მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მზის ამოფრქვევების 5 კლასი არსებობს. ყველაზე მძლავრია X-კლასი" - ემუქრება თუ არა საქართველოს გეომაგნიტური ქარიშხლები?
"მზის ამოფრქვევების 5 კლასი არსებობს. ყველაზე მძლავრია X-კლასი" - ემუქრება თუ არა საქართველოს გეომაგნიტური ქარიშხლები?

ბოლო დროს ბევ­რგან წა­ვი­კი­თხე, რომ ივ­ლი­სის მე­ო­რე ნა­წილ­ში უნდა ვე­ლო­დოთ გე­ო­მაგ­ნი­ტურ ქა­რიშ­ხლებს. რაც უფრო ნაკ­ლე­ბი ინ­ფორ­მა­ცია გვაქვს ამ მოვ­ლე­ნა­ზე, მით უფრო სა­ში­ში ჩანს... რა არის გე­ო­მაგ­ნი­ტუ­რი ქა­რიშ­ხა­ლი და რო­გორ გავ­ლე­ნას ახ­დენს ადა­მი­ან­ზე, ამ და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან კი­თხვებ­ზე "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" სა­ქარ­თვე­ლოს ევ­გე­ნი ხა­რა­ძის ეროვ­ნუ­ლი ას­ტრო­ფი­ზი­კუ­რი ობ­სერ­ვა­ტო­რი­ის უფ­რო­სი მეც­ნი­ე­რი თა­ნამ­შრო­მე­ლი, ილი­ა­უ­ნის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი, ას­ტრო­ფი­ზი­კო­სი და­რე­ჯან ჯა­ფა­რი­ძე სა­უბ­რობს:

- მზე ჩვე­ნი სი­ნათ­ლის და სით­ბოს წყა­როა, მის გა­რე­შე სი­ცო­ცხლე დე­და­მი­წა­ზე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იქ­ნე­ბო­და. 11 წე­ლი­წად­ში ერთხელ მზის აქ­ტი­ვო­ბა იზ­რდე­ბა, შემ­დეგ მცირ­დე­ბა, შემ­დეგ კვლავ მა­ტუ­ლობს. რაც უფრო აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში შე­დის მზე, მით უფრო მეტი და უფრო დიდი ლა­ქე­ბია მის ზე­და­პირ­ზე. იმავდრო­უ­ლად, იზ­რდე­ბა მზის ულტრა­ი­ის­ფე­რი რენტგე­ნუ­ლი რა­დი­ო­გა­მოს­ხი­ვე­ბა, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მზის ზე­და­პირ­ზე გან­ვი­თა­რე­ბულ აქ­ტი­ურ პრო­ცე­სებ­თან. მსგავ­სი პრო­ცე­სე­ბია მზის მძლავ­რი ამოფრქვე­ვე­ბი და კო­რო­ნუ­ლი მა­სის გა­მო­ტყორ­ცნა, რა დრო­საც ერ­თბა­შად ძა­ლი­ან დიდი ენერ­გია გა­მო­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა, რა­საც მა­ღა­ლე­ნერ­გე­ტი­კუ­ლი ნა­წი­ლა­კე­ბის (პლაზ­მის) ამოფრქვე­ვაც ახ­ლავს. თუ ამოფრქვე­უ­ლი პლაზ­მა გა­მო­ე­მარ­თა დე­და­მი­წის­კენ, მის მაგ­ნი­ტოს­ფე­როს­თან ურ­თი­ერთქმე­დე­ბის შე­დე­გად ვი­თარ­დე­ბა გე­ო­მაგ­ნი­ტუ­რი ქა­რიშ­ხა­ლი, რაც დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს მის ზე­და­პირ­ზე მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე. გე­ო­მაგ­ნი­ტუ­რი ქა­რიშ­ხა­ლი დე­და­მი­წის პო­ლუ­სე­ბის მახ­ლობ­ლად პო­ლა­რუ­ლი ცი­ა­ლის სა­ხით ვლინ­დე­ბა, რისი და­ნახ­ვაც თვა­ლით შე­საძ­ლე­ბე­ლია. თუმ­ცა, გარ­და ამ ვი­ზუ­ა­ლუ­რი ეფექ­ტი­სა, დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია საქ­მი­ა­ნო­ბის ტექ­ნოს­ფე­რო და­ა­ზი­ა­ნოს, რო­გო­რი­ცაა კოს­მო­სუ­რი ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი და მი­წის­პი­რა ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სის­ტე­მე­ბი.

- მა­გა­ლი­თად?

- მა­გა­ლი­თად, 2022 წლის 30 იან­ვარს მზის ზე­და­პი­რი­დან მძლავ­რი კო­რო­ნუ­ლი მასა გა­მო­ი­ტყორ­ცნა, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე დღე­ში მო­აღ­წია დე­და­მი­წის ზე­და­პი­რამ­დე და Space X-ის გაშ­ვე­ბუ­ლი 49 თა­ნამ­გზავ­რი დე­და­მი­წის ატ­მოს­ფე­რო­ში და­იწ­ვა. ზა­რალ­მა 50 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა.

მსგავ­სი მოვ­ლე­ნე­ბი უფრო ად­რეც ყო­ფი­ლა. 2003 წლის ოქ­ტომ­ბერ­შიც მზის ზე­და­პი­რი­დან პლაზ­მის გა­მო­ტყორ­ცნის შე­დე­გად დე­და­მი­წის ზე­და­პირ­ზე 30 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში GPS-სის­ტე­მა უმოქ­მე­დო იყო.

- შე­საძ­ლე­ბე­ლია წი­ნას­წარ ვი­ცო­დეთ, რო­დის და რო­მე­ლი ქვეყ­ნის­კენ გა­ი­ტყორ­ცნე­ბა მზი­დან პლაზ­მა?

- ყვე­ლა­ზე დიდი ალ­ბა­თო­ბით, ვი­ცით, რომ გე­ო­მაგ­ნი­ტუ­რი ქა­რიშ­ხა­ლი გან­ვი­თარ­დე­ბა დე­და­მი­წის პო­ლუ­სე­ბის მი­და­მო­ებ­ში, რო­გორც ჩრდი­ლო­ეთ­ში, ასე­ვე სამ­ხრეთ­ში.

მზის ამოფრქვე­ვე­ბის 5 კლა­სი არ­სე­ბობს. ყვე­ლა­ზე მძლავ­რია X-კლა­სი. ამ დროს შე­საძ­ლე­ბე­ლია მძლავ­რი ამოფრქვე­ვის ან მა­სის გა­მო­ტყორ­ცნის შე­დე­გად პო­ლუ­სე­ბი­დან ეკ­ვა­ტო­რამ­დეც კი მი­აღ­წი­ოს გე­ო­მაგ­ნი­ტუ­რი ქა­რიშ­ხლის ეფექ­ტმა. ყვე­ლა­ზე მძლავ­რი ასე­თი მოვ­ლე­ნა და­ფიქ­სირ­და 1859 წლის 1-ლ სექ­ტემ­ბერს. ეს იყო ე.წ. კე­რინგტო­ნის ქა­რიშ­ხა­ლი, რომ­ლის დრო­საც 25-30 გრა­დუს გა­ნედ­ზეც კი მძლავ­რი პო­ლა­რუ­ლი ცი­ა­ლი და­ფიქ­სირ­და. მა­შინ ამ ფაქ­ტმა ევ­რო­პა­სა და აშშ-ში ტე­ლეგ­რა­ფის სის­ტე­მა მო­შა­ლა. ეს იყო ყვე­ლა­ზე მძლავ­რი გე­ო­მაგ­ნი­ტუ­რი შეშ­ფო­თე­ბა, მთე­ლი იმ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც აღ­რი­ცხვა და დაკ­ვირ­ვე­ბა ხდე­ბა.

- სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით რა შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ ამ მოვ­ლე­ნა­ზე?

- სა­ქარ­თვე­ლო მა­ინც სამ­ხრე­თის ქვეყ­ნად ით­ვლე­ბა. ასე რომ, ნაკ­ლე­ბია ალ­ბა­თო­ბა, ისე­თი ძა­ლი­ან მძლავ­რი გე­ო­მაგ­ნი­ტუ­რი ქა­რიშ­ხა­ლი და­ა­ტყდეს დე­და­მი­წას, ჩვე­ნამ­დე რომ ამ ეფექ­ტმა მო­აღ­წი­ოს. პო­ლუ­სი­დან საკ­მა­ოდ შორს ვიმ­ყო­ფე­ბით, მსგავ­სი მოვ­ლე­ნე­ბი უფრო პო­ლუ­სე­ბის მიმ­დე­ბა­რედ ხდე­ბა. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"მზის ამოფრქვევების 5 კლასი არსებობს. ყველაზე მძლავრია X-კლასი" - ემუქრება თუ არა საქართველოს გეომაგნიტური ქარიშხლები?

"მზის ამოფრქვევების 5 კლასი არსებობს. ყველაზე მძლავრია X-კლასი" - ემუქრება თუ არა საქართველოს გეომაგნიტური ქარიშხლები?

ბოლო დროს ბევრგან წავიკითხე, რომ ივლისის მეორე ნაწილში უნდა ველოდოთ გეომაგნიტურ ქარიშხლებს. რაც უფრო ნაკლები ინფორმაცია გვაქვს ამ მოვლენაზე, მით უფრო საშიში ჩანს... რა არის გეომაგნიტური ქარიშხალი და როგორ გავლენას ახდენს ადამიანზე, ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე "კვირის პალიტრასთან" საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, ილიაუნის ასოცირებული პროფესორი, ასტროფიზიკოსი დარეჯან ჯაფარიძე საუბრობს:

- მზე ჩვენი სინათლის და სითბოს წყაროა, მის გარეშე სიცოცხლე დედამიწაზე წარმოუდგენელი იქნებოდა. 11 წელიწადში ერთხელ მზის აქტივობა იზრდება, შემდეგ მცირდება, შემდეგ კვლავ მატულობს. რაც უფრო აქტიურ ფაზაში შედის მზე, მით უფრო მეტი და უფრო დიდი ლაქებია მის ზედაპირზე. იმავდროულად, იზრდება მზის ულტრაიისფერი რენტგენული რადიოგამოსხივება, რაც დაკავშირებულია მზის ზედაპირზე განვითარებულ აქტიურ პროცესებთან. მსგავსი პროცესებია მზის მძლავრი ამოფრქვევები და კორონული მასის გამოტყორცნა, რა დროსაც ერთბაშად ძალიან დიდი ენერგია გამოთავისუფლდება, რასაც მაღალენერგეტიკული ნაწილაკების (პლაზმის) ამოფრქვევაც ახლავს. თუ ამოფრქვეული პლაზმა გამოემართა დედამიწისკენ, მის მაგნიტოსფეროსთან ურთიერთქმედების შედეგად ვითარდება გეომაგნიტური ქარიშხალი, რაც დიდ გავლენას ახდენს მის ზედაპირზე მიმდინარე პროცესებზე. გეომაგნიტური ქარიშხალი დედამიწის პოლუსების მახლობლად პოლარული ციალის სახით ვლინდება, რისი დანახვაც თვალით შესაძლებელია. თუმცა, გარდა ამ ვიზუალური ეფექტისა, დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ასევე შესაძლებელია საქმიანობის ტექნოსფერო დააზიანოს, როგორიცაა კოსმოსური ექსპერიმენტები და მიწისპირა ტექნოლოგიური სისტემები.

- მაგალითად?

- მაგალითად, 2022 წლის 30 იანვარს მზის ზედაპირიდან მძლავრი კორონული მასა გამოიტყორცნა, რომელმაც რამდენიმე დღეში მოაღწია დედამიწის ზედაპირამდე და Space X-ის გაშვებული 49 თანამგზავრი დედამიწის ატმოსფეროში დაიწვა. ზარალმა 50 მილიონი დოლარი შეადგინა.

მსგავსი მოვლენები უფრო ადრეც ყოფილა. 2003 წლის ოქტომბერშიც მზის ზედაპირიდან პლაზმის გამოტყორცნის შედეგად დედამიწის ზედაპირზე 30 საათის განმავლობაში GPS-სისტემა უმოქმედო იყო.

- შესაძლებელია წინასწარ ვიცოდეთ, როდის და რომელი ქვეყნისკენ გაიტყორცნება მზიდან პლაზმა?

- ყველაზე დიდი ალბათობით, ვიცით, რომ გეომაგნიტური ქარიშხალი განვითარდება დედამიწის პოლუსების მიდამოებში, როგორც ჩრდილოეთში, ასევე სამხრეთში.

მზის ამოფრქვევების 5 კლასი არსებობს. ყველაზე მძლავრია X-კლასი. ამ დროს შესაძლებელია მძლავრი ამოფრქვევის ან მასის გამოტყორცნის შედეგად პოლუსებიდან ეკვატორამდეც კი მიაღწიოს გეომაგნიტური ქარიშხლის ეფექტმა. ყველაზე მძლავრი ასეთი მოვლენა დაფიქსირდა 1859 წლის 1-ლ სექტემბერს. ეს იყო ე.წ. კერინგტონის ქარიშხალი, რომლის დროსაც 25-30 გრადუს განედზეც კი მძლავრი პოლარული ციალი დაფიქსირდა. მაშინ ამ ფაქტმა ევროპასა და აშშ-ში ტელეგრაფის სისტემა მოშალა. ეს იყო ყველაზე მძლავრი გეომაგნიტური შეშფოთება, მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც აღრიცხვა და დაკვირვება ხდება.

- საქართველოსთან დაკავშირებით რა შეგვიძლია ვთქვათ ამ მოვლენაზე?

- საქართველო მაინც სამხრეთის ქვეყნად ითვლება. ასე რომ, ნაკლებია ალბათობა, ისეთი ძალიან მძლავრი გეომაგნიტური ქარიშხალი დაატყდეს დედამიწას, ჩვენამდე რომ ამ ეფექტმა მოაღწიოს. პოლუსიდან საკმაოდ შორს ვიმყოფებით, მსგავსი მოვლენები უფრო პოლუსების მიმდებარედ ხდება. გააგრძელეთ კითხვა