მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
პოლიტიკა
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ციანიდის სკანდალი" ტაილანდში - სასტუმროში 6 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს: სათვალთვალო კამერამ შოკისმომგვრელ დეტალებს ახადა ფარდა(ფოტო/ვიდეო)
"ციანიდის სკანდალი" ტაილანდში - სასტუმროში 6 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს: სათვალთვალო კამერამ შოკისმომგვრელ დეტალებს ახადა ფარდა(ფოტო/ვიდეო)

უკვე მე­ო­რე დღეა, ტა­ი­ლან­დში, ერთ-ერთ ძვი­რად ღი­რე­ბულ სას­ტუმ­რო­ში ნა­პოვ­ნი 6 გარ­დაც­ვლი­ლი ადა­მი­ა­ნის საქ­მის გარ­შე­მო სკან­და­ლე­ბი არ წყდე­ბა. რო­გორც გა­ირ­კვა, ისი­ნი ცი­ა­ნი­დით მო­წამ­ვლის შე­დე­გად გარ­და­იც­ვალ­ნენ.

შემ­თხვე­ვა ბანგ-კო­კის ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში მოხ­და. პო­ლი­ცი­ის ცნო­ბით, სწრა­ფი მოქ­მე­დე­ბის, მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა ცი­ა­ნი­დი, გვა­მე­ბის გაკ­ვე­თის შე­დე­გად, გარ­დაც­ვლილ­თა ორ­გა­ნიზ­მში აღ­მოჩ­ნდა. სა­წამ­ლა­ვის კვა­ლი იპო­ვეს სას­ტუმ­რო Grand Hyatt Erawan-ის იმ ნომ­რის ჩა­ი­დან­სა და ჭი­ქებ­ზე.

არ­სე­ბობს ეჭვი, რომ ცი­ა­ნი­დი სწო­რედ ერთ-ერ­თმა და­ღუ­პულ­მა შე­უ­რია საკ­ვებ­ში ან სას­მელ­ში. მი­ზე­ზი კი შე­საძ­ლოა, იყოს ფი­ნან­სუ­რი დავა, რო­მე­ლიც და­ღუ­პუ­ლებს ჰქონ­დათ.

და­ღუ­პუ­ლე­ბი ეთ­ნი­კუ­რად ვი­ეტ­ნა­მე­ლე­ბი იყ­ვნენ: მათ­გან ორს აშშ-ს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა ჰქონ­და, ოთხი კი ვი­ეტ­ნა­მის მო­ქა­ლა­ქეა.

  • Dailymail შემ­თხვე­ვის შო­კის­მომ­გვრე­ლი დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ წერს.

სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რის ჩა­ნა­წე­რის შეს­წავ­ლის შემ­დეგ, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ 5 მათ­გა­ნი, სა­ვა­რა­უ­დოდ, 56 წლის შე­რინ ჩონ­გმა მო­წამ­ლა. ის აშშ-ის მო­ქა­ლა­ქე იყო.

  • "მან, სა­ვა­რა­უ­დოდ, და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი წყვი­ლი და კი­დევ 2 და­ღუ­პუ­ლი და­არ­წმუ­ნა, რომ გარ­კვე­უ­ლი ინ­ვეს­ტი­ცია გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნათ პრო­ექ­ტში, რო­მე­ლიც თა­ვად­ვე შეს­თა­ვა­ზა. თუმ­ცა, მსხვერ­პლებ­მა და­ახ­ლო­ე­ბით 10 მი­ლი­ო­ნი ბატი - (280,000 დო­ლა­რი) და­კარ­გეს. შე­საძ­ლოა მათი მო­წამ­ვლა აღ­ნიშ­ნულ საქ­მეს­თან იყოს კავ­შირ­ში. 37-დან 56 წლამ­დე გარ­დაც­ვლი­ლე­ბი: სამი მა­მა­კა­ცი და სამი ვი­ეტ­ნა­მუ­რი წარ­მო­შო­ბის ქალი ბო­ლოს ცო­ცხა­ლი ორ­შა­ბათს შუ­ა­დღეს ნა­ხეს, რო­დე­საც სას­ტუმ­რო Grand Hyatt Erawan-ში, მათ ნო­მერ­ში საკ­ვე­ბი მი­ი­ტა­ნეს“, - წერს გა­მო­ცე­მა.

სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რის ჩა­ნა­წერ­ში ჩანს მო­მენ­ტი, რო­დე­საც ხუთი მსხვერ­პლი ოთახ­ში სა­ვა­რა­უ­დო მკვლელ­თან მი­დის. გარ­დაც­ვლილ ბრალ­დე­ბულს ეცვა ფე­რა­დი კაბა.

ერთი დღის შემ­დეგ, სა­ღა­მოს 5 სა­ათ­ზე ექ­ვსი­ვე ადა­მი­ა­ნი სას­ტუმ­როს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

პო­ლი­ცი­ის თქმით, ძა­ლა­დო­ბის ნიშ­ნე­ბი არ არ­სე­ბობ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გარ­დაც­ვლი­ლებს ბარ­გი უკვე ჩა­ლა­გე­ბუ­ლი ჰქონ­დათ და მალე სას­ტუმ­რო უნდა და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ.

"ზოგი ცხე­და­რი სა­ძი­ნე­ბელ­ში იყო, ზოგი მი­სა­ღებ­ში - რაც იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ ცი­ა­ნი­დი შეგ­ნე­ბუ­ლად არ მი­ი­ღეს და არა­ვინ ელო­და სიკ­ვდილს" - აცხა­დებს პო­ლი­ცია. მათ ასე­ვე და­ად­გი­ნეს, რომ საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რებს მეშ­ვი­დე პი­რიც. მსხვერ­პლის ერთ-ერ­თმა ძმამ და­ჯავ­შნა სას­ტუმ­რო, თუმ­ცა ქვე­ყა­ნა 10 ივ­ლისს და­ტო­ვა. გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი თვლი­ან, რომ ცი­ა­ნი­დი ჩა­ი­ში იყო გა­რე­უ­ლი.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

"ციანიდის სკანდალი" ტაილანდში - სასტუმროში 6 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს: სათვალთვალო კამერამ შოკისმომგვრელ დეტალებს ახადა ფარდა(ფოტო/ვიდეო)

"ციანიდის სკანდალი" ტაილანდში - სასტუმროში 6 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს: სათვალთვალო კამერამ შოკისმომგვრელ დეტალებს ახადა ფარდა(ფოტო/ვიდეო)

უკვე მეორე დღეა, ტაილანდში, ერთ-ერთ ძვირად ღირებულ სასტუმროში ნაპოვნი 6 გარდაცვლილი ადამიანის საქმის გარშემო სკანდალები არ წყდება. როგორც გაირკვა, ისინი ციანიდით მოწამვლის შედეგად გარდაიცვალნენ.

შემთხვევა ბანგ-კოკის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. პოლიციის ცნობით, სწრაფი მოქმედების, მომაკვდინებელი ქიმიური ნივთიერება ციანიდი, გვამების გაკვეთის შედეგად, გარდაცვლილთა ორგანიზმში აღმოჩნდა. საწამლავის კვალი იპოვეს სასტუმრო Grand Hyatt Erawan-ის იმ ნომრის ჩაიდანსა და ჭიქებზე.

არსებობს ეჭვი, რომ ციანიდი სწორედ ერთ-ერთმა დაღუპულმა შეურია საკვებში ან სასმელში. მიზეზი კი შესაძლოა, იყოს ფინანსური დავა, რომელიც დაღუპულებს ჰქონდათ.

დაღუპულები ეთნიკურად ვიეტნამელები იყვნენ: მათგან ორს აშშ-ს მოქალაქეობა ჰქონდა, ოთხი კი ვიეტნამის მოქალაქეა.

  • Dailymail შემთხვევის შოკისმომგვრელი დეტალების შესახებ წერს.

სათვალთვალო კამერის ჩანაწერის შესწავლის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ 5 მათგანი, სავარაუდოდ, 56 წლის შერინ ჩონგმა მოწამლა. ის აშშ-ის მოქალაქე იყო.

  • "მან, სავარაუდოდ, დაქორწინებული წყვილი და კიდევ 2 დაღუპული დაარწმუნა, რომ გარკვეული ინვესტიცია განეხორციელებინათ პროექტში, რომელიც თავადვე შესთავაზა. თუმცა, მსხვერპლებმა დაახლოებით 10 მილიონი ბატი - (280,000 დოლარი) დაკარგეს. შესაძლოა მათი მოწამვლა აღნიშნულ საქმესთან იყოს კავშირში. 37-დან 56 წლამდე გარდაცვლილები: სამი მამაკაცი და სამი ვიეტნამური წარმოშობის ქალი ბოლოს ცოცხალი ორშაბათს შუადღეს ნახეს, როდესაც სასტუმრო Grand Hyatt Erawan-ში, მათ ნომერში საკვები მიიტანეს“, - წერს გამოცემა.

სათვალთვალო კამერის ჩანაწერში ჩანს მომენტი, როდესაც ხუთი მსხვერპლი ოთახში სავარაუდო მკვლელთან მიდის. გარდაცვლილ ბრალდებულს ეცვა ფერადი კაბა.

ერთი დღის შემდეგ, საღამოს 5 საათზე ექვსივე ადამიანი სასტუმროს თანამშრომლებმა გარდაცვლილი იპოვეს.

პოლიციის თქმით, ძალადობის ნიშნები არ არსებობდა. აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილებს ბარგი უკვე ჩალაგებული ჰქონდათ და მალე სასტუმრო უნდა დაეტოვებინათ.

"ზოგი ცხედარი საძინებელში იყო, ზოგი მისაღებში - რაც იმაზე მეტყველებს, რომ ციანიდი შეგნებულად არ მიიღეს და არავინ ელოდა სიკვდილს" - აცხადებს პოლიცია. მათ ასევე დაადგინეს, რომ საქმეში ფიგურირებს მეშვიდე პირიც. მსხვერპლის ერთ-ერთმა ძმამ დაჯავშნა სასტუმრო, თუმცა ქვეყანა 10 ივლისს დატოვა. გამომძიებლები თვლიან, რომ ციანიდი ჩაიში იყო გარეული.