სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ნარმანიამ "ეკონომიკურ ფორუმზე" წყალმომარაგების სექტორის გამოწვევების შესახებ ისაუბრა
დავით ნარმანიამ "ეკონომიკურ ფორუმზე" წყალმომარაგების სექტორის გამოწვევების შესახებ ისაუბრა

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის (სე­მეკ) თავ­მჯდო­მა­რემ, და­ვით ნარ­მა­ნი­ამ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო „ეკო­ნო­მი­კუ­რი ფო­რუ­მის“ მე­თხუთ­მე­ტე დის­კუ­სი­ა­ში, რო­მე­ლიც წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სექ­ტო­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­სა და გა­მოწ­ვე­ვებს შე­ე­ხე­ბო­და.

სე­მე­კის თავ­მჯდო­მა­რემ ისა­უბ­რა წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სექ­ტორ­ში არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­სა და მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ ნორ­მებ­ზე.

„სე­მე­კი წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სექ­ტორს არე­გუ­ლი­რებს 2008 წლი­დან. ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბია წყალ­მო­მა­რა­გე­ბის ლი­ცენ­ზი­ე­ბის გა­ცე­მა/გა­უქ­მე­ბა, ტა­რი­ფე­ბის დად­გე­ნა, ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის შე­თან­ხმე­ბა, და­ვე­ბის გან­ხილ­ვა და მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხის მო­ნი­ტო­რინ­გი და სხვა. ამ­ჟა­მად, წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სექ­ტორ­ში ოპე­რი­რებს 8 ლი­ცენ­ზი­ა­ტი კომ­პა­ნია, რომ­ლე­ბიც წყალ­მო­მა­რა­გე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 69%-ს.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბოლო 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სის­ტე­მებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ­მა ინ­ვეს­ტი­ცი­ებ­მა რამ­დე­ნი­მე მი­ლი­არ­დი ლარი შე­ად­გი­ნა, ამ სექ­ტორ­ში დღე­საც საკ­მა­ოდ ბევ­რი გა­მოწ­ვე­ვაა. მათი გა­დაჭ­რა სა­ჭი­რო­ებს მას­შტა­ბურ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­სა თუ სა­ინ­ვე­ტი­ციო პრო­ექ­ტებს. სე­მე­კი წყალ­მო­მა­რა­გე­ბის კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის ყო­ველ­წლი­უ­რად ამ­ტკი­ცებს საკ­ვან­ძო მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის არ­სე­ბულ დო­ნე­სა და სა­მიზ­ნე ნიშ­ნულს. ამ მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბით ფას­დე­ბა კომ­პა­ნი­ე­ბის ცალ­კე­უ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, რომ კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ გა­სა­ტა­რე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი სა­ინ­ვეს­ტი­ციო გეგ­მე­ბი სწო­რად ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს საკ­ვან­ძო მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის არ­სე­ბუ­ლი დო­ნის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას“, - აღ­ნიშ­ნა და­ვით ნარ­მა­ნი­ამ.

მან ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა წყალ­მო­მა­რა­გე­ბის კომ­პა­ნი­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე და გა­ნა­ცხა­და, რომ სე­მე­კი მუდ­მივ რე­ჟიმ­ში მო­ნი­ტო­რინგს უწევს კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტე­ბის შეს­რუ­ლე­ბას.

„მას­შტა­ბურ სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტებს ახორ­ცი­ე­ლებს „სა­ქარ­თვე­ლოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი წყალ­მო­მა­რა­გე­ბის კომ­პა­ნია“, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს რო­გორც ქა­ლა­ქე­ბის, ასე­ვე სოფ­ლის ტი­პის და­სახ­ლე­ბებს. მხო­ლოდ 2023 წელს „სა­ქარ­თვე­ლოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი წყალ­მო­მა­რა­გე­ბის კომ­პა­ნი­ამ“ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა 368 მლნ ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცია.

