პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სიკვდილით დასჯა მიესაჯა ISIS-ის ლიდერის ქვრივს - რას უკავშირდება უმძიმესი განაჩენი და რა არის ცნობილი ჰუდაიფაზე, რომლის ქმარმა თავი შვილებთან ერთად აიფეთქა
სიკვდილით დასჯა მიესაჯა ISIS-ის ლიდერის ქვრივს - რას უკავშირდება უმძიმესი განაჩენი და რა არის ცნობილი ჰუდაიფაზე, რომლის ქმარმა თავი შვილებთან ერთად აიფეთქა

ჯი­ჰა­დის­ტუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბა "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" ლი­დე­რის, აბუ ბაქრ ალ-ბაღ­და­დის ქვრივს, უმ ჰუ­და­ი­ფას ერა­ყის სა­სა­მარ­თლომ სიკ­ვდი­ლით დას­ჯა მი­უ­სა­ჯა.

ის სა­სა­მარ­თლო დო­კუ­მენ­ტებ­ში მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია რო­გორც ასმა მუ­ჰა­მე­დი, მაგ­რამ ცნო­ბი­ლია, რო­გორც უმ ჰუ­და­ი­ფა.

  • ის­ლა­მის­ტუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს ქვრი­ვი 2018 წელს თურ­ქეთ­ში და­ა­კა­ვეს, სა­დაც ის ყალ­ბი სა­ხე­ლით ცხოვ­რობ­და. 2024 წლის თე­ბერ­ვალ­ში ექ­სტრა­დი­რე­ბუ­ლი იქნა ერაყ­ში, სა­დაც მის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო ტე­რო­რიზ­მთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის ბრალ­დე­ბით.

ბაღ­და­დის სის­ხლის სა­მარ­თლის სა­სა­მარ­თლომ ქვრი­ვი დამ­ნა­შა­ვედ ცნო ექ­სტრე­მის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის დახ­მა­რე­ბა­სა და იე­ზი­დი ქა­ლე­ბის იძუ­ლე­ბი­თი ტყვე­ო­ბის ხელ­შე­წყო­ბა­ში.

ამ დრო­ის­თვის ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კატს უმ ჰა­და­ი­ფას სიკ­ვდი­ლით დას­ჯა­ზე კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია. უც­ნო­ბია, აქვს თუ არა დაც­ვის მხა­რეს გა­სა­ჩივ­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

ერა­ყის ცი­ხი­დან BBC-სთან მი­ცე­მულ ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში, უმ ჰუ­და­ი­ფამ აღი­ა­რა, რომ 2014 წლის ზა­ფხულ­ში მის­მა ქმარ­მა ცხრა იე­ზი­დი გო­გო­ნა მას­თან სახ­ლში მი­იყ­ვა­ნა, მაგ­რამ მისი თქმით, მას არა­ნა­ი­რი გავ­ლე­ნა არ ჰქონ­და ქმრის ქმე­დე­ბებ­ზე.

აბუ ბაქრ ალ-ბაღ­და­დი

ერაყ­ში ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს სი­სას­ტი­კე­ე­ბის მწვერ­ვალ­ზე ის­ლა­მის­ტებ­მა ათა­სო­ბით ეთ­ნი­კუ­რი იე­ზი­დი, მათ შო­რის ქა­ლე­ბი და ბავ­შვე­ბი და­ხო­ცეს.

BBC-მ ჩა­წე­რა რამ­დე­ნი­მე მსხვერ­პლი, რომ­ლე­ბიც ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს მო­ნო­ბას გა­და­ურჩნენ. ისი­ნი აცხა­დებ­დნენ, რომ უმ ჰუ­და­ი­ფა თა­ნა­მო­ნა­წი­ლე იყო იე­ზი­დი ქა­ლე­ბის მო­ნო­ბის.

”ის იყო პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ყვე­ლა­ფერ­ზე. მან არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თა - ის ემ­სა­ხუ­რე­ბო­და ქმარს“, - გა­ნუ­ცხა­და BBC-ს ერთ-ერთი ტყვე ქა­ლის დამ, რო­მე­ლიც IS-ის ლი­დერ­მა სა­კუ­თარ სახ­ლში მი­იყ­ვა­ნა. "ის არის კრი­მი­ნა­ლის აბუ ბაქრ ალ-ბაღ­და­დის ცოლი და ისიც მა­სა­ვით კრი­მი­ნა­ლია."

ბოლო წლებ­ში ერა­ყის სა­სა­მარ­თლომ ასო­ბით სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნი და სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა მა­მა­კა­ცებ­სა და ქა­ლებს, რომ­ლე­ბიც მსჯავ­რდა­დე­ბულ­ნი არი­ან „ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რო­ბის­თვის“.

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ჯგუ­ფე­ბი აცხა­დებს, რომ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი ხში­რად ნაჩ­ქა­რე­ვად ტარ­დე­ბა და წა­მე­ბის დროს აღე­ბულ ჩვე­ნე­ბებს ეფუძ­ნე­ბა.

პირ­ვე­ლი ცოლი

უმ ჰუ­და­ი­ფა იყო ალ-ბაღ­და­დის პირ­ვე­ლი ცოლი იმ დროს, რო­დე­საც ტე­რო­რის­ტი ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს ოპე­რა­ცი­ებს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ერაყ­სა და მე­ზო­ბელ სი­რი­ა­ში.

2019 წელს, რე­გი­ონ­ში ტე­რო­რის­ტუ­ლი ჯგუ­ფის მარ­ცხი­დან რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ, ამე­რი­კულ­მა ძა­ლებ­მა ალ-ბაღ­და­დის ჩრდი­ლო-და­სავ­ლეთ სი­რი­ა­ში სა­მა­ლა­ვი და­არ­ბი­ეს. იქ კაცი ოჯა­ხის რამ­დე­ნი­მე წევრთან ერ­თად იმა­ლე­ბო­და.

  • ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს ლი­დერ­მა, რო­მე­ლიც ერთ-ერთ გვი­რაბ­ში იყო ჩარ­ჩე­ნი­ლი, ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ქამ­რის სა­შუ­ა­ლე­ბით რო­გორც სა­კუ­თა­რი თავი, ასე­ვე ად­გილ­ზე მყო­ფი ორი შვი­ლი აა­ფეთ­ქა. აფეთ­ქე­ბის დროს ალ-ბაღ­და­დის ოთხი ცო­ლი­დან ორი და­ი­ღუ­პა.

უმ ჰუ­და­ი­ფა იმ მო­მენ­ტში თურ­ქე­თის სამ­ხრე­თით იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც ყალ­ბი სა­ხე­ლით ცხოვ­რობ­და. ქვრი­ვი მა­ლე­ვე და­ა­კა­ვეს. მიმ­დი­ნა­რე წლის თე­ბერ­ვალ­ში იგი ერაყ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და სა­პა­ტიმ­რო­ში მო­ა­თავ­სეს.

გა­ე­როს გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ მათ აქვთ და­მა­ჯე­რე­ბე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იმი­სა, რომ ის­ლა­მურ­მა სა­ხელ­მწი­ფომ ჩა­ი­დი­ნა გე­ნო­ცი­დი და სხვა და­ნა­შა­უ­ლე­ბი იე­ზი­დი რე­ლი­გი­უ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. მათ უყე­ნებ­დნენ ულ­ტი­მა­ტუმს, მი­ე­ღოთ ის­ლა­მი ან და­ი­ხო­ცე­ბოდ­ნენ.

იე­ზი­დუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ათა­სო­ბით წევ­რი აწა­მეს, მათ­ზე იძა­ლა­დეს, გა­ი­ტა­ცეს და სიკ­ვდი­ლით და­სა­ჯეს.

უმ ჰუ­და­ი­ფას სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რამ ასე­ვე ისა­უბ­რა 2014 წელს ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს მიერ მო­წყო­ბილ ხოც­ვა-ჟლე­ტა­ზე, რომ­ლის დრო­საც და­ახ­ლო­ე­ბით 1700 ერა­ყე­ლი ჯა­რის­კა­ცი, ძი­რი­თა­დად ში­ი­ტი მუს­ლი­მე­ბი მოკ­ლეს.

ქვრი­ვი ამ­ბობ­და, რომ ის ყო­ველ­თვის საყ­ვე­დუ­რობ­და ქმარს „უდა­ნა­შა­უ­ლო ხალ­ხის სის­ხლის­თვის“ და რომ „რცხვე­ნია“ ყვე­ლაფ­რის, რაც იე­ზი­დი ქა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მოხ­და და გან­სა­კუთ­რე­ბით იმ ცხრა ქა­ლის, ვინც მის სახ­ლში მოხ­ვდა.

წყა­რო

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

სიკვდილით დასჯა მიესაჯა ISIS-ის ლიდერის ქვრივს - რას უკავშირდება უმძიმესი განაჩენი და რა არის ცნობილი ჰუდაიფაზე, რომლის ქმარმა თავი შვილებთან ერთად აიფეთქა

სიკვდილით დასჯა მიესაჯა ISIS-ის ლიდერის ქვრივს - რას უკავშირდება უმძიმესი განაჩენი და რა არის ცნობილი ჰუდაიფაზე, რომლის ქმარმა თავი შვილებთან ერთად აიფეთქა

ჯიჰადისტური დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ქვრივს, უმ ჰუდაიფას ერაყის სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.

ის სასამართლო დოკუმენტებში მოხსენიებულია როგორც ასმა მუჰამედი, მაგრამ ცნობილია, როგორც უმ ჰუდაიფა.

  • ისლამისტური სახელმწიფოს ქვრივი 2018 წელს თურქეთში დააკავეს, სადაც ის ყალბი სახელით ცხოვრობდა. 2024 წლის თებერვალში ექსტრადირებული იქნა ერაყში, სადაც მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო ტერორიზმთან დაკავშირებული დანაშაულების ბრალდებით.

