პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"40-ჯერ მაინც გადავურჩი სიკვდილს... ერთი ნაკლი მაქვს..." - საუკუნის მევიოლინეს რისკიანი ცხოვრება და გზა დიდ ტრიუმფამდე
"40-ჯერ მაინც გადავურჩი სიკვდილს... ერთი ნაკლი მაქვს..." - საუკუნის მევიოლინეს რისკიანი ცხოვრება და გზა დიდ ტრიუმფამდე

ქარ­თვე­ლი მე­ვი­ო­ლი­ნე, დი­რი­ჟო­რი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი, თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის ერთ-ერთი თვალ­სა­ჩი­ნო მუ­სი­კო­სი ლი­ა­ნა ისა­კა­ძე 77 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

  • 3 წლის ლი­ა­ნა ისა­კა­ძე ვუნ­დერ­კინ­დად აღი­ა­რეს. ის მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა გა­მო­ცე­მა­შია შეყ­ვა­ნი­ლი, სა­დაც სა­უ­კუ­ნის სა­უ­კე­თე­სო მე­ვი­ო­ლი­ნე­ე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბა გა­ნი­ხი­ლე­ბა. მუ­სი­კო­სის სა­ინ­ტე­რე­სოდ და ნა­ყო­ფი­ე­რად გან­ვლი­ლი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გზის შე­სა­ხებ სხვა­დას­ხვა დროს არა­ერთ გა­მო­ცე­მას­თან უსა­უბ­რია.

გთა­ვა­ზობთ მისი ამა თუ იმ ინ­ტერ­ვი­უ­დან ეპი­ზო­დებს, რაც ლი­ა­ნა ისა­კა­ძის გან­ვლილ გზას გაგ­ვახ­სე­ნებს.

"მუ­სი­კა არის ჩემი ცხოვ­რე­ბა და მუ­სი­კა არის ღმერ­თი. თუ ვინ­მეს აქვს ამის ნიჭი, ეს არის ღმერ­თის მო­ცე­მუ­ლი და მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ მგო­ნი, ეს ნიჭი მეც მაქვს... ბავ­შვო­ბი­დან ვუნ­დერ­კინდს მე­ძახ­დნენ, მაგ­რამ მე არ მე­გო­ნა ჩემი თავი ვუნ­დერ­კინ­დი. ერ­თა­დერ­თი, რა­ზეც ვოც­ნე­ბობ­დი, გა­მე­მარ­თლე­ბი­ნა ხალ­ხის მიერ მო­ნი­ჭე­ბუ­ლი ეს წო­დე­ბა და ჩემი დაკ­ვრით მათ­თვის სი­ა­მოვ­ნე­ბა მი­მე­ნი­ჭე­ბი­ნა... სა­ერ­თოდ, როცა მა­ქე­ბენ, სა­დაც არ უნდა ვიყო, მე ხომ მთელ მსოფ­ლი­ო­ში ვუკ­რავ, მგო­ნია, რომ აჭარ­ბე­ბენ... უბედ­ნი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნი ვარ, რომ ქარ­თველ ხალ­ხს ასე ვუყ­ვარ­ვარ, მად­ლი­ე­რე­ბა მინ­და გა­მო­ვუ­ხა­ტო მათ ამის­თვის. ჩემ მი­მართ დიდ სიყ­ვა­რულს იჩე­ნენ. ამ დროს მარ­ტო ტი­რი­ლი შე­მიძ­ლია და მეტი არა­ფე­რი,“ - აღ­ნიშ­ნავ­და ხოლ­მე ლი­ა­ნა ისა­კა­ძე.

10 წლის ასაკ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უკვე ცნო­ბი­ლი იყო. იმ დროს ბა­ქო­ში სა­ბავ­შვო კონ­კურ­სზე გა­ემ­გზავ­რა და გა­ი­მარ­ჯვა.14 წლი­სა მე­ო­რედ გა­უშ­ვეს სა­კავ­ში­რო კონ­კურ­სზე, სა­დაც და­ვით ოის­ტრა­ხი ჟი­უ­რის თავ­მჯდო­მა­რე იყო. ოის­ტრახ­მა თქვა, - ეს გო­გო­ნა უნდა წა­მო­ვიყ­ვა­ნოთ მოს­კო­ვის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში. არა­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში, მუ­სი­კა­ლურ სკო­ლა­ში, კი­დევ ერთი წელი უნდა ეს­წავ­ლა. ერთი წლით ადრე მო­უ­წია მუ­სი­კა­ლუ­რი სკო­ლის დამ­თავ­რე­ბა და მოს­კოვ­ში გა­დას­ვლა. დე­დაც თან გაჰ­ყვა...