2023 წელს კო­მი­სი­ამ შე­ი­თან­ხმა „ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რი­სა“ და „ბა­თუ­მის წყლის“ 2024-2026 წლებ­ში გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი სა­ინ­ვეს­ტი­ციო გეგ­მე­ბი, რო­მე­ლიც „ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რის“ შემ­თხვე­ვა­ში შე­ად­გენს 363 მლნ ლარს, ხოლო შპს „ბა­თუ­მის წყლის“ შემ­თხვე­ვა­ში 25 მლნ ლარს. სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტე­ბი ემ­სა­ხუ­რე­ბა არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, რომ­ლე­ბიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­წარ­მო­ე­ბის გა­მარ­თუ­ლი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის­თვის. მიმ­დი­ნა­რე წელს ქა­ლაქ თბი­ლის­სა და ქა­ლაქ რუს­თავ­ში უკვე გან­ხორ­ცი­ელ­და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის ქსე­ლის პრობ­ლე­მუ­რი ნა­წი­ლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია. შე­დე­გად, სა­ხე­ზე გვაქვს წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სის­ტე­მა­ში ავა­რი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის და და­ნა­კარ­გე­ბის შემ­ცი­რე­ბის ტენ­დენ­ცია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ „ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რი“ მნიშ­ვნე­ლო­ვან ყუ­რა­დღე­ბას უთ­მობს წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სის­ტე­მის მო­დერ­ნი­ზა­ცი­ა­სა და ქსე­ლის გა­ციფ­რუ­ლე­ბას. „ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რის“ ახა­ლი ინ­ვეს­ტო­რი კომ­პა­ნია „აქუ­ა­ლია“ არის ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი დარ­გობ­რი­ვი ინ­ვეს­ტო­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც ოპე­რი­რებს მსოფ­ლი­ოს არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში და არის დარ­გში ერთ-ერთი მთა­ვა­რი ლი­დე­რი. მისი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის და­ნერგვა სა­ქარ­თვე­ლო­ში“, - აღ­ნიშ­ნა და­ვით ნარ­მა­ნი­ამ.

„ეკო­ნო­მი­კუ­რი ფო­რუ­მის“ დის­კუ­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ მზია გი­ორ­გო­ბი­ან­მა და „ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რის“ აქ­ტი­ვე­ბის მარ­თვის დი­რექ­ტორ­მა გიგა ნა­დი­რა­ძემ. ფო­რუ­მის მო­ნა­წი­ლე­ებს სი­ტყვით მი­მარ­თა „ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რის“ გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ხოსე მი­გელ სან­ტოს გონ­ზა­ლეზ­მა. დის­კუ­სი­ას მო­დე­რა­ტო­რო­ბა გა­უ­წია „ბიზ­ნეს ინ­სა­ი­დერ ჯორ­ჯი­ას“ დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, გი­ორ­გი აბა­შიშ­ვილ­მა.

R

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nn
0

ამ იდიოტმა კა უცოდინარმა კაცმა სად ნახა ჯივიპის ჩადებული ინვესტიცია, კომუნისტების დროინდელი წყალგაყვანილობაა ისევ და ყველა უბანს სამ დღეში ერთხელ უწყდება წყალი.

llcl
0

ნეტა ამას ჯი-ვი-პი-ს შესახებ თუ სმენია რამე და თი მხოლოდ საკუთარ ხელფასზე აქვს ინფორმაცია)))))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

დავით ნარმანიამ "ეკონომიკურ ფორუმზე" წყალმომარაგების სექტორის გამოწვევების შესახებ ისაუბრა

დავით ნარმანიამ "ეკონომიკურ ფორუმზე" წყალმომარაგების სექტორის გამოწვევების შესახებ ისაუბრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო „ეკონომიკური ფორუმის“ მეთხუთმეტე დისკუსიაში, რომელიც წყალმომარაგების სექტორის შესაძლებლობებსა და გამოწვევებს შეეხებოდა.

სემეკის თავმჯდომარემ ისაუბრა წყალმომარაგების სექტორში არსებულ მდგომარეობასა და მარეგულირებელ ნორმებზე.

„სემეკი წყალმომარაგების სექტორს არეგულირებს 2008 წლიდან. ძირითადი მიმართულებებია წყალმომარაგების ლიცენზიების გაცემა/გაუქმება, ტარიფების დადგენა, ინვესტიციების შეთანხმება, დავების განხილვა და მომსახურების ხარისხის მონიტორინგი და სხვა. ამჟამად, წყალმომარაგების სექტორში ოპერირებს 8 ლიცენზიატი კომპანია, რომლებიც წყალმომარაგებით უზრუნველყოფენ საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 69%-ს.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს წყალმომარაგების სისტემებში განხორციელებულმა ინვესტიციებმა რამდენიმე მილიარდი ლარი შეადგინა, ამ სექტორში დღესაც საკმაოდ ბევრი გამოწვევაა. მათი გადაჭრა საჭიროებს მასშტაბურ ღონისძიებებსა თუ საინვეტიციო პროექტებს. სემეკი წყალმომარაგების კომპანიებისთვის ყოველწლიურად ამტკიცებს საკვანძო მაჩვენებლების არსებულ დონესა და სამიზნე ნიშნულს. ამ მაჩვენებლებით ფასდება კომპანიების ცალკეული აქტივობები. ჩვენი მიზანია, რომ კომპანიების მიერ გასატარებელი ღონისძიებები და განსახორციელებელი საინვესტიციო გეგმები სწორად ემსახურებოდეს საკვანძო მაჩვენებლების არსებული დონის გაუმჯობესებას“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

მან ყურადღება გაამახვილა წყალმომარაგების კომპანიების საქმიანობაზე და განაცხადა, რომ სემეკი მუდმივ რეჟიმში მონიტორინგს უწევს კომპანიების მიერ საინვესტიციო პროექტების შესრულებას.

„მასშტაბურ საინვესტიციო პროექტებს ახორციელებს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“, რომელიც მოიცავს როგორც ქალაქების, ასევე სოფლის ტიპის დასახლებებს. მხოლოდ 2023 წელს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ განახორციელა 368 მლნ ლარის ინვესტიცია.

2023 წელს კომისიამ შეითანხმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და „ბათუმის წყლის“ 2024-2026 წლებში განსახორციელებელი საინვესტიციო გეგმები, რომელიც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ შემთხვევაში შეადგენს 363 მლნ ლარს, ხოლო შპს „ბათუმის წყლის“ შემთხვევაში 25 მლნ ლარს. საინვესტიციო პროექტები ემსახურება არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას, რომლებიც აუცილებელია საწარმოების გამართული ფუნქციონირებისთვის. მიმდინარე წელს ქალაქ თბილისსა და ქალაქ რუსთავში უკვე განხორციელდა წყალმომარაგების ქსელის პრობლემური ნაწილის რეაბილიტაცია. შედეგად, სახეზე გვაქვს წყალმომარაგების სისტემაში ავარიების რაოდენობის და დანაკარგების შემცირების ტენდენცია.

აღსანიშნავია, რომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციასა და ქსელის გაციფრულებას. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ახალი ინვესტორი კომპანია „აქუალია“ არის ყველაზე მსხვილი დარგობრივი ინვესტორი საქართველოში, რომელიც ოპერირებს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში და არის დარგში ერთ-ერთი მთავარი ლიდერი. მისი მთავარი მიზანია ევროპული სტანდარტების დანერგვა საქართველოში“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

„ეკონომიკური ფორუმის“ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ აქტივების მართვის დირექტორმა გიგა ნადირაძემ. ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურმა დირექტორმა ხოსე მიგელ სანტოს გონზალეზმა. დისკუსიას მოდერატორობა გაუწია „ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა, გიორგი აბაშიშვილმა.

R