პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე მესროლეს ტყვია, რომელმაც მარჯვენა ყურის ზედა ნაწილი გამიხვრიტა" - დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს
"მე მესროლეს ტყვია, რომელმაც მარჯვენა ყურის ზედა ნაწილი გამიხვრიტა" - დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს

აშშ-ის ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, დო­ნალდ ტრამპმა გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა მის მიერ და­არ­სე­ბულ პლატ­ფორ­მა­ზე - Truth Social-ზე, სა­დაც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­სა და სა­ი­დუმ­ლო სამ­სა­ხურს სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

"რაც მთა­ვა­რია, მინ­და მი­ვუ­სამ­ძიმ­რო მოკ­ლუ­ლის ოჯახს და ასე­ვე, მძი­მედ და­შა­ვე­ბუ­ლის ოჯახს. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რომ ასე­თი ქმე­დე­ბა შე­იძ­ლე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მოხ­დეს. მე მეს­რო­ლეს ტყვია, რო­მელ­მაც მარ­ჯვე­ნა ყუ­რის ზედა ნა­წი­ლი გა­მიხვრი­ტა. როცა ზუ­ზუ­ნის და სრო­ლის ხმა გა­ვი­გო­ნე, მა­შინ­ვე მივ­ხვდი, რომ რა­ღაც რიგ­ზე ვერ იყო და მა­შინ­ვე ვიგ­რძე­ნი ტყვია კან­ში. დიდი სის­ხლდე­ნა იყო, ამი­ტომ მივ­ხვდი, რა ხდე­ბო­და. ღმერ­თმა და­ლო­ცოს ამე­რი­კა!", - წერს ტრამ­პი.

დო­ნალდ ტრამ­პი პენ­სილ­ვა­ნი­ის შტატ­ში მხარ­დამ­ჭე­რებ­თან შეხ­ვედ­რის დროს მომ­ხდა­რი სრო­ლის შე­დე­გად და­შავ­და. შეხ­ვედ­რის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე და­ი­ღუ­პა, ორი მო­ნა­წი­ლე კი - მძი­მედ და­შავ­და. და­ღუ­პუ­ლია თა­ვად შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პი­რიც, რო­მე­ლიც აშშ-ის სა­ი­დუმ­ლო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გა­ა­ნე­იტ­რა­ლეს. აშშ-ის ფე­დე­რა­ლუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის ბი­უ­რომ (FBI-მ) ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე პი­რის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა და გა­ნა­ცხა­და, რომ ის 20 წლის თო­მას მე­თიუ კრუკ­სია. დო­ნალდ ტრამპმა სა­ა­ვად­მყო­ფო შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის შემ­დეგ მა­ლე­ვე და­ტო­ვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"მე მესროლეს ტყვია, რომელმაც მარჯვენა ყურის ზედა ნაწილი გამიხვრიტა" - დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს

"მე მესროლეს ტყვია, რომელმაც მარჯვენა ყურის ზედა ნაწილი გამიხვრიტა" - დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განცხადება გაავრცელა მის მიერ დაარსებულ პლატფორმაზე - Truth Social-ზე, სადაც სამართალდამცავებსა და საიდუმლო სამსახურს სწრაფი რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა.

"რაც მთავარია, მინდა მივუსამძიმრო მოკლულის ოჯახს და ასევე, მძიმედ დაშავებულის ოჯახს. წარმოუდგენელია, რომ ასეთი ქმედება შეიძლება ჩვენს ქვეყანაში მოხდეს. მე მესროლეს ტყვია, რომელმაც მარჯვენა ყურის ზედა ნაწილი გამიხვრიტა. როცა ზუზუნის და სროლის ხმა გავიგონე, მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო და მაშინვე ვიგრძენი ტყვია კანში. დიდი სისხლდენა იყო, ამიტომ მივხვდი, რა ხდებოდა. ღმერთმა დალოცოს ამერიკა!", - წერს ტრამპი.

დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი მონაწილე კი - მძიმედ დაშავდა. დაღუპულია თავად შეიარაღებული პირიც, რომელიც აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გაანეიტრალეს. აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურომ (FBI-მ) ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში მონაწილე პირის იდენტიფიცირება მოახდინა და განაცხადა, რომ ის 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია. დონალდ ტრამპმა საავადმყოფო შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ მალევე დატოვა.