საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
3 ინგრედიენტი, რისგანაც ეფექტური მზისგან დამცავი უნდა შედგებოდეს და რა განსხვავებაა ქიმიურ და მინერალურ საცხებს შორის?
3 ინგრედიენტი, რისგანაც ეფექტური მზისგან დამცავი უნდა შედგებოდეს და რა განსხვავებაა ქიმიურ და მინერალურ საცხებს შორის?

მზის­გან დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბა კა­ნის მოვ­ლის რუ­ტი­ნის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია. მისი ყო­ველ­დღი­უ­რად გა­მო­ყე­ნე­ბა პირ­ველ რიგ­ში გვი­ცავს კა­ნის კი­ბოს­გან, ასე­ვე გვეხ­მა­რე­ბა ნა­ო­ჭე­ბი­სა და წვრი­ლი ხა­ზე­ბის პრე­ვენ­ცი­ა­ში, შე­სა­ბა­მი­სად, ანე­ლებს კა­ნის და­ბე­რე­ბის პრო­ცესს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ეფექ­ტი მეც­ნი­ე­რუ­ლად არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი და დერ­მა­ტო­ლო­გე­ბის უპირ­ვე­ლე­სი რე­კო­მენ­და­ცი­აც სწო­რედ ულტრა­ი­ის­ფე­რი სხი­ვე­ბის­გან დაც­ვას უკავ­შირ­დე­ბა.

რო­გო­რი მზის­გან დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბა შე­ე­სა­ბა­მე­ბა ჩვენს კანს და რა ინ­გრე­დი­ენ­ტებს უნდა შე­ი­ცავ­დეს ის?

არ­სე­ბობს მზის­გან დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ორი ძი­რი­თა­დი ტიპი: ქი­მი­უ­რი და მი­ნე­რა­ლუ­რი. ისი­ნი გან­სხვავ­დე­ბა შე­მად­გენ­ლო­ბი­სა და მოქ­მე­დე­ბის მი­ხედ­ვით. თუ რო­მელს გა­მო­ი­ყე­ნებთ, თქვენს მო­თხოვ­ნებ­სა და კა­ნის ტიპ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

ქი­მი­უ­რი მზის­გან დამ­ცა­ვი იწო­ვე­ბა კან­ში, ფილტრავს მზის სხი­ვებს, გარ­დაქ­მნის და გა­მო­დევ­ნის მათ ორ­გა­ნიზ­მი­დან. აღ­ნიშ­ნუ­ლი ფორ­მუ­ლით შედ­გე­ნი­ლი მზის­გან დამ­ცა­ვე­ბის ტექ­სტუ­რა თხე­ლია, გა­ცხი­მოვ­ნე­ბის გა­რე­შე ატე­ნი­ა­ნებს კანს. ჩა­მოთ­ვლი­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლის გამო, რო­გორც წესი, ქი­მი­ურ SPF-ს სა­ხის და­მა­ტე­ნი­ა­ნებ­ლებ­ში ვხვდე­ბით-ხოლ­მე.

ქი­მი­უ­რი მზის­გან დამ­ცა­ვი შე­ი­ცავს ისეთ ინ­გრე­დი­ენ­ტებს, რო­გო­რე­ბი­ცაა: ავო­ბენ­ზო­ნი, ოქ­სი­ბენ­ზო­ნი და ოქ­ტოკ­რი­ლე­ნი.

მი­ნე­რა­ლუ­რი, იგი­ვე ფი­ზი­კუ­რი მზის­გან დამ­ცა­ვი, და­ფუძ­ნე­ბუ­ლია ისეთ ნივ­თი­ე­რე­ბებ­ზე, რო­გო­რე­ბი­ცაა ტი­ტა­ნის დი­ოქ­სი­დი და თუ­თი­ის ოქ­სი­დი.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ფილტრე­ბი ქმნის ბა­რი­ერს. შე­სა­ბა­მი­სად, მზის სხი­ვე­ბი აი­რეკ­ლე­ბა და ვე­ღარ აღ­წევს კან­ში. ამ­გვარ ფილტრებს ძი­რი­თა­დად, ტა­ნის დამ­ცავ სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში იყე­ნე­ბენ, რად­გან რიგ შემ­თხვე­ვებ­ში ტო­ვებს ცხი­მი­ან კვალ­სა და თეთრ ლა­ქებს, თუმ­ცა, ფი­ზი­კუ­რის მსგავ­სად, ეფექ­ტუ­რად გვი­ცავს ულტრა­ი­ის­ფე­რი სხი­ვე­ბის მავ­ნე ზე­მოქ­მე­დე­ბის­გან.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მგრძნო­ბი­ა­რე კა­ნის შემ­თხვე­ვა­ში, ქი­მი­ურ­მა მზის­გან დამ­ცავ­მა სა­შუ­ა­ლე­ბებ­მა შე­იძ­ლე­ბა მსუ­ბუ­ქი წვის შეგ­რძნე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს, გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ რუ­ტი­ნა­ში სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ურ ინ­გრე­დი­ენტს ვი­ყე­ნებთ. ზო­გი­ერთ ჩვენ­განს სა­ცხის და­ტა­ნის შემ­დეგ თვა­ლე­ბის მცი­რე­დი წვაც აწუ­ხებს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ჩვენს მდგო­მა­რე­ო­ბას მი­ნე­რა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

რო­გორც ქი­მი­უ­რი, ისე მი­ნე­რა­ლუ­რი ფილტრე­ბი მა­ღა­ლი ეფექ­ტუ­რო­ბი­თა და უსაფრ­თხო­ე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა, თუ დერ­მა­ტო­ლო­გი­უ­რად შე­მოწ­მე­ბუ­ლია და შე­ი­ცავს იმ მთა­ვარ ინ­გრე­დი­ენ­ტებს, რა­ზეც უკვე ვი­სა­უბ­რეთ.

4 მთა­ვა­რი მი­ზე­ზი, რის გა­მოც მზის­გან დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად უნდა გა­მო­ი­ყე­ნოთ:

  • მე­ლა­ნო­მის რის­კის შემ­ცი­რე­ბა

ერთ-ერთი ავ­სტრა­ლი­უ­რი კვლე­ვის თა­ნახ­მად, ინ­ვა­ზი­უ­რი მე­ლა­ნო­მის რა­ო­დე­ნო­ბა ოთხჯერ შემ­ცირ­და მო­სახ­ლე­ო­ბის იმ ნა­წილ­ში, ვინც მზის­გან დამ­ცავ სა­შუ­ა­ლე­ბებს 15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ველ­დღი­უ­რად იყე­ნებ­და.

  • ანე­ლებს და­ბე­რე­ბის პრო­ცესს

ბოლო წლებ­ში თა­ვის მოვ­ლის ინ­დუსტრი­ამ პრო­დუქ­ტე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბი­სა და მათი პრე­ზენ­ტა­ცი­ის კუ­თხით მკვეთ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი გა­ნი­ცა­და. თუ აქამ­დე ბრენ­დე­ბი გვპირ­დე­ბოდ­ნენ „მა­რა­დი­ულ ახალ­გაზ­რდო­ბას“, „ნა­ო­ჭე­ბის გაქ­რო­ბას“, „10 წლით გა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვე­ბას“ და სხვა, დღეს რეკ­ლა­მი­რე­ბას უფრო ფრთხი­ლად ეკი­დე­ბი­ან. ინ­დუსტრი­ას უკვე მომ­ხმა­რე­ბე­ლი კარ­ნა­ხობს ტენ­დენ­ცი­ებს და არა პი­რი­ქით.

ახა­ლი რე­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თა­ვის მოვ­ლის სფე­რო სრუ­ლად გა­და­ე­წყო პრო­დუქ­ცი­ის შე­მად­გენ­ლო­ბის გამჭვირ­ვა­ლო­ბა­ზე. მომ­ხმა­რე­ბე­ლი კარ­გად არის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი, რო­მე­ლი აქ­ტი­უ­რი ინ­გრე­დი­ენ­ტი რა ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს კან­ზე, რა მდგო­მა­რე­ო­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი და რას უნდა ელო­დოს მის­გან. შე­სა­ბა­მი­სად, ეტი­კე­ტებ­ზე დიდი შრიფ­ტით გაჩ­ნდა ისე­თი და­სა­ხე­ლე­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა: ჰი­ა­ლუ­რო­ნის მჟა­ვა, ნი­ა­ცი­ნა­მი­დი, რე­ტი­ნო­ლი, C ვი­ტა­მი­ნი და სხვა. მზის­გან დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი მომ­ხმა­რე­ბე­ლი უკვე კარ­გად არის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი, ქი­მი­ურ შე­მად­გენ­ლო­ბას იყე­ნებს თუ მი­ნე­რა­ლურს და რო­მე­ლია მისი მდგო­მა­რე­ო­ბის­თვის უფრო რე­ლე­ვან­ტუ­რი.

მიდ­გო­მე­ბის ცვლი­ლე­ბამ მომ­ხმა­რე­ბელ­ში გა­ა­ჩი­ნა ნდო­ბა, მიჰ­ყვეს ექი­მე­ბი­სა და ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი მწარ­მო­ებ­ლე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ებს და რე­ა­ლუ­რი შე­დე­გი მი­ი­ღოს უპირ­ვე­ლე­სად მზის­გან დამ­ცა­ვის, შემ­დეგ კი სხვა თა­ვის მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის­გან.

მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით წამ­ყვან მზის­გან დამ­ცავ სა­შუ­ა­ლე­ბებს შო­რის მა­ღა­ლი ავ­ტო­რი­ტე­ტით სარ­გებ­ლობს ფრან­გუ­ლი ბრენ­დის, კო­და­ლის პრო­დუქ­ცია, რო­მე­ლიც რო­გორც ქი­მი­ურ, ისე მი­ნე­რა­ლურ ფილტრებს გვთა­ვა­ზობს და ად­ვი­ლად თავ­სე­ბა­დია სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ურ ინ­გრე­დი­ენ­ტთან.

ბრენ­დის სა­ცხე­ბი და დამ­ცა­ვი ზე­თე­ბი დამ­ზა­დე­ბუ­ლია მხო­ლოდ ნა­ტუ­რა­ლურ ინ­გრე­დი­ენ­ტებ­ზე, რაც მის სან­დო­ო­ბას კი­დევ უფრო ზრდის.

ნელი და­ბე­რე­ბა, ეს არის ის სი­კე­თე, რა­საც მზის­გან დამ­ცა­ვის შექ­მნა და მისი ყო­ველ­დღი­უ­რად გა­მო­ყე­ნე­ბა გვპირ­დე­ბა.

  • მზის­გან დამ­ცა­ვი გვეხ­მა­რე­ბა კა­ნის ფე­რის გა­თა­ნაბ­რე­ბა­ში

არა­თა­ნა­ბა­რი კა­ნის ფერი შე­იძ­ლე­ბა სხვა­დას­ხვა ფაქ­ტო­რის­გან იყოს გა­მოწ­ვე­უ­ლი, მათ შო­რის არის გე­ნე­ტი­კუ­რი გან­წყო­ბა, პოსტ აკნე მდგო­მა­რე­ო­ბა თუ ულტრა­ი­ის­ფე­რი სხი­ვე­ბის გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი დო­ზით ზე­მოქ­მე­დე­ბა.

მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს ჰი­პერ­პიგმენ­ტა­ცი­ის გა­მომ­წვევ მი­ზეზს, მზის­გან დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ პრობ­ლე­მის პრე­ვენ­ცი­ა­სა და სხვა აქ­ტი­ურ ინ­გრე­დი­ენ­ტებ­თან სინ­თეზ­ში კა­ნის ტო­ნის გა­თა­ნაბ­რე­ბა­ში.

მათ, ვი­საც კა­ნის პიგმენ­ტა­ცი­ის­კენ აქვს მიდ­რე­კი­ლე­ბა, მა­ღა­ლე­ფექ­ტუ­რი გამ­ფილტრა­ვი სის­ტე­მა სჭირ­დე­ბათ, რო­მელ­საც გერ­მა­ნუ­ლი ბრენ­დის „სება-მე­დის“ დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი გვთა­ვა­ზობს. სა­ხის მზის­გან დამ­ცა­ვი სა­ცხის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი B5 და E ვი­ტა­მი­ნე­ბი კი კანს სი­ჯან­სა­ღის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა.

  • მზის­გან დამ­ცა­ვი აძ­ლი­ე­რებს კა­ნის მოვ­ლის სხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ეფექტს

თუ კა­ნის სიმ­შრა­ლე გვა­წუ­ხებს და ჰი­ა­ლუ­რო­ნის მჟა­ვა ჩვე­ნი რუ­ტი­ნის შე­უც­ვლე­ლი ინ­გრე­დი­ენ­ტია, მზის­გან დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბა დაგ­ვეხ­მა­რე­ბა, დამ­წვრო­ბა და დე­ჰიდ­რა­ტა­ცია უფრო ეფექ­ტი­ა­ნად ავი­რი­დოთ თა­ვი­დან.

ნი­ა­ცი­ნა­მი­დის მომ­ხმა­რებ­ლებს რო­გორც წესი, ცხი­მი­ა­ნო­ბა და კა­ნის არა­თა­ნა­ბა­რი ტონი, პე­რი­ო­დუ­ლად კი გა­მო­ნა­ყა­რი გვა­წუ­ხებს, მას­თან სინ­თეზ­ში მზის­გან დამ­ცა­ვის გა­მო­ყე­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს, უფრო სწრა­ფად მი­ვი­ღოთ სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი.

იმა­ვე ეფექტს მი­ვი­ღებთ მზის­გან დამ­ცა­ვი­სა და სხვა აქ­ტი­უ­რი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბის კომ­ბი­ნი­რე­ბი­თაც.

რო­გორც წესი, ზა­ფხულ­ში კა­ნის მოვ­ლის რუ­ტი­ნას უფრო ვა­მარ­ტი­ვებთ ხოლ­მე. თუ გვსურს, ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი ცხელ ამინ­დში გა­მო­ვი­ყე­ნოთ ისე, რომ კანი არ და­ვამ­ძი­მოთ, ეს­პა­ნუ­რი ბრენ­დის - მარ­ტი­დერ­მის მზის­გან დამ­ცა­ვი ფლუ­ი­დე­ბი ამა­ში მთე­ლი სე­ზო­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბა.

ის შექ­მნი­ლია მი­ნე­რა­ლუ­რი ფილტრე­ბით, რაც გა­მო­რი­ცხავს კა­ნის წვა­სა და გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას და უზ­რუნ­ველ­ყოფს ოპ­ტი­მა­ლურ დაც­ვას მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. შე­ი­ცავს და­მა­ტე­ნი­ა­ნე­ბელ და ან­ტი­ოქ­სი­დან­ტურ აქ­ტი­ურ ინ­გრე­დი­ენ­ტებს, რომ­ლე­ბიც აძ­ლი­ე­რებს კა­ნის ბუ­ნებ­რივ დამ­ცავ მე­ქა­ნიზ­მებს. არ შე­ი­ცავს ქი­მი­ურ ფილტრებს, არ წვავს თვა­ლებს და რაც მთა­ვა­რია, არის წყალ­გამ­ძლე, რაც ზღვის მოყ­ვა­რულ­თათ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია, სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და კო­რე­უ­ლი თა­ვის მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, მათ შო­რის მზის­გან დამ­ცა­ვი სა­ცხე­ბიც, რო­მე­ლიც ევ­რო­პუ­ლი­სა და ამე­რი­კუ­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბულ ხედ­ვებ­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი.

მათი უსაფრ­თხო­ე­ბა და ეფექ­ტი­ა­ნო­ბა მეც­ნი­ე­რუ­ლად არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი. წამ­ყვან კო­რე­ულ ბრენ­დებს შო­რი­საა Village 11 და Missha, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის კან­ზე მარ­ტი­ვად ადაპ­ტირ­დე­ბა.

მზის­გან დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვის ნა­წი­ლია, რაც გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში ბევრ უსი­ა­მოვ­ნო პრობ­ლე­მას აგ­ვა­რი­დებს თა­ვი­დან.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

3 ინგრედიენტი, რისგანაც ეფექტური მზისგან დამცავი უნდა შედგებოდეს და რა განსხვავებაა ქიმიურ და მინერალურ საცხებს შორის?

3 ინგრედიენტი, რისგანაც ეფექტური მზისგან დამცავი უნდა შედგებოდეს და რა განსხვავებაა ქიმიურ და მინერალურ საცხებს შორის?

მზისგან დამცავი საშუალება კანის მოვლის რუტინის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. მისი ყოველდღიურად გამოყენება პირველ რიგში გვიცავს კანის კიბოსგან, ასევე გვეხმარება ნაოჭებისა და წვრილი ხაზების პრევენციაში, შესაბამისად, ანელებს კანის დაბერების პროცესს. აღნიშნული ეფექტი მეცნიერულად არის დადასტურებული და დერმატოლოგების უპირველესი რეკომენდაციაც სწორედ ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვას უკავშირდება.

როგორი მზისგან დამცავი საშუალება შეესაბამება ჩვენს კანს და რა ინგრედიენტებს უნდა შეიცავდეს ის?

არსებობს მზისგან დამცავი საშუალებების ორი ძირითადი ტიპი: ქიმიური და მინერალური. ისინი განსხვავდება შემადგენლობისა და მოქმედების მიხედვით. თუ რომელს გამოიყენებთ, თქვენს მოთხოვნებსა და კანის ტიპზეა დამოკიდებული.

ქიმიური მზისგან დამცავი იწოვება კანში, ფილტრავს მზის სხივებს, გარდაქმნის და გამოდევნის მათ ორგანიზმიდან. აღნიშნული ფორმულით შედგენილი მზისგან დამცავების ტექსტურა თხელია, გაცხიმოვნების გარეშე ატენიანებს კანს. ჩამოთვლილი მახასიათებლის გამო, როგორც წესი, ქიმიურ SPF-ს სახის დამატენიანებლებში ვხვდებით-ხოლმე.

ქიმიური მზისგან დამცავი შეიცავს ისეთ ინგრედიენტებს, როგორებიცაა: ავობენზონი, ოქსიბენზონი და ოქტოკრილენი.

მინერალური, იგივე ფიზიკური მზისგან დამცავი, დაფუძნებულია ისეთ ნივთიერებებზე, როგორებიცაა ტიტანის დიოქსიდი და თუთიის ოქსიდი.

აღნიშნული ფილტრები ქმნის ბარიერს. შესაბამისად, მზის სხივები აირეკლება და ვეღარ აღწევს კანში. ამგვარ ფილტრებს ძირითადად, ტანის დამცავ საშუალებებში იყენებენ, რადგან რიგ შემთხვევებში ტოვებს ცხიმიან კვალსა და თეთრ ლაქებს, თუმცა, ფიზიკურის მსგავსად, ეფექტურად გვიცავს ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან.

აღსანიშნავია, რომ მგრძნობიარე კანის შემთხვევაში, ქიმიურმა მზისგან დამცავმა საშუალებებმა შეიძლება მსუბუქი წვის შეგრძნება გამოიწვიოს, განსაკუთრებით, თუ რუტინაში სხვადასხვა აქტიურ ინგრედიენტს ვიყენებთ. ზოგიერთ ჩვენგანს საცხის დატანის შემდეგ თვალების მცირედი წვაც აწუხებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მდგომარეობას მინერალური საშუალებები შეესაბამება.

როგორც ქიმიური, ისე მინერალური ფილტრები მაღალი ეფექტურობითა და უსაფრთხოებით ხასიათდება, თუ დერმატოლოგიურად შემოწმებულია და შეიცავს იმ მთავარ ინგრედიენტებს, რაზეც უკვე ვისაუბრეთ.

4 მთავარი მიზეზი, რის გამოც მზისგან დამცავი საშუალება ყოველდღიურად უნდა გამოიყენოთ:

  • მელანომის რისკის შემცირება

ერთ-ერთი ავსტრალიური კვლევის თანახმად, ინვაზიური მელანომის რაოდენობა ოთხჯერ შემცირდა მოსახლეობის იმ ნაწილში, ვინც მზისგან დამცავ საშუალებებს 15 წლის განმავლობაში ყოველდღიურად იყენებდა.

  • ანელებს დაბერების პროცესს

ბოლო წლებში თავის მოვლის ინდუსტრიამ პროდუქტების შემადგენლობისა და მათი პრეზენტაციის კუთხით მკვეთრი ცვლილებები განიცადა. თუ აქამდე ბრენდები გვპირდებოდნენ „მარადიულ ახალგაზრდობას“, „ნაოჭების გაქრობას“, „10 წლით გაახალგაზრდავებას“ და სხვა, დღეს რეკლამირებას უფრო ფრთხილად ეკიდებიან. ინდუსტრიას უკვე მომხმარებელი კარნახობს ტენდენციებს და არა პირიქით.

ახალი რეალობიდან გამომდინარე, თავის მოვლის სფერო სრულად გადაეწყო პროდუქციის შემადგენლობის გამჭვირვალობაზე. მომხმარებელი კარგად არის ინფორმირებული, რომელი აქტიური ინგრედიენტი რა ზეგავლენას ახდენს კანზე, რა მდგომარეობის შემთხვევაში გამოიყენება თითოეული მათგანი და რას უნდა ელოდოს მისგან. შესაბამისად, ეტიკეტებზე დიდი შრიფტით გაჩნდა ისეთი დასახელებები, როგორიცაა: ჰიალურონის მჟავა, ნიაცინამიდი, რეტინოლი, C ვიტამინი და სხვა. მზისგან დამცავი საშუალებების შემთხვევაში კი მომხმარებელი უკვე კარგად არის ინფორმირებული, ქიმიურ შემადგენლობას იყენებს თუ მინერალურს და რომელია მისი მდგომარეობისთვის უფრო რელევანტური.

მიდგომების ცვლილებამ მომხმარებელში გააჩინა ნდობა, მიჰყვეს ექიმებისა და ავტორიტეტული მწარმოებლების რეკომენდაციებს და რეალური შედეგი მიიღოს უპირველესად მზისგან დამცავის, შემდეგ კი სხვა თავის მოვლის საშუალებების გამოყენებისგან.

მსოფლიოს მასშტაბით წამყვან მზისგან დამცავ საშუალებებს შორის მაღალი ავტორიტეტით სარგებლობს ფრანგული ბრენდის, კოდალის პროდუქცია, რომელიც როგორც ქიმიურ, ისე მინერალურ ფილტრებს გვთავაზობს და ადვილად თავსებადია სხვადასხვა აქტიურ ინგრედიენტთან.

ბრენდის საცხები და დამცავი ზეთები დამზადებულია მხოლოდ ნატურალურ ინგრედიენტებზე, რაც მის სანდოობას კიდევ უფრო ზრდის.

ნელი დაბერება, ეს არის ის სიკეთე, რასაც მზისგან დამცავის შექმნა და მისი ყოველდღიურად გამოყენება გვპირდება.

  • მზისგან დამცავი გვეხმარება კანის ფერის გათანაბრებაში

არათანაბარი კანის ფერი შეიძლება სხვადასხვა ფაქტორისგან იყოს გამოწვეული, მათ შორის არის გენეტიკური განწყობა, პოსტ აკნე მდგომარეობა თუ ულტრაიისფერი სხივების გადაჭარბებული დოზით ზემოქმედება.

მნიშვნელობა არ აქვს ჰიპერპიგმენტაციის გამომწვევ მიზეზს, მზისგან დამცავი საშუალება ნებისმიერ შემთხვევაში დაგეხმარებათ პრობლემის პრევენციასა და სხვა აქტიურ ინგრედიენტებთან სინთეზში კანის ტონის გათანაბრებაში.

მათ, ვისაც კანის პიგმენტაციისკენ აქვს მიდრეკილება, მაღალეფექტური გამფილტრავი სისტემა სჭირდებათ, რომელსაც გერმანული ბრენდის „სება-მედის“ დამცავი საშუალებები გვთავაზობს. სახის მზისგან დამცავი საცხის შემადგენლობაში არსებული B5 და E ვიტამინები კი კანს სიჯანსაღის შენარჩუნებაში ეხმარება.

  • მზისგან დამცავი აძლიერებს კანის მოვლის სხვა საშუალებების ეფექტს

თუ კანის სიმშრალე გვაწუხებს და ჰიალურონის მჟავა ჩვენი რუტინის შეუცვლელი ინგრედიენტია, მზისგან დამცავი საშუალება დაგვეხმარება, დამწვრობა და დეჰიდრატაცია უფრო ეფექტიანად ავირიდოთ თავიდან.

ნიაცინამიდის მომხმარებლებს როგორც წესი, ცხიმიანობა და კანის არათანაბარი ტონი, პერიოდულად კი გამონაყარი გვაწუხებს, მასთან სინთეზში მზისგან დამცავის გამოყენება საშუალებას მოგვცემს, უფრო სწრაფად მივიღოთ სასურველი შედეგი.

იმავე ეფექტს მივიღებთ მზისგან დამცავისა და სხვა აქტიური ინგრედიენტების კომბინირებითაც.

როგორც წესი, ზაფხულში კანის მოვლის რუტინას უფრო ვამარტივებთ ხოლმე. თუ გვსურს, ჩვენი საყვარელი ინგრედიენტები ცხელ ამინდში გამოვიყენოთ ისე, რომ კანი არ დავამძიმოთ, ესპანური ბრენდის - მარტიდერმის მზისგან დამცავი ფლუიდები ამაში მთელი სეზონის განმავლობაში დაგვეხმარება.

ის შექმნილია მინერალური ფილტრებით, რაც გამორიცხავს კანის წვასა და გაღიზიანებას და უზრუნველყოფს ოპტიმალურ დაცვას მთელი დღის განმავლობაში. შეიცავს დამატენიანებელ და ანტიოქსიდანტურ აქტიურ ინგრედიენტებს, რომლებიც აძლიერებს კანის ბუნებრივ დამცავ მექანიზმებს. არ შეიცავს ქიმიურ ფილტრებს, არ წვავს თვალებს და რაც მთავარია, არის წყალგამძლე, რაც ზღვის მოყვარულთათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოში განსაკუთრებულად პოპულარული გახდა კორეული თავის მოვლის საშუალებები, მათ შორის მზისგან დამცავი საცხებიც, რომელიც ევროპულისა და ამერიკულისგან განსხვავებულ ხედვებზეა დაფუძნებული.

მათი უსაფრთხოება და ეფექტიანობა მეცნიერულად არის დადასტურებული. წამყვან კორეულ ბრენდებს შორისაა Village 11 და Missha, რომელიც ნებისმიერი ტიპის კანზე მარტივად ადაპტირდება.

მზისგან დამცავი საშუალების გამოყენება ჯანმრთელობაზე ზრუნვის ნაწილია, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ბევრ უსიამოვნო პრობლემას აგვარიდებს თავიდან.

R