ბაღდადის სისხლის სამართლის სასამართლომ ქვრივი დამნაშავედ ცნო ექსტრემისტულ ორგანიზაციის დახმარებასა და იეზიდი ქალების იძულებითი ტყვეობის ხელშეწყობაში.

ამ დროისთვის ბრალდებულის ადვოკატს უმ ჰადაიფას სიკვდილით დასჯაზე კომენტარი არ გაუკეთებია. უცნობია, აქვს თუ არა დაცვის მხარეს გასაჩივრების შესაძლებლობა.

ერაყის ციხიდან BBC-სთან მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, უმ ჰუდაიფამ აღიარა, რომ 2014 წლის ზაფხულში მისმა ქმარმა ცხრა იეზიდი გოგონა მასთან სახლში მიიყვანა, მაგრამ მისი თქმით, მას არანაირი გავლენა არ ჰქონდა ქმრის ქმედებებზე.

აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი

ერაყში ისლამური სახელმწიფოს სისასტიკეების მწვერვალზე ისლამისტებმა ათასობით ეთნიკური იეზიდი, მათ შორის ქალები და ბავშვები დახოცეს.

BBC-მ ჩაწერა რამდენიმე მსხვერპლი, რომლებიც ისლამური სახელმწიფოს მონობას გადაურჩნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ უმ ჰუდაიფა თანამონაწილე იყო იეზიდი ქალების მონობის.

”ის იყო პასუხისმგებელი ყველაფერზე. მან არჩევანი გააკეთა - ის ემსახურებოდა ქმარს“, - განუცხადა BBC-ს ერთ-ერთი ტყვე ქალის დამ, რომელიც IS-ის ლიდერმა საკუთარ სახლში მიიყვანა. "ის არის კრიმინალის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ცოლი და ისიც მასავით კრიმინალია."

ბოლო წლებში ერაყის სასამართლომ ასობით სასიკვდილო განაჩენი და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა მამაკაცებსა და ქალებს, რომლებიც მსჯავრდადებულნი არიან „ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის“.

უფლებადამცველი ჯგუფები აცხადებს, რომ სასამართლო პროცესები ხშირად ნაჩქარევად ტარდება და წამების დროს აღებულ ჩვენებებს ეფუძნება.

პირველი ცოლი

უმ ჰუდაიფა იყო ალ-ბაღდადის პირველი ცოლი იმ დროს, როდესაც ტერორისტი ისლამური სახელმწიფოს ოპერაციებს ხელმძღვანელობდა ერაყსა და მეზობელ სირიაში.

2019 წელს, რეგიონში ტერორისტული ჯგუფის მარცხიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ამერიკულმა ძალებმა ალ-ბაღდადის ჩრდილო-დასავლეთ სირიაში სამალავი დაარბიეს. იქ კაცი ოჯახის რამდენიმე წევრთან ერთად იმალებოდა.

  • ისლამური სახელმწიფოს ლიდერმა, რომელიც ერთ-ერთ გვირაბში იყო ჩარჩენილი, ასაფეთქებელი ქამრის საშუალებით როგორც საკუთარი თავი, ასევე ადგილზე მყოფი ორი შვილი ააფეთქა. აფეთქების დროს ალ-ბაღდადის ოთხი ცოლიდან ორი დაიღუპა.

უმ ჰუდაიფა იმ მომენტში თურქეთის სამხრეთით იმყოფებოდა, სადაც ყალბი სახელით ცხოვრობდა. ქვრივი მალევე დააკავეს. მიმდინარე წლის თებერვალში იგი ერაყში გადაიყვანეს და საპატიმროში მოათავსეს.

გაეროს გამომძიებლები აცხადებენ, რომ მათ აქვთ დამაჯერებელი მტკიცებულება იმისა, რომ ისლამურმა სახელმწიფომ ჩაიდინა გენოციდი და სხვა დანაშაულები იეზიდი რელიგიური უმცირესობის წინააღმდეგ. მათ უყენებდნენ ულტიმატუმს, მიეღოთ ისლამი ან დაიხოცებოდნენ.

იეზიდური საზოგადოების ათასობით წევრი აწამეს, მათზე იძალადეს, გაიტაცეს და სიკვდილით დასაჯეს.

უმ ჰუდაიფას სასამართლო პროცესზე პროკურატურამ ასევე ისაუბრა 2014 წელს ისლამური სახელმწიფოს მიერ მოწყობილ ხოცვა-ჟლეტაზე, რომლის დროსაც დაახლოებით 1700 ერაყელი ჯარისკაცი, ძირითადად შიიტი მუსლიმები მოკლეს.

ქვრივი ამბობდა, რომ ის ყოველთვის საყვედურობდა ქმარს „უდანაშაულო ხალხის სისხლისთვის“ და რომ „რცხვენია“ ყველაფრის, რაც იეზიდი ქალების შემთხვევაში მოხდა და განსაკუთრებით იმ ცხრა ქალის, ვინც მის სახლში მოხვდა.

წყარო

წაიკითხეთ ასევე: