სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფერფლის ღრუბელი და გადადებული ფრენები - კადრები სიცილიიდან, სადაც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანი ამოიფრქვა
ფერფლის ღრუბელი და გადადებული ფრენები - კადრები სიცილიიდან, სადაც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანი ამოიფრქვა

სი­ცი­ლი­ა­ში ევ­რო­პის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი ვულ­კა­ნი ეტნა ამო­იფ­რქვა. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, ბოლო რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში აქ­ტი­ვო­ბა საკ­მა­ოდ გა­ი­ზარ­და, ეს გან­სა­კუთ­რე­ბით შე­სამ­ჩნე­ვი იყო ვო­რა­ჟი­ნის კრა­ტერ­ში.

იტა­ლი­ის გე­ო­ფი­ზი­კი­სა და ვულ­კა­ნო­ლო­გი­ის ეროვ­ნუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის (INGV) რე­გი­ო­ნუ­ლი ოფი­სის შე­ფა­სე­ბით, ეტ­ნა­დან ამო­სულ­მა ფერ­ფლმა და­ახ­ლო­ე­ბით 4,5 კი­ლო­მეტ­რის (2,7 მილი) სი­მაღ­ლეს მი­აღ­წია და სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ობ­და.

  • ფერ­ფლის ღრუბ­ლე­ბის გამო, შე­ი­ზღუ­და ფრე­ნე­ბი. ვულ­კა­ნუ­რი აქ­ტი­ვო­ბის გამო გაფრ­თხი­ლე­ბა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის აპა­რატ­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა სა­მო­ქა­ლა­ქო დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტმაც გა­ავ­რცე­ლა.

ეტნა ამ­ჟა­მად ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი და ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი ვულ­კა­ნია ევ­რო­პა­ში. მისი სი­მაღ­ლის მი­თი­თე­ბა ზუს­ტად შე­უძ­ლე­ბე­ლია, ვი­ნა­ი­დან ის მუ­დამ იც­ვლე­ბა ამოფრქვე­ვე­ბი­სა და შლა­კე­ბის ამოს­ხმის გამო. ეტ­ნას 400-მდე გვერ­დი­თი კრა­ტე­რი და მრა­ვა­ლი ლა­ვუ­რი ნა­კა­დი აქვს.

სტა­ტის­ტი­კუ­რად ვულ­კა­ნი 150 წე­ლი­წად­ში ერთხელ რო­მე­ლი­მე და­სახ­ლე­ბას ანად­გუ­რებს. თუმ­ცა გა­ცი­ვე­ბუ­ლი ლა­ვის გამო ეტ­ნის გარ­შე­მო ნი­ა­და­გი გან­სა­კუთ­რე­ბით ნა­ყო­ფი­ე­რია და მის კალ­თებ­ზე ხილს, ზე­თის­ხილ­სა და ვე­ნახს აშე­ნე­ბენ. ვულ­კა­ნის ამოფრქვე­ვა ჯერ კი­დევ უძ­ვე­ლეს ხა­ნებ­ში დას­ტურ­დე­ბა. ან­ტი­კუ­რი ხა­ნის ავ­ტო­რე­ბი ასა­ხე­ლე­ბენ ძვ. წ. 479 და 425 წლებს.

2013 წელს ვულ­კა­ნი მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის სი­ა­ში შე­იყ­ვა­ნეს.

ავტორი:

ფერფლის ღრუბელი და გადადებული ფრენები - კადრები სიცილიიდან, სადაც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანი ამოიფრქვა

ფერფლის ღრუბელი და გადადებული ფრენები - კადრები სიცილიიდან, სადაც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანი ამოიფრქვა

სიცილიაში ევროპის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანი ეტნა ამოიფრქვა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტივობა საკმაოდ გაიზარდა, ეს განსაკუთრებით შესამჩნევი იყო ვორაჟინის კრატერში.

იტალიის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის (INGV) რეგიონული ოფისის შეფასებით, ეტნადან ამოსულმა ფერფლმა დაახლოებით 4,5 კილომეტრის (2,7 მილი) სიმაღლეს მიაღწია და სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობდა.

  • ფერფლის ღრუბლების გამო, შეიზღუდა ფრენები. ვულკანური აქტივობის გამო გაფრთხილება პრემიერ-მინისტრის აპარატთან დაკავშირებულმა სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტმაც გაავრცელა.

ეტნა ამჟამად ყველაზე მაღალი და ყველაზე აქტიური ვულკანია ევროპაში. მისი სიმაღლის მითითება ზუსტად შეუძლებელია, ვინაიდან ის მუდამ იცვლება ამოფრქვევებისა და შლაკების ამოსხმის გამო. ეტნას 400-მდე გვერდითი კრატერი და მრავალი ლავური ნაკადი აქვს.

სტატისტიკურად ვულკანი 150 წელიწადში ერთხელ რომელიმე დასახლებას ანადგურებს. თუმცა გაცივებული ლავის გამო ეტნის გარშემო ნიადაგი განსაკუთრებით ნაყოფიერია და მის კალთებზე ხილს, ზეთისხილსა და ვენახს აშენებენ. ვულკანის ამოფრქვევა ჯერ კიდევ უძველეს ხანებში დასტურდება. ანტიკური ხანის ავტორები ასახელებენ ძვ. წ. 479 და 425 წლებს.

2013 წელს ვულკანი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანეს.