მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უწყვეტი ოვაციები და ფეხზე წამომდგარი სტუმრები - პრინცესამ ტრადიციას არ უღალატა: მძიმე დიაგნოზის მიუხედავად, ქეით მიდლტონი უიმბლდონის ფინალს დაესწრო
უწყვეტი ოვაციები და ფეხზე წამომდგარი სტუმრები - პრინცესამ ტრადიციას არ უღალატა: მძიმე დიაგნოზის მიუხედავად, ქეით მიდლტონი უიმბლდონის ფინალს დაესწრო

უელ­სის პრინ­ცე­სა ავად­მყო­ფო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, საყ­ვა­რელ სპორ­ტს არ ღა­ლა­ტობს და ჩოგ­ბურ­თის ჩემ­პი­ო­ნატს ეს­წრე­ბა. ქეით მიდლტო­ნი დღეს უიმბლდონ­ზე ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად გა­მოჩ­ნდა.

ინ­გლი­სის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ სპორ­ტულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მიდლტო­ნი 9 წლის ქა­ლიშ­ვილ პრინ­ცე­სა შარ­ლო­ტას­თან ერ­თად მი­ვი­და.

  • უიმბლდონ­ზე მყო­ფე­ბი ერ­თხმად აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ მათი პრინ­ცე­სა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და.

სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის შემ­დეგ პრინ­ცე­სა სა­ჯა­რო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მე­ო­რედ გა­მოჩ­ნდა. ის მა­ნამ­დე მხო­ლოდ მეფე ჩარლ­ზის და­ბა­დე­ბის დღის აღ­სა­ნიშ­ნავ ცე­რე­მო­ნი­ას და­ეს­წრო, რო­მე­ლიც 1 თვის წინ ჩა­ტარ­და. მიდლტო­ნის გა­მო­ჩე­ნას დამ­სწრე­ე­ბის მხრი­დან უწყვე­ტი ოვა­ცი­ე­ბი მოჰ­ყვა. ისი­ნი ფეხ­ზე წა­მოდ­გნენ და პრინ­ცე­სას გამ­ხნე­ვე­ბა ტა­შით გა­და­წყვი­ტეს.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა მის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა, ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი პრინ­ცე­სას­თვის ჩოგ­ბურ­თი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი ავად­მყო­ფო­ბა­ზე ძლი­ე­რია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მიდლტო­ნი ტურ­ნირს ყო­ველ წელს ეს­წრე­ბა და უკვე გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დია ვა­რა­უ­დობ­დნენ, რომ ის წელ­საც არ გა­მო­ტო­ვებ­და საყ­ვა­რელ ღო­ნის­ძი­ე­ბას.

რაც შე­ე­ხე­ბა პრინც უი­ლი­ამს, ის ბერ­ლინ­ში გა­ემ­გზავ­რა, რათა ინ­გლი­სის სა­ფეხ­ბურ­თო გუნდს ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნა­ლურ მატჩში უგულ­შე­მატ­კივ­როს. 42 წლის უელ­სის პრინ­ცი არის ფეხ­ბურ­თის ასო­ცი­ა­ცი­ის, ინ­გლი­სის ფეხ­ბურ­თის მმარ­თვე­ლი ორ­გა­ნოს პრე­ზი­დენ­ტი და ამ სპორ­ტის დიდი მოყ­ვა­რუ­ლი.

პრინცს ბერ­ლინ­ში დიდი ბრი­ტა­ნე­თის ახა­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი სერ კირ სტარ­მე­რიც შე­უ­ერ­თდე­ბა.

უიმბლდო­ნის ფი­ნალ­ში ეს­პა­ნე­ლი კარ­ლოს ალ­კა­რა­სი ლე­გენ­და­რულ სერბ ჩოგ­ბურ­თელს ნო­ვაკ ჯო­კო­ვიჩს და­უ­პი­რის­პირ­და და სამ სეტ­ში 6:2; 6:2; 7:6 და­ა­მარ­ცხა. ახალ­გაზ­რდა ეს­პა­ნელ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი ტურ­ნი­რი ზე­დი­ზედ მე­ო­რედ მო­ი­გო. 21 წლის და 70 დღის ასა­კის კარ­ლოს ალ­კა­რა­სი გახ­და მე­ო­თხე ჩოგ­ბურ­თე­ლი, რო­მელ­მაც დიდი სლე­მი მე­ო­თხედ მო­ი­გო. იგი ამ მიღ­წე­ვით ლე­გენ­და­რულ ბო­რის ბე­კერს, ბი­ორნ ბორ­გსა და მატს ვი­ლენ­დერს შე­უ­ერ­თდა.

წყა­რო: nypost

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

00:00 / 00:00
ავტორი:

უწყვეტი ოვაციები და ფეხზე წამომდგარი სტუმრები - პრინცესამ ტრადიციას არ უღალატა: მძიმე დიაგნოზის მიუხედავად, ქეით მიდლტონი უიმბლდონის ფინალს დაესწრო

უწყვეტი ოვაციები და ფეხზე წამომდგარი სტუმრები - პრინცესამ ტრადიციას არ უღალატა: მძიმე დიაგნოზის მიუხედავად, ქეით მიდლტონი უიმბლდონის ფინალს დაესწრო

უელსის პრინცესა ავადმყოფობის მიუხედავად, საყვარელ სპორტს არ ღალატობს და ჩოგბურთის ჩემპიონატს ესწრება. ქეით მიდლტონი დღეს უიმბლდონზე ქალიშვილთან ერთად გამოჩნდა.

ინგლისის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სპორტულ ღონისძიებაზე მიდლტონი 9 წლის ქალიშვილ პრინცესა შარლოტასთან ერთად მივიდა.

  • უიმბლდონზე მყოფები ერთხმად აღნიშნავენ, რომ მათი პრინცესა არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა.

სიმსივნის დიაგნოზის გასაჯაროების შემდეგ პრინცესა საჯარო ღონისძიებაზე მეორედ გამოჩნდა. ის მანამდე მხოლოდ მეფე ჩარლზის დაბადების დღის აღსანიშნავ ცერემონიას დაესწრო, რომელიც 1 თვის წინ ჩატარდა. მიდლტონის გამოჩენას დამსწრეების მხრიდან უწყვეტი ოვაციები მოჰყვა. ისინი ფეხზე წამოდგნენ და პრინცესას გამხნევება ტაშით გადაწყვიტეს.

მიუხედავად იმისა, რომ ყურადღების ცენტრში ყოფნა მის ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება, ყველასთვის საყვარელი პრინცესასთვის ჩოგბურთისადმი სიყვარული ავადმყოფობაზე ძლიერია. აღსანიშნავია, რომ მიდლტონი ტურნირს ყოველ წელს ესწრება და უკვე გარკვეული პერიოდია ვარაუდობდნენ, რომ ის წელსაც არ გამოტოვებდა საყვარელ ღონისძიებას.

რაც შეეხება პრინც უილიამს, ის ბერლინში გაემგზავრა, რათა ინგლისის საფეხბურთო გუნდს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში უგულშემატკივროს. 42 წლის უელსის პრინცი არის ფეხბურთის ასოციაციის, ინგლისის ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტი და ამ სპორტის დიდი მოყვარული.

პრინცს ბერლინში დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი სერ კირ სტარმერიც შეუერთდება.

უიმბლდონის ფინალში ესპანელი კარლოს ალკარასი ლეგენდარულ სერბ ჩოგბურთელს ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდა და სამ სეტში 6:2; 6:2; 7:6 დაამარცხა. ახალგაზრდა ესპანელმა აღნიშნული ტურნირი ზედიზედ მეორედ მოიგო. 21 წლის და 70 დღის ასაკის კარლოს ალკარასი გახდა მეოთხე ჩოგბურთელი, რომელმაც დიდი სლემი მეოთხედ მოიგო. იგი ამ მიღწევით ლეგენდარულ ბორის ბეკერს, ბიორნ ბორგსა და მატს ვილენდერს შეუერთდა.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა