სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბერლინი მოვდივართ!" - სამეფო ოჯახის განსაკუთრებული მზადება ფინალისთვის და მეფე ჩარლზის წერილი ნაკრების მწვრთნელს: რა ხდებოდა კულუარებში დიდი მოგების შემდეგ
"ბერლინი მოვდივართ!" - სამეფო ოჯახის განსაკუთრებული მზადება ფინალისთვის და მეფე ჩარლზის წერილი ნაკრების მწვრთნელს: რა ხდებოდა კულუარებში დიდი მოგების შემდეგ

მეფე ჩარლზ­მა ინ­გლი­სის the Three Lions - ევრო 2024-ის ფი­ნალ­ში გას­ვლა მი­უ­ლო­ცა და მო­უ­წო­და თავი აა­რი­დონ “სა­ჯა­რი­მო დრა­მებს“, რად­გან ეს ერის სტრე­სის დო­ნეს ზრდის. ჰო­ლან­დი­ას­თან ან­გა­რი­შით 2:1 მო­გე­ბის შემ­დეგ, ინ­გლი­სის გუნ­დის მწვრთნე­ლის­თვის - გა­რეტ სა­უთ­გე­ი­ტის­თვის გაგ­ზავ­ნილ შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ში ჩარლზ­მა ფეხ­ბურ­თე­ლებს სა­მე­ფო ოჯა­ხის "ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სო სურ­ვი­ლე­ბი" და "ყვე­ლა­ზე თბი­ლი მი­ლოც­ვა" გა­დას­ცა.

  • მე­ფემ ხუმ­რო­ბით მო­უ­წო­და სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რებს, ფი­ნალ­ში თა­მა­ში­სას “ქვეყ­ნის არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი“ გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ.

“მე და ჩემი მე­უღ­ლე, მთე­ლი ოჯა­ხით გი­ლო­ცავთ U.E.F.A-ს ფი­ნალ­ში გას­ვლას და კვი­რას, ფი­ნა­ლურ მატჩთან და­კავ­ში­რე­ბით ჩვენს სა­უ­კე­თე­სო სურ­ვი­ლებს გიგ­ზავ­ნით. წარ­მა­ტე­ბე­ბი ინ­გლი­სო“, - წე­რია მეფე ჩარლ­ზის მი­სა­ლოც ბა­რათ­ზე.

  • სა­სი­ხა­რუ­ლო გა­მარ­ჯვე­ბა აღ­ნიშ­ნა უელ­სის პრინცმა

"რა ლა­მა­ზია, ოლი! გი­ლო­ცავთ ინ­გლისს! #EURO2024 ფი­ნა­ლის­ტე­ბი",- წერს იუ­ლი­ა­მი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, სა­დაც, მან ფეხ­ბურ­თე­ლი უოტ­კინ­სი გა­მო­არ­ჩია.

ცნო­ბი­ლია, რომ უი­ლი­ა­მი, რო­მე­ლიც სა­ფეხ­ბურ­თო ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტია, სა­ვა­რა­უ­დოდ, ფი­ნალ­ზე და­სას­წრე­ბად ბერ­ლინ­ში გა­ემ­გზავ­რე­ბა.

  • ინ­ფორ­მა­ცია და­ა­დას­ტუ­რა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა სერ კირ სტარ­მერ­მაც

“რა სა­ო­ცა­რი თა­მა­შია, ინ­გლი­სო და რა გა­მარ­ჯვე­ბაა. ბერ­ლი­ნი, მოვ­დი­ვართ!“ - და­წე­რა ახ­ლად არ­ჩე­ულ­მა პრე­მი­ერ­მა X-ზე.

ინ­გლი­სის გულ­შე­მატ­კივ­რებ­მა გუ­შინ, ჰო­ლან­დი­ას­თან გა­მარ­ჯვე­ბა იზე­ი­მეს. ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში ინ­გლის­მა ნი­დერ­ლან­დე­ბი 2:1 და­ა­მარ­ცხა და ზე­დი­ზედ მე­ო­რედ გა­ვი­და ფი­ნალ­ში. ნი­დერ­ლან­დე­ბი დე­ბი­უ­ტში სი­მონსმა შო­რი­დან დარ­ტყმით და­ა­წი­ნა­უ­რა, რა­მაც ინ­გლი­სე­ლე­ბი აი­ძუ­ლა თა­ვის მო­სა­წყენ თა­მაშ­ზე უარი ეთ­ქვათ და კე­ინ­მა პე­ნალ­ტით ან­გა­რი­ში გა­ა­თა­ნაბ­რა. პირ­ვე­ლი ტა­ი­მი 1:1 დას­რულ­და.

შეს­ვე­ნე­ბის შემ­დეგ ნი­დერ­ლან­დე­ბი უკეთ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და, კონ­ტრშე­ტე­ვა­ზე კი სა­კამ გა­ი­ტა­ნა, მაგ­რამ თა­მა­შ­გა­რე და­ფიქ­სირ­და. 81-ე წუთ­ზე მწვრთნელ­მა კე­ი­ნი უოტ­კინ­სით შეც­ვა­ლა, რო­მელ­მაც 90-ე წუთ­ზე ვერბრი­უ­გე­ნის კარი და­ლაშ­ქრა და ინ­გლი­სი ფი­ნალ­ში გა­იყ­ვა­ნა.

14 ივ­ლისს, ფი­ნალ­ში ინ­გლი­სი ეს­პა­ნეთს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა.

წყა­რო: dailymail

ასე­ვე იხი­ლეთ:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ბერლინი მოვდივართ!" - სამეფო ოჯახის განსაკუთრებული მზადება ფინალისთვის და მეფე ჩარლზის წერილი ნაკრების მწვრთნელს: რა ხდებოდა კულუარებში დიდი მოგების შემდეგ

"ბერლინი მოვდივართ!" - სამეფო ოჯახის განსაკუთრებული მზადება ფინალისთვის და მეფე ჩარლზის წერილი ნაკრების მწვრთნელს: რა ხდებოდა კულუარებში დიდი მოგების შემდეგ

მეფე ჩარლზმა ინგლისის the Three Lions - ევრო 2024-ის ფინალში გასვლა მიულოცა და მოუწოდა თავი აარიდონ “საჯარიმო დრამებს“, რადგან ეს ერის სტრესის დონეს ზრდის. ჰოლანდიასთან ანგარიშით 2:1 მოგების შემდეგ, ინგლისის გუნდის მწვრთნელისთვის - გარეტ საუთგეიტისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში ჩარლზმა ფეხბურთელებს სამეფო ოჯახის "ყველაზე საუკეთესო სურვილები" და "ყველაზე თბილი მილოცვა" გადასცა.

  • მეფემ ხუმრობით მოუწოდა საფეხბურთო ნაკრებს, ფინალში თამაშისას “ქვეყნის არტერიული წნევის მაჩვენებელი“ გაითვალისწინონ.

“მე და ჩემი მეუღლე, მთელი ოჯახით გილოცავთ U.E.F.A-ს ფინალში გასვლას და კვირას, ფინალურ მატჩთან დაკავშირებით ჩვენს საუკეთესო სურვილებს გიგზავნით. წარმატებები ინგლისო“, - წერია მეფე ჩარლზის მისალოც ბარათზე.

  • სასიხარულო გამარჯვება აღნიშნა უელსის პრინცმა

"რა ლამაზია, ოლი! გილოცავთ ინგლისს! #EURO2024 ფინალისტები",- წერს იულიამი სოციალურ ქსელში, სადაც, მან ფეხბურთელი უოტკინსი გამოარჩია.

ცნობილია, რომ უილიამი, რომელიც საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტია, სავარაუდოდ, ფინალზე დასასწრებად ბერლინში გაემგზავრება.

  • ინფორმაცია დაადასტურა პრემიერ-მინისტრმა სერ კირ სტარმერმაც

“რა საოცარი თამაშია, ინგლისო და რა გამარჯვებაა. ბერლინი, მოვდივართ!“ - დაწერა ახლად არჩეულმა პრემიერმა X-ზე.

ინგლისის გულშემატკივრებმა გუშინ, ჰოლანდიასთან გამარჯვება იზეიმეს. ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ინგლისმა ნიდერლანდები 2:1 დაამარცხა და ზედიზედ მეორედ გავიდა ფინალში. ნიდერლანდები დებიუტში სიმონსმა შორიდან დარტყმით დააწინაურა, რამაც ინგლისელები აიძულა თავის მოსაწყენ თამაშზე უარი ეთქვათ და კეინმა პენალტით ანგარიში გაათანაბრა. პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

შესვენების შემდეგ ნიდერლანდები უკეთ გამოიყურებოდა, კონტრშეტევაზე კი საკამ გაიტანა, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა. 81-ე წუთზე მწვრთნელმა კეინი უოტკინსით შეცვალა, რომელმაც 90-ე წუთზე ვერბრიუგენის კარი დალაშქრა და ინგლისი ფინალში გაიყვანა.

14 ივლისს, ფინალში ინგლისი ესპანეთს დაუპირისპირდება.

წყარო: dailymail

ასევე იხილეთ: