საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატზე, დონალდ ტრამპზე განხორციელებულ თავდასხმას კიდევ ერთხელ ეხმიანება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, "უცხოეთიდან მართული ამ ხალხის" ხელისუფლებაში მოსვლის თეორიულად დაშვებაც კი ჩვენი ქვეყნის "დაბეჩავებას, შიდა არეულობას, ეკონომიკის ჩამოშლას და ცეცხლის ალში საქართველოს გახვევას ნიშნავს".
“დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობამ და მასზე ჩვენი ოპოზიციის და მათი ენჯეოების რეაქციამ საბოლოოდ დაადასტურა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება წყალგამყოფი ომსა და მშვიდობას შორის.
უცხოეთიდან მართული ამ ხალხის ხელისუფლებაში მოსვლის თეორიულად დაშვებაც კი ჩვენი ქვეყნის დაბეჩავებას, შიდა არეულობას, ეკონომიკის ჩამოშლას და ცეცხლის ალში საქართველოს გახვევას ნიშნავს.
ყველგან და ყოველთვის გახსოვდეს საქართველო!” - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი მონაწილე კი - მძიმედ დაშავდა. დაღუპულია თავად შეიარაღებული პირიც, რომელიც აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გაანეიტრალეს. აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურომ (FBI-მ) ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში მონაწილე პირის იდენტიფიცირება მოახდინა და განაცხადა, რომ ის 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია.
მიშას გვერდზე ბიძინას ვინც დასვამს იმას ვაძლევ ჩემს ხმას
ესენი სადღა წავლენ,,,მოიშორეს ყველა კონკურენტი,ქვეყანა 1-ლარადჩაიგდეს ხელში და ყვ ელა ბიზნესი მათ ხელშია...(მიშა იყო გიჟი ,რომ ადგა და წავიდა),თორემ ესენი}}}}}}}}}}}}}}}}}}}}}}}}}}}}}}}}}}}}}}}}}}}}}}}}}