სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ციფრული აპოკალიფსი“ მსოფლიოში? - IT სისტემების შეფერხებების გამო, უამრავი მიმართულებით ფრენები შეჩერდა, ზარალი მილიონობით დოლარს აღწევს
“ციფრული აპოკალიფსი“ მსოფლიოში? - IT სისტემების შეფერხებების გამო, უამრავი მიმართულებით ფრენები შეჩერდა, ზარალი მილიონობით დოლარს აღწევს

“კო­მუ­ნი­კა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მის გამო, “დელ­ტას“, “გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ავი­ა­ხა­ზე­ბის“ და “ამე­რი­კუ­ლი ავი­ა­ხა­ზე­ბის“ ფრე­ნე­ბი შე­ჩე­რე­ბუ­ლია“, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ცოტა ხნის წინ CNN-მა აშშ-ის ფე­დე­რა­ლურ სა­ა­ვი­ა­ციო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით გა­ავ­რცე­ლა.

  • უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით, ფრე­ნე­ბის შე­ჩე­რე­ბა ეხე­ბა ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბას.

“ამე­რი­კულ ავი­ა­ხა­ზებ­ში“ აცხა­დე­ბენ, რომ შე­ფერ­ხე­ბის მი­ზე­ზი კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის კომ­პა­ნია CrowdStrike-თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მაა. გარ­და ამი­სა IT სის­ტე­მე­ბის შე­ფერ­ხე­ბე­ბის გამო და­ზა­რალ­და 6 ინ­დუ­რი ავი­ა­კომ­პა­ნია, Cathay Pacific, Disneyland, ჰონგ კონ­გის აე­რო­პორ­ტე­ბი, აზი­უ­რი ავი­ა­ხა­ზე­ბი: AirAsia, Cebu Pacific Air და Singapore Airlines.

AirAsia-მ X-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოს­ტში თქვა, რომ “მათ და მსოფ­ლი­ოს ავი­ა­კომ­პა­ნი­ებ­ში, ჯავ­შნებ­სა და სის­ტე­მა­ზე გავ­ლე­ნას ახ­დენს Microsoft-ის ღრუბ­ლო­ვა­ნი სერ­ვი­სე­ბის გა­თიშ­ვა“

Cebu Pacific Air-მა თქვა, რომ იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ყვე­ლა პრო­ცე­სი ხე­ლით ეწარ­მო­ე­ბი­ნა, რაც თით­ქმის შე­უ­ძე­ბე­ლია.

Singapore Airlines-მა კი X-ზე აღ­ნიშ­ნა, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით ყვე­ლა ფრე­ნა შეს­რულ­და, თუმ­ცა კომ­პა­ნია ტექ­ნი­კურ სირ­თუ­ლე­ებს გა­ნიც­დის.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, IT სის­ტე­მე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­ფერ­ხე­ბე­ბის გამო, მსხვი­ლი ბან­კე­ბი, მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბი გა­მარ­თუ­ლად ვერ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბენ.

სიდ­ნე­ის აე­რო­პორ­ტში ფრე­ნე­ბი შე­ჩე­რე­ბუ­ლია, ფრე­ნე­ბი შე­წყვი­ტა United Airlines-მაც. ბერ­ლი­ნის აე­რო­პორ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზის გამო რე­გის­ტრა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­ფერ­ხე­ბე­ბი აქვთ. პრობ­ლე­მა და­ფიქ­სირ­და ეს­პა­ნეთ­ში ყვე­ლა აე­რო­პორ­ტში. გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ში სარ­კი­ნიგ­ზო კომ­პა­ნი­ე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ “ფარ­თო IT პრობ­ლე­მებს გა­ნიც­დი­ან“.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­ფერ­ხე­ბებს გა­ნიც­დის ლონ­დო­ნის სა­ფონ­დო ბირ­ჟის ჯგუ­ფის პლატ­ფორ­მაც. ამას­თან, Sky News-ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი თავ­მჯდო­მა­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პირ­და­პი­რი ტრანსლა­ცი­ის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა ვერ შეძ­ლეს.

რაც შე­ე­ხე­ბა ზა­რა­ლის ოდე­ნო­ბას. ჯერ­ჯე­რო­ბით ზუს­ტი მო­ნა­ცე­მე­ბი არ არის ცნო­ბი­ლი, თუმ­ცა მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით და­ფიქ­სი­რე­ბულ­მა შე­ფერ­ხე­ბებ­მა, რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის ზა­რა­ლი უკვე გა­მო­იწ­ვია.

  • მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის გლო­ბა­ლურ­მა გა­თიშ­ვამ, მცი­რე ხარ­ვე­ზი ქუ­თა­ი­სის აე­რო­პორ­ტშიც გა­მო­იწ­ვია.

შე­ფერ­ხე­ბის გამო კა­ტო­ვი­ცას რე­ის­ზე რე­გის­ტრა­ცი­ას 20 წუ­თი­ა­ნი დაგ­ვი­ა­ნე­ბით და­ი­წყო. რო­გორც აე­რო­პორ­ტის სა­ინ­ფორ­მა­ცი­ოს ცენ­ტრში აცხა­დე­ბენ, რე­ი­სი უკვე შეს­რულ­და და ამ დრო­ის­თვის სხვა შე­ფერ­ხე­ბა არ არ­სე­ბობს. რაც შე­ე­ხე­ბა ბერ­ლი­ნის რე­ისს, რო­მე­ლიც ქუ­თა­ი­სი­დან შეს­რულ­და, პოზ­ნან­ში დაფ­რინ­და, რად­გან ბერ­ლი­ნი რე­ი­სე­ბის მი­ღე­ბას ვერ ახერ­ხებს.

ამ დრო­ის­თვის ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში ყვე­ლა და­გეგ­მი­ლი რე­ი­სი, გან­რი­გის მი­ხედ­ვით ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

  • ინ­ფორ­მა­ცია გა­ნახ­ლე­ბა­დია

13:45

მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, IT სის­ტე­მე­ბის პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის გლო­ბა­ლუ­რად გა­თიშ­ვამ, გავვლე­ნა ქუ­თა­ი­სის აე­რო­პორტზეც მო­ახ­დი­ნა წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

13:49

ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კის უდი­დე­სი სატ­რან­სპორ­ტო ქსე­ლიი სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მა გა­ი­თი­შა. CNN-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით გლო­ბა­ლურ­მა ტექ­ნი­კურ­მა გა­თიშ­ვამ გა­მო­იწ­ვია მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნის სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მე­ბის დრო­ე­ბი­თი გა­თიშ­ვა.

"მა­ტა­რებ­ლი­სა და ავ­ტო­ბუ­სე­ბის სერ­ვი­სი არ იმოქ­მე­დებს", - ნათ­ქვა­მია MTA-ს გან­ცხა­დე­ბა­ში. MTA არის ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კის უდი­დე­სი სატ­რან­სპორ­ტო ქსე­ლი, მისი ვებ­სა­ი­ტის მი­ხედ­ვით, და ემ­სა­ხუ­რე­ბა 15,3 მი­ლი­ონ ადა­მი­ანს.

  • რო­მელ ევ­რო­პულ აე­რო­პორ­ტებ­სა და ავი­ა­კომ­პა­ნი­ებს შე­ე­ხო გა­თიშ­ვა?

უახ­ლე­სი ინ­ფორ­მა­ცია ევ­რო­პა­ში და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი აე­რო­პორ­ტე­ბი­სა და ავი­ა­ხა­ზე­ბის შე­სა­ხებ:

ლონ­დო­ნის გეტვი­კის აე­რო­პორ­ტმა გა­ნა­ცხა­და, რომ შე­ფერ­ხდა მგზავ­რე­ბის შე­მოწ­მე­ბის და უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვის პრო­ცე­სი.

გერ­მა­ნი­ის ბერ­ლი­ნის აე­რო­პორ­ტმა გა­ნა­ცხა­და, რომ შე­ფერ­ხე­ბუ­ლი შე­მოწ­მე­ბის პრო­ცე­სი "ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზის" გამო.

ამ­სტერ­და­მის ში­ფჰო­ლის აე­რო­პორ­ტმა გა­ნა­ცხა­და, რომ “გლო­ბა­ლუ­რი სის­ტე­მის ხარ­ვეზ­მა“ გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ფრე­ნებ­ზე.

შოტ­ლან­დი­ის ედინ­ბურ­გის აე­რო­პორ­ტმა გა­ნა­ცხა­და, რომ შე­ფერ­ხე­ბე­ბის გამო "აე­რო­პორ­ტში ლო­დი­ნის დრო გა­ი­ზარ­და“.

ეს­პა­ნე­თის აე­რო­პორ­ტე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცია AENA -მ, რო­მე­ლიც ზე­დამ­ხედ­ვე­ლობს მად­რი­დის, ბარ­სე­ლო­ნა­სა და სხვა აე­რო­პორ­ტებს მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, თქვა, რომ ხარ­ვეზ­მა გა­მო­იწ­ვია მთე­ლი რი­გირ შე­ფერ­ხე­ბე­ბი.

პრა­ღის აე­რო­პორ­ტმა გა­ნა­ცხა­და, რომ შე­ფერ­ხდა შე­მოწ­მე­ბის სის­ტე­მა, რის გამც ფრე­ნე­ბი გა­და­ი­დო.

Ryanair- მა ასე­ვე და­ა­დას­ტუ­რა ავი­ა­კომ­პა­ნი­ის ქსე­ლის შე­ფერ­ხე­ბა.

Air France- მა გა­ნა­ცხა­და, რომ IT ხარ­ვეზ­მა შე­ა­ფერ­ხა მისი ოპე­რა­ცი­ე­ბი.

Turkish Airlines- მა გა­ნა­ცხა­და, რომ მას პრობ­ლე­მე­ბი აქვს ბი­ლე­თე­ბის ყიდ­ვას­თან, შე­მოწ­მე­ბას­თან და და­ჯავ­შნას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

14:56

  • IT ხარ­ვეზ­მა ევ­რო­პის ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და­ა­ზი­ა­ნა

კი­ბერ შე­ფერ­ხე­ბამ გერ­მა­ნი­ა­ში მდე­ბა­რე ევ­რო­პის ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მუ­შა­ო­ბა შე­ა­ფერ­ხა.

“გერ­მა­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრმა შლეზ­ვიგ-ჰოლშტა­ინ­მა (UKSH) პა­რას­კევს ყვე­ლა პრო­ცე­დუ­რა გა­ა­უქ­მა“,- ნათ­ქვა­მია ვებგ­ვერ­დზე გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში. და­ზა­რალ­და ორ ლო­კა­ცი­ა­ზე მდე­ბა­რე ობი­ექ­ტი: ქა­ლაქ კი­ელ­სა და ლი­უ­ბეკ­ში. და­ხუ­რუ­ლია ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი კლი­ნი­კე­ბიც.

  • კი­ბერ გა­თიშ­ვას “ყუ­რა­დღე­ბით აკ­ვირ­დე­ბა“ ფე­დე­რა­ლუ­რი სა­ა­ვი­ა­ციო ად­მი­ნის­ტრა­ცია (FAA).

”FAA ყუ­რა­დღე­ბით აკ­ვირ­დე­ბა ტექ­ნი­კურ სა­კითხს, რო­მე­ლიც გავ­ლე­ნას ახ­დენს IT სის­ტე­მებ­ზე აშშ-ს ავი­ა­ხა­ზებ­ზე“, - წერს სა­ა­გენ­ტო.

FAA-ს ცნო­ბით, აშშ-ის მსხვი­ლი ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბის, მათ შო­რის Delta-ს, United-სა და American Airlines-ს, ფრე­ნე­ბი შე­ჩე­რე­ბუ­ლია. შე­ფერ­ხე­ბე­ბი და­ფიქ­სირ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო ავი­ა­კომ­პა­ნი­ებ­შიც, მათ შო­რის Virgin Australia და Qantas-ში.

  • IT პრობ­ლე­მა იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია და გა­მოს­წო­რე­ბა­დია

კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის ფირ­მა CrowdStrike-ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, რო­მელ­საც კლი­ენ­ტებს შო­რის Microsoft-იც ჰყავს, აცხა­დებს, რომ გლო­ბა­ლუ­რი შე­ფერ­ხე­ბის გა­მომ­წვე­ვი IT პრობ­ლე­მა იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია და გა­მოს­წო­რე­ბა­დია.

ჯორჯ კურ­ცის გან­ცხა­დე­ბით, გლო­ბა­ლუ­რი ტექ­ნი­კუ­რი გა­უ­მარ­თა­ო­ბა Crowdstrike პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის უახ­ლეს ვერ­სი­ა­სა და Windows ოპე­რა­ცი­ულ სის­ტე­მას შო­რის შე­უ­თავ­სებ­ლო­ბამ გა­მო­იწ­ვია. მისი თქმით, შე­ფერ­ხე­ბა არ არის კი­ბერ­შე­ტე­ვის შე­დე­გი და საფრ­თხეს არ უქ­მნის მომ­ხმა­რე­ბელ­თა მო­ნა­ცე­მე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას.

“პრობ­ლე­მა იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, იზო­ლი­რე­ბუ­ლია და მის მო­საგ­ვა­რებ­ლად ზო­მე­ბის მი­ღე­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია Crowdstrike-ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

16:15

  • ვინ და­ზა­რალ­და?

შე­ფერ­ხდა გლო­ბა­ლუ­რი ბან­კე­ბის, სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სე­ბი­სა და კრი­ტი­კუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მუ­შა­ო­ბა. და­ზა­რალ­დნენ სა­მა­უ­წყებ­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბი ავ­სტრა­ლი­ა­ში, ახალ ზე­ლან­დი­ა­სა და დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში.

ყვე­ლა­ზე მე­ტად და­ზა­რალ­დნენ ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბი: სა­ა­ვი­ა­ციო ანა­ლი­ტი­კუ­რი კომ­პა­ნი­ის Cirium-ის წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, დღეს მსოფ­ლი­ო­ში და­გეგ­მი­ლი იყო და­ახ­ლო­ე­ბით 110,000 კო­მერ­ცი­უ­ლი ფრე­ნა. გა­უქ­მდა 1,390 ფრე­ნა - ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი წო­ველ წუთს იზ­რდე­ბა.

Microsoft- ის გან­ცხა­დე­ბით, ხარ­ვე­ზის “ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი უკვე გა­მოს­წო­რე­ბუ­ლია. ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს მცი­რე პრობ­ლე­მე­ბის აღ­მო­ფხვრა. თუმ­ცა აღ­ნიშ­ნუ­ლი მცი­რე პრობ­ლე­მე­ბი, თა­ვის მხრივ გლო­ბა­ლურ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­ზე ზე­გავ­ლე­ნას მა­ინც ახ­დენს“.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

“ციფრული აპოკალიფსი“ მსოფლიოში? - IT სისტემების შეფერხებების გამო, უამრავი მიმართულებით ფრენები შეჩერდა, ზარალი მილიონობით დოლარს აღწევს

“ციფრული აპოკალიფსი“ მსოფლიოში? - IT სისტემების შეფერხებების გამო, უამრავი მიმართულებით ფრენები შეჩერდა, ზარალი მილიონობით დოლარს აღწევს

“კომუნიკაციასთან დაკავშირებული პრობლემის გამო, “დელტას“, “გაერთიანებული ავიახაზების“ და “ამერიკული ავიახაზების“ ფრენები შეჩერებულია“, - ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ CNN-მა აშშ-ის ფედერალურ საავიაციო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით გაავრცელა.

  • უწყების განმარტებით, ფრენების შეჩერება ეხება ყველა მიმართულებას.

“ამერიკულ ავიახაზებში“ აცხადებენ, რომ შეფერხების მიზეზი კიბერუსაფრთხოების კომპანია CrowdStrike-თან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემაა. გარდა ამისა IT სისტემების შეფერხებების გამო დაზარალდა 6 ინდური ავიაკომპანია, Cathay Pacific, Disneyland, ჰონგ კონგის აეროპორტები, აზიური ავიახაზები: AirAsia, Cebu Pacific Air და Singapore Airlines.

AirAsia-მ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში თქვა, რომ “მათ და მსოფლიოს ავიაკომპანიებში, ჯავშნებსა და სისტემაზე გავლენას ახდენს Microsoft-ის ღრუბლოვანი სერვისების გათიშვა“

Cebu Pacific Air-მა თქვა, რომ იძულებული გახდა ყველა პროცესი ხელით ეწარმოებინა, რაც თითქმის შეუძებელია.

Singapore Airlines-მა კი X-ზე აღნიშნა, რომ ჯერჯერობით ყველა ფრენა შესრულდა, თუმცა კომპანია ტექნიკურ სირთულეებს განიცდის.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით, IT სისტემების მნიშვნელოვანი შეფერხებების გამო, მსხვილი ბანკები, მედიასაშუალებები და ავიაკომპანიები გამართულად ვერ ფუნქციონირებენ.

სიდნეის აეროპორტში ფრენები შეჩერებულია, ფრენები შეწყვიტა United Airlines-მაც. ბერლინის აეროპორტის ინფორმაციით, ტექნიკური ხარვეზის გამო რეგისტრაციასთან დაკავშირებით შეფერხებები აქვთ. პრობლემა დაფიქსირდა ესპანეთში ყველა აეროპორტში. გაერთიანებულ სამეფოში სარკინიგზო კომპანიები აცხადებენ, რომ “ფართო IT პრობლემებს განიცდიან“.

გავრცელებული ინფორმაციით, შეფერხებებს განიცდის ლონდონის საფონდო ბირჟის ჯგუფის პლატფორმაც. ამასთან, Sky News-ის აღმასრულებელი თავმჯდომარის ინფორმაციით, პირდაპირი ტრანსლაციის უზრუნველყოფა ვერ შეძლეს.

რაც შეეხება ზარალის ოდენობას. ჯერჯერობით ზუსტი მონაცემები არ არის ცნობილი, თუმცა მსოფლიოს მასშტაბით დაფიქსირებულმა შეფერხებებმა, რამდენიმე მილიონი დოლარის ოდენობის ზარალი უკვე გამოიწვია.

  • მსოფლიოს მასშტაბით პროგრამული უზრუნველყოფის გლობალურმა გათიშვამ, მცირე ხარვეზი ქუთაისის აეროპორტშიც გამოიწვია.

შეფერხების გამო კატოვიცას რეისზე რეგისტრაციას 20 წუთიანი დაგვიანებით დაიწყო. როგორც აეროპორტის საინფორმაციოს ცენტრში აცხადებენ, რეისი უკვე შესრულდა და ამ დროისთვის სხვა შეფერხება არ არსებობს. რაც შეეხება ბერლინის რეისს, რომელიც ქუთაისიდან შესრულდა, პოზნანში დაფრინდა, რადგან ბერლინი რეისების მიღებას ვერ ახერხებს.

ამ დროისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ყველა დაგეგმილი რეისი, განრიგის მიხედვით ხორციელდება.

  • ინფორმაცია განახლებადია

13:45

მსოფლიოს მასშტაბით, IT სისტემების პროგრამული უზრუნველყოფის გლობალურად გათიშვამ, გავვლენა ქუთაისის აეროპორტზეც მოახდინა წაიკითხეთ სრულად

13:49

ჩრდილოეთ ამერიკის უდიდესი სატრანსპორტო ქსელიი საინფორმაციო სისტემა გაითიშა. CNN-ის ინფორმაციით გლობალურმა ტექნიკურმა გათიშვამ გამოიწვია მეტროპოლიტენის საინფორმაციო სისტემების დროებითი გათიშვა.

"მატარებლისა და ავტობუსების სერვისი არ იმოქმედებს", - ნათქვამია MTA-ს განცხადებაში. MTA არის ჩრდილოეთ ამერიკის უდიდესი სატრანსპორტო ქსელი, მისი ვებსაიტის მიხედვით, და ემსახურება 15,3 მილიონ ადამიანს.

  • რომელ ევროპულ აეროპორტებსა და ავიაკომპანიებს შეეხო გათიშვა?

უახლესი ინფორმაცია ევროპაში დაზარალებული აეროპორტებისა და ავიახაზების შესახებ:

ლონდონის გეტვიკის აეროპორტმა განაცხადა, რომ შეფერხდა მგზავრების შემოწმების და უსაფრთხოების დაცვის პროცესი.

გერმანიის ბერლინის აეროპორტმა განაცხადა, რომ შეფერხებული შემოწმების პროცესი "ტექნიკური ხარვეზის" გამო.

ამსტერდამის შიფჰოლის აეროპორტმა განაცხადა, რომ “გლობალური სისტემის ხარვეზმა“ გავლენა მოახდინა ფრენებზე.

შოტლანდიის ედინბურგის აეროპორტმა განაცხადა, რომ შეფერხებების გამო "აეროპორტში ლოდინის დრო გაიზარდა“.

ესპანეთის აეროპორტების ორგანიზაცია AENA -მ, რომელიც ზედამხედველობს მადრიდის, ბარსელონასა და სხვა აეროპორტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, თქვა, რომ ხარვეზმა გამოიწვია მთელი რიგირ შეფერხებები.

პრაღის აეროპორტმა განაცხადა, რომ შეფერხდა შემოწმების სისტემა, რის გამც ფრენები გადაიდო.

Ryanair- მა ასევე დაადასტურა ავიაკომპანიის ქსელის შეფერხება.

Air France- მა განაცხადა, რომ IT ხარვეზმა შეაფერხა მისი ოპერაციები.

Turkish Airlines- მა განაცხადა, რომ მას პრობლემები აქვს ბილეთების ყიდვასთან, შემოწმებასთან და დაჯავშნასთან დაკავშირებით.

14:56

  • IT ხარვეზმა ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სამედიცინო დაწესებულება დააზიანა

კიბერ შეფერხებამ გერმანიაში მდებარე ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სამედიცინო დაწესებულების მუშაობა შეაფერხა.

“გერმანიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრმა შლეზვიგ-ჰოლშტაინმა (UKSH) პარასკევს ყველა პროცედურა გააუქმა“,- ნათქვამია ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. დაზარალდა ორ ლოკაციაზე მდებარე ობიექტი: ქალაქ კიელსა და ლიუბეკში. დახურულია ამბულატორიული კლინიკებიც.

  • კიბერ გათიშვას “ყურადღებით აკვირდება“ ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია (FAA).

”FAA ყურადღებით აკვირდება ტექნიკურ საკითხს, რომელიც გავლენას ახდენს IT სისტემებზე აშშ-ს ავიახაზებზე“, - წერს სააგენტო.

FAA-ს ცნობით, აშშ-ის მსხვილი ავიაკომპანიების, მათ შორის Delta-ს, United-სა და American Airlines-ს, ფრენები შეჩერებულია. შეფერხებები დაფიქსირდა საერთაშორისო ავიაკომპანიებშიც, მათ შორის Virgin Australia და Qantas-ში.

  • IT პრობლემა იდენტიფიცირებულია და გამოსწორებადია

კიბერუსაფრთხოების ფირმა CrowdStrike-ის აღმასრულებელი დირექტორი, რომელსაც კლიენტებს შორის Microsoft-იც ჰყავს, აცხადებს, რომ გლობალური შეფერხების გამომწვევი IT პრობლემა იდენტიფიცირებულია და გამოსწორებადია.

ჯორჯ კურცის განცხადებით, გლობალური ტექნიკური გაუმართაობა Crowdstrike პროგრამული უზრუნველყოფის უახლეს ვერსიასა და Windows ოპერაციულ სისტემას შორის შეუთავსებლობამ გამოიწვია. მისი თქმით, შეფერხება არ არის კიბერშეტევის შედეგი და საფრთხეს არ უქმნის მომხმარებელთა მონაცემების უსაფრთხოებას.

“პრობლემა იდენტიფიცირებულია, იზოლირებულია და მის მოსაგვარებლად ზომების მიღება ხორციელდება“, - აღნიშნულია Crowdstrike-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებაში.

16:15

  • ვინ დაზარალდა?

შეფერხდა გლობალური ბანკების, სამედიცინო სერვისებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის მუშაობა. დაზარალდნენ სამაუწყებლო საშუალებები და სუპერმარკეტები ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და დიდ ბრიტანეთში.

ყველაზე მეტად დაზარალდნენ ავიაკომპანიები: საავიაციო ანალიტიკური კომპანიის Cirium-ის წინასწარი მონაცემების მიხედვით, დღეს მსოფლიოში დაგეგმილი იყო დაახლოებით 110,000 კომერციული ფრენა. გაუქმდა 1,390 ფრენა - ეს მაჩვენებელი წოველ წუთს იზრდება.

Microsoft- ის განცხადებით, ხარვეზის “ძირითადი მიზეზი უკვე გამოსწორებულია. ამჟამად მიმდინარეობს მცირე პრობლემების აღმოფხვრა. თუმცა აღნიშნული მცირე პრობლემები, თავის მხრივ გლობალურ ფუნქციონირებაზე ზეგავლენას მაინც ახდენს“.