მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მუსიკოსი "ლეიბორისტი" 6 პუნქტიანი გეგმით და თამამი დაპირებებით - ვინ არის დიდი ბრიტანეთის ახალ პრემიერი, რომელმაც ევროკავშირთან ურთიერთობების გადახედვა დააანონსა
მუსიკოსი "ლეიბორისტი" 6 პუნქტიანი გეგმით და თამამი დაპირებებით - ვინ არის დიდი ბრიტანეთის ახალ პრემიერი, რომელმაც ევროკავშირთან ურთიერთობების გადახედვა დააანონსა

დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში მიმ­დი­ნა­რე ვა­დამ­დელ­მა სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­მა, რო­მე­ლიც მიმ­დი­ნა­რე წლის 4 ივ­ლისს გა­ი­მარ­თა, ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი კურ­სი საგ­რძნობ­ლად შეც­ვა­ლა. ინ­გლი­სის, შოტ­ლან­დი­ის, უელ­სი­სა და ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დი­ის 650 ოლ­ქში 40 000 სა­არ­ჩევ­ნო უბა­ნი ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 7:00 სა­ათ­ზე გა­იხ­სნა. არ­ჩევ­ნებ­ში 4 515 კან­დი­და­ტი მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

არ­ჩევ­ნე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ცხა­დი გახ­და, რომ დიდი ბრი­ტა­ნე­თის პარ­ლა­მენ­ტში უმ­რავ­ლე­სო­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად 326 მან­და­ტი­დან, თემ­თა პა­ლა­ტა­ში “ლე­ი­ბო­რის­ტებ­მა“ 410 მან­და­ტი მი­ი­ღეს. “კონ­სერ­ვა­ტი­ულ­მა პარ­ტი­ამ“ 131 მან­და­ტი მო­ი­პო­ვა. ხოლო ლი­ბე­რალ დე­მოკ­რა­ტებს თემ­თა პა­ლა­ტა­ში 61 წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ეყო­ლე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა შოტ­ლან­დი­ის ნა­ცი­ო­ნა­ლურ პარ­ტი­ას, ის 10 მან­და­ტით იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

შე­დე­გე­ბი მყი­სი­ე­რად აღი­ა­რა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს მოქ­მედ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, რიში სუ­ნაკ­მა და ბრი­ტა­ნე­თის ახალ პრე­მი­ერს - კირ სტარ­მერს გა­მარ­ჯვე­ბა მო­უ­ლო­ცა. მისი თქმით, მის პარ­ტი­ას რთუ­ლი ღამე ჰქონ­და. მეფე ჩარლზ­მა “ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტი­ის“ ლი­დე­რი, კირ სტარ­მე­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრად ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ნიშ­ნა.

"დიახ, ჩვენ ეს შევ­ძე­ლით! თქვენ ამის­თვის ჩა­ა­ტა­რეთ კამ­პა­ნია, იბ­რძო­ლეთ ამის­თვის, მი­ე­ცით ხმა და ახლა მო­ვი­და. ცვლი­ლე­ბა ახლა იწყე­ბა ოთხწე­ლი­წად­ნა­ხევ­რი­ა­ნი მუ­შა­ო­ბა პარ­ტი­ის შეც­ვლა­ზე. შეც­ვლი­ლი ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტია, რო­მე­ლიც მზად არის ემ­სა­ხუ­როს ჩვენს ქვე­ყა­ნას, მზა­დაა და­აბ­რუ­ნოს ბრი­ტა­ნე­თი მშრო­მე­ლი ხალ­ხის სამ­სა­ხურში“, - აღ­ნიშ­ნა კირ სტარ­მერ­მა ოფი­ცი­ა­ლურ ბრი­ფინგზე.

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, მი­ე­ცით თუ არა ხმა "ლე­ი­ბო­რის­ტებს“, პირ­და­პირ გე­უბ­ნე­ბით: ჩემი მთავ­რო­ბა მო­გემ­სა­ხუ­რე­ბათ თქვენ. პო­ლი­ტი­კა შე­იძ­ლე­ბა იყოს სი­კე­თის ძალა. ჩვენ ამას ვაჩ­ვე­ნებთ. ჩვენ შევ­ცვა­ლეთ "ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტია", და­ვაბ­რუ­ნეთ იგი ქვეყ­ნის სამ­სა­ხურ­ში და სწო­რედ ასე ვმარ­თავთ: პირ­ვე­ლია ქვე­ყა­ნა, მე­ო­რე - პარ­ტია. ამი­ე­რი­დან თქვენ გყავთ მთავ­რო­ბა, რო­მე­ლიც ხელ­მძღვა­ნე­ლობს მხო­ლოდ მტკი­ცე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, რომ თქვენს ინ­ტე­რე­სებს ემ­სა­ხუ­როს. თქვენ მოგ­ვე­ცით მკა­ფიო მან­და­ტი და ჩვენ მას გა­მო­ვი­ყე­ნებთ ცვლი­ლე­ბე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. ჩვე­ნი საქ­მე გა­და­უ­დე­ბე­ლია და დღეს­ვე ვი­წყებთ“, - აღ­ნიშ­ნა კეირ სტარ­მერ­მა მო­სახ­ლე­ო­ბის წი­ნა­შე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის რან­გში პირ­ვე­ლად წარ­დგე­ნი­სას.

სტარ­მერ­მა პრე­მი­ერ- მი­ნის­ტრის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის მი­ღე­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღე­ებ­ში და­ა­ფიქ­სი­რა პო­ზი­ცია რუ­სეთ - უკ­რა­ი­ნის სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის თა­ო­ბა­ზე. ის ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის ტე­ლე­ფო­ნით ესა­უბ­რა და მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა, რომ “უკ­რა­ი­ნის მი­მართ დიდი ბრი­ტა­ნე­თის მხარ­და­ჭე­რა ურ­ყე­ვი რჩე­ბა“.

  • 6 სა­კი­თხი, რისი გა­მოს­წო­რე­ბაც დიდი ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ მი­ნისტრს მისი მოღ­ვა­წე­ო­ბის პირ­ვე­ლი­ვე თვე­ებ­ში სურს

რო­გორც ჩანს სტარ­მე­რი საკ­მა­ოდ პრინ­ცი­პუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მო­თა­მა­შეა. მან პრე­მი­ერ- მი­ნის­ტრის რან­გში გა­მარ­თუ­ლი პირ­ვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ბრი­ფინ­გის ფარ­გლებ­ში იმ მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­ზე ისა­უბ­რა, რაც მისი თქმით შე­საც­ვლე­ლია.

"მე­სი­ჯი ნა­თე­ლი იყო, ცვლი­ლე­ბე­ზე მუ­შა­ო­ბა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ იწყე­ბა", - წერს politico და სტრა­მე­რის სი­ტყვი­დან 6 ძი­რი­თად და­პი­რე­ბას გა­მო­ყოფს. მან კი პი­რო­ბა დადო, რომ “აა­შე­ნებს“ ქვე­ყა­ნას, შეც­ვლის სა­ჯა­რო სერ­ვი­სე­ბი­სა და ეკო­ნო­მი­კას.

სტრა­მე­რის თქმით, სა­სი­კე­თო ცვლი­ლე­ბე­ბი შევა ქვეყ­ნის სა­ი­მიგ­რა­ციო პო­ლი­ტი­კა­ში, ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა­ში, პე­ნი­ტენ­ცი­ურ სის­ტე­მა­ში, გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა და­გეგ­მი­ლი რე­ფორ­მე­ბი, გა­და­ი­ხე­დე­ბა უთი­ერ­თო­ბე­ბი მე­ზო­ბელ და სხვა ქვეყ­ნებ­თან, გა­და­ი­ხე­დე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ევ­რო­კავ­შირ­თან.

  • ბი­ოგ­რა­ფია

კერ სტარ­მე­რი 1962 წლის 2 სექ­ტემ­ბერს, ლონ­დონ­ში და­ი­ბა­და. რო­გორც ცნო­ბი­ლია, მისი მშობ­ლე­ბი “ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტი­ის“ მხარ­დამ­ჭე­რე­ბი იყ­ვნენ და გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შვილ­საც სა­ხე­ლი მა­შინ­დე­ლი პარ­ტი­ის პირ­ვე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო ლი­დე­რის, კირ ჰარ­დის პა­ტივ­სა­ცე­მად და­არ­ქვეს.

სტრა­მე­რი კარ­გი მოს­წავ­ლე იყო. სტუ­დენ­ტო­ბი­სას სტი­პენ­დია მო­ი­პო­ვა და მშობ­ლებს გა­ნათ­ლე­ბა­ში ფი­ნან­სე­ბის ჩა­დე­ბა თა­ვი­დან აა­რი­და. თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის წლებ­ში ის აქ­ტი­უ­რი იყო “ლე­ი­ბო­რის­ტულ“ პო­ლი­ტი­კა­ში; 16 წლის ასაკ­ში “ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტი­ის“ ახალ­გაზ­რდა სო­ცი­ა­ლის­ტე­ბის წევ­რი იყო. უკ­რავ­და ფლე­ი­ტა­ზე, ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე და ვი­ო­ლი­ნო­ზე.

2014 წლის დე­კემ­ბერ­ში დე­პუ­ტა­ტის ფრენკ დოდსო­ნის გა­დად­გო­მის შემ­დეგ, სტარ­მე­რი “ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტი­ის“ კან­დი­და­ტად აირ­ჩი­ეს. სტარ­მე­რი 2020 წლის იან­ვარ­ში პარ­ტი­ის ლი­დე­რი გახ­და. იმ პე­რი­ოდ­ში “ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტია“ და­შორ­და მე­მარ­ცხე­ნე პო­ზი­ცი­ებს. 2023 წლის თე­ბერ­ვალ­ში სტარ­მერ­მა შე­ი­მუ­შა­ვა ხუთი “ეროვ­ნუ­ლი მი­სი­ის“ ნა­ბი­ჯი - ეს ეხე­ბა გრძელ­ვა­დი­ან მიზ­ნებს ეკო­ნო­მი­კის, კრი­მი­ნა­ლის, ჯან­დაც­ვის ეროვ­ნულ სამ­სა­ხუ­რის (NHS), გა­ნათ­ლე­ბი­სა და კლი­მა­ტის კრი­ზისს.

ის მე­უღ­ლე­ზე, ვიქ­ტო­რია სტარ­მერ­ზე 2007 წელს და­ქორ­წინ­და. ვიქ­ტო­რია პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტია. წყვილს ჰყავს ვაჟი და ქა­ლიშ­ვი­ლი. წყვი­ლის შე­სა­ხებ დე­ტა­ლე­ბი უც­ნო­ბია, რო­გორც მე­დია წერს, ისი­ნი 13 წლის ვაჟს, ტო­ბის და 11 წლის ქა­ლიშ­ვილს ზრდი­ან. ჩრდი­ლო­ეთ ლონ­დონ­ში მდე­ბა­რე სახ­ლი კი, სა­დაც ოჯა­ხი ცხოვ­რობ­და 1,75 მი­ლი­ონ ფუნტ სტერ­ლინ­გად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი.

ავტორი:

მუსიკოსი "ლეიბორისტი" 6 პუნქტიანი გეგმით და თამამი დაპირებებით - ვინ არის დიდი ბრიტანეთის ახალ პრემიერი, რომელმაც ევროკავშირთან ურთიერთობების გადახედვა დააანონსა

მუსიკოსი "ლეიბორისტი" 6 პუნქტიანი გეგმით და თამამი დაპირებებით - ვინ არის დიდი ბრიტანეთის ახალ პრემიერი, რომელმაც ევროკავშირთან ურთიერთობების გადახედვა დააანონსა

დიდ ბრიტანეთში მიმდინარე ვადამდელმა საპარლამენტო არჩევნებმა, რომელიც მიმდინარე წლის 4 ივლისს გაიმართა, ქვეყნის პოლიტიკური კურსი საგრძნობლად შეცვალა. ინგლისის, შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის 650 ოლქში 40 000 საარჩევნო უბანი ადგილობრივი დროით 7:00 საათზე გაიხსნა. არჩევნებში 4 515 კანდიდატი მონაწილეობდა.

არჩევნების დასრულების შემდეგ ცხადი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთის პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად 326 მანდატიდან, თემთა პალატაში “ლეიბორისტებმა“ 410 მანდატი მიიღეს. “კონსერვატიულმა პარტიამ“ 131 მანდატი მოიპოვა. ხოლო ლიბერალ დემოკრატებს თემთა პალატაში 61 წარმომადგენელი ეყოლება. რაც შეეხება შოტლანდიის ნაციონალურ პარტიას, ის 10 მანდატით იქნება წარმოდგენილი.

შედეგები მყისიერად აღიარა გაერთიანებული სამეფოს მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა და ბრიტანეთის ახალ პრემიერს - კირ სტარმერს გამარჯვება მოულოცა. მისი თქმით, მის პარტიას რთული ღამე ჰქონდა. მეფე ჩარლზმა “ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, კირ სტარმერი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრად ოფიციალურად დანიშნა.

"დიახ, ჩვენ ეს შევძელით! თქვენ ამისთვის ჩაატარეთ კამპანია, იბრძოლეთ ამისთვის, მიეცით ხმა და ახლა მოვიდა. ცვლილება ახლა იწყება ოთხწელიწადნახევრიანი მუშაობა პარტიის შეცვლაზე. შეცვლილი ლეიბორისტული პარტია, რომელიც მზად არის ემსახუროს ჩვენს ქვეყანას, მზადაა დააბრუნოს ბრიტანეთი მშრომელი ხალხის სამსახურში“, - აღნიშნა კირ სტარმერმა ოფიციალურ ბრიფინგზე.

"მიუხედავად იმისა, მიეცით თუ არა ხმა "ლეიბორისტებს“, პირდაპირ გეუბნებით: ჩემი მთავრობა მოგემსახურებათ თქვენ. პოლიტიკა შეიძლება იყოს სიკეთის ძალა. ჩვენ ამას ვაჩვენებთ. ჩვენ შევცვალეთ "ლეიბორისტული პარტია", დავაბრუნეთ იგი ქვეყნის სამსახურში და სწორედ ასე ვმართავთ: პირველია ქვეყანა, მეორე - პარტია. ამიერიდან თქვენ გყავთ მთავრობა, რომელიც ხელმძღვანელობს მხოლოდ მტკიცე გადაწყვეტილებით, რომ თქვენს ინტერესებს ემსახუროს. თქვენ მოგვეცით მკაფიო მანდატი და ჩვენ მას გამოვიყენებთ ცვლილებების განსახორციელებლად. ჩვენი საქმე გადაუდებელია და დღესვე ვიწყებთ“, - აღნიშნა კეირ სტარმერმა მოსახლეობის წინაშე პრემიერ-მინისტრის რანგში პირველად წარდგენისას.

სტარმერმა პრემიერ- მინისტრის უფლებამოსილების მიღების პირველივე დღეებში დააფიქსირა პოზიცია რუსეთ - უკრაინის საომარი მოქმედებების თაობაზე. ის ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა და მოგვიანებით გაავრცელა განცხადება, რომ “უკრაინის მიმართ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა ურყევი რჩება“.

  • 6 საკითხი, რისი გამოსწორებაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს მისი მოღვაწეობის პირველივე თვეებში სურს

როგორც ჩანს სტარმერი საკმაოდ პრინციპული პოლიტიკური მოთამაშეა. მან პრემიერ- მინისტრის რანგში გამართული პირველი ოფიციალური ბრიფინგის ფარგლებში იმ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა, რაც მისი თქმით შესაცვლელია.

"მესიჯი ნათელი იყო, ცვლილებეზე მუშაობა დაუყოვნებლივ იწყება", - წერს politico და სტრამერის სიტყვიდან 6 ძირითად დაპირებას გამოყოფს. მან კი პირობა დადო, რომ “ააშენებს“ ქვეყანას, შეცვლის საჯარო სერვისებისა და ეკონომიკას.

სტრამერის თქმით, სასიკეთო ცვლილებები შევა ქვეყნის საიმიგრაციო პოლიტიკაში, ჯანდაცვის სისტემაში, პენიტენციურ სისტემაში, განხორციელდება დაგეგმილი რეფორმები, გადაიხედება უთიერთობები მეზობელ და სხვა ქვეყნებთან, გადაიხედება ურთიერთობები ევროკავშირთან.

  • ბიოგრაფია

კერ სტარმერი 1962 წლის 2 სექტემბერს, ლონდონში დაიბადა. როგორც ცნობილია, მისი მშობლები “ლეიბორისტული პარტიის“ მხარდამჭერები იყვნენ და გავრცელებული ინფორმაციით, შვილსაც სახელი მაშინდელი პარტიის პირველი საპარლამენტო ლიდერის, კირ ჰარდის პატივსაცემად დაარქვეს.

სტრამერი კარგი მოსწავლე იყო. სტუდენტობისას სტიპენდია მოიპოვა და მშობლებს განათლებაში ფინანსების ჩადება თავიდან აარიდა. თინეიჯერობის წლებში ის აქტიური იყო “ლეიბორისტულ“ პოლიტიკაში; 16 წლის ასაკში “ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდა სოციალისტების წევრი იყო. უკრავდა ფლეიტაზე, ფორტეპიანოზე და ვიოლინოზე.

2014 წლის დეკემბერში დეპუტატის ფრენკ დოდსონის გადადგომის შემდეგ, სტარმერი “ლეიბორისტული პარტიის“ კანდიდატად აირჩიეს. სტარმერი 2020 წლის იანვარში პარტიის ლიდერი გახდა. იმ პერიოდში “ლეიბორისტული პარტია“ დაშორდა მემარცხენე პოზიციებს. 2023 წლის თებერვალში სტარმერმა შეიმუშავა ხუთი “ეროვნული მისიის“ ნაბიჯი - ეს ეხება გრძელვადიან მიზნებს ეკონომიკის, კრიმინალის, ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურის (NHS), განათლებისა და კლიმატის კრიზისს.

ის მეუღლეზე, ვიქტორია სტარმერზე 2007 წელს დაქორწინდა. ვიქტორია პროფესიით იურისტია. წყვილს ჰყავს ვაჟი და ქალიშვილი. წყვილის შესახებ დეტალები უცნობია, როგორც მედია წერს, ისინი 13 წლის ვაჟს, ტობის და 11 წლის ქალიშვილს ზრდიან. ჩრდილოეთ ლონდონში მდებარე სახლი კი, სადაც ოჯახი ცხოვრობდა 1,75 მილიონ ფუნტ სტერლინგად არის შეფასებული.