მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უმძიმესი ფოტო და ვიდეოკადრები კიევიდან - რუსების სარაკეტო დარტყმის ქვეშ ბავშვთა საავადმყოფოც მოჰყვა: არის მსხვერპლი
უმძიმესი ფოტო და ვიდეოკადრები კიევიდან - რუსების სარაკეტო დარტყმის ქვეშ ბავშვთა საავადმყოფოც მოჰყვა: არის მსხვერპლი

რუ­სეთ­მა კი­ევ­სა და უკ­რა­ი­ნის სხვა ქა­ლა­ქებ­ზე მა­სი­უ­რი სა­რა­კე­ტო დარ­ტყმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ქვეყ­ნის დე­და­ქა­ლაქ­ში შვი­დი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, კრი­ვოი როგ­ში კი 10 ადა­მი­ა­ნი. კი­ევ­ში სე­რი­ო­ზუ­ლად და­ზი­ან­და ქვეყ­ნის უდი­დე­სი ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფო.

“სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქე­ბი: კი­ე­ვი, დნეპ­რი, კრი­ვოი როგი, სლა­ვი­ანსკი, კრა­მა­ტორსკი. გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია 40-ზე მეტი სხვა­დას­ხვა ტი­პის რა­კე­ტა. და­ზი­ან­და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბი, ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფო“, - გა­ავ­რცე­ლა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

თავ­დას­ხმის შე­დე­გად და­ინ­გრა კი­ევ­ში მდე­ბა­რე ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფოს "Okhmatdyt". ეს არის ყვე­ლა­ზე დიდი ბავ­შვთა კლი­ნი­კა უკ­რა­ი­ნა­ში.

უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია აქ­ვეყ­ნებს სა­ა­ვად­მყო­ფოს დე­რე­ფან­ში ბავ­შვე­ბი­სა და მათი დე­დე­ბის ფო­ტო­ებს. და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბე­ბი, სა­ო­პე­რა­ციო ოთა­ხე­ბი და ონ­კო­ლო­გი­უ­რი გან­ყო­ფი­ლე­ბა. შე­ნო­ბა­ში იყ­ვნენ ბავ­შვე­ბი, რომ­ლე­ბიც დი­ა­ლიზს იკე­თებ­დნენ.

“ნან­გრე­ვე­ბის ქვეშ არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, დაჭ­რილ­თა და და­ღუ­პულ­თა ზუს­ტი რა­ო­დე­ნო­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია. ახლა ყვე­ლა გვეხ­მა­რე­ბა ნან­გრე­ვე­ბის გაწ­მენ­და­ში: ექი­მე­ბი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ხალ­ხი“, - დას­ძი­ნა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ზე­ლენ­სკიმ.

ჩა­მოგ­დე­ბუ­ლი რა­კე­ტე­ბის ნამ­სხვრე­ვე­ბი კი­ე­ვის სულ მცი­რე ოთხ რა­ი­ონ­ში და­ე­ცა. უკ­რა­ი­ნის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, უკ­რა­ი­ნა­ზე რუ­სე­თის დი­ლის თავ­დას­ხმის შე­დე­გად სულ 20-მდე ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და 50-მდე და­შავ­და.

დნეპ­რო­პეტ­როვ­სკის ოლ­ქის კრი­ვოი როგ­ში ბევ­რი და­ღუ­პუ­ლი და დაჭ­რი­ლია. თა­ვად დნე­პერ­ში სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმის შემ­დეგ და­ზი­ან­და მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სი, გა­ნა­ცხა­და მერ­მა ბო­რის ფი­ლა­ტოვ­მა. მა­მა­კა­ცი გარ­და­იც­ვა­ლა, ცნო­ბი­ლია ექ­ვსი მსხვერ­პლი, ერ­თის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა.

რუ­სულ მხა­რეს აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა ჯერ არ გა­უ­კე­თე­ბია.

00:00 / 00:00
ავტორი:

უმძიმესი ფოტო და ვიდეოკადრები კიევიდან - რუსების სარაკეტო დარტყმის ქვეშ ბავშვთა საავადმყოფოც მოჰყვა: არის მსხვერპლი

უმძიმესი ფოტო და ვიდეოკადრები კიევიდან - რუსების სარაკეტო დარტყმის ქვეშ ბავშვთა საავადმყოფოც მოჰყვა: არის მსხვერპლი

რუსეთმა კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე მასიური სარაკეტო დარტყმა განახორციელა. წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის დედაქალაქში შვიდი ადამიანი დაიღუპა, კრივოი როგში კი 10 ადამიანი. კიევში სერიოზულად დაზიანდა ქვეყნის უდიდესი ბავშვთა საავადმყოფო.

“სხვადასხვა ქალაქები: კიევი, დნეპრი, კრივოი როგი, სლავიანსკი, კრამატორსკი. გამოყენებულია 40-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, ინფრასტრუქტურა და ბავშვთა საავადმყოფო“, - გაავრცელა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.

თავდასხმის შედეგად დაინგრა კიევში მდებარე ბავშვთა საავადმყოფოს "Okhmatdyt". ეს არის ყველაზე დიდი ბავშვთა კლინიკა უკრაინაში.

უკრაინული მედია აქვეყნებს საავადმყოფოს დერეფანში ბავშვებისა და მათი დედების ფოტოებს. დაზიანებულია ინტენსიური თერაპიის განყოფილებები, საოპერაციო ოთახები და ონკოლოგიური განყოფილება. შენობაში იყვნენ ბავშვები, რომლებიც დიალიზს იკეთებდნენ.

“ნანგრევების ქვეშ არიან ადამიანები, დაჭრილთა და დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. ახლა ყველა გვეხმარება ნანგრევების გაწმენდაში: ექიმები, ჩვეულებრივი ხალხი“, - დასძინა მოგვიანებით ზელენსკიმ.

ჩამოგდებული რაკეტების ნამსხვრევები კიევის სულ მცირე ოთხ რაიონში დაეცა. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინაზე რუსეთის დილის თავდასხმის შედეგად სულ 20-მდე ადამიანი დაიღუპა და 50-მდე დაშავდა.

დნეპროპეტროვსკის ოლქის კრივოი როგში ბევრი დაღუპული და დაჭრილია. თავად დნეპერში სარაკეტო თავდასხმის შემდეგ დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, განაცხადა მერმა ბორის ფილატოვმა. მამაკაცი გარდაიცვალა, ცნობილია ექვსი მსხვერპლი, ერთის მდგომარეობა მძიმეა.

რუსულ მხარეს აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"