სამხედრო
საზოგადოება
სამართალი

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მონაკოსთან" ბოლო წუთს ჩაშლილი ტრანსფერი -  მიქაუტაძე "ლიონში", საიდანაც წლების წინ გაუშვეს, ტრიუმფით გეგმავს დაბრუნებას
"მონაკოსთან" ბოლო წუთს ჩაშლილი ტრანსფერი -  მიქაუტაძე "ლიონში", საიდანაც წლების წინ გაუშვეს, ტრიუმფით გეგმავს დაბრუნებას

გვრცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის თავ­დამ­სხმელ­მა და ევრო2024 - ის თა­ნა­ბომ­ბარ­დირ­მა გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძემ "მო­ნა­კოს­თან" ტრანსფე­რი ჩა­შა­ლა და ლი­ო­ნის "ოლიმ­პიკ­ში" გეგ­მავს გა­და­ბარ­გე­ბას. მე­ტიც, "ეკი­პის" ცნო­ბით, 23 წლის თავ­დამ­სხმე­ლის "ლი­ონ­ში" გა­დას­ვლა უკვე გა­და­წყვე­ტი­ლია. ამა­ვე გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, "მონ­კოს­თან" ტრანსფე­რი შე­თან­ხმე­ბუ­ლი იყო და ქარ­თველ­სა და კლუბს შო­რის სე­რი­ო­ზუ­ლი უთან­ხმო­ე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბის წინ მოხ­და.

გა­მო­ცე­მის მტკი­ცე­ბით, "მეცი" ტრანსფერ­ში 18 მი­ლი­ონ ევ­რო­ზე ოდ­ნავ მეტს ბო­ნუ­სე­ბის გა­რე­შე მი­ი­ღებს. ფეხ­ბურ­თე­ლი, რო­მელ­მაც "მო­ნა­კო­ში" გა­დას­ვლა ბოლო მო­მენ­ტში გა­და­ი­ფიქ­რა, სამ­შა­ბათს და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გილ­ზე სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბის გა­სავ­ლე­ლად ჩავა, რის შემ­დე­გაც ხუ­თწ­ლი­ან კონ­ტრაქტს გა­ა­ფორ­მებს.

გი­ორ­გი პიერ საჟის გუნდს ავ­სტრი­უ­ლი შეკ­რე­ბი­დან დაბ­რუ­ნე­ბის­თა­ნა­ვე, 28 ივ­ლისს შე­უ­ერ­თდე­ბა. ადრე გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ახალ გუნდში მისი გა­სამ­რჯე­ლო იმა­ზე ცო­ტა­თი მეტი იქ­ნე­ბა, რა­საც "აიაქსში" იღებ­და.

Geo Team-იცადას­ტუ­რებს, რომ შე­თან­ხმე­ბა უკვე შედ­გა "ლი­ონ­სა" და გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძეს შო­რის პი­რა­დი კონ­ტრაქ­ტის თა­ო­ბა­ზე და "ლი­ო­ნი" სატ­რანსფე­რო თან­ხა­ზე "მეც­თან" სა­ბო­ლოო მო­ლა­პა­რა­კე­ბას აწარ­მო­ებს.

"გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძე მარ­თლაც უნდა ყო­ფი­ლი­ყო შა­ბათს მო­ნა­კო­ში და გა­ე­ფორ­მე­ბი­ნა კონ­ტრაქ­ტი, თუმ­ცა... წინა სა­ღა­მოს მი­ი­ღო ზარი "ლი­ო­ნის­გან" და ყვე­ლა­ფე­რი თავ­და­ყი­რა დად­გა.

ქარ­თველ ფორ­ვარდს მო­ნა­კო­ში გა­დას­ვლის ვა­რი­ან­ტი არ ხიბ­ლავ­და, რად­გან არ მი­უ­ღია გა­რან­ტია მუდ­მი­ვად ცენ­ტრფორ­ვარ­დად თა­მა­შის თა­ო­ბა­ზე. მსგავ­სი მი­ზე­ზის გამო უთხრა უარი "რო­მას", რო­მე­ლიც ფლან­გის შემ­ტე­ვა­დაც გა­ნი­ხი­ლავ­და.

ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძე ელა­პა­რა­კა "ლი­ო­ნის" მწვრთნელს და მი­ი­ღო გა­რან­ტია, რომ მას მხო­ლოდ ცენ­ტრფორ­ვარ­დის პო­ზი­ცი­ა­ზე გა­ნი­ხი­ლა­ვენ. გუნ­დი ახალ სე­ზონ­ში 2 თავ­დამ­სხმე­ლით ითა­მა­შებს. წყვილ­ში მი­ქა­უ­ტა­ძე - ლა­კა­ზე­ტი", - ვკი­თხუ­ლობთ Geo Team-ის "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე".

"ოლიმ­პი­კი" გა­სულ სე­ზონ­ში ლიგა 1-ში მე­ექ­ვსე ად­გილ­ზე გა­ვი­და და ევ­რო­პა ლი­გა­ზე ითა­მა­შებს.

"ლი­ო­ნის" გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი მი­ქა­უ­ტა­ძის მშობ­ლი­ურ გუნდში დაბ­რუ­ნე­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გა­ნი­ხი­ლა­ვენ და მი­ე­სალ­მე­ბი­ან.

რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, "ლი­ო­ნი“ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გი­ორ­გის კლუ­ბი იყო, ის 2008/15 წლებ­ში მის აკა­დე­მი­ა­ში ირი­ცხე­ბო­და და იქი­დან წას­ვლას ძა­ლინ მტკივ­ნე­უ­ლად იხ­სე­ნებ­და:

"ძა­ლი­ან დიდი იმედ­გაც­რუ­ე­ბა იყო - მი­თხრეს, რომ "ლი­ონ­ში" ვე­ღარ დავ­რჩე­ბო­დი. ეს დღე ძა­ლი­ან ცუ­დად მახ­სოვს..."

მარ­თა­ლია, "ლი­ონს" თავ­დას­ხმა­ში ჰყავს 33 წლის ალექ­სან­დრ ლა­კა­ზე­ტი, მაგ­რამ მას ახლა ოლიმ­პი­ა­და ელის, მო­მა­ვალ ზა­ფხულს კი კლუბ­თან კონ­ტრაქ­ტი უმ­თავ­რდე­ბა და სა­უ­დის არა­ბეთ­ში წავა.

"ლი­ონ­ში" სურთ, რომ კა­პი­ტანს ახ­ლა­ვე მო­უ­ძებ­ნონ ღირ­სე­უ­ლი შემ­ცვლე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნის ფორ­ვარ­დით, რო­მე­ლიც ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე "ოქ­როს ბუ­ცის" მფლო­ბე­ლი გახ­და.

"ლი­ო­ნის" მთა­ვა­რი მწვრთნე­ლია 45 წლის პიერ საჟი, რო­მე­ლიც გა­სუ­ლი წლის ნო­ემ­ბერ­ში და­ი­ნიშ­ნა მთა­ვარ მწვრთნე­ლად, გუნ­დი ფსკე­რი­დან ამო­იყ­ვა­ნა და ევ­რო­პა­ლი­გის საგ­ზუ­რი მო­უ­ტა­ნა.

შე­გახ­სე­ნებთ, გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძე მის პირ­ვე­ლი­ვე ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე 3 გო­ლით ევრო 2024-ის თა­ნა­ბომ­ბარ­დი­რი გახ­და.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კახა
0

იქნებ ურჩიოთ ეს ჰამასნიკების წვერი გაიპარსოს ან სხვანაირად დაიყენოს...

აი
0

მრავალი წელი შენი სათვალით ჩვენო !

ავტორი:

"მონაკოსთან" ბოლო წუთს ჩაშლილი ტრანსფერი -  მიქაუტაძე "ლიონში", საიდანაც წლების წინ გაუშვეს, ტრიუმფით გეგმავს დაბრუნებას

"მონაკოსთან" ბოლო წუთს ჩაშლილი ტრანსფერი -  მიქაუტაძე "ლიონში", საიდანაც წლების წინ გაუშვეს, ტრიუმფით გეგმავს დაბრუნებას

გვრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა და ევრო2024 - ის თანაბომბარდირმა გიორგი მიქაუტაძემ "მონაკოსთან" ტრანსფერი ჩაშალა და ლიონის "ოლიმპიკში" გეგმავს გადაბარგებას. მეტიც, "ეკიპის" ცნობით, 23 წლის თავდამსხმელის "ლიონში" გადასვლა უკვე გადაწყვეტილია. ამავე გამოცემის ცნობით, "მონკოსთან" ტრანსფერი შეთანხმებული იყო და ქართველსა და კლუბს შორის სერიოზული უთანხმოება სამედიცინო შემოწმების წინ მოხდა.

გამოცემის მტკიცებით, "მეცი" ტრანსფერში 18 მილიონ ევროზე ოდნავ მეტს ბონუსების გარეშე მიიღებს. ფეხბურთელი, რომელმაც "მონაკოში" გადასვლა ბოლო მომენტში გადაიფიქრა, სამშაბათს დანიშნულების ადგილზე სამედიცინო შემოწმების გასავლელად ჩავა, რის შემდეგაც ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

გიორგი პიერ საჟის გუნდს ავსტრიული შეკრებიდან დაბრუნებისთანავე, 28 ივლისს შეუერთდება. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალ გუნდში მისი გასამრჯელო იმაზე ცოტათი მეტი იქნება, რასაც "აიაქსში" იღებდა.

Geo Team-იც ადასტურებს, რომ შეთანხმება უკვე შედგა "ლიონსა" და გიორგი მიქაუტაძეს შორის პირადი კონტრაქტის თაობაზე და "ლიონი" სატრანსფერო თანხაზე "მეცთან" საბოლოო მოლაპარაკებას აწარმოებს.

"გიორგი მიქაუტაძე მართლაც უნდა ყოფილიყო შაბათს მონაკოში და გაეფორმებინა კონტრაქტი, თუმცა... წინა საღამოს მიიღო ზარი "ლიონისგან" და ყველაფერი თავდაყირა დადგა.

ქართველ ფორვარდს მონაკოში გადასვლის ვარიანტი არ ხიბლავდა, რადგან არ მიუღია გარანტია მუდმივად ცენტრფორვარდად თამაშის თაობაზე. მსგავსი მიზეზის გამო უთხრა უარი "რომას", რომელიც ფლანგის შემტევადაც განიხილავდა.

ჩვენი ინფორმაციით, გიორგი მიქაუტაძე ელაპარაკა "ლიონის" მწვრთნელს და მიიღო გარანტია, რომ მას მხოლოდ ცენტრფორვარდის პოზიციაზე განიხილავენ. გუნდი ახალ სეზონში 2 თავდამსხმელით ითამაშებს. წყვილში მიქაუტაძე - ლაკაზეტი", - ვკითხულობთ Geo Team-ის "ფეისბუქგვერდზე".

"ოლიმპიკი" გასულ სეზონში ლიგა 1-ში მეექვსე ადგილზე გავიდა და ევროპა ლიგაზე ითამაშებს.

"ლიონის" გულშემატკივრები მიქაუტაძის მშობლიურ გუნდში დაბრუნებას სოციალურ ქსელებში განიხილავენ და მიესალმებიან.

როგორც მოგეხსენებათ, "ლიონი“ წლების განმავლობაში გიორგის კლუბი იყო, ის 2008/15 წლებში მის აკადემიაში ირიცხებოდა და იქიდან წასვლას ძალინ მტკივნეულად იხსენებდა:

"ძალიან დიდი იმედგაცრუება იყო - მითხრეს, რომ "ლიონში" ვეღარ დავრჩებოდი. ეს დღე ძალიან ცუდად მახსოვს..."

მართალია, "ლიონს" თავდასხმაში ჰყავს 33 წლის ალექსანდრ ლაკაზეტი, მაგრამ მას ახლა ოლიმპიადა ელის, მომავალ ზაფხულს კი კლუბთან კონტრაქტი უმთავრდება და საუდის არაბეთში წავა.

"ლიონში" სურთ, რომ კაპიტანს ახლავე მოუძებნონ ღირსეული შემცვლელი საერთაშორისო დონის ფორვარდით, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე "ოქროს ბუცის" მფლობელი გახდა.

"ლიონის" მთავარი მწვრთნელია 45 წლის პიერ საჟი, რომელიც გასული წლის ნოემბერში დაინიშნა მთავარ მწვრთნელად, გუნდი ფსკერიდან ამოიყვანა და ევროპალიგის საგზური მოუტანა.

შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძე მის პირველივე ევროპის ჩემპიონატზე 3 გოლით ევრო 2024-ის თანაბომბარდირი გახდა.