სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“თქვენს პრეზიდენტად მსახურება უდიდესი პატივი იყო...“ - ბაიდენმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებიდან კანდიდატურა მოხსნა
“თქვენს პრეზიდენტად მსახურება უდიდესი პატივი იყო...“ - ბაიდენმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებიდან კანდიდატურა მოხსნა

აშშ-ის მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტი, ჯო ბა­ი­დე­ნი აცხა­დებს, რომ ნო­ემ­ბრის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში თა­ვის კან­დი­და­ტუ­რას ხსნის.

  • “თქვენს პრე­ზი­დენ­ტად მსა­ხუ­რე­ბა უდი­დე­სი პა­ტი­ვი იყო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩემი გან­ზრახ­ვა საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ჩემი კან­დი­და­ტის ხე­ლახ­ლა წარ­დგე­ნა იყო, პარ­ტი­ი­სა და ქვეყ­ნის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სებ­შია ჩემი გა­დად­გო­მა და მხო­ლოდ პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე ფო­კუ­სი­რე­ბა დარ­ჩე­ნი­ლი ვა­დის გან­მავ­ლო­ბა­ში“, - წერს 81 წლის ბა­ი­დე­ნი X-ზე.

“დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის“ ლი­დე­რის თქმით, მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის დე­ტა­ლებ­ზე ამე­რი­კელ ხალ­ხს ამ კვი­რის ბო­ლოს დე­ტა­ლუ­რად გა­ე­სა­უბ­რე­ბა

ამ ნა­ბი­ჯით მან გზა გა­უხ­სნა ვიცე-პრე­ზი­დენტს კა­მა­ლა ჰა­რისს. სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ ის ცდის არ­ჩევ­ნებ­ში ბედს.

reuters -ი ანო­ნი­მურ წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, რომ ჯერ კი­დევ შა­ბათს სა­ღა­მოს, ბა­ი­დე­ნი 2024 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში დარ­ჩე­ნას გეგ­მავ­და, თუმ­ცა “ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან სწრა­ფად შე­იც­ვა­ლა“.

"დღეს და­ახ­ლო­ე­ბით 13:45 სა­ათ­ზე: პრე­ზი­დენ­ტმა თა­ვის გუნდს გა­ნუ­ცხა­და, რომ გა­და­ი­ფიქ­რა", - ავ­რცე­ლებს სა­ა­გენ­ტო წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით.

ბა­ი­დენს კან­დი­და­ტის მოხ­სნის­კენ “დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის“ მხარ­დამ­ჭე­რე­ბი და კო­ლე­გე­ბიც მო­უ­წო­დებ­დნენ. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ხმა­უ­რი­ა­ნი ჯორჯ კლუ­ნის წე­რი­ლი იყო. მსა­ხი­ო­ბი პრე­ზი­დენტს სთხოვ­და, რომ “მას დე­მოკ­რა­ტია გა­და­ერ­ჩი­ნა“ და უარი ეთ­ქვა ნო­ემ­ბერ­ში, არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე.

რო­გორც ბა­ი­დენ­მა გა­ნა­ცხა­და, ის მხარს უჭერს ვიცე-პრე­ზი­დენტ კა­მა­ლა ჰა­რისს, რო­გორც დე­მოკ­რა­ტე­ბის კან­დი­დატს აშშ-ს 2024 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში.

“დღეს მინ­და ჩემი სრუ­ლი მხარ­და­ჭე­რა გა­მო­ვუ­ცხა­დო კა­მა­ლა ჰა­რისს, რომ იყოს ჩვე­ნი პარ­ტი­ის ნო­მი­ნან­ტი წელს. დე­მოკ­რა­ტე­ბო - დროა გა­ვერ­თი­ან­დეთ და და­ვა­მარ­ცხოთ ტრამ­პი. მო­დით, გა­ვა­კე­თოთ ეს“, - წერს X-ზე ბა­ი­დე­ნი.

"ამ კან­დი­და­ტით ნო­ემ­ბერ­ში ვერ მო­ვი­გებთ. ვერ მო­ვი­გებთ წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტას და დავ­კარ­გავთ სე­ნატს. ეს არაა მხო­ლოდ ჩემი მო­საზ­რე­ბა, ეს არის ყვე­ლა სე­ნა­ტო­რის, კონ­გრე­სის წევ­რი­სა და გუ­ბერ­ნა­ტო­რის აზრი“, – წერს კლუ­ნი. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

“თუ ყოვ­ლის­შემ­ძლე უფა­ლი ჩა­მო­ვა და იტყვის: “ჯო, გა­მო­დი რბო­ლი­დან“. მე რბო­ლი­დან გა­მო­ვი­დო­დი. ყოვ­ლის­შემ­ძლე უფა­ლი არ ჩა­მო­დის“, - აცხა­დებ­და პრე­ზი­დენ­ტი ABC News - თან თვის და­სა­წყის­ში.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

“თქვენს პრეზიდენტად მსახურება უდიდესი პატივი იყო...“ - ბაიდენმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებიდან კანდიდატურა მოხსნა

“თქვენს პრეზიდენტად მსახურება უდიდესი პატივი იყო...“ - ბაიდენმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებიდან კანდიდატურა მოხსნა

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში თავის კანდიდატურას ხსნის.

  • “თქვენს პრეზიდენტად მსახურება უდიდესი პატივი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი განზრახვა საპრეზიდენტო არჩევნებში ჩემი კანდიდატის ხელახლა წარდგენა იყო, პარტიისა და ქვეყნის საუკეთესო ინტერესებშია ჩემი გადადგომა და მხოლოდ პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებაზე ფოკუსირება დარჩენილი ვადის განმავლობაში“, - წერს 81 წლის ბაიდენი X-ზე.

“დემოკრატიული პარტიის“ ლიდერის თქმით, მისი გადაწყვეტილების დეტალებზე ამერიკელ ხალხს ამ კვირის ბოლოს დეტალურად გაესაუბრება

ამ ნაბიჯით მან გზა გაუხსნა ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარისს. სავარაუდოდ, სწორედ ის ცდის არჩევნებში ბედს.

reuters -ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ჯერ კიდევ შაბათს საღამოს, ბაიდენი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დარჩენას გეგმავდა, თუმცა “ყველაფერი ძალიან სწრაფად შეიცვალა“.

"დღეს დაახლოებით 13:45 საათზე: პრეზიდენტმა თავის გუნდს განუცხადა, რომ გადაიფიქრა", - ავრცელებს სააგენტო წყაროზე დაყრდნობით.

ბაიდენს კანდიდატის მოხსნისკენ “დემოკრატიული პარტიის“ მხარდამჭერები და კოლეგებიც მოუწოდებდნენ. ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ჯორჯ კლუნის წერილი იყო. მსახიობი პრეზიდენტს სთხოვდა, რომ “მას დემოკრატია გადაერჩინა“ და უარი ეთქვა ნოემბერში, არჩევნებში მონაწილეობაზე.

როგორც ბაიდენმა განაცხადა, ის მხარს უჭერს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს, როგორც დემოკრატების კანდიდატს აშშ-ს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

“დღეს მინდა ჩემი სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო კამალა ჰარისს, რომ იყოს ჩვენი პარტიის ნომინანტი წელს. დემოკრატებო - დროა გავერთიანდეთ და დავამარცხოთ ტრამპი. მოდით, გავაკეთოთ ეს“, - წერს X-ზე ბაიდენი.

"ამ კანდიდატით ნოემბერში ვერ მოვიგებთ. ვერ მოვიგებთ წარმომადგენელთა პალატას და დავკარგავთ სენატს. ეს არაა მხოლოდ ჩემი მოსაზრება, ეს არის ყველა სენატორის, კონგრესის წევრისა და გუბერნატორის აზრი“, – წერს კლუნი. განაგრძეთ კითხვა

“თუ ყოვლისშემძლე უფალი ჩამოვა და იტყვის: “ჯო, გამოდი რბოლიდან“. მე რბოლიდან გამოვიდოდი. ყოვლისშემძლე უფალი არ ჩამოდის“, - აცხადებდა პრეზიდენტი ABC News - თან თვის დასაწყისში.