მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ასე ვატარებდი მაკრატელს 2 წელი მუცლით, ელენთა ამოიღეს და “ზაჟიმი“ ჩამიტოვეს“ - რას ჰყვებიან პაციენტი და ქირურგი მძიმე შემთხვევის შესახებ(ვიდეო)
“ასე ვატარებდი მაკრატელს 2 წელი მუცლით, ელენთა ამოიღეს და “ზაჟიმი“ ჩამიტოვეს“ - რას ჰყვებიან პაციენტი და ქირურგი მძიმე შემთხვევის შესახებ(ვიდეო)

ექიმ­მა პა­ცი­ენტს მუც­ლის ღრუ­ში მაკ­რა­ტე­ლი ჩა­უ­ტო­ვა. 32 წლის და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი, ნანა ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი კუ­რი­ე­რი P.S- თან შო­კის­მომ­გვრე­ლი ამ­ბის დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რობს.

რო­გორც ის ჰყვე­ბა, 2 წლის წინ ელენ­თის ოპე­რა­ცია გა­უ­კე­თეს, რის შემ­დე­გაც თავს ძა­ლი­ან ცუ­დად გრძნობ­და. გა­უ­საძ­ლი­სი ტკი­ვი­ლე­ბი აწუ­ხებ­და, თუმ­ცა 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ექი­მებ­მა მუც­ლის ღრუ­ში ჩა­ტო­ვე­ბუ­ლი მაკ­რა­ტე­ლი ვერ აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

  • და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტი ქი­რურგს უჩი­ვის

“საშ­ვი­ლოს­ნოს მარ­ცხე­ნა მხრი­დან პირ­ველ ნეკ­ნამ­დე იყო მაკ­რა­ტე­ლი. ასე ვა­ტა­რებ­დი 2 წელი, მუც­ლით - ელენ­თა ამო­ი­ღეს და “ზა­ჟი­მი“ ჩა­მი­ტო­ვეს. თვი­თონ ამ­ბობ­და, რომ წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და ოპე­რა­ცია, თუმ­ცა ვი­ყა­ვი ძა­ლი­ან ცუ­დად. მქონ­და მა­ღა­ლი სი­ცხე­ე­ბი, ვერ ვჯდე­ბო­დი, ვერ ვდგე­ბო­დი და სა­წოლ­ში ვი­წე­ქი. მე­უბ­ნე­ბო­და, რომ ეს იყო პოს­ტო­პე­რა­ცი­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა და მი­სა­ღე­ბი იყო.“

მისი თქმით, ჩარ­ჩე­ნი­ლი მაკ­რა­ტე­ლი სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ აღ­მო­ა­ჩი­ნა. კლი­ნი­კამ ასე­ვე ოპე­რა­ცი­ის კად­რე­ბი გა­და­ი­ღო, სა­დაც ჩანს, თუ რო­გორ ამო­აქვთ მაკ­რა­ტე­ლი მუც­ლი­დან.

“მი­თხრეს, რომ ორ­გა­ნიზ­მში მაქვს უცხო სხე­უ­ლი და თა­ვი­დან გა­საჭ­რე­ლი ვი­ყა­ვი. მარ­ცხე­ნა მხა­რეს წა­ვი­და თრომ­ბე­ბი. თქვეს, რომ შე­იძ­ლე­ბა მო­საჭ­რე­ლიც გახ­დე­სო“, - იხ­სე­ნებს ნანა ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი.

  • თა­ვად ქი­რურ­გი კი აცხა­დებს, რომ პრაქ­ტი­კა­ში ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი არ­სე­ბობს, სწო­რედ ამი­ტომ ხელ­სა­წყო­ე­ბი ისე­თი ტი­პის მე­ტა­ლის­გან მზად­დე­ბა, რო­მე­ლიც ორ­გა­ნიზ­მთთან თავ­სე­ბა­დია

“და­ი­გეგ­მა ოპე­რა­ცია. ოპე­რა­ცია იყო რთუ­ლი და ხან­გრძლი­ვი. დამ­თავ­რდა წარ­მა­ტე­ბით. ექოს­კო­პი­ე­ბი უკეთ­დე­ბო­და ზედა ზო­ნა­ში, სა­დაც ოპე­რა­ცია ჩა­ტარ­და და იქ არა­ფე­რი მსგავ­სი არ იყო. მე საკ­მა­ოდ დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს, 32 წე­ლია ქი­რურ­გი­ა­ში ვარ და ეს ჩემ­თვის მო­რა­ლუ­რა­დაც ძა­ლი­ან დამ­თრგუნ­ვე­ლია. სამ­წუ­ხა­როდ არის მსოფ­ლი­ო­ში ამის სტა­ტის­ტი­კა და ხდე­ბა ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი. არ მინ­და ჩა­ვი­დე სიღ­რმე­ებ­ში, ჯო­ბია იმ­სჯე­ლოს კომ­პე­ტენ­ტურ­მა სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტმა.

ამ ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ, პრო­ცენ­ტუ­ლად, თრომ­ბო­ზე­ბის დიდი ალ­ბა­თო­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს, რო­მე­ლიც ჩვენ­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად ხდე­ბა. ინ­სტრუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც იყო ფიქ­სი­რე­ბუ­ლი არის სტე­რი­ლუ­რი მომ­ჭე­რი. ქარ­ხნე­ბიც კი ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ ამ ნი­უ­ან­სებს და უმე­ტე­სო­ბა ისე­თი მა­სა­ლის­გან მზად­დე­ბა, რომ ორ­გა­ნიზ­მთან შე­უ­თავ­სებ­ლო­ბა არის მი­ნი­მუ­მამ­დე დაყ­ვა­ნი­ლი“, - აცხა­დებს ქი­რურ­გი.

ფაქტს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტო იკ­ვლევს.

00:00 / 00:00
ავტორი:

“ასე ვატარებდი მაკრატელს 2 წელი მუცლით, ელენთა ამოიღეს და “ზაჟიმი“ ჩამიტოვეს“ - რას ჰყვებიან პაციენტი და ქირურგი მძიმე შემთხვევის შესახებ(ვიდეო)

“ასე ვატარებდი მაკრატელს 2 წელი მუცლით, ელენთა ამოიღეს და “ზაჟიმი“ ჩამიტოვეს“ - რას ჰყვებიან პაციენტი და ქირურგი მძიმე შემთხვევის შესახებ(ვიდეო)

ექიმმა პაციენტს მუცლის ღრუში მაკრატელი ჩაუტოვა. 32 წლის დაზარალებული, ნანა ბოჭორიშვილი კურიერი P.S- თან შოკისმომგვრელი ამბის დეტალებზე საუბრობს.

როგორც ის ჰყვება, 2 წლის წინ ელენთის ოპერაცია გაუკეთეს, რის შემდეგაც თავს ძალიან ცუდად გრძნობდა. გაუსაძლისი ტკივილები აწუხებდა, თუმცა 2 წლის განმავლობაში ექიმებმა მუცლის ღრუში ჩატოვებული მაკრატელი ვერ აღმოაჩინეს.

  • დაზარალებული პაციენტი ქირურგს უჩივის

“საშვილოსნოს მარცხენა მხრიდან პირველ ნეკნამდე იყო მაკრატელი. ასე ვატარებდი 2 წელი, მუცლით - ელენთა ამოიღეს და “ზაჟიმი“ ჩამიტოვეს. თვითონ ამბობდა, რომ წარმატებით დასრულდა ოპერაცია, თუმცა ვიყავი ძალიან ცუდად. მქონდა მაღალი სიცხეები, ვერ ვჯდებოდი, ვერ ვდგებოდი და საწოლში ვიწექი. მეუბნებოდა, რომ ეს იყო პოსტოპერაციული მდგომარეობა და მისაღები იყო.“

მისი თქმით, ჩარჩენილი მაკრატელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ აღმოაჩინა. კლინიკამ ასევე ოპერაციის კადრები გადაიღო, სადაც ჩანს, თუ როგორ ამოაქვთ მაკრატელი მუცლიდან.

“მითხრეს, რომ ორგანიზმში მაქვს უცხო სხეული და თავიდან გასაჭრელი ვიყავი. მარცხენა მხარეს წავიდა თრომბები. თქვეს, რომ შეიძლება მოსაჭრელიც გახდესო“, - იხსენებს ნანა ბოჭორიშვილი.

  • თავად ქირურგი კი აცხადებს, რომ პრაქტიკაში ასეთი შემთხვევები არსებობს, სწორედ ამიტომ ხელსაწყოები ისეთი ტიპის მეტალისგან მზადდება, რომელიც ორგანიზმთთან თავსებადია

“დაიგეგმა ოპერაცია. ოპერაცია იყო რთული და ხანგრძლივი. დამთავრდა წარმატებით. ექოსკოპიები უკეთდებოდა ზედა ზონაში, სადაც ოპერაცია ჩატარდა და იქ არაფერი მსგავსი არ იყო. მე საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს, 32 წელია ქირურგიაში ვარ და ეს ჩემთვის მორალურადაც ძალიან დამთრგუნველია. სამწუხაროდ არის მსოფლიოში ამის სტატისტიკა და ხდება ასეთი შემთხვევები. არ მინდა ჩავიდე სიღრმეებში, ჯობია იმსჯელოს კომპეტენტურმა სამედიცინო ექსპერტმა.

ამ ოპერაციის შემდეგ, პროცენტულად, თრომბოზების დიდი ალბათობა შეიძლება იყოს, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება. ინსტრუმენტი, რომელიც იყო ფიქსირებული არის სტერილური მომჭერი. ქარხნებიც კი ითვალისწინებენ ამ ნიუანსებს და უმეტესობა ისეთი მასალისგან მზადდება, რომ ორგანიზმთან შეუთავსებლობა არის მინიმუმამდე დაყვანილი“, - აცხადებს ქირურგი.

ფაქტს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო იკვლევს.