა სანჩესი დაამარცხა და კალიფორნიის მესამე ქალი სენატორი გახდა. იგი პირველი აფრო-ამერიკელი და პირველი აზიელი ამერიკელი ქალია, რომელიც სენატში მოხვდა.

  • რთული ბავშვობა...

კამალა ჰარისის დედა, შამალა გოპალანი ინდოეთიდან აშშ-ში მიგრირებული ექიმია. ამერიკაში ჩამოსვლის შემდეგ, გოპალანიმ გადამზადების კურსები გაიარა და ენდოკრინოლოგიის განხრით ასოცირებული პროფესორის წოდებაც მოიპოვა. მამა - დონალდ ჰარისი იამაიკაში დაბადებული, ამერიკაში მიგრირებული ეკონომიკის პროფესორია.

როდესაც კამალა 7 წლის იყო, მისი მშობლები დაშორდნენ. მოგვიანებით, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა მის ბიოგრაფიულ წიგნში დაწერა:

"უქმეებზე მე და ჩემი უმცროსი და მამას სანახავად მივდიოდით. უბანში ბავშვები არათუ არ გვეთამაშებოდნენ, არც კი გვესაუბრებოდნენ, რადგან მუქი ფერის კანი გვქონდა“

  • პირადი ცხოვრება

კამალა ჰარისის მეუღლე 54 წლის სამართალმცოდნე დუგლას ემჰოფია.

წყვილი ოფიციალურად 2014 წელს დაქორწინდა. დუგლას ემჰოფი ბრუკლინში დაიბადა. დაამთავრა სამხრეთ კალიფორნიის გოლდენის სამართლის სკოლა. ამჟამად იგი ერთ-ერთი დიდი კომპანიის DLA Piper Law Firm-ის ბიზნესპარტნიორია. დუგლასი ასევე კომპანია Emhoff-ის დამფუძნებელია, იგი საერთაშორისო კორპორაციებს უძრავი ქონების და ინტელექტუალური საკუთრების სამართალწარმოების დავებში ეხმარება. კამალა ჰარისი დუგლასის მეორე ცოლი და ელა და ჯონ ემჰოფების დედინაცვალია. წყვილს საერთო შვილი არ ჰყავს.

კამალა ჰარისი არის პირველი აფრო-ამერიკელი და პირველი აზიელი - ამერიკელი ქალი, რომელიც სენატში მოხვდა და ვიცე-პრეზიდენტობის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს.

ასევე იხილეთ: