საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფიზიკაში ევროპის ოლიმპიადას (EuPhO 2024) წელს საქართველო მასპინძლობს
ფიზიკაში ევროპის ოლიმპიადას (EuPhO 2024) წელს საქართველო მასპინძლობს

სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტროს ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რი­თა და ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის (KIU) ორ­გა­ნი­ზე­ბით, მიმ­დი­ნა­რე წლის 15-19 ივ­ლისს, ქუ­თა­ი­სი ფი­ზი­კა­ში ევ­რო­პის მე-8 ოლიმ­პი­ა­დას (EuPhO 2024) მას­პინ­ძლობს. ოლიმ­პი­ა­და 15 ივ­ლისს აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ცე­რე­მო­ნი­ე­ბის დარ­ბაზ­ში გა­იხ­სნა. ღო­ნის­ძი­ე­ბას და­ეს­წრნენ სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე თა­მარ მა­ხა­რაშ­ვი­ლი, იმე­რეთ­ში სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე ლე­ვან კიკ­ნა­ვე­ლი­ძე, ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის (KIU) რექ­ტო­რი ალექ­სან­დრე თევ­ზა­ძე, EuPhO-ის პრე­ზი­დენ­ტი იან კალ­და, EuPhO 2024-ის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბი მაგ­და მაღ­რა­ძე და და­ვით ნიშ­ნი­ა­ნი­ძე, EuPhO 2024-ის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­ტე­ტის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი გე­ნა­დი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი, ოლიმ­პი­ა­დის სა­მეც­ნი­ე­რო და აკა­დე­მი­უ­რი კო­მი­ტე­ტე­ბის წევ­რე­ბი, კონ­კურ­სან­ტე­ბი და მოწ­ვე­უ­ლი სტუმ­რე­ბი.

წლე­ვან­დე­ლი ოლიმ­პი­ა­და აერ­თი­ა­ნებს 55 ქვეყ­ნის 400-ზე მეტ წარ­მო­მად­გე­ნელს. კონ­კურ­სან­ტე­ბი და მათი ლი­დე­რე­ბი ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში იცხოვ­რე­ბენ ქუ­თა­ი­სის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ქა­ლაქ­ში და იას­პა­რე­ზე­ბენ ფი­ზი­კის ოლიმ­პი­ა­და­ზე. ასე­ვე, მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­თვის და­გეგ­მი­ლია სხვა­დას­ხვა სა­ხის შე­მეც­ნე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა. ოლიმ­პი­ა­დის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი 19 ივ­ლისს გა­მოვ­ლინ­დე­ბი­ან და ოქ­როს, ვერ­ცხლი­სა და ბრინ­ჯა­ოს მედ­ლე­ბი­თა და სა­პა­ტიო დიპ­ლო­მე­ბით და­ჯილ­დოვ­დე­ბი­ან.

ევ­რო­პის ოლიმ­პი­ა­და ფი­ზი­კა­ში (EuPhO 2024) ერთ-ერთი პრეს­ტი­ჟუ­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ტურ­ნი­რია სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და სა­მეც­ნი­ე­რო სივ­რცე­ში, რო­მე­ლიც 8 წლის წინ ეს­ტო­ნეთ­ში და­ფუძნ­და. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ოლიმ­პი­ა­დამ არა­ერ­თი ნი­ჭი­ე­რი და გა­მორ­ჩე­უ­ლი ახალ­გაზ­რდა გა­მო­ავ­ლი­ნა.

აღ­ნიშ­ნულ ოლიმ­პი­ა­და­ზე სა­მი­ნის­ტროს და­ფი­ნან­სე­ბით, ექ­ვსჯერ მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­ქარ­თვე­ლოს გუნ­დი. ქარ­თველ მოს­წავ­ლე­ებს მო­პო­ვე­ბუ­ლი აქვთ ოც­და­ო­რი მე­და­ლი, მათ შო­რის ორი ოქრო, თერ­თმე­ტი ვერ­ცხლი და ცხრა ბრინ­ჯაო. აქე­დან 2022 წელს რი­გით მე­ხუ­თე ოლიმ­პი­ა­და­ზე, 37 მო­ნა­წი­ლე ქვე­ყა­ნას შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა მო­ი­პო­ვა ორი ოქ­როს, ერთი ვერ­ცხლი­სა და ორი ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი, რაც ოლიმ­პი­ა­დე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გია.

EuPhO 2024-ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რია ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი. ოლიმ­პი­ა­და იმარ­თე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტროს ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით. პრო­ექ­ტის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან სა­ერ­თა­შო­რი­სო საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი „ქარ­თუ“, აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი და კომ­პა­ნი­ე­ბი: „ცი­ტა­დე­ლი“,“ ვინ­სენ­ტი“ და „ავერ­სი“.

დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია იხი­ლეთ: https://eupho2024.kiu.edu.ge/

NS

ავტორი:

ფიზიკაში ევროპის ოლიმპიადას (EuPhO 2024) წელს საქართველო მასპინძლობს

ფიზიკაში ევროპის ოლიმპიადას (EuPhO 2024) წელს საქართველო მასპინძლობს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) ორგანიზებით, მიმდინარე წლის 15-19 ივლისს, ქუთაისი ფიზიკაში ევროპის მე-8 ოლიმპიადას (EuPhO 2024) მასპინძლობს. ოლიმპიადა 15 ივლისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცერემონიების დარბაზში გაიხსნა. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ლევან კიკნაველიძე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) რექტორი ალექსანდრე თევზაძე, EuPhO-ის პრეზიდენტი იან კალდა, EuPhO 2024-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეები მაგდა მაღრაძე და დავით ნიშნიანიძე, EuPhO 2024-ის საორგანიზაციო კომიტეტის კოორდინატორი გენადი მარგველაშვილი, ოლიმპიადის სამეცნიერო და აკადემიური კომიტეტების წევრები, კონკურსანტები და მოწვეული სტუმრები.

წლევანდელი ოლიმპიადა აერთიანებს 55 ქვეყნის 400-ზე მეტ წარმომადგენელს. კონკურსანტები და მათი ლიდერები ერთი კვირის განმავლობაში იცხოვრებენ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქში და იასპარეზებენ ფიზიკის ოლიმპიადაზე. ასევე, მონაწილეებისთვის დაგეგმილია სხვადასხვა სახის შემეცნებითი ღონისძიება. ოლიმპიადის გამარჯვებულები 19 ივლისს გამოვლინდებიან და ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებითა და საპატიო დიპლომებით დაჯილდოვდებიან.

ევროპის ოლიმპიადა ფიზიკაში (EuPhO 2024) ერთ-ერთი პრესტიჟული და წარმატებული ტურნირია საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში, რომელიც 8 წლის წინ ესტონეთში დაფუძნდა. წლების განმავლობაში ოლიმპიადამ არაერთი ნიჭიერი და გამორჩეული ახალგაზრდა გამოავლინა.

აღნიშნულ ოლიმპიადაზე სამინისტროს დაფინანსებით, ექვსჯერ მონაწილეობდა საქართველოს გუნდი. ქართველ მოსწავლეებს მოპოვებული აქვთ ოცდაორი მედალი, მათ შორის ორი ოქრო, თერთმეტი ვერცხლი და ცხრა ბრინჯაო. აქედან 2022 წელს რიგით მეხუთე ოლიმპიადაზე, 37 მონაწილე ქვეყანას შორის საქართველოს ნაკრებმა მოიპოვა ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი, რაც ოლიმპიადების განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია.

EuPhO 2024-ის ორგანიზატორია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ოლიმპიადა იმართება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მხარდამჭერები არიან საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი და კომპანიები: „ციტადელი“,“ ვინსენტი“ და „ავერსი“.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://eupho2024.kiu.edu.ge/

NS