მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს მთავრობა ძალიან შორს წავიდა - ჩვენ უნდა შევუზღუდოთ კანდიდატის სტატუსი, თუკი..." - რას აცხადებს ლატვიის პრეზიდენტი
"საქართველოს მთავრობა ძალიან შორს წავიდა - ჩვენ უნდა შევუზღუდოთ კანდიდატის სტატუსი, თუკი..." - რას აცხადებს ლატვიის პრეზიდენტი

"სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ძა­ლი­ან შორს წა­ვი­და", - ამის შე­სა­ხებ “ამე­რი­კის ხმის” ქარ­თულ რე­დაქ­ცი­ას ლატ­ვი­ის პრე­ზი­დენ­ტმა ედ­გარს რინ­კე­ვიჩ­მა გა­ნუ­ცხა­და.

კერ­ძოდ, რი­კენ­ვიჩს­მა უპა­სუ­ხა კი­თხვას, რომ ვა­შინგტო­ნის სა­მი­ტის დეკ­ლა­რა­ცია, წინა წლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, აღარ იმე­ო­რებს და­პი­რე­ბას, რომ სა­ქარ­თვე­ლო ალი­ან­სის წევ­რი გახ­დე­ბა, თუნ­დაც დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი თუ თავ­დაც­ვის რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბის შემ­დეგ, რო­გორც ეს ადრე, არა­ერთ კო­მუ­ნი­კე­ში იყო გან­მარ­ტე­ბუ­ლი, რას ნიშ­ნავს ეს?

  • რინ­კე­ვიჩ­სის თქმით, სა­ქარ­თვე­ლომ გა­და­წყვი­ტა, რომ შე­უძ­ლი­ათ იცხოვ­რონ ნა­ტო­სა და ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის გა­რე­შე.

"ეს ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ძა­ლი­ან შორს წა­ვი­და, ვფიქ­რობ, რომ "უცხო­ე­თის აგენ­ტე­ბის“ კა­ნო­ნით, სა­კუ­თა­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის, ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ნა­ტოს ყვე­ლა მო­წო­დე­ბის იგ­ნო­რი­რე­ბით, მათ გა­და­წყვი­ტეს, რომ შე­უძ­ლი­ათ იცხოვ­რონ ნა­ტო­სა და ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის გა­რე­შე. დიახ, ფორ­მა­ლუ­რად სა­ქარ­თვე­ლო კან­დი­და­ტი ქვე­ყა­ნაა, მაგ­რამ, მო­დით თვა­ლი გა­ვუს­წო­როთ ამას, ჩვენ უნდა შე­ვუ­ზღუ­დოთ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი სა­ქარ­თვე­ლოს, თუკი ის არ გა­და­წყვეტს, რომ გა­ა­ტა­როს ის სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლებ­საც ჩვენ ყვე­ლა ვი­ზი­ა­რებთ. თუ ამას არ აკე­თებ, არ ხარ ამ კლუ­ბის ნა­წი­ლი. ეს შენი სუ­ვე­რე­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა”, - აღ­ნიშ­ნა პრე­ზი­დენ­ტმა რინ­კე­ვიჩს­მა.

მი­სი­ვე თქმით, ნა­ტოს წევ­რო­ბა არაა მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი სა­კი­თხი. ეს კრი­ტე­რი­უ­მებს ეფუძ­ნე­ბა.

"არ­სე­ბობს შე­სა­ნიშ­ნა­ვი დო­კუ­მენ­ტი, ნა­ტოს გა­ფარ­თო­ე­ბის შე­სა­ხებ 1995 წლის კვლე­ვა, რო­მე­ლიც დე­მოკ­რა­ტი­ის, კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა პა­ტი­ვის­ცე­მის, ჯარ­ზე სა­მო­ქა­ლა­ქო კონ­ტრო­ლის და სხვა სა­კი­თხებს ეფუძ­ნე­ბა.

თუკი რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნას სურს გახ­დეს ნა­ტო­სა და ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი და ის არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს შე­სა­ბა­მის კრი­ტე­რი­უ­მებს, ეს არ­ჩე­ვა­ნია, ამ ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი. მაგ­რამ წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის სუ­ვე­რე­ნუ­ლი არ­ჩე­ვა­ნია ისიც, რომ აღარ გა­აგ­რძე­ლონ ეს პრო­ცე­სი.

მე ვი­მე­დოვ­ნებ, რომ სა­ქარ­თვე­ლო სე­რი­ო­ზუ­ლად გა­და­ხე­დავს ზო­გი­ერთ კა­ნონ­მდებ­ლო­ბას, და თუ ეს ასე არ მოხ­და, ნუ ელო­დე­ბით ჩვენ­გან იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბის გან­ხილ­ვას, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თან პრო­ცე­სი გაგ­რძელ­დეს.