"მას­წავ­ლებ­ლის, ლეო ში­უ­კაშ­ვი­ლის პა­ტი­ოს­ნე­ბა ის იყო, რომ ჩემს მოს­კოვ­ში წაყ­ვა­ნას არ შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გა, არ თქვა, ეს ბავ­შვი ჩემი გაზ­რდი­ლია და სად მიგ­ყავთ? მან ნება დარ­თო,“ - იხ­სე­ნებ­და მუ­სი­კო­სი.

სა­ნამ მოს­კოვ­ში წა­ვი­დო­და, თბი­ლის­ში, ვინც კი ცნო­ბი­ლი მუ­სი­კო­სი ჩა­მო­დი­ო­და, პა­ტა­რა ლი­ა­ნას შეს­რუ­ლე­ბას ას­მე­ნი­ნებ­დნენ. ვან კლი­ბერნ­მა რომ მო­უს­მი­ნა, მისი შეს­რუ­ლე­ბით აღ­ფრთო­ვან­და.

"მუხ­ლებ­ზე და­მის­ვა, ჩა­მი­ხუ­ტა, და­მი­წე­რა ბევ­რი ავ­ტოგ­რა­ფი. ასე რომ, ბავ­შვო­ბი­დან უკვე გან­სა­ზღვრუ­ლი იყო, რომ მუ­სი­კო­სი ვიქ­ნე­ბო­დი... ისიც სას­წა­უ­ლი იყო, რომ 3 წლის ასაკ­ში უკვე მუ­სი­კას ვწერ­დი: რო­ი­ალ­თან მი­ვი­დო­დი და მე­ლო­დი­ას ვქმნი­დი. არა­ვის უს­წავ­ლე­ბია, მი­ვი­დო­დი და ვუკ­რავ­დი. ჩემი ძმა, ელ­და­რი, ვი­ო­ლი­ნოს რომ უკ­რავ­და, მისი მე­ცა­დი­ნე­ო­ბის მოს­მე­ნა მიყ­ვარ­და, მაგ­რამ უფ­ლე­ბა არ მქონ­და, იქვე ვმჯდა­რი­ყა­ვი. ამი­ტომ რო­ი­ა­ლის ქვეშ შევ­ძვრე­ბო­დი და ასე ვუს­მენ­დი,“ - ჰყვე­ბა ქალ­ბა­ტო­ნი ლი­ა­ნა ინ­ტერ­ვი­უ­ში, რო­მელ­მაც დე­დის მო­ნა­ყო­ლი­დან იცო­და, რომ და­ბა­დე­ბი­დან პირ­ვე­ლი სი­ტყვა "დედა" კი არა, ნამ­ღე­რი იყო... შვი­დი წლის რომ გახ­და, მშობ­ლებ­მა მისი მუ­სი­კა­ლურ სკო­ლა­ში შეყ­ვა­ნა გა­და­წყვი­ტეს, რად­გან რო­ი­ალ­ზე დაკ­ვრა თა­ვი­სით ის­წავ­ლა.

ლი­ა­ნა ისა­კა­ძე ვან კლი­ბერნ­თან ერ­თად

ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე მი­პი­რებ­დნენ შეყ­ვა­ნას, მაგ­რამ იმ დღეს, როცა ფორ­ტე­პი­ა­ნოს გა­მოც­და ტარ­დე­ბო­და, ავად გავ­ხდი. ერთი წელი მო­მი­წევ­და ლო­დი­ნი, რომ მო­მა­ვალ წელს ფორ­ტე­პი­ა­ნოს კლას­ში შევ­სუ­ლი­ყა­ვი. იმ დროს კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის რექ­ტო­რი იონა ტუს­კია იყო, რო­მე­ლიც ამ­ბობ­და, ეს ბავ­შვი ისე­თი ნი­ჭი­ე­რია, ვი­ო­ლი­ნო­ზე დაკ­ვრა უნდა ის­წავ­ლოს.

