მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალი სკანდალი: 22 წლის მოდელი ქანიე უესტს "მიუღებელი" მესიჯების მიწერაში ადანაშაულებს - პრესა თვლის, რომ რეპერი ბიანკას შემცვლელს ეძებს
ახალი სკანდალი: 22 წლის მოდელი ქანიე უესტს "მიუღებელი" მესიჯების მიწერაში ადანაშაულებს - პრესა თვლის, რომ რეპერი ბიანკას შემცვლელს ეძებს

22 წლის მო­დელ­მა, მი­კა­ე­ლა ლა­ფუ­ენ­ტემ ქა­ნიე უესტს პი­რა­დი მი­მო­წე­რა გა­უ­სა­ჯა­რო­ვა და აღ­ნიშ­ნა, რომ რე­პე­რი მას ინ­სტაგ­რამ­ზე “მი­უ­ღე­ბელ“ მე­სი­ჯებს წერ­და. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, უეს­ტმა 22 წლის მო­დელს, რო­მე­ლიც “ინ­სტაგ­რამ­ზე“ და “ტი­კტოკ­ზე“ საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლია, წლის და­სა­წყის­ში მი­წე­რა და მისი ახა­ლი ალ­ბო­მის შე­ფა­სე­ბა სთხო­ვა.

მი­კა­ე­ლას თქმით, თა­ვი­დან იფიქ­რა, რომ მას ყალ­ბი ან­გა­რი­ში­დან მის­წე­რეს. თუმ­ცა, რო­დე­საც აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ ნამ­დვი­ლად რე­პე­რი ესა­უბ­რე­ბო­და, ეს ყვე­ლა­ფე­რი უც­ნა­უ­რად მო­ეჩ­ვე­ნა, რად­გან მათ არას­დროს ჰქო­ნი­ათ კონ­ტაქ­ტი.

“მე და ჩემი ბო­იფ­რენ­დი, ბრა­ი­სი ვი­ყა­ვით ვე­გას­ში, რო­დე­საც ინ­სტაგ­რამ­ზე მო­წე­რი­ლი ვნა­ხე. თა­ვი­დან მე­გო­ნა, რომ ეს ყალ­ბი ან­გა­რი­ში იყო, მაგ­რამ ასე არ აღ­მოჩ­ნდა. მე­სი­ჯი საკ­მა­ოდ უც­ნა­უ­რი იყო, რად­გან აქამ­დე არას­დროს მი­ლა­პა­რა­კია და პი­რა­დად არ მი­ნა­ხავს“, - ავ­რცე­ლებს dailymail ახალ­გაზ­რდა მო­დე­ლის კო­მენ­ტარს.

მი­კა­ე­ლამ მი­მო­წე­რის ფო­ტო­ე­ბიც გა­ა­სა­ჯა­რო­ვა. მისი თქმით, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ უესტს ჰყავს ცოლი და თან რე­პე­რი მას­ზე ორ­ჯერ უფ­რო­სია, მე­სი­ჯე­ბი “მი­უ­ღე­ბე­ლი“ იყო.

"არ მგო­ნია მი­სა­ღე­ბი იყოს სხვა ქა­ლებ­თან შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის გაგ­ზავ­ნა, როცა და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი ხარ. ეს მი­უ­ღე­ბე­ლია. ვთვლი, რომ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ღა­ლა­ტი "მი­უ­ღე­ბე­ლია", რად­გან ქა­ნიე მე­უღ­ლე­ზე, 29 წლის ბი­ან­კა­ზე 2022 წლის დე­კემ­ბრი­დან არის და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი“, - თქვა მო­დელ­მა.

მი­კა­ე­ლას თქმით, მან ინ­სტაგ­რა­მის ყვე­ლა შე­ტყო­ბი­ნე­ბა წა­შა­ლა.

ქა­ნიე უეს­ტი ბი­ან­კა ცენ­სორ­ზე 2022 წლის დე­კემ­ბერ­ში, კიმ კარ­და­ში­ან­თან გან­ქორ­წი­ნე­ბი­დან ერთი თვის შემ­დეგ და­ქორ­წინ­და. წყვი­ლი მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ხში­რად ექ­ცე­ვა. ყვი­თე­ლი პრე­სა ხში­რად წერს ბი­ან­კას ჩაც­მის სტილ­ზე და ხში­რად, გა­მო­ხა­ტა­ვენ შეშ­ფო­თე­ბას ავ­სტრა­ლი­ე­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რის შე­სა­ხებ. არ­სე­ბობს შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ე­ბი, რომ ბი­ან­კას ასე ჩაც­მას ქა­ნიე აი­ძუ­ლებს, მას სა­უ­ბარს, სი­ცილს უშ­ლის და კონ­ტრო­ლის ქვეშ ჰყავს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავტორი:

ახალი სკანდალი: 22 წლის მოდელი ქანიე უესტს "მიუღებელი" მესიჯების მიწერაში ადანაშაულებს - პრესა თვლის, რომ რეპერი ბიანკას შემცვლელს ეძებს

ახალი სკანდალი: 22 წლის მოდელი ქანიე უესტს "მიუღებელი" მესიჯების მიწერაში ადანაშაულებს - პრესა თვლის, რომ რეპერი ბიანკას შემცვლელს ეძებს

22 წლის მოდელმა, მიკაელა ლაფუენტემ ქანიე უესტს პირადი მიმოწერა გაუსაჯაროვა და აღნიშნა, რომ რეპერი მას ინსტაგრამზე “მიუღებელ“ მესიჯებს წერდა. როგორც აღმოჩნდა, უესტმა 22 წლის მოდელს, რომელიც “ინსტაგრამზე“ და “ტიკტოკზე“ საკმაოდ პოპულარულია, წლის დასაწყისში მიწერა და მისი ახალი ალბომის შეფასება სთხოვა.

მიკაელას თქმით, თავიდან იფიქრა, რომ მას ყალბი ანგარიშიდან მისწერეს. თუმცა, როდესაც აღმოაჩინა, რომ ნამდვილად რეპერი ესაუბრებოდა, ეს ყველაფერი უცნაურად მოეჩვენა, რადგან მათ არასდროს ჰქონიათ კონტაქტი.

“მე და ჩემი ბოიფრენდი, ბრაისი ვიყავით ვეგასში, როდესაც ინსტაგრამზე მოწერილი ვნახე. თავიდან მეგონა, რომ ეს ყალბი ანგარიში იყო, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. მესიჯი საკმაოდ უცნაური იყო, რადგან აქამდე არასდროს მილაპარაკია და პირადად არ მინახავს“, - ავრცელებს dailymail ახალგაზრდა მოდელის კომენტარს.

მიკაელამ მიმოწერის ფოტოებიც გაასაჯაროვა. მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ უესტს ჰყავს ცოლი და თან რეპერი მასზე ორჯერ უფროსია, მესიჯები “მიუღებელი“ იყო.

"არ მგონია მისაღები იყოს სხვა ქალებთან შეტყობინებების გაგზავნა, როცა დაქორწინებული ხარ. ეს მიუღებელია. ვთვლი, რომ ურთიერთობაში ღალატი "მიუღებელია", რადგან ქანიე მეუღლეზე, 29 წლის ბიანკაზე 2022 წლის დეკემბრიდან არის დაქორწინებული“, - თქვა მოდელმა.

მიკაელას თქმით, მან ინსტაგრამის ყველა შეტყობინება წაშალა.

ქანიე უესტი ბიანკა ცენსორზე 2022 წლის დეკემბერში, კიმ კარდაშიანთან განქორწინებიდან ერთი თვის შემდეგ დაქორწინდა. წყვილი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. ყვითელი პრესა ხშირად წერს ბიანკას ჩაცმის სტილზე და ხშირად, გამოხატავენ შეშფოთებას ავსტრალიელი არქიტექტორის შესახებ. არსებობს შეთქმულების თეორიები, რომ ბიანკას ასე ჩაცმას ქანიე აიძულებს, მას საუბარს, სიცილს უშლის და კონტროლის ქვეშ ჰყავს.

იხილეთ ასევე: