სამხედრო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვობიდან ვიცნობ...." - რას ამბობენ თბილისში მიხეილ ჩხიკვიშვილზე, რომელიც ამერიკაში უმძიმესი ბრალდებით დააკავეს
"ბავშვობიდან ვიცნობ...." - რას ამბობენ თბილისში მიხეილ ჩხიკვიშვილზე, რომელიც ამერიკაში უმძიმესი ბრალდებით დააკავეს

ამე­რი­კე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ უმ­ძი­მე­სი ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლის, მი­ხე­ილ ჩხიკ­ვიშ­ვი­ლის მე­ზობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ აქამ­დე ოჯა­ხის­თვის და მი­ხე­ი­ლის­თვის სა­ეჭ­ვო არა­ფე­რი შე­უ­ნიშ­ნავთ. მათი თქმით, ახალ­გაზ­რდა არა­სო­დეს ყო­ფი­ლა აგ­რე­სი­უ­ლი.

"ბავ­შვო­ბი­დან ვიც­ნობ, გა­და­სა­რე­ვი ბავ­შვია. აგ­რე­სი­უ­ლი არ ყო­ფი­ლა. დედ-მამა ნორ­მა­ლუ­რი ხალ­ხია, და ჰყავს. ვიცი, რომ ბე­ბია ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს. სხვა არა­ფე­რი ვიცი" - ამ­ბო­ბენ ჩხიკ­ვიშ­ვი­ლის მე­ზობ­ლე­ბი "რუს­თა­ვი 2"-თან სა­უბ­რი­სას.

ცნო­ბის­თვის, 8 ივ­ლისს კი­ში­ნი­ოვ­ში ინ­ტერ­პო­ლის მო­თხოვ­ნით და­ა­კა­ვეს და აშშ-ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გა­დას­ცეს მი­ხე­ილ ჩხიკ­ვიშ­ვი­ლი. 20 წლის ჩხიკ­ვიშ­ვი­ლის ცნო­ბი­ლი მეტ­სა­ხე­ლე­ბია: "მე­თა­უ­რი ყა­სა­ბი"; "მიშ­კა" და "ყა­სა­ბი".

აშშ-ის იუს­ტი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ის სა­ვა­რა­უ­დოდ მა­ნი­ა­კუ­რი მკვლე­ლო­ბის კულ­ტის ლი­დე­რია. აღ­ნიშ­ნუ­ლი კულ­ტი ცნო­ბი­ლია რო­გორც Maniacs Murder Cult, სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სტრე­მის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბა.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კულ­ტი მიჰ­ყვე­ბა ნე­ო­ნა­ცის­ტურ იდე­ო­ლო­გი­ას, ხელს უწყობს ძა­ლა­დო­ბა­სა და ძა­ლა­დობ­რივ ქმე­დე­ბებს რა­სობ­რი­ვი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის, კერ­ძოდ, ებ­რა­უ­ლი თე­მი­სა და სხვა ჯგუ­ფე­ბის მი­მართ, რომ­ლებ­საც "არა­სა­სურ­ვე­ლად" მი­იჩ­ნე­ვენ.

ნიუ-იორ­კის პრო­კუ­რო­რე­ბის თქმით, 20 წლის მი­ხე­ილ ჩხიკ­ვიშ­ვი­ლი, ასე­ვე ცნო­ბი­ლი რო­გორც „მე­თა­უ­რი ყა­სა­ბი“, ბრუკ­ლი­ნის ებ­რა­ულ სკო­ლებ­ში ბავ­შვე­ბის­თვის მო­წამ­ლუ­ლი ტკბი­ლე­უ­ლის და­რი­გე­ბას გეგ­მავ­და. მას ასე­ვე და­გეგ­მი­ლი ჰქონ­და თავ­დას­ხმე­ბის სე­რია უმ­ცი­რე­სო­ბებ­ზე.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
ავტორი:

"ბავშვობიდან ვიცნობ...." - რას ამბობენ თბილისში მიხეილ ჩხიკვიშვილზე, რომელიც ამერიკაში უმძიმესი ბრალდებით დააკავეს

"ბავშვობიდან ვიცნობ...." - რას ამბობენ თბილისში მიხეილ ჩხიკვიშვილზე, რომელიც ამერიკაში უმძიმესი ბრალდებით დააკავეს

ამერიკელი სამართალდამცველების მიერ უმძიმესი ბრალდებით დაკავებული ქართველის, მიხეილ ჩხიკვიშვილის მეზობლები ამბობენ, რომ აქამდე ოჯახისთვის და მიხეილისთვის საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ. მათი თქმით, ახალგაზრდა არასოდეს ყოფილა აგრესიული.

"ბავშვობიდან ვიცნობ, გადასარევი ბავშვია. აგრესიული არ ყოფილა. დედ-მამა ნორმალური ხალხია, და ჰყავს. ვიცი, რომ ბებია ამერიკაში ცხოვრობს. სხვა არაფერი ვიცი" - ამბობენ ჩხიკვიშვილის მეზობლები "რუსთავი 2"-თან საუბრისას.

ცნობისთვის, 8 ივლისს კიშინიოვში ინტერპოლის მოთხოვნით დააკავეს და აშშ-ის ხელისუფლებას გადასცეს მიხეილ ჩხიკვიშვილი. 20 წლის ჩხიკვიშვილის ცნობილი მეტსახელებია: "მეთაური ყასაბი"; "მიშკა" და "ყასაბი".

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ის სავარაუდოდ მანიაკური მკვლელობის კულტის ლიდერია. აღნიშნული კულტი ცნობილია როგორც Maniacs Murder Cult, საერთაშორისო ექსტრემისტული დაჯგუფება.

გავრცელებული ინფორმაციით, კულტი მიჰყვება ნეონაცისტურ იდეოლოგიას, ხელს უწყობს ძალადობასა და ძალადობრივ ქმედებებს რასობრივი უმცირესობების, კერძოდ, ებრაული თემისა და სხვა ჯგუფების მიმართ, რომლებსაც "არასასურველად" მიიჩნევენ.

ნიუ-იორკის პროკურორების თქმით, 20 წლის მიხეილ ჩხიკვიშვილი, ასევე ცნობილი როგორც „მეთაური ყასაბი“, ბრუკლინის ებრაულ სკოლებში ბავშვებისთვის მოწამლული ტკბილეულის დარიგებას გეგმავდა. მას ასევე დაგეგმილი ჰქონდა თავდასხმების სერია უმცირესობებზე.

წაიკითხეთ ასევე: