საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირანის შეთქმულება ტრამპის წინააღმდეგ? - რა ინფორმაცია ჰქონდა აშშ-ის საიდუმლო სამსახურს: CNN ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს
ირანის შეთქმულება ტრამპის წინააღმდეგ? - რა ინფორმაცია ჰქონდა აშშ-ის საიდუმლო სამსახურს: CNN ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს

"აშშ-ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მო­ი­პო­ვა სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცია ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ირა­ნის გეგ­მის შე­სა­ხებ, რა­მაც გა­ნა­პი­რო­ბა ის, რომ სა­ი­დუმ­ლო სამ­სა­ხურ­მა ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის გარ­შე­მო უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი გა­აძ­ლი­ე­რა", - ინ­ფორ­მა­ცი­ას CNN-ი რამ­დე­ნი­მე წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

  • ამას­თან, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის წყა­რო­ე­ბის გან­ცხა­დე­ბით, არ არ­სე­ბობს რა­ი­მე მი­თი­თე­ბა, რომ თო­მას მე­თიუ კრუკ­სი, რო­მელ­მაც შა­ბათს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მოკ­ვლა სცა­და, აღ­ნიშ­ნულ სა­ი­დუმ­ლო გეგ­მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო.

გა­ე­რო­ში ირა­ნის მი­სი­ამ ბრალ­დე­ბე­ბი უარ­ყო და უსა­ფუძ­ვლო და მავ­ნე ბრალ­დე­ბე­ბად შე­ა­ფა­სა.

აშშ-ის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს პრესს­პი­კე­რის, ედ­რი­ენ უოტ­სო­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დო­ნალდ ტრამ­პის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა და ამ დრო­ის­თვის თო­მას მე­თიუ კრუკს­სა და ვინ­მე სხვა პირს შო­რის კავ­ში­რი დად­გე­ნი­ლი არ არის.

რაც შე­ე­ხე­ბა ირა­ნის მხრი­დან საფრ­თხეს, მისი გან­მარ­ტე­ბით, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ადევ­ნე­ბენ თვალ­ყურს ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ყო­ფი­ლი ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის მი­მართ ირა­ნის მხრი­დან მუ­ქა­რებს.

"ეს მუ­ქა­რე­ბი მომ­დი­ნა­რე­ობს ირა­ნის სურ­ვი­ლი­დან, შური იძი­ოს ყა­სიმ სუ­ლე­ი­მა­ნის მკვლე­ლო­ბის­თვის. მიგ­ვაჩ­ნია, რომ ეს არის ეროვ­ნუ­ლი და ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის უმაღ­ლე­სი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი სა­კი­თხი“, - გან­მარ­ტა ედ­რი­ენ უოტ­სონ­მა.

ცნო­ბის­თვის, დო­ნალდ ტრამ­პი პენ­სილ­ვა­ნი­ის შტატ­ში მხარ­დამ­ჭე­რებ­თან შეხ­ვედ­რის დროს მომ­ხდა­რი სრო­ლის შე­დე­გად და­შავ­და. შეხ­ვედ­რის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე და­ი­ღუ­პა, ორი მო­ნა­წი­ლე კი - მძი­მედ და­შავ­და. და­ღუ­პუ­ლია თა­ვად შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პი­რიც, რო­მე­ლიც აშშ-ის სა­ი­დუმ­ლო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გა­ა­ნე­იტ­რა­ლეს. აშშ-ის ფე­დე­რა­ლუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის ბი­უ­რომ (FBI-მ) ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე პი­რის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა და გა­ნა­ცხა­და, რომ ის 20 წლის თო­მას მე­თიუ კრუკ­სია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ირანის შეთქმულება ტრამპის წინააღმდეგ? - რა ინფორმაცია ჰქონდა აშშ-ის საიდუმლო სამსახურს: CNN ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს

ირანის შეთქმულება ტრამპის წინააღმდეგ? - რა ინფორმაცია ჰქონდა აშშ-ის საიდუმლო სამსახურს: CNN ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს

"აშშ-ის ხელისუფლებამ მოიპოვა საიდუმლო ინფორმაცია ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით ირანის გეგმის შესახებ, რამაც განაპირობა ის, რომ საიდუმლო სამსახურმა ყოფილი პრეზიდენტის გარშემო უსაფრთხოების ზომები გააძლიერა", - ინფორმაციას CNN-ი რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

  • ამასთან, ტელეკომპანიის წყაროების განცხადებით, არ არსებობს რაიმე მითითება, რომ თომას მეთიუ კრუკსი, რომელმაც შაბათს ყოფილი პრეზიდენტის მოკვლა სცადა, აღნიშნულ საიდუმლო გეგმასთან დაკავშირებული იყო.

გაეროში ირანის მისიამ ბრალდებები უარყო და უსაფუძვლო და მავნე ბრალდებებად შეაფასა.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერის, ედრიენ უოტსონის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიება გრძელდება და ამ დროისთვის თომას მეთიუ კრუკსსა და ვინმე სხვა პირს შორის კავშირი დადგენილი არ არის.

რაც შეეხება ირანის მხრიდან საფრთხეს, მისი განმარტებით, წლების განმავლობაში ადევნებენ თვალყურს ტრამპის ადმინისტრაციის ყოფილი ჩინოვნიკების მიმართ ირანის მხრიდან მუქარებს.

"ეს მუქარები მომდინარეობს ირანის სურვილიდან, შური იძიოს ყასიმ სულეიმანის მკვლელობისთვის. მიგვაჩნია, რომ ეს არის ეროვნული და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის უმაღლესი პრიორიტეტული საკითხი“, - განმარტა ედრიენ უოტსონმა.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი მონაწილე კი - მძიმედ დაშავდა. დაღუპულია თავად შეიარაღებული პირიც, რომელიც აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გაანეიტრალეს. აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურომ (FBI-მ) ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში მონაწილე პირის იდენტიფიცირება მოახდინა და განაცხადა, რომ ის 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია.