პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"11 წელია ვარ გენერალური პროკურორის მოადგილე, სრულად ვაცნობიერებ პასუხისმგებლობას" - რა თქვა გენპროკურორობის კანდიდატმა კომიტეტის სხდომაზე
"11 წელია ვარ გენერალური პროკურორის მოადგილე, სრულად ვაცნობიერებ პასუხისმგებლობას" - რა თქვა გენპროკურორობის კანდიდატმა კომიტეტის სხდომაზე

11 წე­ლია ვარ გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლე, სრუ­ლად ვაც­ნო­ბი­ე­რებ გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის სტა­ტუ­სის მნიშ­ვნე­ლო­ბას, თა­ნამ­დე­ბო­ბის სირ­თუ­ლეს და დიდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, - ამის შე­სა­ხებ გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რო­ბის კან­დი­დატ­მა გი­ორ­გი გა­ბი­ტაშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტში, იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

გი­ორ­გი გა­ბი­ტაშ­ვილ­მა კო­მი­ტე­ტის სხდო­მის დამ­სწრე­ებს პრო­კუ­რა­ტუ­რის შემ­დგო­მი გან­ვი­თა­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვებ­სა და არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის გა­დაჭ­რის გზებ­ზე თა­ვი­სი ხედ­ვა გა­უ­ზი­ა­რა.

“11 წე­ლია ვარ გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლე. სრუ­ლად ვაც­ნო­ბი­ე­რებ გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის სტა­ტუ­სის მნიშ­ვნე­ლო­ბას, თა­ნამ­დე­ბო­ბის სირ­თუ­ლეს და დიდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას სა­ხელ­მწი­ფოს, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის წი­ნა­შე. იმე­დი მაქვს თქვე­ნი მხარ­და­ჭე­რის და იმის, რომ მო­მე­ცე­მა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის პო­ზი­ცი­ა­ზე ჩემი არ­ჩე­ვის შემ­თხვე­ვა­ში პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბულ გუნდთან ერ­თად გა­ვაგ­რძე­ლო სის­ტე­მის სტა­ბი­ლუ­რი და პროგ­რე­სუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა”, - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი გა­ბი­ტაშ­ვილ­მა სი­ტყვით გა­მოს­ვლის და­სას­რულს.

გი­ორ­გი გა­ბი­ტაშ­ვილ­მა თაღ­ლი­თო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა პრი­ო­რი­ტე­ტულ მი­მარ­თუ­ლე­ბად გა­მო­ყო და აღ­ნიშ­ნა, რომ თაღ­ლი­თო­ბის ეფექ­ტი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბა და შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის დრო­უ­ლად მი­ღე­ბა ამ კა­ტე­გო­რი­ის საქ­მე­ებ­ზე მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვაა. რა­საც, მი­სი­ვე თქმით, ერთი მხრივ, ამ და­ნა­შა­უ­ლის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა, ხოლო მე­ო­რე მხრივ, რიგ შემ­თხვე­ვებ­ში, რე­ა­გი­რე­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი სუ­ბი­ექ­ტე­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი ცოდ­ნის ნაკ­ლე­ბო­ბა გა­ნა­პი­რო­ბებს.

"პრაქ­ტი­კამ ცალ­სა­ხად აჩ­ვე­ნა, რომ სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის და­ნერგვა და­დე­ბით გავ­ლე­ნას ახ­დენს ცალ­კე­უ­ლი და­ნა­შა­უ­ლის გახ­სნის მაჩ­ვე­ნე­ბელ­სა და რე­ა­გი­რე­ბის ხა­რისხზე. ვფიქ­რობ, სა­ჭი­როა ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს ახ­ლე­ბუ­რი მიდ­გო­მე­ბი თაღ­ლი­თო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ბი­ტაშ­ვილ­მა.

გი­ორ­გი გა­ბი­ტაშ­ვილ­მა ბავ­შვთა მი­მართ სქე­სობ­რივ და­ნა­შა­უ­ლებ­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზეც გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა და აღ­ნიშ­ნა, რომ ეს ხელს შე­უ­წყობს ამ და­ნა­შა­უ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლას.

მისი თქმით, პრო­კუ­რა­ტუ­რა ამ­ზა­დებს სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ას „თქვი და გა­და­არ­ჩი­ნე“, რა­შიც სა­ერ­თა­შო­რი­სო და დო­ნო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მხარ­და­ჭე­რის იმე­დი მაქვს.

გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რო­ბის კან­დი­დატ­მა არას­რულ­წლო­ვან­თა მი­მართ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის დარ­ღვე­ვის და­ნა­შა­ულ­ზეც ისა­უბ­რა. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის დარ­ღვე­ვა ერთ-ერთი მზარ­დი და მსხვერ­პლის­თვის დიდი ზი­ა­ნის მიმ­ყე­ნე­ბე­ლი და­ნა­შა­უ­ლია, რა­საც, მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, ხელს უწყობს ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბა. რო­გორც გა­ბი­ტაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, მზარ­დია ღია ქსე­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის ფაქ­ტე­ბი.

„სტა­ბი­ლუ­რად იზ­რდე­ბა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის დამ­რღვევ პირ­თა გა­მოვ­ლე­ნის და დევ­ნის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, რაც უდა­ვოდ სწო­რი პო­ლი­ტი­კის შე­დე­გია. მა­გა­ლი­თის­თვის, ბოლო 3 წლის მან­ძილ­ზე დევ­ნის მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა თით­ქმის 4-ჯერ მო­ი­მა­ტა.

აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ამ ტი­პის და­ნა­შა­უ­ლებ­ზე შე­ნარ­ჩუნ­დეს სა­პა­ტიმ­რო აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის მო­თხოვ­ნის და თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სას­ჯე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის პო­ლი­ტი­კა“, - გა­ნა­ცხა­და გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რო­ბის კან­დი­დატ­მა.

გი­ორ­გი გა­ბი­ტაშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებ­თან არას­რულ­წლო­ვან­თა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ არას­რულ­წლოვ­ნის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვან პრი­ო­რი­ტე­ტად დარ­ჩე­ბა.

„ბოლო წლებ­ში, იმ არას­რულ­წლო­ვან­თა რა­ო­დე­ნო­ბა, რო­მელ­თა მი­მართ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია დევ­ნის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მე­ქა­ნიზ­მი, აღე­მა­ტე­ბა დევ­ნა­და­წყე­ბუ­ლი არას­რულ­წლოვ­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას. მა­გა­ლი­თად, ბოლო 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, არას­რულ­წლო­ვან­თა მი­მართ დევ­ნის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მე­ქა­ნიზ­მის გა­მო­ყე­ნე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი სტა­ბი­ლუ­რად 80%-ია, ხოლო გან­რი­დე­ბულ არას­რულ­წლო­ვან­თა მიერ და­ნა­შა­უ­ლის გან­მე­ო­რე­ბით ჩა­დე­ნის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და­ბა­ლია და შე­ად­გენს 3-5 პრო­ცენტს, რაც პრო­კუ­რო­რის დის­კრე­ცი­უ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის სწო­რად გა­მო­ყე­ნე­ბას ადას­ტუ­რებს“, - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი გა­ბი­ტაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რო­ბის კან­დი­დატ გი­ორ­გი გა­ბი­ტაშ­ვილს უს­მე­ნენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"11 წელია ვარ გენერალური პროკურორის მოადგილე, სრულად ვაცნობიერებ პასუხისმგებლობას" - რა თქვა გენპროკურორობის კანდიდატმა კომიტეტის სხდომაზე

"11 წელია ვარ გენერალური პროკურორის მოადგილე, სრულად ვაცნობიერებ პასუხისმგებლობას" - რა თქვა გენპროკურორობის კანდიდატმა კომიტეტის სხდომაზე

11 წელია ვარ გენერალური პროკურორის მოადგილე, სრულად ვაცნობიერებ გენერალური პროკურორის სტატუსის მნიშვნელობას, თანამდებობის სირთულეს და დიდ პასუხისმგებლობას, - ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გაბიტაშვილმა პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გიორგი გაბიტაშვილმა კომიტეტის სხდომის დამსწრეებს პროკურატურის შემდგომი განვითარების პერსპექტივებსა და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე თავისი ხედვა გაუზიარა.

“11 წელია ვარ გენერალური პროკურორის მოადგილე. სრულად ვაცნობიერებ გენერალური პროკურორის სტატუსის მნიშვნელობას, თანამდებობის სირთულეს და დიდ პასუხისმგებლობას სახელმწიფოს, მოქალაქეების და პროკურატურის თანამშრომლების წინაშე. იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის და იმის, რომ მომეცემა შესაძლებლობა, გენერალური პროკურორის პოზიციაზე ჩემი არჩევის შემთხვევაში პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდთან ერთად გავაგრძელო სისტემის სტაბილური და პროგრესული განვითარება”, - აღნიშნა გიორგი გაბიტაშვილმა სიტყვით გამოსვლის დასასრულს.

გიორგი გაბიტაშვილმა თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლა პრიორიტეტულ მიმართულებად გამოყო და აღნიშნა, რომ თაღლითობის ეფექტიანი გამოძიება და შემაჯამებელი გადაწყვეტილების დროულად მიღება ამ კატეგორიის საქმეებზე მთავარი გამოწვევაა. რასაც, მისივე თქმით, ერთი მხრივ, ამ დანაშაულის მრავალფეროვნება, ხოლო მეორე მხრივ, რიგ შემთხვევებში, რეაგირების განმახორციელებელი სუბიექტების სპეციალური ცოდნის ნაკლებობა განაპირობებს.

"პრაქტიკამ ცალსახად აჩვენა, რომ სპეციალიზაციის დანერგვა დადებით გავლენას ახდენს ცალკეული დანაშაულის გახსნის მაჩვენებელსა და რეაგირების ხარისხზე. ვფიქრობ, საჭიროა ჩამოყალიბდეს ახლებური მიდგომები თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით“, - განაცხადა გიორგი გაბიტაშვილმა.

გიორგი გაბიტაშვილმა ბავშვთა მიმართ სქესობრივ დანაშაულებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს ხელს შეუწყობს ამ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას.

მისი თქმით, პროკურატურა ამზადებს საინფორმაციო კამპანიას „თქვი და გადაარჩინე“, რაშიც საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერის იმედი მაქვს.

გენერალური პროკურორობის კანდიდატმა არასრულწლოვანთა მიმართ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის დანაშაულზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევა ერთ-ერთი მზარდი და მსხვერპლისთვის დიდი ზიანის მიმყენებელი დანაშაულია, რასაც, მისივე შეფასებით, ხელს უწყობს ტექნოლოგიური განვითარება. როგორც გაბიტაშვილმა აღნიშნა, მზარდია ღია ქსელების გამოყენებით პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელების ფაქტები.

„სტაბილურად იზრდება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დამრღვევ პირთა გამოვლენის და დევნის მაჩვენებელი, რაც უდავოდ სწორი პოლიტიკის შედეგია. მაგალითისთვის, ბოლო 3 წლის მანძილზე დევნის მაჩვენებელმა თითქმის 4-ჯერ მოიმატა.

აუცილებელია, ამ ტიპის დანაშაულებზე შენარჩუნდეს საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნის და თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელის გამოყენების პოლიტიკა“, - განაცხადა გენერალური პროკურორობის კანდიდატმა.

გიორგი გაბიტაშვილმა პარლამენტის წევრებთან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებზე დაფუძნებული მართლმსაჯულების განხორციელება მნიშვნელოვან პრიორიტეტად დარჩება.

„ბოლო წლებში, იმ არასრულწლოვანთა რაოდენობა, რომელთა მიმართ გამოყენებულია დევნის ალტერნატიული მექანიზმი, აღემატება დევნადაწყებული არასრულწლოვნების რაოდენობას. მაგალითად, ბოლო 3 წლის განმავლობაში, არასრულწლოვანთა მიმართ დევნის ალტერნატიული მექანიზმის გამოყენების მაჩვენებელი სტაბილურად 80%-ია, ხოლო განრიდებულ არასრულწლოვანთა მიერ დანაშაულის განმეორებით ჩადენის მაჩვენებელი დაბალია და შეადგენს 3-5 პროცენტს, რაც პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილების სწორად გამოყენებას ადასტურებს“, - აღნიშნა გიორგი გაბიტაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატ გიორგი გაბიტაშვილს უსმენენ.