მა­შინ ჩემ­მა მშობ­ლებ­მა თქვეს: ერთ წელს ხომ არ და­ვე­ლო­დე­ბით ფორ­ტე­პი­ა­ნოს კლასს და ერთი კვი­რის შემ­დეგ ვი­ო­ლი­ნოს კლა­სის გა­მოც­და­ზე შე­მიყ­ვა­ნეს. ჩა­ვა­ბა­რე და მი­მი­ღეს გე­ნი­ა­ლურ პრო­ფე­სორ­თან, ლეო ში­უ­კაშ­ვილ­თან, რო­მე­ლიც სა­ოც­რად მიყ­ვარ­და... ჩემი პირ­ვე­ლი აღ­მზრდე­ლი ის იყო. ქარ­თულ სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი და მხო­ლოდ ქარ­თუ­ლად ვლა­პა­რა­კობ­დი. არა­და, მოს­კო­ვის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ხომ რუ­სუ­ლად უნდა ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა?! რუ­სუ­ლად ერთი სი­ტყვაც არ ვი­ცო­დი. მოს­კო­ვის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის რექ­ტორ­მა მომ­ცა უფ­ლე­ბა, არ­ცერ­თი გა­მოც­და არ ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა და სას­წავ­ლე­ბელ­ში, და­ვით ოის­ტრა­ხის კლას­ში პირ­და­პირ მი­მი­ღეს. თუმ­ცა ჟი­უ­რის წი­ნა­შე ვი­ო­ლი­ნო­ზე და­მაკ­ვრე­ვი­ნეს. ერთი ნა­წარ­მო­ე­ბი რომ და­ვუ­კა­რი, და­ვით ოის­ტრახ­მა მკი­თხა, კი­დევ და­უკ­რავ რა­მე­სო? ვუ­თხა­რი, თუ მო­გე­წო­ნათ, და­ვუკ­რავ-მეთ­ქი. ამა­ზე ყვე­ლამ იცი­ნა. აი, ასე მოვ­ხვდი მოს­კო­ვის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში,“ - იხ­სე­ნებ­და ლი­ა­ნა ისა­კა­ძე „რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან“...

და-ძმა ელ­დარ და ლი­ა­ნა ისა­კა­ძე­ე­ბი

ლი­ა­ნა ისა­კა­ძეს მი­აჩ­ნდა, რომ არ იყო ისე­თი მუ­სი­კო­სი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ბევ­რს მუ­შა­ობ­და. ამას სა­ჭი­როდ არ თვლი­და, იმი­ტომ რომ ადა­მი­ა­ნი მხო­ლოდ ხე­ლე­ბით კი არ მუ­შა­ობს, არა­მედ ტვი­ნი­თაც.

"მეც ტვინ­ში "ვმუ­შა­ობ" და ეს ჩემი ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბის ნაკ­ლა­დაც იქცა; ანუ ერთი ნაკ­ლი მაქვს: როცა ვინ­მეს ვე­ლა­პა­რა­კე­ბი, რა ენა­ზეც უნდა ვსა­უბ­რობ­დეთ − რუ­სუ­ლად, ინ­გლი­სუ­რად, გერ­მა­ნუ­ლად თუ ქარ­თუ­ლად − იმ დროს ტვი­ნით სულ სხვა­გან ვარ, იმ დროს ვმუ­შა­ობ. ახლა ჩემს ტვინ­ში მუ­შა­ობს პრო­კო­ფი­ე­ვის სო­ნა­ტა, რო­მე­ლიც ათ დღე­ში უნდა და­ვუკ­რა“.

მი­სი­ვე სა­უბ­რე­ბი­დან ვი­გებთ, რომ 1990-იან წლებ­ში, როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი ხდე­ბო­და, გრძნობ­და, რომ სი­ტუ­ა­ცია იძა­ბე­ბო­და. ხვდე­ბო­და, რომ რა­ღაც ცუდი უნდა მომ­ხდა­რი­ყო, ამი­ტომ უნ­დო­და, თა­ვი­სი ორ­კესტრი გა­და­ერ­ჩი­ნა. 1989 წელს სპე­ცი­ა­ლუ­რად გერ­მა­ნი­ა­ში − ფეს­ტი­ვალ­ზე წა­ვი­და. იქ მას და მის ორ­კესტრს კონ­ცერ­ტი ჰქონ­დათ. იქი­დან პირ­და­პირ ბა­ვა­რი­ა­ში გა­ემ­გზავრნენ.

"ჩემი ცხოვ­რე­ბა სავ­სეა მოვ­ლე­ნე­ბით და ეს მოვ­ლე­ნე­ბი არის ყო­ველ­თვის რის­კის შემ­ცვე­ლი. ერთი 40-ჯერ მა­ინც ღმერ­თმა სიკ­ვდილს გა­და­მარ­ჩი­ნა. არაფ­რის მე­ში­ნია, რომ მე­ში­ნო­დეს, მა­შინ რის­კზე ვერ წა­ვი­დო­დი. მივ­დი­ვარ რის­კზე და მი­მაჩ­ნია, რომ ნე­ბის­მი­ე­რი მუ­სი­კო­სი უნდა რის­კავ­დეს. ვერ ვხვდე­ბი, რა­ტომ ეში­ნი­ათ სცე­ნა­ზე გას­ვლის, არ შე­მე­შა­ლოს და ტყუ­ი­ლი ნოტი არ ავი­ღო?! როცა ასე ფიქ­რობ, უკვე მუ­სი­კო­სი აღარ ხარ, რად­გან თუ ამა­ზე და ასე ფიქ­რობ, მა­შინ კარ­გავ ღმერ­თის­გან მო­ცე­მულ ნიჭს... იღ­ბლი­ა­ნი ვარ თუ არა? ვარ და რომ არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, რამ­დენ­ჯერ ვიქ­ნე­ბო­დი მკვდა­რი. იმი­ტომ, რომ ჩემი რის­კი­ა­ნო­ბის გამო ათა­სი რამ გა­დამ­ხდე­ნია, თუმ­ცა ყო­ველ­თვის ცო­ცხა­ლი გა­მოვ­დი­ვარ“.

  • ლი­ა­ნა ისა­კა­ძეს მი­აჩ­ნდა, რომ ადა­მი­ან­ში მთა­ვა­რი იყო სუ­ლი­ე­რი სიწ­მინ­დე, პა­ტი­ოს­ნე­ბა. როცა მას ეს აქვს, უკვე შე­უძ­ლია აღარც იზ­რუ­ნოს კა­რი­ე­რა­ზე, რად­გან კა­რი­ე­რა ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში ექ­ნე­ბა. წარ­მა­ტე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია, პირ­ველ რიგ­ში, პა­ტი­ოს­ნე­ბა, არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­იძ­ლე­ბა, რომ ადა­მი­ან­მა მხო­ლოდ იმა­ზე იფიქ­როს, გახ­დეს ცნო­ბი­ლი, როცა ასე ფიქ­რობ, ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი აღარ ხარ.

თან ასე­თი მიდ­გო­მა ნე­ბის­მი­ე­რი მუ­სი­კო­სის­თვის სა­მარ­ცხვი­ნოა. ყვე­ლას ვურ­ჩევ, კა­რი­ე­რა­ზე და არც ფულ­ზე არ იფიქ­რონ. იმი­ტომ, რომ თუ ღმერ­თის მიერ არი­ან და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი, კა­რი­ე­რა მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად თვი­თონ მოვა. თუ ნიჭი გაქვს ღმერ­თის­გან ბო­ძე­ბუ­ლი, ყვე­ლა­ფერს და­უკ­რავ, მეც მაქვს ღმერ­თის­გან მო­ცე­მუ­ლი ნიჭი და ყვე­ლა­ფერს ვუკ­რავ. კა­რი­ე­რა­ზე რომ იწყებ ფიქ­რს, იქ კარ­გავ ღმერ­თს“.

ფეს­ტი­ვალს, რო­მე­ლიც 1982 წელს აფხა­ზეთ­ში და­ა­არ­სა, „ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბი“ და­არ­ქვა, რად­გან მო­ცარტს აქვს ნა­წარ­მო­ე­ბი „Eine kleine Nachtmusik“ და ეს სა­ხე­ლი მო­ცარ­ტის სიყ­ვა­რუ­ლის გამო შე­არ­ჩია. ფეს­ტი­ვა­ლი 1982-დან 1988 წლამ­დე ბიჭ­ვინ­თის ტა­ძარ­ში ტარ­დე­ბო­და. 1989 წელს, როცა შემ­დე­გი ფეს­ტი­ვა­ლი იყო და­ნიშ­ნუ­ლი, მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან ისევ მო­დი­ოდ­ნენ ცნო­ბი­ლი მუ­სი­კო­სე­ბი... ეს იყო მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ფეს­ტი­ვა­ლი - ბიჭ­ვინ­თის "ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბი...

"1989 წელს 15 აგ­ვის­ტოა პირ­ვე­ლი კონ­ცერ­ტი უნდა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო და კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში, სო­ხუ­მის კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­დან წე­რი­ლი მო­ვი­და: არ ვურ­ჩევთ ქალ­ბა­ტონ ლი­ა­ნას, რომ წელს ეს ფეს­ტი­ვა­ლი ჩა­ა­ტა­როს. კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო მე­უბ­ნე­ბო­და: არ მი­აქ­ციო ყუ­რა­დღე­ბა, ჩა­ა­ტა­რეო. მა­შინ­ვე კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვთქვი: არ ჩა­ვა­ტა­რებ, იმი­ტომ, რომ ჩემ­თან სტუმ­რე­ბი მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან მო­დი­ან და რო­გორ შე­მიძ­ლია, მათ საფრ­თხე შე­ვუქ­მნა?! არ ჩა­ვა­ტა­რე და... იმ დღეს და­ი­წყო ომი“.

"როცა ჩემი ორ­კესტრის წევ­რე­ბი გერ­მა­ნი­ა­ში დარ­ჩნენ, მი­უნ­ხენ­ში გა­და­ვე­დი სა­ცხოვ­რებ­ლად. ბა­ვა­რია ძალ­ზე მა­ღა­ლი კულ­ტუ­რის რე­გი­ო­ნია, მაგ­რამ მათი ეს გა­და­მე­ტე­ბუ­ლი დის­ციპ­ლი­ნა და მე­ტის­მე­ტი ბი­უ­როკ­რა­ტიზ­მი, ცოტა არ იყოს, მომ­ბეზ­რდა. ახლა პო­ე­ზია უფრო მჭირ­დე­ბა-მეთ­ქი და სხვა ქვე­ყა­ნა­ში და­ვი­წყე სახ­ლის ძებ­ნა... ჯერ იტა­ლი­ა­ში ვი­ყა­ვი, მერე საფ­რან­გეთ­ში წა­ვე­დი და ვი­პო­ვე − გრა­სი. ქა­ლა­ქი გრა­სი კან­თან ძა­ლი­ან ახ­ლო­საა და მთე­ლი საფ­რან­გე­თის პარ­ფი­უ­მე­რი­ის ცენ­ტრია. სწო­რედ გრას­ში ვი­ყი­დე სახ­ლი“...

ერთხელ ჰკი­თხეს, სცე­ნა­ზე რა­ი­მე უხერ­ხუ­ლი მო­მენ­ტი ხომ არ გქო­ნი­ა­თო? და ჰყვე­ბო­და - "დარ­ბაზ­ში რომ გა­ვე­დი, უცებ ვხე­დავ, რომ ხალ­ხი იცი­ნის, გა­მიკ­ვირ­და, რა­ტომ იცი­ნი­ან-მეთ­ქი. მა­შინ ჩემს ორ­კესტრთან ერ­თად ვუკ­რავ­დი და ორ­კესტრის წევ­რებ­მა მი­თხრეს, ძირს და­ი­ხე­დე­თო. და­ვი­ხე­დე და რას ვხე­დავ, ჩემი ძაღ­ლი არ გა­მომ­ყო­ლია უკან? დარ­ბა­ზი ბრა­ვოს მი­ძა­ხის, ეს კი მათ უყეფს. ეგო­ნა თავს მეს­ხმო­და დარ­ბა­ზი და მათ­გან მი­ცავ­და“...

  • AMBEBI.GE მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს დიდი მუ­სი­კო­სის, ლი­ა­ნა ისა­კა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო და სამ­ძი­მარს უცხა­დებს მის ოჯახს, მთელ მუ­სი­კა­ლურ სა­ზო­გა­დო­ე­ბას და სა­ქარ­თვე­ლოს
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"40-ჯერ მაინც გადავურჩი სიკვდილს... ერთი ნაკლი მაქვს..." - საუკუნის მევიოლინეს რისკიანი ცხოვრება და გზა დიდ ტრიუმფამდე

"40-ჯერ მაინც გადავურჩი სიკვდილს... ერთი ნაკლი მაქვს..." - საუკუნის მევიოლინეს რისკიანი ცხოვრება და გზა დიდ ტრიუმფამდე

ქართველი მევიოლინე, დირიჟორი, საქართველოს სახალხო არტისტი, თანამედროვეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მუსიკოსი ლიანა ისაკაძე 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.

  • 3 წლის ლიანა ისაკაძე ვუნდერკინდად აღიარეს. ის მსოფლიოს ყველა გამოცემაშია შეყვანილი, სადაც საუკუნის საუკეთესო მევიოლინეების შემოქმედება განიხილება. მუსიკოსის საინტერესოდ და ნაყოფიერად განვლილი შემოქმედებითი გზის შესახებ სხვადასხვა დროს არაერთ გამოცემასთან უსაუბრია.

გთავაზობთ მისი ამა თუ იმ ინტერვიუდან ეპიზოდებს, რაც ლიანა ისაკაძის განვლილ გზას გაგვახსენებს.

"მუსიკა არის ჩემი ცხოვრება და მუსიკა არის ღმერთი. თუ ვინმეს აქვს ამის ნიჭი, ეს არის ღმერთის მოცემული და მადლობა ღმერთს, რომ მგონი, ეს ნიჭი მეც მაქვს... ბავშვობიდან ვუნდერკინდს მეძახდნენ, მაგრამ მე არ მეგონა ჩემი თავი ვუნდერკინდი. ერთადერთი, რაზეც ვოცნებობდი, გამემართლებინა ხალხის მიერ მონიჭებული ეს წოდება და ჩემი დაკვრით მათთვის სიამოვნება მიმენიჭებინა... საერთოდ, როცა მაქებენ, სადაც არ უნდა ვიყო, მე ხომ მთელ მსოფლიოში ვუკრავ, მგონია, რომ აჭარბებენ... უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ქართველ ხალხს ასე ვუყვარვარ, მადლიერება მინდა გამოვუხატო მათ ამისთვის. ჩემ მიმართ დიდ სიყვარულს იჩენენ. ამ დროს მარტო ტირილი შემიძლია და მეტი არაფერი,“ - აღნიშნავდა ხოლმე ლიანა ისაკაძე.

10 წლის ასაკში საზოგადოებისთვის უკვე ცნობილი იყო. იმ დროს ბაქოში საბავშვო კონკურსზე გაემგზავრა და გაიმარჯვა.14 წლისა მეორედ გაუშვეს საკავშირო კონკურსზე, სადაც დავით ოისტრახი ჟიურის თავმჯდომარე იყო. ოისტრახმა თქვა, - ეს გოგონა უნდა წამოვიყვანოთ მოსკოვის კონსერვატორიაში. არადა, საქართველოში, მუსიკალურ სკოლაში, კიდევ ერთი წელი უნდა ესწავლა. ერთი წლით ადრე მოუწია მუსიკალური სკოლის დამთავრება და მოსკოვში გადასვლა. დედაც თან გაჰყვა...

"მასწავლებლის, ლეო შიუკაშვილის პატიოსნება ის იყო, რომ ჩემს მოსკოვში წაყვანას არ შეეწინააღმდეგა, არ თქვა, ეს ბავშვი ჩემი გაზრდილია და სად მიგყავთ? მან ნება დართო,“ - იხსენებდა მუსიკოსი.

სანამ მოსკოვში წავიდოდა, თბილისში, ვინც კი ცნობილი მუსიკოსი ჩამოდიოდა, პატარა ლიანას შესრულებას ასმენინებდნენ. ვან კლიბერნმა რომ მოუსმინა, მისი შესრულებით აღფრთოვანდა.

"მუხლებზე დამისვა, ჩამიხუტა, დამიწერა ბევრი ავტოგრაფი. ასე რომ, ბავშვობიდან უკვე განსაზღვრული იყო, რომ მუსიკოსი ვიქნებოდი... ისიც სასწაული იყო, რომ 3 წლის ასაკში უკვე მუსიკას ვწერდი: როიალთან მივიდოდი და მელოდიას ვქმნიდი. არავის უსწავლებია, მივიდოდი და ვუკრავდი. ჩემი ძმა, ელდარი, ვიოლინოს რომ უკრავდა, მისი მეცადინეობის მოსმენა მიყვარდა, მაგრამ უფლება არ მქონდა, იქვე ვმჯდარიყავი. ამიტომ როიალის ქვეშ შევძვრებოდი და ასე ვუსმენდი,“ - ჰყვება ქალბატონი ლიანა ინტერვიუში, რომელმაც დედის მონაყოლიდან იცოდა, რომ დაბადებიდან პირველი სიტყვა "დედა" კი არა, ნამღერი იყო... შვიდი წლის რომ გახდა, მშობლებმა მისი მუსიკალურ სკოლაში შეყვანა გადაწყვიტეს, რადგან როიალზე დაკვრა თავისით ისწავლა.

ლიანა ისაკაძე ვან კლიბერნთან ერთად

ფორტეპიანოზე მიპირებდნენ შეყვანას, მაგრამ იმ დღეს, როცა ფორტეპიანოს გამოცდა ტარდებოდა, ავად გავხდი. ერთი წელი მომიწევდა ლოდინი, რომ მომავალ წელს ფორტეპიანოს კლასში შევსულიყავი. იმ დროს კონსერვატორიის რექტორი იონა ტუსკია იყო, რომელიც ამბობდა, ეს ბავშვი ისეთი ნიჭიერია, ვიოლინოზე დაკვრა უნდა ისწავლოს.

მაშინ ჩემმა მშობლებმა თქვეს: ერთ წელს ხომ არ დაველოდებით ფორტეპიანოს კლასს და ერთი კვირის შემდეგ ვიოლინოს კლასის გამოცდაზე შემიყვანეს. ჩავაბარე და მიმიღეს გენიალურ პროფესორთან, ლეო შიუკაშვილთან, რომელიც საოცრად მიყვარდა... ჩემი პირველი აღმზრდელი ის იყო. ქართულ სკოლაში ვსწავლობდი და მხოლოდ ქართულად ვლაპარაკობდი. არადა, მოსკოვის კონსერვატორიაში ხომ რუსულად უნდა ჩამებარებინა?! რუსულად ერთი სიტყვაც არ ვიცოდი. მოსკოვის კონსერვატორიის რექტორმა მომცა უფლება, არცერთი გამოცდა არ ჩამებარებინა და სასწავლებელში, დავით ოისტრახის კლასში პირდაპირ მიმიღეს. თუმცა ჟიურის წინაშე ვიოლინოზე დამაკვრევინეს. ერთი ნაწარმოები რომ დავუკარი, დავით ოისტრახმა მკითხა, კიდევ დაუკრავ რამესო? ვუთხარი, თუ მოგეწონათ, დავუკრავ-მეთქი. ამაზე ყველამ იცინა. აი, ასე მოვხვდი მოსკოვის კონსერვატორიაში,“ - იხსენებდა ლიანა ისაკაძე „რადიო თავისუფლებასთან“...

და-ძმა ელდარ და ლიანა ისაკაძეები

ლიანა ისაკაძეს მიაჩნდა, რომ არ იყო ისეთი მუსიკოსი, რომელიც ძალიან ბევრს მუშაობდა. ამას საჭიროდ არ თვლიდა, იმიტომ რომ ადამიანი მხოლოდ ხელებით კი არ მუშაობს, არამედ ტვინითაც.

"მეც ტვინში "ვმუშაობ" და ეს ჩემი ყოველდღიური ცხოვრების ნაკლადაც იქცა; ანუ ერთი ნაკლი მაქვს: როცა ვინმეს ველაპარაკები, რა ენაზეც უნდა ვსაუბრობდეთ − რუსულად, ინგლისურად, გერმანულად თუ ქართულად − იმ დროს ტვინით სულ სხვაგან ვარ, იმ დროს ვმუშაობ. ახლა ჩემს ტვინში მუშაობს პროკოფიევის სონატა, რომელიც ათ დღეში უნდა დავუკრა“.

მისივე საუბრებიდან ვიგებთ, რომ 1990-იან წლებში, როცა საქართველოში პოლიტიკური ცვლილებები ხდებოდა, გრძნობდა, რომ სიტუაცია იძაბებოდა. ხვდებოდა, რომ რაღაც ცუდი უნდა მომხდარიყო, ამიტომ უნდოდა, თავისი ორკესტრი გადაერჩინა. 1989 წელს სპეციალურად გერმანიაში − ფესტივალზე წავიდა. იქ მას და მის ორკესტრს კონცერტი ჰქონდათ. იქიდან პირდაპირ ბავარიაში გაემგზავრნენ.

"ჩემი ცხოვრება სავსეა მოვლენებით და ეს მოვლენები არის ყოველთვის რისკის შემცველი. ერთი 40-ჯერ მაინც ღმერთმა სიკვდილს გადამარჩინა. არაფრის მეშინია, რომ მეშინოდეს, მაშინ რისკზე ვერ წავიდოდი. მივდივარ რისკზე და მიმაჩნია, რომ ნებისმიერი მუსიკოსი უნდა რისკავდეს. ვერ ვხვდები, რატომ ეშინიათ სცენაზე გასვლის, არ შემეშალოს და ტყუილი ნოტი არ ავიღო?! როცა ასე ფიქრობ, უკვე მუსიკოსი აღარ ხარ, რადგან თუ ამაზე და ასე ფიქრობ, მაშინ კარგავ ღმერთისგან მოცემულ ნიჭს... იღბლიანი ვარ თუ არა? ვარ და რომ არ ვყოფილიყავი, რამდენჯერ ვიქნებოდი მკვდარი. იმიტომ, რომ ჩემი რისკიანობის გამო ათასი რამ გადამხდენია, თუმცა ყოველთვის ცოცხალი გამოვდივარ“.

  • ლიანა ისაკაძეს მიაჩნდა, რომ ადამიანში მთავარი იყო სულიერი სიწმინდე, პატიოსნება. როცა მას ეს აქვს, უკვე შეუძლია აღარც იზრუნოს კარიერაზე, რადგან კარიერა ნებისმიერ შემთხვევაში ექნება. წარმატებისთვის აუცილებელია, პირველ რიგში, პატიოსნება, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ ადამიანმა მხოლოდ იმაზე იფიქროს, გახდეს ცნობილი, როცა ასე ფიქრობ, ნიჭიერი ადამიანი აღარ ხარ.

თან ასეთი მიდგომა ნებისმიერი მუსიკოსისთვის სამარცხვინოა. ყველას ვურჩევ, კარიერაზე და არც ფულზე არ იფიქრონ. იმიტომ, რომ თუ ღმერთის მიერ არიან დაჯილდოებული, კარიერა მუშაობის შედეგად თვითონ მოვა. თუ ნიჭი გაქვს ღმერთისგან ბოძებული, ყველაფერს დაუკრავ, მეც მაქვს ღმერთისგან მოცემული ნიჭი და ყველაფერს ვუკრავ. კარიერაზე რომ იწყებ ფიქრს, იქ კარგავ ღმერთს“.

ფესტივალს, რომელიც 1982 წელს აფხაზეთში დააარსა, „ღამის სერენადები“ დაარქვა, რადგან მოცარტს აქვს ნაწარმოები „Eine kleine Nachtmusik“ და ეს სახელი მოცარტის სიყვარულის გამო შეარჩია. ფესტივალი 1982-დან 1988 წლამდე ბიჭვინთის ტაძარში ტარდებოდა. 1989 წელს, როცა შემდეგი ფესტივალი იყო დანიშნული, მთელი მსოფლიოდან ისევ მოდიოდნენ ცნობილი მუსიკოსები... ეს იყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფესტივალი - ბიჭვინთის "ღამის სერენადები...

"1989 წელს 15 აგვისტოა პირველი კონცერტი უნდა ჩატარებულიყო და კულტურის სამინისტროში, სოხუმის კულტურის სამინისტროდან წერილი მოვიდა: არ ვურჩევთ ქალბატონ ლიანას, რომ წელს ეს ფესტივალი ჩაატაროს. კულტურის სამინისტრო მეუბნებოდა: არ მიაქციო ყურადღება, ჩაატარეო. მაშინვე კატეგორიულად ვთქვი: არ ჩავატარებ, იმიტომ, რომ ჩემთან სტუმრები მთელი მსოფლიოდან მოდიან და როგორ შემიძლია, მათ საფრთხე შევუქმნა?! არ ჩავატარე და... იმ დღეს დაიწყო ომი“.

"როცა ჩემი ორკესტრის წევრები გერმანიაში დარჩნენ, მიუნხენში გადავედი საცხოვრებლად. ბავარია ძალზე მაღალი კულტურის რეგიონია, მაგრამ მათი ეს გადამეტებული დისციპლინა და მეტისმეტი ბიუროკრატიზმი, ცოტა არ იყოს, მომბეზრდა. ახლა პოეზია უფრო მჭირდება-მეთქი და სხვა ქვეყანაში დავიწყე სახლის ძებნა... ჯერ იტალიაში ვიყავი, მერე საფრანგეთში წავედი და ვიპოვე − გრასი. ქალაქი გრასი კანთან ძალიან ახლოსაა და მთელი საფრანგეთის პარფიუმერიის ცენტრია. სწორედ გრასში ვიყიდე სახლი“...

ერთხელ ჰკითხეს, სცენაზე რაიმე უხერხული მომენტი ხომ არ გქონიათო? და ჰყვებოდა - "დარბაზში რომ გავედი, უცებ ვხედავ, რომ ხალხი იცინის, გამიკვირდა, რატომ იცინიან-მეთქი. მაშინ ჩემს ორკესტრთან ერთად ვუკრავდი და ორკესტრის წევრებმა მითხრეს, ძირს დაიხედეთო. დავიხედე და რას ვხედავ, ჩემი ძაღლი არ გამომყოლია უკან? დარბაზი ბრავოს მიძახის, ეს კი მათ უყეფს. ეგონა თავს მესხმოდა დარბაზი და მათგან მიცავდა“...

  • AMBEBI.GE მწუხარებას გამოთქვამს დიდი მუსიკოსის, ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, მთელ მუსიკალურ საზოგადოებას და საქართველოს