მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“როგორც ჩანს, ციხე ცვლის ადამიანებს: ნიკა გვარამია გამოსწორდა, ადრე ცუდად იქცეოდა და ახლა კარგად იქცევა, მადლობა “ქართულ ოცნებას?“ - იაგო ხვიჩია
“როგორც ჩანს, ციხე ცვლის ადამიანებს: ნიკა გვარამია გამოსწორდა, ადრე ცუდად იქცეოდა და ახლა კარგად იქცევა, მადლობა “ქართულ ოცნებას?“ - იაგო ხვიჩია

“გირ­ჩის“ ლი­დე­რი იაგო ხვი­ჩია რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ, პარ­ტია “ახა­ლის“ თავ­მჯდო­მა­რის, ნიკა გვა­რა­მი­ას გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

ნიკა გვა­რა­მია გა­მოს­წორ­და, ადრე ცუ­დად იქ­ცე­ო­და და ახლა კარ­გად იქ­ცე­ვა... რო­გორც ჩანს, ციხე ცვლის ადა­მი­ა­ნებს. მად­ლო­ბა “ქარ­თულ ოც­ნე­ბას?“ - გა­ნა­ცხა­და ხვი­ჩი­ამ. მი­სი­ვე თქმით, "გირ­ჩი" ამ­ბობ­და, რომ “თუ რამე მო­ვა­ლე­ო­ბა აქვს სა­ხელ­მწი­ფოს, არის ის, რომ რუ­სეთ­თან თა­ვი­სუ­ფა­ლი მი­მოს­ვლი­სა და თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის პრობ­ლე­მა არ იყოს“.

“რო­გორც ჩანს, ციხე ცვლის ადა­მი­ა­ნებს. გვა­რა­მია ცი­ხე­ში იჯდა და რომ გა­მო­ვი­და, თქვა, ადრე ცუ­დად ვიქ­ცე­ო­დი, და­აბ­რა­ლეთ იმას, რომ მა­შინ მა­ინ­ცდა­მა­ინც კარ­გად არ ვი­ყა­ვიო. ანუ, პო­ლი­ტი­კო­სი ამ­ბობს, არ ვი­ყა­ვი კარ­გად, რა­ღა­ცებს ვუ­რევ­დიო და მე რო­გორ გა­ვაკ­რი­ტი­კო ცუ­დად მყო­ფი ადა­მი­ა­ნი.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩვენ არას­დროს ვყო­ფილ­ვართ რა­დი­კა­ლე­ბი და ვაჭ­რო­ბა არას­დროს დაგ­ვიშ­ლია ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვის. პი­რი­ქით, ვამ­ბობ­დით, რომ თუ რამე მო­ვა­ლე­ო­ბა აქვს სა­ხელ­მწი­ფოს, არის ის, რომ არ იყოს თა­ვი­სუ­ფა­ლი მი­მოს­ვლი­სა და თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის პრობ­ლე­მა. რაც შე­ე­ხე­ბა “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პრაგ­მა­ტულ პო­ლი­ტი­კას, მთელ სამ­ყა­როს რომ გა­და­იმ­ტე­რებ და შენ თვი­თონ არ იცი რა­ტომ, მე ამას პრაგ­მა­ტუ­ლად ვერ ჩავ­თვლი. ნიკა გვა­რა­მია გა­მოს­წორ­და, ადრე ცუ­დად იქ­ცე­ო­და და ახლა კარ­გად იქ­ცე­ვა. ცი­ხე­ში გა­მოს­წორ­და. მად­ლო­ბა “ქარ­თულ ოც­ნე­ბას?“ არ ვიცი, რო­გორც გინ­დათ, ისე გა­ი­გეთ“, - გა­ნა­ცხა­და იაგო ხვი­ჩი­ამ.

ცნო­ბის­თვის, პარ­ტია “ახ­ლის“ თავ­მჯდო­მა­რემ, ნიკა გვა­რა­მი­ამ გა­ნა­ცხა­და: “რუ­სეთ­თან ფრე­ნე­ბი თუ სა­ჭი­როა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის, თავ­სე­ბა­დია ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ულ პრო­ცე­სებ­თან, იყოს ფრე­ნე­ბი, გა­მარ­თლე­ბუ­ლი არ არის ის­ტე­რი­უ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, არც ივაჭ­როთ, არც ღვი­ნო წა­ი­ღოთ, რუსი არ შე­მო­უშ­ვათ“.

ავტორი:

“როგორც ჩანს, ციხე ცვლის ადამიანებს: ნიკა გვარამია გამოსწორდა, ადრე ცუდად იქცეოდა და ახლა კარგად იქცევა, მადლობა “ქართულ ოცნებას?“ - იაგო ხვიჩია

“როგორც ჩანს, ციხე ცვლის ადამიანებს: ნიკა გვარამია გამოსწორდა, ადრე ცუდად იქცეოდა და ახლა კარგად იქცევა, მადლობა “ქართულ ოცნებას?“ - იაგო ხვიჩია

“გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია რუსეთთან ურთიერთობის შესახებ, პარტია “ახალის“ თავმჯდომარის, ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა.

ნიკა გვარამია გამოსწორდა, ადრე ცუდად იქცეოდა და ახლა კარგად იქცევა... როგორც ჩანს, ციხე ცვლის ადამიანებს. მადლობა “ქართულ ოცნებას?“ - განაცხადა ხვიჩიამ. მისივე თქმით, "გირჩი" ამბობდა, რომ “თუ რამე მოვალეობა აქვს სახელმწიფოს, არის ის, რომ რუსეთთან თავისუფალი მიმოსვლისა და თავისუფალი ვაჭრობის პრობლემა არ იყოს“.

“როგორც ჩანს, ციხე ცვლის ადამიანებს. გვარამია ციხეში იჯდა და რომ გამოვიდა, თქვა, ადრე ცუდად ვიქცეოდი, დააბრალეთ იმას, რომ მაშინ მაინცდამაინც კარგად არ ვიყავიო. ანუ, პოლიტიკოსი ამბობს, არ ვიყავი კარგად, რაღაცებს ვურევდიო და მე როგორ გავაკრიტიკო ცუდად მყოფი ადამიანი.

მოგეხსენებათ, ჩვენ არასდროს ვყოფილვართ რადიკალები და ვაჭრობა არასდროს დაგვიშლია ქართველი ხალხისთვის. პირიქით, ვამბობდით, რომ თუ რამე მოვალეობა აქვს სახელმწიფოს, არის ის, რომ არ იყოს თავისუფალი მიმოსვლისა და თავისუფალი ვაჭრობის პრობლემა. რაც შეეხება “ქართული ოცნების“ პრაგმატულ პოლიტიკას, მთელ სამყაროს რომ გადაიმტერებ და შენ თვითონ არ იცი რატომ, მე ამას პრაგმატულად ვერ ჩავთვლი. ნიკა გვარამია გამოსწორდა, ადრე ცუდად იქცეოდა და ახლა კარგად იქცევა. ციხეში გამოსწორდა. მადლობა “ქართულ ოცნებას?“ არ ვიცი, როგორც გინდათ, ისე გაიგეთ“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, პარტია “ახლის“ თავმჯდომარემ, ნიკა გვარამიამ განაცხადა: “რუსეთთან ფრენები თუ საჭიროა მოქალაქეებისთვის, თავსებადია ევროინტეგრაციულ პროცესებთან, იყოს ფრენები, გამართლებული არ არის ისტერიული დამოკიდებულება, არც ივაჭროთ, არც ღვინო წაიღოთ, რუსი არ შემოუშვათ“.