ეს არ ეხე­ბა [კან­დი­და­ტი ქვეყ­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე] შე­უქ­ცე­ვად თუ შექ­ცე­ვად გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. ეს ეხე­ბა იმას, რომ კან­დი­დატ­მა ქვეყ­ნებ­მა იმ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი და პი­რო­ბე­ბი უნდა შე­ას­რუ­ლონ, რო­მელ­თა ნა­წი­ლად ყოფ­ნაც სურთ“, - დას­ძი­ნა მან.

ლატ­ვი­ის პრე­ზი­დენ­ტის თქმით, "ჩვენ არ შე­ვე­გუ­ე­ბით სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­დან და შე­თან­ხმე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კი­დან გა­დახ­ვე­ვას.“

" ეს მარ­თლაც სა­ქარ­თვე­ლოს არ­ჩე­ვა­ნია. ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნაც­ვლად, ჩვე­ნი გა­და­სა­წყვე­ტი არაა, მათ რო­გო­რი ქვეყ­ნის აშე­ნე­ბა სურთ. პი­რა­დად მე სრუ­ლად ვცემ პა­ტივს ნე­ბის­მი­ერ არ­ჩე­ვანს, რო­მელ­საც ქარ­თვე­ლი ხალ­ხი მო­ახ­ლო­ე­ბულ არ­ჩევ­ნებ­ზე გა­ა­კე­თებს. ქარ­თველ­მა ხალ­ხმა უნდა შე­ხე­დოს სხვა­დას­ხვა პარ­ტი­ის შე­თა­ვა­ზე­ბას.

მე არ მინ­და სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კა­ში ჩა­რე­ვა, მაგ­რამ სა­დაც ლატ­ვი­ას ხმის უფ­ლე­ბა აქვს - ნა­ტო­ში იქ­ნე­ბა ეს თუ ევ­რო­კავ­შირ­ში, ჩვე­ნი პო­ზი­ცია ძა­ლი­ან მტკი­ცეა: თუკი ქვე­ყა­ნა არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს კრი­ტე­რი­უ­მებს, არ აგ­რძე­ლებს ევ­რო­პუ­ლი და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზას, მა­შინ ნა­ტო­სა და ევ­რო­კავ­ში­რის წევრ ქვეყ­ნებს შე­უძ­ლი­ათ თა­ვი­დან შე­ა­ფა­სონ (გა­და­ა­ფა­სონ) მათი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, მათი დახ­მა­რე­ბის პროგ­რა­მე­ბი.

ჩვენ მოგ­ვის­მე­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და თავ­დაც­ვის კუ­თხით გარ­კვე­ულ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე სა­უბ­რობ­დნენ. თუკი ისი­ნი ფიქ­რო­ბენ, რომ ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის და ევრო-ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ი­დან გა­დახ­ვე­ვა არის გზა, რომ­ლი­თაც ისი­ნი სა­კუ­თარ უსაფრ­თხო­ე­ბას გა­ა­უმ­ჯო­ბე­სე­ბენ, მა­შინ ესაა მათი ახ­სნა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის. მე მხო­ლოდ იმის თქმა შე­მიძ­ლია, რომ მზად ვართ გა­ვაგ­რძე­ლოთ სა­ქარ­თვე­ლოს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და მისი მხარ­და­ჭე­რა, თუკი სა­ქარ­თვე­ლო მზა­დაა გა­აგ­რძე­ლოს იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის დაც­ვა, რო­მელ­საც ჩვენ ყვე­ლა ვი­ზი­ა­რებთ.

მაგ­რამ ის, უსაფრ­თხო­ე­ბის კუ­თხით რა შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვე­ბა ამა თუ იმ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ამა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მას სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას მი­ვან­დობ­დი“, - დას­ძი­ნა რინ­კე­ვიჩს­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"საქართველოს მთავრობა ძალიან შორს წავიდა - ჩვენ უნდა შევუზღუდოთ კანდიდატის სტატუსი, თუკი..." - რას აცხადებს ლატვიის პრეზიდენტი

"საქართველოს მთავრობა ძალიან შორს წავიდა - ჩვენ უნდა შევუზღუდოთ კანდიდატის სტატუსი, თუკი..." - რას აცხადებს ლატვიის პრეზიდენტი

"საქართველოს მთავრობა ძალიან შორს წავიდა", - ამის შესახებ “ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციას ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩმა განუცხადა.

კერძოდ, რიკენვიჩსმა უპასუხა კითხვას, რომ ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია, წინა წლებისგან განსხვავებით, აღარ იმეორებს დაპირებას, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება, თუნდაც დემოკრატიული თუ თავდაცვის რეფორმების გატარების შემდეგ, როგორც ეს ადრე, არაერთ კომუნიკეში იყო განმარტებული, რას ნიშნავს ეს?

  • რინკევიჩსის თქმით, საქართველომ გადაწყვიტა, რომ შეუძლიათ იცხოვრონ ნატოსა და ევროკავშირის წევრობის გარეშე.

"ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან შორს წავიდა, ვფიქრობ, რომ "უცხოეთის აგენტების“ კანონით, საკუთარი საზოგადოების, ევროკავშირისა და ნატოს ყველა მოწოდების იგნორირებით, მათ გადაწყვიტეს, რომ შეუძლიათ იცხოვრონ ნატოსა და ევროკავშირის წევრობის გარეშე. დიახ, ფორმალურად საქართველო კანდიდატი ქვეყანაა, მაგრამ, მოდით თვალი გავუსწოროთ ამას, ჩვენ უნდა შევუზღუდოთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, თუკი ის არ გადაწყვეტს, რომ გაატაროს ის საერთო ღირებულებები, რომლებსაც ჩვენ ყველა ვიზიარებთ. თუ ამას არ აკეთებ, არ ხარ ამ კლუბის ნაწილი. ეს შენი სუვერენული გადაწყვეტილებაა”, - აღნიშნა პრეზიდენტმა რინკევიჩსმა.

მისივე თქმით, ნატოს წევრობა არაა მხოლოდ პოლიტიკური საკითხი. ეს კრიტერიუმებს ეფუძნება.

"არსებობს შესანიშნავი დოკუმენტი, ნატოს გაფართოების შესახებ 1995 წლის კვლევა, რომელიც დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებათა პატივისცემის, ჯარზე სამოქალაქო კონტროლის და სხვა საკითხებს ეფუძნება.

თუკი რომელიმე ქვეყანას სურს გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი და ის არ აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, ეს არჩევანია, ამ ქვეყნის სუვერენული არჩევანი. მაგრამ წევრი სახელმწიფოების სუვერენული არჩევანია ისიც, რომ აღარ გააგრძელონ ეს პროცესი.

მე ვიმედოვნებ, რომ საქართველო სერიოზულად გადახედავს ზოგიერთ კანონმდებლობას, და თუ ეს ასე არ მოხდა, ნუ ელოდებით ჩვენგან იმის შესაძლებლობის განხილვას, რომ საქართველოსთან პროცესი გაგრძელდეს.

ეს არ ეხება [კანდიდატი ქვეყნების თაობაზე] შეუქცევად თუ შექცევად გადაწყვეტილებას. ეს ეხება იმას, რომ კანდიდატმა ქვეყნებმა იმ ორგანიზაციების კრიტერიუმები და პირობები უნდა შეასრულონ, რომელთა ნაწილად ყოფნაც სურთ“, - დასძინა მან.

ლატვიის პრეზიდენტის თქმით, "ჩვენ არ შევეგუებით საერთო ღირებულებებიდან და შეთანხმებული პოლიტიკიდან გადახვევას.“

" ეს მართლაც საქართველოს არჩევანია. ქართველი ხალხის ნაცვლად, ჩვენი გადასაწყვეტი არაა, მათ როგორი ქვეყნის აშენება სურთ. პირადად მე სრულად ვცემ პატივს ნებისმიერ არჩევანს, რომელსაც ქართველი ხალხი მოახლოებულ არჩევნებზე გააკეთებს. ქართველმა ხალხმა უნდა შეხედოს სხვადასხვა პარტიის შეთავაზებას.

მე არ მინდა საქართველოს პოლიტიკაში ჩარევა, მაგრამ სადაც ლატვიას ხმის უფლება აქვს - ნატოში იქნება ეს თუ ევროკავშირში, ჩვენი პოზიცია ძალიან მტკიცეა: თუკი ქვეყანა არ აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, არ აგრძელებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, მაშინ ნატოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შეუძლიათ თავიდან შეაფასონ (გადააფასონ) მათი თანამშრომლობა, მათი დახმარების პროგრამები.

ჩვენ მოგვისმენია, რომ საქართველოს ოფიციალური პირები უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით გარკვეულ გამოწვევებზე საუბრობდნენ. თუკი ისინი ფიქრობენ, რომ ევროინტეგრაციის და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციიდან გადახვევა არის გზა, რომლითაც ისინი საკუთარ უსაფრთხოებას გააუმჯობესებენ, მაშინ ესაა მათი ახსნა საზოგადოებისთვის. მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მზად ვართ გავაგრძელოთ საქართველოსთან თანამშრომლობა და მისი მხარდაჭერა, თუკი საქართველო მზადაა გააგრძელოს იმ ღირებულებების დაცვა, რომელსაც ჩვენ ყველა ვიზიარებთ.

მაგრამ ის, უსაფრთხოების კუთხით რა შედეგები მოჰყვება ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, ამაზე პასუხის გაცემას საქართველოს მთავრობას მივანდობდი“, - დასძინა რინკევიჩსმა.