სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“მას კინოს ოცნების სჯეროდა, სწამდა, რომ კინო კაცობრიობის შექმნილი ხელოვნების უმაღლესი ფორმა იყო“ - გარდაიცვალა "ტიტანიკისა" და "ავატარის" ოსკაროსანი პროდიუსერი
“მას კინოს ოცნების სჯეროდა, სწამდა, რომ კინო კაცობრიობის შექმნილი ხელოვნების უმაღლესი ფორმა იყო“ - გარდაიცვალა "ტიტანიკისა" და "ავატარის" ოსკაროსანი პროდიუსერი

ყვე­ლა დრო­ის ყვე­ლა­ზე შე­მო­სავ­ლი­ა­ნი ფილ­მე­ბის, მათ შო­რის "ტი­ტა­ნი­კი­სა" და "ავა­ტა­რის" პრო­დი­უ­სე­რი, რო­მე­ლიც რე­ჟი­სორ ჯე­იმს კა­მე­რო­ნის დიდი ხნის პარტნი­ო­რი იყო, ოს­კა­რო­სა­ნი პრო­დი­უ­სე­რი ჯონ ლან­დაუ 63 წლის ასაკ­ში, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სიმ­სივ­ნით გარ­და­იც­ვა­ლა.

  • მე­დი­ის თა­ნახ­მად, პრო­დი­უ­სერს კი­ბოს დი­აგ­ნო­ზი შარ­შან და­უს­ვეს.

ჯონ ლან­და­უს გარ­დაც­ვა­ლე­ბა მის­მა დამ, თი­ნამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­ა­დას­ტუ­რა და მას სა­უ­კე­თე­სო ძმა უწო­და:

"გული მიკ­ვდე­ბა, თუმ­ცა ამავდრო­უ­ლად სი­ა­მა­ყი­თა და მად­ლი­ე­რე­ბით ვივ­სე­ბი იმ სა­ჩუქ­რე­ბის­თვის, რო­მე­ლიც მან თა­ვი­სი ფილ­მე­ბის სა­ხით მე და ყვე­ლა სხვას გვი­ბო­ძა", - წერ­და თინა.

ჯონ ლან­დაუ და ჯე­იმს კა­მე­რო­ნი

ლან­დაუ გარ­კვე­უ­ლი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში კომ­პა­ნია 20th Century Fox-ის აღ­მას­რუ­ლე­ბელ დი­რექ­ტო­რა­დაც მუ­შა­ობ­და. მან დე­ვიდ კა­მე­რონ­თან ერ­თად 1997 წლის პო­პუ­ლა­რუ­ლი ფილ­მის "ტი­ტა­ნი­კის" შექ­მნა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, "ავა­ტარ­სა" და მის მე­ო­რე ფილმზე, "ავა­ტა­რი: წყლის გზა"-ზეც იმუ­შა­ვა. ლან­და­უს ჯე­იმს კა­მე­რო­ნის საპ­რო­დი­უ­სე­რო კომ­პა­ნია Lightstorm Entertainment- შიც ეკა­ვა მე­ნე­ჯე­რის პო­ზი­ცია.

  • ლან­და­უს გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბავს ჯე­იმს კა­მე­რო­ნიც გა­მო­ეხ­მა­უ­რა

"დი­დე­ბულ­მა ადა­მი­ან­მა და პრო­დი­უ­სერ­მა დაგვტო­ვა. ჯონ ლან­და­უს კი­ნოს ოც­ნე­ბის სჯე­რო­და. მას სწამ­და, რომ კინო კა­ცობ­რი­ო­ბის შექ­მნი­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის უმაღ­ლე­სი ფორ­მა იყო და ამ­ბობ­და, იმის­თვის, რომ ფილ­მე­ბი გა­და­ი­ღო, ჯერ თა­ვად უნდა იყო ადა­მი­ა­ნიო", - ამ­ბობს რე­ჟი­სო­რი The Hollywood Reporter-თან მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

“მას კინოს ოცნების სჯეროდა, სწამდა, რომ კინო კაცობრიობის შექმნილი ხელოვნების უმაღლესი ფორმა იყო“ - გარდაიცვალა "ტიტანიკისა" და "ავატარის" ოსკაროსანი პროდიუსერი

“მას კინოს ოცნების სჯეროდა, სწამდა, რომ კინო კაცობრიობის შექმნილი ხელოვნების უმაღლესი ფორმა იყო“ - გარდაიცვალა "ტიტანიკისა" და "ავატარის" ოსკაროსანი პროდიუსერი

ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ფილმების, მათ შორის "ტიტანიკისა" და "ავატარის" პროდიუსერი, რომელიც რეჟისორ ჯეიმს კამერონის დიდი ხნის პარტნიორი იყო, ოსკაროსანი პროდიუსერი ჯონ ლანდაუ 63 წლის ასაკში, გავრცელებული ინფორმაციით, სიმსივნით გარდაიცვალა.

  • მედიის თანახმად, პროდიუსერს კიბოს დიაგნოზი შარშან დაუსვეს.

ჯონ ლანდაუს გარდაცვალება მისმა დამ, თინამ სოციალურ ქსელში დაადასტურა და მას საუკეთესო ძმა უწოდა:

"გული მიკვდება, თუმცა ამავდროულად სიამაყითა და მადლიერებით ვივსები იმ საჩუქრებისთვის, რომელიც მან თავისი ფილმების სახით მე და ყველა სხვას გვიბოძა", - წერდა თინა.

ჯონ ლანდაუ და ჯეიმს კამერონი

ლანდაუ გარკვეული ხნის განმავლობაში კომპანია 20th Century Fox-ის აღმასრულებელ დირექტორადაც მუშაობდა. მან დევიდ კამერონთან ერთად 1997 წლის პოპულარული ფილმის "ტიტანიკის" შექმნაში მიიღო მონაწილეობა. მოგვიანებით, "ავატარსა" და მის მეორე ფილმზე, "ავატარი: წყლის გზა"-ზეც იმუშავა. ლანდაუს ჯეიმს კამერონის საპროდიუსერო კომპანია Lightstorm Entertainment- შიც ეკავა მენეჯერის პოზიცია.

  • ლანდაუს გარდაცვალების ამბავს ჯეიმს კამერონიც გამოეხმაურა

"დიდებულმა ადამიანმა და პროდიუსერმა დაგვტოვა. ჯონ ლანდაუს კინოს ოცნების სჯეროდა. მას სწამდა, რომ კინო კაცობრიობის შექმნილი ხელოვნების უმაღლესი ფორმა იყო და ამბობდა, იმისთვის, რომ ფილმები გადაიღო, ჯერ თავად უნდა იყო ადამიანიო", - ამბობს რეჟისორი The Hollywood Reporter-თან მიცემულ ინტერვიუში.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"