მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მასობრივი დეპორტაცია, მიგრაციის და საერთაშორისო კრიზისებს მოგვარება, მექსიკის კედლის დასრულება ... - რას ჰპირდება ამომრჩეველს ტრამპი: ოფიციალური პროგრამის დეტალები
მასობრივი დეპორტაცია, მიგრაციის და საერთაშორისო კრიზისებს მოგვარება, მექსიკის კედლის დასრულება ... - რას ჰპირდება ამომრჩეველს ტრამპი: ოფიციალური პროგრამის დეტალები

არა­ლე­გა­ლუ­რი მიგ­რა­ცია, მექ­სი­კის კე­დე­ლი, მა­სობ­რი­ვი დე­პორ­ტა­ცია, სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­და­ხედ­ვა, სა­ერ­თა­შო­რი­სო კრი­ზი­სე­ბის მოგ­ვა­რე­ბა და სხვა სა­კი­თხე­ბი გა­ნი­ხი­ლა აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატ­მა დო­ნალდ ტრამპმა მი­ლუ­ო­კი­ში, “რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის“ ეროვ­ნულ ყრი­ლო­ბა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას, სა­დაც მის გარ­და სპი­კე­რის პო­ზი­ცია ოჯა­ხის წევ­რებ­მაც და­ი­კა­ვეს.

ტრამ­პი ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კითხს, არა­ლე­გა­ლურ მიგ­რა­ცი­ას შე­ე­ხო. მისი თქმით, გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მექ­სი­კის კედ­ლის დას­რუ­ლე­ბა იგეგ­მე­ბა.

  • “ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია აშშ-ში არა­ლე­გა­ლუ­რი მიგ­რა­ცი­ის შე­სა­ჩე­რებ­ლად“

  • “ის­ტო­რი­ა­ში უდი­დე­სი შე­მოჭ­რა სწო­რედ აქ, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა. ისი­ნი ჩა­მო­დი­ან დე­და­მი­წის ყვე­ლა კუ­თხი­დან, არა მხო­ლოდ სამ­ხრეთ ამე­რი­კი­დან, არა­მედ აფ­რი­კი­დან, აზი­ი­დან და ახლო აღ­მო­სავ­ლე­თი­დან. მო­დი­ან იმ მას­შტა­ბით, რაც აქამ­დე არას­დროს გვი­ნა­ხავს. ეს მარ­თლაც შეჭ­რაა და ეს ად­მი­ნის­ტრა­ცია არა­ფერს აკე­თებს მათ შე­სა­ჩე­რებ­ლად“, - მისი თქმით, უკა­ნო­ნო მიგ­რა­ცი­ის შე­სა­ჩე­რებ­ლად და­ხუ­რავს სა­ზღვარს და და­ას­რუ­ლებს აშშ-მექ­სი­კის სა­ზღვრის გას­წვრივ კედ­ლის მშე­ნებ­ლო­ბას.

“და­ვას­რუ­ლებ არა­ლე­გა­ლუ­რი მიგ­რა­ცი­ის კრი­ზისს ჩვე­ნი სა­ზღვრის და­კეტვით და კედ­ლის დამ­თავ­რე­ბით, რომ­ლის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი უკვე ავა­შე­ნე“, - აღ­ნიშ­ნა ტრამპმა.

ამას­თა­ნა­ვე, მისი თქმით, “რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის“ პლატ­ფორ­მა აშშ-ის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე დიდი დე­პორ­ტა­ცი­ის ოპე­რა­ცი­ის და­წყე­ბის და­პი­რე­ბას იძ­ლე­ვა. ტრამ­პის გან­მარ­ტე­ბით, ეს დე­პორ­ტა­ცია იქ­ნე­ბა “კი­დევ უფრო დიდი, ვიდ­რე პრე­ზი­დენტ დუ­ა­იტ ეი­ზე­ნ­ჰა­უ­ე­რის დროს“.

“ჩვენ­მა ოპო­ნენ­ტებ­მა მშვი­დო­ბი­ა­ნი მსოფ­ლიო მი­ი­ღეს მემ­კვიდ­რე­ო­ბად და ომის პლა­ნე­ტად აქ­ცი­ეს - და­ვას­რუ­ლებ ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო კრი­ზისს, რო­მე­ლიც ამ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ შექ­მნა“, - გა­ნა­ცხა­და ტრამპმა და ჯო ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცია ავ­ღა­ნე­თი­დან ჯა­რე­ბის გაყ­ვა­ნის გამო კი­დევ ერთხელ გა­აკ­რი­ტი­კა.

“ამ კა­ტას­ტრო­ფით გა­თა­მა­მე­ბუ­ლი რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნა­ში შე­იჭ­რა. ის­რა­ელ­მა გა­და­ი­ტა­ნა ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი თავ­დას­ხმა მის ის­ტო­რი­ა­ში. ახლა ჩი­ნე­თი დას­ტრი­ა­ლებს ტა­ი­ვანს“, - აღ­ნიშ­ნა ტრამპმა.

მან კი­დევ ერთხელ გა­ი­მე­ო­რა, რომ ის რომ პრე­ზი­დენ­ტი ყო­ფი­ლი­ყო, არ მოხ­დე­ბო­და არც რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომი და არც ის­რა­ე­ლი -“ჰა­მა­სის“ ომი.

“და­ვას­რუ­ლებ ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო კრი­ზისს, რო­მე­ლიც ამ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ შექ­მნა, მათ შო­რის რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომს, რო­მე­ლიც არას­დროს მოხ­დე­ბო­და, მე რომ პრე­ზი­დენ­ტი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და ასე­ვე ის­რა­ელ­ზე თავ­დას­ხმის შე­დე­გად გა­მოწ­ვე­ულ ომს, რო­მე­ლიც არას­დროს მოხ­დე­ბო­და, მე რომ პრე­ზი­დენ­ტი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი უთან­ხმო­ე­ბა და გან­ხეთ­ქი­ლე­ბა უნდა გა­ნი­კურ­ნოს.

თუ აი­ღებთ 10 ყვე­ლა­ზე ცუდ პრე­ზი­დენტს შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ის­ტო­რი­ა­ში, მათ არ მო­უ­ტა­ნი­ათ ის ზი­ა­ნი, რაც ბა­ი­დენ­მა მო­ი­ტა­ნა. ბა­ი­დე­ნი - ამ სა­ხელს მხო­ლოდ ერთხელ გა­მო­ვი­ყე­ნებ და სხვა დროს აღა­რას­დროს“, - აღ­ნიშ­ნა ტრამპმა.

”ვა­პი­რებ, ვიყო მთე­ლი ამე­რი­კის და არა ნა­ხე­ვა­რი ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტი, იმი­ტომ რომ ნა­ხე­ვა­რი ამე­რი­კის­თვის გა­მარ­ჯვე­ბა გა­მარ­ჯვე­ბა არ არის”, - დას­ძი­ნა ტრამპმა მი­ლუ­ო­კი­ში, "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" ეროვ­ნულ ყრი­ლო­ბა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას.

ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა კი­დევ ერთხელ გა­იხ­სე­ნა პენ­სილ­ვა­ნი­ა­ში, მხარ­დამ­ჭე­რებ­თან შეხ­ვედ­რის დროს მას­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმა და ხაზი გა­უს­ვა, რომ ღმერ­თი მის მხა­რე­საა.

ასე­ვე იხი­ლეთ:

ავტორი:

მასობრივი დეპორტაცია, მიგრაციის და საერთაშორისო კრიზისებს მოგვარება, მექსიკის კედლის დასრულება ... - რას ჰპირდება ამომრჩეველს ტრამპი: ოფიციალური პროგრამის დეტალები

მასობრივი დეპორტაცია, მიგრაციის და საერთაშორისო კრიზისებს მოგვარება, მექსიკის კედლის დასრულება ... - რას ჰპირდება ამომრჩეველს ტრამპი: ოფიციალური პროგრამის დეტალები

არალეგალური მიგრაცია, მექსიკის კედელი, მასობრივი დეპორტაცია, საგარეო ურთიერთობების გადახედვა, საერთაშორისო კრიზისების მოგვარება და სხვა საკითხები განიხილა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა მილუოკიში, “რესპუბლიკური პარტიის“ ეროვნულ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც მის გარდა სპიკერის პოზიცია ოჯახის წევრებმაც დაიკავეს.

ტრამპი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს, არალეგალურ მიგრაციას შეეხო. მისი თქმით, გამარჯვების შემთხვევაში, მექსიკის კედლის დასრულება იგეგმება.

  • “ბაიდენის ადმინისტრაციას არაფერი გაუკეთებია აშშ-ში არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად“

  • “ისტორიაში უდიდესი შემოჭრა სწორედ აქ, ჩვენს ქვეყანაში ხდება. ისინი ჩამოდიან დედამიწის ყველა კუთხიდან, არა მხოლოდ სამხრეთ ამერიკიდან, არამედ აფრიკიდან, აზიიდან და ახლო აღმოსავლეთიდან. მოდიან იმ მასშტაბით, რაც აქამდე არასდროს გვინახავს. ეს მართლაც შეჭრაა და ეს ადმინისტრაცია არაფერს აკეთებს მათ შესაჩერებლად“, - მისი თქმით, უკანონო მიგრაციის შესაჩერებლად დახურავს საზღვარს და დაასრულებს აშშ-მექსიკის საზღვრის გასწვრივ კედლის მშენებლობას.

“დავასრულებ არალეგალური მიგრაციის კრიზისს ჩვენი საზღვრის დაკეტვით და კედლის დამთავრებით, რომლის უმეტესი ნაწილი უკვე ავაშენე“, - აღნიშნა ტრამპმა.

ამასთანავე, მისი თქმით, “რესპუბლიკური პარტიის“ პლატფორმა აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დიდი დეპორტაციის ოპერაციის დაწყების დაპირებას იძლევა. ტრამპის განმარტებით, ეს დეპორტაცია იქნება “კიდევ უფრო დიდი, ვიდრე პრეზიდენტ დუაიტ ეიზენჰაუერის დროს“.

“ჩვენმა ოპონენტებმა მშვიდობიანი მსოფლიო მიიღეს მემკვიდრეობად და ომის პლანეტად აქციეს - დავასრულებ ყველა საერთაშორისო კრიზისს, რომელიც ამ ადმინისტრაციამ შექმნა“, - განაცხადა ტრამპმა და ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ავღანეთიდან ჯარების გაყვანის გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

“ამ კატასტროფით გათამამებული რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ისრაელმა გადაიტანა ყველაზე საშინელი თავდასხმა მის ისტორიაში. ახლა ჩინეთი დასტრიალებს ტაივანს“, - აღნიშნა ტრამპმა.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, არ მოხდებოდა არც რუსეთ-უკრაინის ომი და არც ისრაელი -“ჰამასის“ ომი.

“დავასრულებ ყველა საერთაშორისო კრიზისს, რომელიც ამ ადმინისტრაციამ შექმნა, მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომს, რომელიც არასდროს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი და ასევე ისრაელზე თავდასხმის შედეგად გამოწვეულ ომს, რომელიც არასდროს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. ჩვენს საზოგადოებაში არსებული უთანხმოება და განხეთქილება უნდა განიკურნოს.

თუ აიღებთ 10 ყველაზე ცუდ პრეზიდენტს შეერთებული შტატების ისტორიაში, მათ არ მოუტანიათ ის ზიანი, რაც ბაიდენმა მოიტანა. ბაიდენი - ამ სახელს მხოლოდ ერთხელ გამოვიყენებ და სხვა დროს აღარასდროს“, - აღნიშნა ტრამპმა.

”ვაპირებ, ვიყო მთელი ამერიკის და არა ნახევარი ამერიკის პრეზიდენტი, იმიტომ რომ ნახევარი ამერიკისთვის გამარჯვება გამარჯვება არ არის”, - დასძინა ტრამპმა მილუოკიში, "რესპუბლიკური პარტიის" ეროვნულ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.

ყოფილმა პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიხსენა პენსილვანიაში, მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მასზე განხორციელებული თავდასხმა და ხაზი გაუსვა, რომ ღმერთი მის მხარესაა.

ასევე იხილეთ: