მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიოს ახალი კერპი: ვინ არის იამალი - 16 წლის მილიონერის ბავშვობა, ბრძოლა და ოჯახის სხვა ქალაქში გადასვლის ისტორია, რომელმაც მისი ცხოვრება შეცვალა
მსოფლიოს ახალი კერპი: ვინ არის იამალი - 16 წლის მილიონერის ბავშვობა, ბრძოლა და ოჯახის სხვა ქალაქში გადასვლის ისტორია, რომელმაც მისი ცხოვრება შეცვალა

9 ივ­ლისს, ევრო 2024-ის ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში, სა­დაც ერ­თმა­ნეთს ეს­პა­ნე­თი და საფ­რან­გე­თი და­უ­პი­რის­პირ­დნენ, მარ­ჯვე­ნა ფლანგზე მო­თა­მა­შე 16 წლის ლა­მინ ია­მალ­მა კი­დევ ერთხელ გა­იბრწყი­ნა. მას მსოფ­ლი­ოს ამო­მა­ვალ ვარ­სკვლავს უწო­დე­ბენ. ია­მა­ლი ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა ფეხ­ბურ­თე­ლია, რო­მელ­მაც დიდ ტურ­ნი­რებ­ზე მე­ტო­ქე­თა კარი და­ლაშ­ქრა.

ეს­პა­ნე­თის სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბი, ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში ან­გა­რი­შით 2:1, საფ­რან­გე­თის და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნალ­ში გა­ვი­და.

"ია­მა­ლი ეს­პა­ნე­თის მო­მა­ვალ ოქ­როს ერა­ზე მიგ­ვა­ნიშ­ნებს... ფი­ნალ­ში გა­მოჩ­ნდა ვარ­სკვლა­ვი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა იყოს ძლი­ე­რი მემ­კვიდ­რე. ლა­მინ ია­მა­ლის სენ­სა­ცი­ურ­მა გოლ­მა ევრო 2024 გა­ა­ნა­თა...“

"ის არის ფეხ­ბურ­თე­ლი, რო­მელ­საც შე­უძ­ლია ფეხ­ბურ­თის ეპო­ქის შექ­მნა“

"თით­ქოს მას ღვთის კვერ­თხი შე­ე­ხო, რჩე­უ­ლია", - ასე ახა­სი­ა­თე­ბენ მის სა­ფეხ­ბურ­თო შე­მოქ­მე­დე­ბას სპორ­ტუ­ლი მი­მომ­ხილ­ვე­ლე­ბი.

და მარ­თლაც, ია­მა­ლის ის­ტო­რია თით­ქოს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია...

  • და­სა­წყი­სი

ია­მა­ლი 2007 წლის 13 ივ­ლისს ეს­პა­ნე­თის ავ­ტო­ნო­მი­ურ თემ­ში, კა­ტა­ლო­ნი­ა­ში და­ი­ბა­და. მისი მამა მა­რო­კო­ე­ლია, დედა კი ეკ­ვა­ტო­რე­ლი და გვი­ნე­ე­ლი. ბავ­შო­ბა­ში კა­ტა­ლო­ნი­ის ქა­ლაქ გრა­ნო­ლერ­სა და მა­ტა­რო­ში იზ­რდე­ბო­და. რო­დე­საც შვი­დი წლის იყო, ოჯა­ხი სა­ცხოვ­რებ­ლად ბარ­სე­ლო­ნა­ში გა­და­ვი­და, სა­დაც პა­ტა­რა ლა­მი­ნი FC Barcelona-ს ახალ­გაზ­რდულ აკა­დე­მი­ას შე­უ­ერ­თდა. სკო­ლა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სწავ­ლით არ გა­მო­ირ­ჩე­ო­და, თუმ­ცა აკა­დე­მი­ა­ში მა­ლე­ვე შე­ამ­ჩნი­ეს და ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შედ მი­იჩ­ნევ­დნენ.

ია­მა­ლის დე­ბი­უ­ტი 2023 წლის 29 აპ­რილს შედ­გა. მან ლა ლი­გა­ში რეალ ბე­ტის­თან 4-0 გა­მარ­ჯვე­ბის 83-ე წუთ­ზე, თა­მა­შის ბედი შეც­ვა­ლა.

  • წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ის­ტო­რია ლი­ო­ნელ მე­სის და ლა­მინ ია­მა­ლის ფო­ტო­ებს მიღ­მა

ბარ­სე­ლო­ნას ტა­ლან­ტის, ლა­მინ ია­მა­ლის მა­მამ, მუ­ნირ ნას­რა­უ­იმ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თა­ვი­სი შვი­ლი­სა და ლი­ო­ნელ მე­სის ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, წარ­წე­რით: "ორი ლე­გენ­დის და­სა­წყი­სი". ამის შემ­დეგ ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში ლე­გენ­და­რუ­ლი არ­გენ­ტი­ნე­ლი­სა და 16 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის კი­დევ არა­ერ­თი ფოტო გავ­რცელ­და, რო­მე­ლიც 2007 წლის დე­კემ­ბრით თა­რიღ­დე­ბა. მა­შინ ია­მა­ლი მხო­ლოდ და მხო­ლოდ 4 თვის იყო.

ფო­ტო­ე­ბი სო­ლი­და­რო­ბის კა­ლენ­დრის გამო გა­და­ი­ღეს, რო­მელ­საც კა­ტა­ლო­ნი­უ­რი გა­მო­ცე­მა ყო­ველ წელს აწარ­მო­ებ­და და რო­მელ­შიც ბარ­სე­ლო­ნას ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

ამ ის­ტო­რი­უ­ლი კად­რის ფო­ტოგ­რაფ­მა, ჯოან მონ­ფორ­ტმა, The Athletic-თან ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბის პრო­ცე­სი გა­იხ­სე­ნა: "რთუ­ლი ფოტო იყო, შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ მის გა­და­სა­ღე­ბად “სის­ხლი დავღვა­რე“, - აღ­ნიშ­ნა ფო­ტოგ­რაფ­მა.

ფა­ნე­ბი დარ­წმუ­ნე­ბულ­ნი არი­ან, რომ ლი­ო­ნელ მე­სიმ "მისი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ნა­წი­ლი გა­დას­ცა" ია­მალს.

  • ხელ­ფა­სი

2023 წლის 2 ოქ­ტომ­ბერს ბარ­სე­ლო­ნამ გა­მო­ა­ცხა­და, რომ ლა­მინ ია­მალ­მა კლუბ­თან ახა­ლი კონ­ტრაქ­ტი გა­ა­ფორ­მა. გა­რი­გე­ბა 2026 წლის 30 ივ­ნი­სამ­დე მოქ­მე­დებს.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ასე­ვე არ­სე­ბობს შე­თან­ხმე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ლა­მინ ია­მა­ლის კონ­ტრაქ­ტი ავ­ტო­მა­ტუ­რად შე­იც­ვლე­ბა, რო­გორც კი ის 18 წლის გახ­დე­ბა. იმ დრო­ის­თვის, მისი ბოლო კონ­ტრაქ­ტი შე­წყდე­ბა და ახა­ლი კონ­ტრაქ­ტი გა­ფორმ­დე­ბა, რო­მე­ლიც გაგ­რძელ­დე­ბა 2030 წლის ივ­ნი­სამ­დე, მო­სა­ლოდ­ნე­ლია ხელ­ფა­სის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზრდა.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ია­მა­ლის ხელ­ფა­სი წე­ლი­წად­ში და­ახ­ლო­ე­ბით 1 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რია.

წყა­რო: skysports; theguardian

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბაბუ
17

საინტერესო თამაში გველოდება. პირადად მე ინგლისს ვგულშემატკივრობ. ვნახოთ.

Giga
21

მე მგონი ინგლისი ფინალს აღარ დათმობს და ესპანეთს ჩაუტარებს გაკვეთილს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

მსოფლიოს ახალი კერპი: ვინ არის იამალი - 16 წლის მილიონერის ბავშვობა, ბრძოლა და ოჯახის სხვა ქალაქში გადასვლის ისტორია, რომელმაც მისი ცხოვრება შეცვალა

მსოფლიოს ახალი კერპი: ვინ არის იამალი - 16 წლის მილიონერის ბავშვობა, ბრძოლა და ოჯახის სხვა ქალაქში გადასვლის ისტორია, რომელმაც მისი ცხოვრება შეცვალა

9 ივლისს, ევრო 2024-ის ნახევარფინალში, სადაც ერთმანეთს ესპანეთი და საფრანგეთი დაუპირისპირდნენ, მარჯვენა ფლანგზე მოთამაშე 16 წლის ლამინ იამალმა კიდევ ერთხელ გაიბრწყინა. მას მსოფლიოს ამომავალ ვარსკვლავს უწოდებენ. იამალი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც დიდ ტურნირებზე მეტოქეთა კარი დალაშქრა.

ესპანეთის საფეხბურთო ნაკრები, ნახევარფინალში ანგარიშით 2:1, საფრანგეთის დამარცხების შემდეგ, ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა.

"იამალი ესპანეთის მომავალ ოქროს ერაზე მიგვანიშნებს... ფინალში გამოჩნდა ვარსკვლავი, რომელიც შეიძლება იყოს ძლიერი მემკვიდრე. ლამინ იამალის სენსაციურმა გოლმა ევრო 2024 გაანათა...“

"ის არის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია ფეხბურთის ეპოქის შექმნა“

"თითქოს მას ღვთის კვერთხი შეეხო, რჩეულია", - ასე ახასიათებენ მის საფეხბურთო შემოქმედებას სპორტული მიმომხილველები.

და მართლაც, იამალის ისტორია თითქოს განსაკუთრებულია...

  • დასაწყისი

იამალი 2007 წლის 13 ივლისს ესპანეთის ავტონომიურ თემში, კატალონიაში დაიბადა. მისი მამა მაროკოელია, დედა კი ეკვატორელი და გვინეელი. ბავშობაში კატალონიის ქალაქ გრანოლერსა და მატაროში იზრდებოდა. როდესაც შვიდი წლის იყო, ოჯახი საცხოვრებლად ბარსელონაში გადავიდა, სადაც პატარა ლამინი FC Barcelona-ს ახალგაზრდულ აკადემიას შეუერთდა. სკოლაში განსაკუთრებული სწავლით არ გამოირჩეოდა, თუმცა აკადემიაში მალევე შეამჩნიეს და ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნევდნენ.

იამალის დებიუტი 2023 წლის 29 აპრილს შედგა. მან ლა ლიგაში რეალ ბეტისთან 4-0 გამარჯვების 83-ე წუთზე, თამაშის ბედი შეცვალა.

  • წარმოუდგენელი ისტორია ლიონელ მესის და ლამინ იამალის ფოტოებს მიღმა

ბარსელონას ტალანტის, ლამინ იამალის მამამ, მუნირ ნასრაუიმ სოციალურ ქსელში თავისი შვილისა და ლიონელ მესის ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით: "ორი ლეგენდის დასაწყისი". ამის შემდეგ ინტერნეტსივრცეში ლეგენდარული არგენტინელისა და 16 წლის ფეხბურთელის კიდევ არაერთი ფოტო გავრცელდა, რომელიც 2007 წლის დეკემბრით თარიღდება. მაშინ იამალი მხოლოდ და მხოლოდ 4 თვის იყო.

ფოტოები სოლიდარობის კალენდრის გამო გადაიღეს, რომელსაც კატალონიური გამოცემა ყოველ წელს აწარმოებდა და რომელშიც ბარსელონას ფეხბურთელები მონაწილეობდნენ.

ამ ისტორიული კადრის ფოტოგრაფმა, ჯოან მონფორტმა, The Athletic-თან ფოტოების გადაღების პროცესი გაიხსენა: "რთული ფოტო იყო, შემიძლია ვთქვა, რომ მის გადასაღებად “სისხლი დავღვარე“, - აღნიშნა ფოტოგრაფმა.

ფანები დარწმუნებულნი არიან, რომ ლიონელ მესიმ "მისი უფლებამოსილების ნაწილი გადასცა" იამალს.

  • ხელფასი

2023 წლის 2 ოქტომბერს ბარსელონამ გამოაცხადა, რომ ლამინ იამალმა კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. გარიგება 2026 წლის 30 ივნისამდე მოქმედებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ასევე არსებობს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ლამინ იამალის კონტრაქტი ავტომატურად შეიცვლება, როგორც კი ის 18 წლის გახდება. იმ დროისთვის, მისი ბოლო კონტრაქტი შეწყდება და ახალი კონტრაქტი გაფორმდება, რომელიც გაგრძელდება 2030 წლის ივნისამდე, მოსალოდნელია ხელფასის მნიშვნელოვანი ზრდა.

გავრცელებული ინფორმაციით, იამალის ხელფასი წელიწადში დაახლოებით 1 მილიონი დოლარია.

წყარო: skysports; theguardian

ასევე იხილეთ: