პოლიტიკა
მსოფლიო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილია ბათუმში ტრაგიკულად დაღუპული არასრულწლოვანის ვინაობა - "ამბობენ, ფეხი დაუცურდა და მაგ დროს ჩამოვარდაო"
ცნობილია ბათუმში ტრაგიკულად დაღუპული არასრულწლოვანის ვინაობა - "ამბობენ, ფეხი დაუცურდა და მაგ დროს ჩამოვარდაო"

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და ბა­თუმ­ში, სი­მაღ­ლი­დან ვარ­დნის შე­დე­გად არას­რულ­წლო­ვა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბიჭი მე­ო­თხე სარ­თუ­ლი­დან გა­და­ვარ­და, იგი ერთ-ერთ სამ­შე­ნებ­ლო ობი­ექ­ტზე იყო და­საქ­მე­ბუ­ლი.

სას­წრა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრში AMBEBI.GE-ს გა­ნუ­ცხა­დეს, რომ ბიჭი ექი­მე­ბის ბრი­გა­დას უკვე გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდა. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლი ირაკ­ლი ირე­მა­ძეა.

  • ტრა­გე­დია ლე­ო­ნი­ძის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტთა სა­ერ­თო სა­ცხოვ­რებ­ლის სა­ხუ­რა­ვის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ი­სას მოხ­და.

სა­მუ­შა­ო­ებს ტენ­დერ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კომ­პა­ნია “ალი­გა­ტო­რი-1” აწარ­მო­ებ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის ნა­თე­სა­ვი იყო სწო­რედ და­ღუ­პუ­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ფაქ­ტი დი­ლის 08:00 სა­ათ­ზე მოხ­და და სა­ვა­რა­უ­დოდ, 18 წლის მო­ზარდს ფეხი და­უ­ცურ­და და გად­მო­ვარ­და.

"ამ­ბო­ბენ, რომ ფეხი და­უ­ცურ­და. დი­ლით სამ­სა­ხურ­ში მო­ვე­დი და დამ­ხვდა ეს სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი. ვი­ცით, რომ გა­და­ხურ­ვით სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და ამ დროს მოხ­და ტრა­გე­დია" - ამ­ბო­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი.

მომ­ხდარ­ზე და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე შრო­მის ინ­სპექ­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მი­ვიდ­ნენ. მათი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ამ­ბობს, რომ ობი­ექ­ტზე უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მებს ამოწ­მე­ბენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

ცნობილია ბათუმში ტრაგიკულად დაღუპული არასრულწლოვანის ვინაობა - "ამბობენ, ფეხი დაუცურდა და მაგ დროს ჩამოვარდაო"

ცნობილია ბათუმში ტრაგიკულად დაღუპული არასრულწლოვანის ვინაობა - "ამბობენ, ფეხი დაუცურდა და მაგ დროს ჩამოვარდაო"

ტრაგედია დატრიალდა ბათუმში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად არასრულწლოვანი გარდაიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით, ბიჭი მეოთხე სართულიდან გადავარდა, იგი ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე იყო დასაქმებული.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში AMBEBI.GE-ს განუცხადეს, რომ ბიჭი ექიმების ბრიგადას უკვე გარდაცვლილი დახვდა. ჩვენი ინფორმაციით, გარდაცვლილი ირაკლი ირემაძეა.

  • ტრაგედია ლეონიძის ქუჩაზე მდებარე შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის სახურავის რეაბილიტაციისას მოხდა.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “ალიგატორი-1” აწარმოებდა. არსებული ინფორმაციით, კომპანიის წარმომადგენლის ნათესავი იყო სწორედ დაღუპული არასრულწლოვანი.

ადგილობრივების თქმით, ფაქტი დილის 08:00 საათზე მოხდა და სავარაუდოდ, 18 წლის მოზარდს ფეხი დაუცურდა და გადმოვარდა.

"ამბობენ, რომ ფეხი დაუცურდა. დილით სამსახურში მოვედი და დამხვდა ეს საშინელი ამბავი. ვიცით, რომ გადახურვით სამუშაოები მიმდინარეობდა და ამ დროს მოხდა ტრაგედია" - ამბობენ ადგილობრივები.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. შემთხვევის ადგილზე შრომის ინსპექციის თანამშრომლები მივიდნენ. მათი წარმომადგენელი ამბობს, რომ ობიექტზე უსაფრთხოების ზომებს ამოწმებენ.