სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აგროსფერომ" სტიპენდია აგრარული უნივერსიტეტის კიდევ 6 სტუდენტს დაუნიშნა
"აგროსფერომ" სტიპენდია აგრარული უნივერსიტეტის კიდევ 6 სტუდენტს დაუნიშნა

მე-3 წე­ლია, ინო­ვა­ცი­უ­რი სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო პრო­დუქ­ცი­ი­სა და აგ­რო­ტექ­ნი­კის უმ­სხვი­ლე­სი იმ­პორ­ტი­ო­რი კომ­პა­ნია „აგ­როს­ფე­რო“ აქ­ტი­უ­რად უჭერს მხარს ახალ­გაზ­რდე­ბის პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას და ახორ­ცი­ე­ლებს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებს. სას­ტი­პენ­დიო პროგ­რა­მა ერთ-ერთი მათ­გა­ნია, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც კომ­პა­ნია სტი­პენ­დი­ას სა­ქარ­თვე­ლოს აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მა­ღა­ლი მოს­წრე­ბის III-IV კურ­სის სტუ­დენ­ტებს უნიშ­ნავს და მათ თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნის გაღ­რმა­ვე­ბა­სა და პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა.

სტი­პენ­დი­ის გა­ცე­მის პირ­ველ წელს, კომ­პა­ნია „აგ­როს­ფე­რომ“ სტი­პენ­დია და­გეგ­მილ­ზე ერ­თით მეტს, ოთხ სტუ­დენტს გა­დას­ცა, მე­ო­რე წელს – სამს, ხოლო მიმ­დი­ნა­რე წელს კომ­პა­ნი­ამ მათი რა­ო­დე­ნო­ბა გა­ა­ორ­მა­გა. კონ­კურ­სის შე­დე­გად, აგ­რო­ნო­მი­ის, მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა-მეღ­ვი­ნე­ო­ბი­სა და მე­ქა­ნი­კის ინ­ჟი­ნე­რი­ის პროგ­რა­მე­ბი­დან ორ-ორი სტუ­დენ­ტი შე­ირ­ჩა.

„და­ვი­ნა­ხეთ, რომ ჩვენ მიერ გა­და­ცე­მუ­ლი სტი­პენ­დია სტუ­დენ­ტე­ბი­სათ­ვის ძა­ლი­ან კარ­გი მო­ტი­ვა­ცი­აა, რაც თა­ვი­დან­ვე ჩვე­ნი ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი იყო. კი­დევ უფრო მეტი ახალ­გაზ­რდის მო­ტი­ვი­რე­ბი­სა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კად­რის მომ­ზა­დე­ბის­თვის კი გა­დავ­წყვი­ტეთ, წელს მათი რა­ო­დე­ნო­ბა გაგ­ვე­ორ­მა­გე­ბი­ნა.

მო­ხა­რუ­ლი ვართ, რომ იზ­რდე­ბა სტუ­დენ­ტე­ბის პროგ­რა­მით და­ინ­ტე­რე­სე­ბა. კი­დევ უფრო სა­სი­ა­მოვ­ნოა ის, რომ მათი წარ­მა­ტე­ბის ნა­წი­ლი ვართ“, – ამ­ბობს „აგ­როს­ფე­როს“ სას­წავ­ლო ცენ­ტრის #აგ­რა­რი­უ­მის ხელ­მძღვა­ნე­ლი, მა­რი­ამ მე­რა­ბიშ­ვი­ლი.

სას­ტი­პენ­დიო პროგ­რა­მის გარ­და, „აგ­როს­ფე­რო“ ახორ­ცი­ე­ლებს პრაქ­ტი­კა-სტა­ჟი­რე­ბის პროგ­რა­მას, რო­მე­ლიც სტი­პენ­დი­ა­ტებ­სა და დარ­გით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ სხვა ახალ­გაზ­რდებს შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ი­ღონ პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა სხვა­დას­ხვა აგრო მი­მარ­თუ­ლე­ბით.

„ისე­ვე, რო­გორც გა­სულ წლებ­ში, კომ­პა­ნია წელ­საც მზა­დაა უმას­პინ­ძლოს 10-15 აქ­ტი­ურ და მო­ტი­ვი­რე­ბულ სტუ­დენტს. პროგ­რა­მა გუ­ლის­ხმობს პრაქ­ტი­კი­სა და სტა­ჟი­რე­ბის გავ­ლას კომ­პა­ნი­ის ბა­ზებ­ზე სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით, რაც სა­ბო­ლოო ჯამ­ში მთლი­ა­ნად ფა­რავს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის დარ­გს. გვჯე­რა, რომ ეს სტუ­დენ­ტე­ბის­თვის უდი­დე­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა, რად­გან პრაქ­ტი­კა და დარგთან უშუ­ა­ლო შემ­ხებ­ლო­ბა შე­უც­ვლელ გა­მოც­დი­ლე­ბას სძენს ახალ­გაზ­რდებს“, – გვი­თხრა მა­რი­ამ მე­რა­ბიშ­ვილ­მა.

„აგ­როს­ფე­რო­ში“ ამ­ბო­ბენ, რომ დარ­გით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის ხელ­შე­წყო­ბა კომ­პა­ნი­ის ერთ-ერთი მთა­ვა­რი უპი­რა­ტე­სო­ბაა. ამი­ტომ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებს მდგრა­დი ხა­სი­ა­თი აქვს და მათი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მომ­დევ­ნო წლებ­შიც იგეგ­მე­ბა.

„უდი­დე­სი სურ­ვი­ლი გვაქვს, რომ ტრა­დი­ცია გაგ­რძელ­დეს და ამის­თვის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი იდე­ე­ბი­თა და მო­ტი­ვა­ცი­ით ვართ აღ­ჭურ­ვი­ლი...

კომ­პა­ნი­ის და პი­რა­დად ჩემი, რო­გორც ახალ­გაზ­რდე­ბის დიდი გულ­შე­მატ­კივ­რის, ყვე­ლა­ზე დიდი მო­ტი­ვა­ცია და სურ­ვი­ლი იყო, სტი­პენ­დი­ი­სა და პრაქ­ტი­კა-სტა­ჟი­რე­ბის პროგ­რა­მა ყო­ფი­ლი­ყო მდგრა­დი, გრძელ­ვა­დი­ა­ნი, პრო­დუქ­ტი­უ­ლი და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის დარ­გის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის და­დე­ბი­თი შე­დე­გე­ბის მომ­ტა­ნი. ჩვე­ნი დაკ­ვირ­ვე­ბი­თა და პროგ­რა­მა­ში ჩარ­თულ სტუ­დენ­ტთა შე­ფა­სე­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით, თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ პრო­ექ­ტი შედ­გა და საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლად!“ – ამ­ბობს მა­რი­ამ მე­რა­ბიშ­ვი­ლი.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"აგროსფერომ" სტიპენდია აგრარული უნივერსიტეტის კიდევ 6 სტუდენტს დაუნიშნა

"აგროსფერომ" სტიპენდია აგრარული უნივერსიტეტის კიდევ 6 სტუდენტს დაუნიშნა

მე-3 წელია, ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის უმსხვილესი იმპორტიორი კომპანია „აგროსფერო“ აქტიურად უჭერს მხარს ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებას და ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამებს. სასტიპენდიო პროგრამა ერთ-ერთი მათგანია, რომლის ფარგლებშიც კომპანია სტიპენდიას საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მაღალი მოსწრების III-IV კურსის სტუდენტებს უნიშნავს და მათ თეორიული ცოდნის გაღრმავებასა და პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში ეხმარება.

სტიპენდიის გაცემის პირველ წელს, კომპანია „აგროსფერომ“ სტიპენდია დაგეგმილზე ერთით მეტს, ოთხ სტუდენტს გადასცა, მეორე წელს – სამს, ხოლო მიმდინარე წელს კომპანიამ მათი რაოდენობა გააორმაგა. კონკურსის შედეგად, აგრონომიის, მევენახეობა-მეღვინეობისა და მექანიკის ინჟინერიის პროგრამებიდან ორ-ორი სტუდენტი შეირჩა.

„დავინახეთ, რომ ჩვენ მიერ გადაცემული სტიპენდია სტუდენტებისათვის ძალიან კარგი მოტივაციაა, რაც თავიდანვე ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო. კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდის მოტივირებისა და პროფესიონალი კადრის მომზადებისთვის კი გადავწყვიტეთ, წელს მათი რაოდენობა გაგვეორმაგებინა.

მოხარული ვართ, რომ იზრდება სტუდენტების პროგრამით დაინტერესება. კიდევ უფრო სასიამოვნოა ის, რომ მათი წარმატების ნაწილი ვართ“, – ამბობს „აგროსფეროს“ სასწავლო ცენტრის #აგრარიუმის ხელმძღვანელი, მარიამ მერაბიშვილი.

სასტიპენდიო პროგრამის გარდა, „აგროსფერო“ ახორციელებს პრაქტიკა-სტაჟირების პროგრამას, რომელიც სტიპენდიატებსა და დარგით დაინტერესებულ სხვა ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს რამდენიმე თვის განმავლობაში მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება სხვადასხვა აგრო მიმართულებით.

„ისევე, როგორც გასულ წლებში, კომპანია წელსაც მზადაა უმასპინძლოს 10-15 აქტიურ და მოტივირებულ სტუდენტს. პროგრამა გულისხმობს პრაქტიკისა და სტაჟირების გავლას კომპანიის ბაზებზე სხვადასხვა მიმართულებით, რაც საბოლოო ჯამში მთლიანად ფარავს სოფლის მეურნეობის დარგს. გვჯერა, რომ ეს სტუდენტებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა, რადგან პრაქტიკა და დარგთან უშუალო შემხებლობა შეუცვლელ გამოცდილებას სძენს ახალგაზრდებს“, – გვითხრა მარიამ მერაბიშვილმა.

„აგროსფეროში“ ამბობენ, რომ დარგით დაინტერესებული ახალგაზრდების ხელშეწყობა კომპანიის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა. ამიტომ საგანმანათლებლო პროგრამებს მდგრადი ხასიათი აქვს და მათი განხორციელება მომდევნო წლებშიც იგეგმება.

„უდიდესი სურვილი გვაქვს, რომ ტრადიცია გაგრძელდეს და ამისთვის განახლებული იდეებითა და მოტივაციით ვართ აღჭურვილი...

კომპანიის და პირადად ჩემი, როგორც ახალგაზრდების დიდი გულშემატკივრის, ყველაზე დიდი მოტივაცია და სურვილი იყო, სტიპენდიისა და პრაქტიკა-სტაჟირების პროგრამა ყოფილიყო მდგრადი, გრძელვადიანი, პროდუქტიული და სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისათვის დადებითი შედეგების მომტანი. ჩვენი დაკვირვებითა და პროგრამაში ჩართულ სტუდენტთა შეფასებაზე დაყრდნობით, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პროექტი შედგა და საკმაოდ წარმატებულად!“ – ამბობს მარიამ მერაბიშვილი.

R