პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წარმატებით დასრულებული სკოლა და მუშაობა მოხუცთა თავშესაფარში - რა ხდება ცნობილი ბიჭზე, რომელმაც დონალდ ტრამპს ესროლა?
წარმატებით დასრულებული სკოლა და მუშაობა მოხუცთა თავშესაფარში - რა ხდება ცნობილი ბიჭზე, რომელმაც დონალდ ტრამპს ესროლა?

FBI-ს გან­ცხა­დე­ბით, ახალ­გაზ­რდა კაცი, რო­მელ­მაც დო­ნალდ ტრამპს პენ­სილ­ვა­ნი­ის შტატ­ში, სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას ეს­რო­ლა, 20 წლის თო­მას მე­თიუ კრუკ­სია. ის მშობ­ლებ­თან ერ­თად წყნარ გა­რე­უ­ბან­ში ცხოვ­რობ­და და რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი იყო, რო­გორც რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის მხარ­დამ­ჭე­რი.

ტრამპს ტყვია ყუ­რის არე­ში მოხ­ვდა - კრუკ­სის მიერ სრო­ლის შე­დე­გად ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტის ერთი მხარ­დამ­ჭე­რი, ორი მათ­გა­ნი კი მძი­მედ და­იჭ­რა. თა­ვად კრუკ­სი და­ნა­შა­უ­ლის ად­გილ­ზე მოკ­ლეს სა­ი­დუმ­ლო სამ­სა­ხუ­რის ოფიც­რებ­მა, რომ­ლე­ბიც ტრამპს იცავ­დნენ, რო­გორც ყო­ფილ პრე­ზი­დენ­ტსა და ოფი­ცი­ა­ლურ საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატს.

თო­მას კრუკსს თან არა­ნა­ი­რი სა­ბუ­თი არ ჰქო­ნია და გა­მო­ძი­ე­ბამ მისი ვი­ნა­ო­ბა დნმ-ის სა­შუ­ა­ლე­ბით და­ად­გი­ნა.

ბიჭი მშობ­ლებ­თან ერ­თად პიტსბურ­გის გა­რე­უ­ბან­ში ცხოვ­რობ­და, მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ად­გი­ლი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 70 კი­ლო­მეტრში. 2022 წელს სკო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, პრი­ზის სა­ხით 500 დო­ლა­რი გა­დას­ცეს მა­თე­მა­ტი­კა­სა და სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბებ­ში მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბის­თვის - ამის შე­სა­ხებ ად­გი­ლობ­რი­ვი პრე­სა წერს.

სკო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კრუკ­სი მო­ხუც­თა თავ­შე­საფ­რის სამ­ზა­რე­უ­ლო­ში მუ­შა­ობ­და.

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბიჭი ოფი­ცი­ა­ლუ­რად იყო და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, რო­გორც რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის მხარ­დამ­ჭე­რი.

თუმ­ცა, სამი წლის წინ მან 15 დო­ლა­რი შეს­წი­რა ორ­გა­ნი­ზა­ცია ActBlue-ს, რო­მე­ლიც მხარს უჭერს დე­მოკ­რა­ტი­ულ პარ­ტი­ას.

მე­დი­ის ცნო­ბით­ვე, მკვლე­ლო­ბის დროს ბიჭს ეცვა მა­ი­სუ­რი Demolition Ranch-ის ლო­გო­თი. ეს არის YouTube-ს არხი მი­ლი­ო­ნო­ბით გა­მომ­წე­რით, რო­მე­ლიც აქ­ვეყ­ნებს ვი­დე­ო­ებს ია­რა­ღი­სა და ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის შე­სა­ხებ.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა გა­არ­კვი­ეს, რომ ია­რა­ღი, რო­მე­ლიც თო­მას კრუკს­მა გა­მო­ი­ყე­ნა, მა­მა­მის­მა ლე­გა­ლუ­რად შე­ი­ძი­ნა ექვს თვე­ზე მეტი ხნის წინ. ამის შე­სა­ხებ Associated Press ანო­ნი­მურ წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს.

ამ დრო­ის­თვის მკვლე­ბო­ბის მცდე­ლო­ბის მო­ტი­ვი უც­ნო­ბია.

”ჩვენ ვერ და­ვად­გი­ნეთ, რა მო­ტი­ვით მოქ­მე­დებ­და თო­მას მე­თიუ კრუკ­სი”, - გა­ნა­ცხა­და კე­ვინ რო­ჟეკ­მა, FBI-ის პიტსბურ­გის ოფი­სის ხელ­მძღვა­ნელ­მა.

მისი თქმით, გა­მო­ძი­ე­ბა შე­იძ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე თვე გაგ­რძელ­დეს და მათი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ძალ-ღო­ნეს არ და­ი­შუ­რე­ბენ, რათა გა­არ­კვი­ონ, თუ რამ აი­ძუ­ლა გარ­დაც­ვლი­ლი ეს­რო­ლა ტრამ­პის­თვის.

კვი­რას გვი­ან გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე, რო­ჟეკ­მა ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ FBI-ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი სწავ­ლო­ბენ კრუკ­სის პრო­ფი­ლებს სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში.

"ჯერ­ჯე­რო­ბით ჩვენ არა­ფე­რი გვი­ნა­ხავს სა­ში­ში. მაგ­რამ ჯერ დიდი დრო არ გა­სუ­ლა“, - თქვა რო­ჟეკ­მა.

გარ­და ამი­სა, FBI-ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის თქმით, კრუკ­სის ტე­ლე­ფო­ნი გა­იგ­ზავ­ნა ვირ­ჯი­ნი­ის FBI ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ექ­სპერ­ტი­ზა­ზე და მისი ბოლო კონ­ტაქ­ტე­ბის შეს­წავ­ლი­სას ასე­ვე არა­ფე­რი გა­მოვ­ლე­ნი­ლა ბი­ჭის მო­ტი­ვე­ბის შე­სა­ხებ.

თო­მა­სის მა­მამ, მე­თიუ კრუკს­მა, CNN-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში თქვა, რომ მას წარ­მოდ­გე­ნა არ აქვს, რა მოხ­და. და ვიდ­რე შვილ­ზე პრე­სას­თან ისა­უბ­რებ­და, მა­ნამ­დე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს უნდა გა­სა­უბ­რე­ბო­და.

მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის შემ­დეგ, კვი­რას ღა­მით, პო­ლი­ცი­ამ ალყა შე­მო­არ­ტყა კრუკ­სის სახ­ლს. ასე­ვე ად­გილ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და მე­ზობ­ლე­ბის ევა­კუ­ა­ცია. პო­ლი­ცი­ის გან­მარ­ტე­ბით, ამის მი­ზე­ზი კრუკ­სის სახ­ლში ნა­პოვ­ნი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი გახ­და.

  • სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლე­ბი კრუკ­სის შე­სა­ხებ მსოფ­ლიო მე­დი­ი­დან

მე­თიუ კრუკ­სის მან­ქა­ნა­ში რამ­დე­ნი­მე ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა იპო­ვეს, ინ­ფორ­მა­ცი­ას The Wall Street Journal გა­მო­ძი­ე­ბის წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს. ასე­ვე წერს, რომ მან­ქა­ნა, რო­მელ­საც 20 წლის თო­მას მე­თიუ კრუკ­სი მარ­თავ­და, პენ­სილ­ვა­ნი­ის შტატ­ში, ტრამ­პის კამ­პა­ნი­ის მი­ტინ­გის სი­ახ­ლო­ვეს ნა­ხეს გა­ჩე­რე­ბუ­ლი.

გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა ასე­ვე გა­ჩხრი­კეს კრუკ­სის სახ­ლი, და­კი­თხეს ოჯა­ხის წევ­რე­ბი.

თო­მას მე­თიუ კრუკ­სი აშშ-ის სა­ი­დუმ­ლო სამ­სა­ხურ­მა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან მოკ­ლა.

კრუკ­სი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან და­ახ­ლო­ე­ბით ერთი სა­ა­თის სა­ვალ­ზე ცხოვ­რობ­და. ფე­დე­რა­ლურ­მა სა­ა­ვი­ა­ციო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ კვი­რას გა­ნა­ცხა­და, რომ ის და­ფა­რავ­და სა­ჰა­ე­რო სივ­რცეს ბატ­ლე­რის პარ­კის თავ­ზე "უსაფრ­თხო­ე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ზო­მე­ბის გამო".

2022 წლის კლა­სის გა­მო­საშ­ვე­ბი ცე­რე­მო­ნი­ის ვი­დე­ო­ში, რო­მე­ლიც New York Times-მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა, კრუკსს სა­შუ­ა­ლო სკო­ლის დიპ­ლომს აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბის თან­ხლე­ბით გა­დას­ცე­მენ. ინ­ტერ­ნეტ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ცე­რე­მო­ნი­ის ვი­დე­ო­ში ჩანს, რომ ბიჭი სკო­ლის დი­რექ­ტო­რის გვერ­დით დგას.

მე­დი­ამ ჯერ ვერ შეძ­ლო კრუკ­სის სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის ან­გა­რი­შე­ბის პოვ­ნა. META ამ დრო­ის­თვის არ პა­სუ­ხობს მე­დი­ის კი­თხვებს, წა­ი­შა­ლა თუ არა ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის ან­გა­რი­შე­ბი Facebook-ისა და Instagram-ის გვერ­დე­ბი­დან.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

წარმატებით დასრულებული სკოლა და მუშაობა მოხუცთა თავშესაფარში - რა ხდება ცნობილი ბიჭზე, რომელმაც დონალდ ტრამპს ესროლა?

წარმატებით დასრულებული სკოლა და მუშაობა მოხუცთა თავშესაფარში - რა ხდება ცნობილი ბიჭზე, რომელმაც დონალდ ტრამპს ესროლა?

FBI-ს განცხადებით, ახალგაზრდა კაცი, რომელმაც დონალდ ტრამპს პენსილვანიის შტატში, სიტყვით გამოსვლისას ესროლა, 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია. ის მშობლებთან ერთად წყნარ გარეუბანში ცხოვრობდა და რეგისტრირებული იყო, როგორც რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერი.

ტრამპს ტყვია ყურის არეში მოხვდა - კრუკსის მიერ სროლის შედეგად ადგილზე დაიღუპა პრეზიდენტობის კანდიდატის ერთი მხარდამჭერი, ორი მათგანი კი მძიმედ დაიჭრა. თავად კრუკსი დანაშაულის ადგილზე მოკლეს საიდუმლო სამსახურის ოფიცრებმა, რომლებიც ტრამპს იცავდნენ, როგორც ყოფილ პრეზიდენტსა და ოფიციალურ საპრეზიდენტო კანდიდატს.

თომას კრუკსს თან არანაირი საბუთი არ ჰქონია და გამოძიებამ მისი ვინაობა დნმ-ის საშუალებით დაადგინა.

ბიჭი მშობლებთან ერთად პიტსბურგის გარეუბანში ცხოვრობდა, მკვლელობის მცდელობის ადგილიდან დაახლოებით 70 კილომეტრში. 2022 წელს სკოლის დასრულების შემდეგ, პრიზის სახით 500 დოლარი გადასცეს მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მიღებული შედეგებისთვის - ამის შესახებ ადგილობრივი პრესა წერს.

სკოლის დასრულების შემდეგ კრუკსი მოხუცთა თავშესაფრის სამზარეულოში მუშაობდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბიჭი ოფიციალურად იყო დარეგისტრირებული, როგორც რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერი.

თუმცა, სამი წლის წინ მან 15 დოლარი შესწირა ორგანიზაცია ActBlue-ს, რომელიც მხარს უჭერს დემოკრატიულ პარტიას.

მედიის ცნობითვე, მკვლელობის დროს ბიჭს ეცვა მაისური Demolition Ranch-ის ლოგოთი. ეს არის YouTube-ს არხი მილიონობით გამომწერით, რომელიც აქვეყნებს ვიდეოებს იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების შესახებ.

სამართალდამცავებმა გაარკვიეს, რომ იარაღი, რომელიც თომას კრუკსმა გამოიყენა, მამამისმა ლეგალურად შეიძინა ექვს თვეზე მეტი ხნის წინ. ამის შესახებ Associated Press ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

ამ დროისთვის მკვლებობის მცდელობის მოტივი უცნობია.

”ჩვენ ვერ დავადგინეთ, რა მოტივით მოქმედებდა თომას მეთიუ კრუკსი”, - განაცხადა კევინ როჟეკმა, FBI-ის პიტსბურგის ოფისის ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, გამოძიება შეიძლება რამდენიმე თვე გაგრძელდეს და მათი თანამშრომლები ძალ-ღონეს არ დაიშურებენ, რათა გაარკვიონ, თუ რამ აიძულა გარდაცვლილი ესროლა ტრამპისთვის.

კვირას გვიან გამართულ ბრიფინგზე, როჟეკმა ასევე განაცხადა, რომ FBI-ის ოფიციალური პირები სწავლობენ კრუკსის პროფილებს სოციალურ მედიაში.

"ჯერჯერობით ჩვენ არაფერი გვინახავს საშიში. მაგრამ ჯერ დიდი დრო არ გასულა“, - თქვა როჟეკმა.

გარდა ამისა, FBI-ის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, კრუკსის ტელეფონი გაიგზავნა ვირჯინიის FBI ლაბორატორიაში ექსპერტიზაზე და მისი ბოლო კონტაქტების შესწავლისას ასევე არაფერი გამოვლენილა ბიჭის მოტივების შესახებ.

თომასის მამამ, მეთიუ კრუკსმა, CNN-თან ინტერვიუში თქვა, რომ მას წარმოდგენა არ აქვს, რა მოხდა. და ვიდრე შვილზე პრესასთან ისაუბრებდა, მანამდე სამართალდამცავებს უნდა გასაუბრებოდა.

მკვლელობის მცდელობის შემდეგ, კვირას ღამით, პოლიციამ ალყა შემოარტყა კრუკსის სახლს. ასევე ადგილზე განხორციელდა მეზობლების ევაკუაცია. პოლიციის განმარტებით, ამის მიზეზი კრუკსის სახლში ნაპოვნი ასაფეთქებელი მოწყობილობები გახდა.

  • საინტერესო დეტალები კრუკსის შესახებ მსოფლიო მედიიდან

მეთიუ კრუკსის მანქანაში რამდენიმე ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს, ინფორმაციას The Wall Street Journal გამოძიების წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. ასევე წერს, რომ მანქანა, რომელსაც 20 წლის თომას მეთიუ კრუკსი მართავდა, პენსილვანიის შტატში, ტრამპის კამპანიის მიტინგის სიახლოვეს ნახეს გაჩერებული.

გამომძიებლებმა ასევე გაჩხრიკეს კრუკსის სახლი, დაკითხეს ოჯახის წევრები.

თომას მეთიუ კრუკსი აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მოკლა.

კრუკსი შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით ერთი საათის სავალზე ცხოვრობდა. ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ კვირას განაცხადა, რომ ის დაფარავდა საჰაერო სივრცეს ბატლერის პარკის თავზე "უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების გამო".

2022 წლის კლასის გამოსაშვები ცერემონიის ვიდეოში, რომელიც New York Times-მა გამოაქვეყნა, კრუკსს საშუალო სკოლის დიპლომს აპლოდისმენტების თანხლებით გადასცემენ. ინტერნეტში გამოქვეყნებული ცერემონიის ვიდეოში ჩანს, რომ ბიჭი სკოლის დირექტორის გვერდით დგას.

მედიამ ჯერ ვერ შეძლო კრუკსის სოციალური მედიის ანგარიშების პოვნა. META ამ დროისთვის არ პასუხობს მედიის კითხვებს, წაიშალა თუ არა ეჭვმიტანილის ანგარიშები Facebook-ისა და Instagram-ის გვერდებიდან.

იხილეთ ასევე: