მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ქართული ოცნება“ არის გრენლანდია, რომელიც გასატანია“ - გიორგი ვაშაძე
“ქართული ოცნება“ არის გრენლანდია, რომელიც გასატანია“ - გიორგი ვაშაძე

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ არის გრენ­ლან­დია, რო­მე­ლიც გა­სა­ტა­ნია“, - ამის შე­სა­ხებ “სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დერ­მა, გი­ორ­გი ვა­შა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და. მი­სი­ვე თქმით, გუ­შინ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ შეკ­რე­ბა იყო წა­გე­ბის შეკ­რე­ბა.

“გუ­შინ ისევ და­პი­რის­პი­რე­ბის­კენ მიდ­რე­კი­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი ჰქონ­დათ, ან­ტი­და­სავ­ლუ­რი გზავ­ნი­ლე­ბი. მინ­და პი­რა­დად ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს ვკი­თხო - ხელ­ში მი­ჭი­რავს ასამ­დე პრო­ექ­ტის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, ჯა­მუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბით 10 მლრდ ლარი. ამ პრო­ექ­ტებს შეგ­ვიძ­ლია ვუ­წო­დოთ მეგა, მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტე­ბი, რო­მე­ლიც ფი­ნანსდე­ბა ევ­რო­პუ­ლი და ამე­რი­კუ­ლი თან­ხე­ბით. ეს პრო­ექ­ტე­ბი ქმნი­ან და­ახ­ლო­ე­ბით 100 ათა­სამ­დე სა­მუ­შაო ად­გილს. გე­კი­თხე­ბით, ამ რი­ტო­რი­კით, რომ­ლი­თაც გუ­შინ გა­მოხ­ვე­დი, როცა ქვე­ყა­ნა იქამ­დე მი­იყ­ვა­ნე, რომ შე­წყვე­ტი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა, ეს და­ფი­ნან­სე­ბა რომ გა­ჩერ­დეს, რას აპი­რებ? ამ 10 მლრდ ლარ­ზეც უარს ამ­ბობთ? გინ­დათ, რომ აღარც გზა გა­კეთ­დეს ქვე­ყა­ნა­ში, აღარც ინ­ტერ­ნე­ტი­ზა­ცია მოხ­დეს? რომ გამ­დიდ­რდით და 18 მლნ დო­ლა­რი­ან ოფის­ში რომ დას­ხე­დით, ასე რომ არ ცხოვ­რობს ქვე­ყა­ნა? ნუ გა­ურ­ბი­ხარ პა­სუხს. ყვე­ლა ამ პრო­ექტს ემუქ­რე­ბა საფრ­თხე. სა­ი­დან მოვა ეს თან­ხა, როცა ამ და­ფი­ნან­სე­ბას ევ­რო­პუ­ლი და ამე­რი­კუ­ლი ფონ­დე­ბი გა­ა­ჩე­რე­ბენ? 26 ოქ­ტომ­ბე­რი არის, მათ შო­რის, არ­ჩე­ვა­ნი და­პი­რის­პი­რე­ბა თუ ერ­თი­ა­ნო­ბა. გუ­შინ­დე­ლი 18 მი­ლი­ონ დო­ლა­რი­ან შე­ნო­ბა­ში შეკ­რე­ბა, ეს იყო წა­გე­ბის შეკ­რე­ბა. რო­გო­რი დამ­წუხ­რე­ბუ­ლე­ბი ის­ხდნენ, რო­გო­რი მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­ა­ში არი­ან, ვხე­დავთ. რო­დემ­დე შე­იძ­ლე­ბა, რომ ქვე­ყა­ნა და­პი­რის­პი­რე­ბა­ში აცხოვ­რო?! რა გა­ა­კე­თეს 12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში? პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სი სრუ­ლად შე­ჩე­რე­ბუ­ლია, წყდე­ბა და­ფი­ნან­სე­ბე­ბი, დავ­კარ­გავთ სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი. თვი­თონ გამ­დიდ­რდნენ, ხალ­ხი გა­ა­ღა­რი­ბეს. 12 წე­ლია ამ ზი­ზღის და და­პი­რის­პი­რე­ბის რი­ტო­რი­კით მარ­თავს ივა­ნიშ­ვი­ლი ამ ქვე­ყა­ნას; 12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ა­ღა­რი­ბეს ხალ­ხი, უკი­დუ­რე­სად გამ­დიდ­რდნენ თვი­თონ; 12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ლი­ონ­ზე მეტი ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ქვეყ­ნი­დან წა­სუ­ლი­ყო, დე­მოგ­რა­ფი­ულ კა­ტას­ტრო­ფა­ში მიგ­ვიყ­ვა­ნეს და 12 წლის თავ­ზე ბო­ლომ­დე, სრუ­ლად შე­წყვი­ტეს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სი.

გაგ­ვახ­სენ­და “ცის­ფე­რი მთე­ბი ანუ ტი­ან­შა­ნი“ - სა­ნამ გრენ­ლან­დია თავ­ში დაგ­ვე­ცე­მა, უნდა გა­ვი­ტა­ნოთ გრენ­ლან­დია. “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ არის გრენ­ლან­დია, რო­მე­ლიც გა­სა­ტა­ნია. გუ­შინ­დე­ლი მათი ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი შეხ­ვედ­რა იყო სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბა კი არა, "ვაი, დავ­მარ­ცხდით და რა გვეშ­ვე­ლე­ბაო“, - გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რემ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა პარ­ტი­ის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ი­სა და ახა­ლი ცენ­ტრა­ლუ­რი ოფი­სის გახ­სნა­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ 26 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი არის რე­ფე­რენ­დუ­მი ომსა და მშვი­დო­ბას, მო­ნო­ბა­სა და ღირ­სე­ბას, ბნელ წარ­სულ­ში დაბ­რუ­ნე­ბა­სა და წინსვლას, სრულ უპერ­სპექ­ტი­ვო­ბა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ პერ­სპექ­ტი­ვას შო­რის, შე­სა­ბა­მი­სად, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის უდი­დე­სი უმ­რავ­ლე­სო­ბა მხარს და­უ­ჭერს მშვი­დო­ბას, ღირ­სე­ბას და კე­თილ­დღე­ო­ბას.

ამას­თან, მან მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ჩი­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მხარ­და­ჭე­რა გა­მო­ხა­ტა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

“ქართული ოცნება“ არის გრენლანდია, რომელიც გასატანია“ - გიორგი ვაშაძე

“ქართული ოცნება“ არის გრენლანდია, რომელიც გასატანია“ - გიორგი ვაშაძე

“ქართული ოცნება“ არის გრენლანდია, რომელიც გასატანია“, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, გუშინ “ქართული ოცნების“ შეკრება იყო წაგების შეკრება.

“გუშინ ისევ დაპირისპირებისკენ მიდრეკილი განცხადებები ჰქონდათ, ანტიდასავლური გზავნილები. მინდა პირადად ირაკლი კობახიძეს ვკითხო - ხელში მიჭირავს ასამდე პროექტის ჩამონათვალი, ჯამური ღირებულებით 10 მლრდ ლარი. ამ პროექტებს შეგვიძლია ვუწოდოთ მეგა, მასშტაბური პროექტები, რომელიც ფინანსდება ევროპული და ამერიკული თანხებით. ეს პროექტები ქმნიან დაახლოებით 100 ათასამდე სამუშაო ადგილს. გეკითხებით, ამ რიტორიკით, რომლითაც გუშინ გამოხვედი, როცა ქვეყანა იქამდე მიიყვანე, რომ შეწყვეტილია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზა, ეს დაფინანსება რომ გაჩერდეს, რას აპირებ? ამ 10 მლრდ ლარზეც უარს ამბობთ? გინდათ, რომ აღარც გზა გაკეთდეს ქვეყანაში, აღარც ინტერნეტიზაცია მოხდეს? რომ გამდიდრდით და 18 მლნ დოლარიან ოფისში რომ დასხედით, ასე რომ არ ცხოვრობს ქვეყანა? ნუ გაურბიხარ პასუხს. ყველა ამ პროექტს ემუქრება საფრთხე. საიდან მოვა ეს თანხა, როცა ამ დაფინანსებას ევროპული და ამერიკული ფონდები გააჩერებენ? 26 ოქტომბერი არის, მათ შორის, არჩევანი დაპირისპირება თუ ერთიანობა. გუშინდელი 18 მილიონ დოლარიან შენობაში შეკრება, ეს იყო წაგების შეკრება. როგორი დამწუხრებულები ისხდნენ, როგორი მძიმე სიტუაციაში არიან, ვხედავთ. როდემდე შეიძლება, რომ ქვეყანა დაპირისპირებაში აცხოვრო?! რა გააკეთეს 12 წლის განმავლობაში? პირველად საქართველოს ისტორიაში ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი სრულად შეჩერებულია, წყდება დაფინანსებები, დავკარგავთ სამუშაო ადგილები. თვითონ გამდიდრდნენ, ხალხი გააღარიბეს. 12 წელია ამ ზიზღის და დაპირისპირების რიტორიკით მართავს ივანიშვილი ამ ქვეყანას; 12 წლის განმავლობაში გააღარიბეს ხალხი, უკიდურესად გამდიდრდნენ თვითონ; 12 წლის განმავლობაში მილიონზე მეტი ჩვენი თანამემამულე იძულებული გახდა ქვეყნიდან წასულიყო, დემოგრაფიულ კატასტროფაში მიგვიყვანეს და 12 წლის თავზე ბოლომდე, სრულად შეწყვიტეს ევროინტეგრაციის პროცესი.

გაგვახსენდა “ცისფერი მთები ანუ ტიანშანი“ - სანამ გრენლანდია თავში დაგვეცემა, უნდა გავიტანოთ გრენლანდია. “ქართული ოცნება“ არის გრენლანდია, რომელიც გასატანია. გუშინდელი მათი ძვირადღირებული შეხვედრა იყო საკონსტიტუციო უმრავლესობა კი არა, "ვაი, დავმარცხდით და რა გვეშველებაო“, - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არის რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას, მონობასა და ღირსებას, ბნელ წარსულში დაბრუნებასა და წინსვლას, სრულ უპერსპექტივობასა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას შორის, შესაბამისად, ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა მხარს დაუჭერს მშვიდობას, ღირსებას და კეთილდღეობას.

ამასთან, მან მადლობა გადაუხადა ჩინეთის ხელისუფლებას, რომელმაც საქართველოს მიმართ განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოხატა.