სამართალი
პოლიტიკა

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ყვირილი თავიდან არ ამომდის”, - ნიუ იორკში, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მძღოლმა, სატვირთო ავტომობილით პარკში შეკრებილებს გადაუარა: დაიღუპა სამი ადამიანი
“ყვირილი თავიდან არ ამომდის”, - ნიუ იორკში, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მძღოლმა, სატვირთო ავტომობილით პარკში შეკრებილებს გადაუარა: დაიღუპა სამი ადამიანი

ნიუ-იორკში ალ­კოჰო­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ მყოფ­მა მძღოლ­მა სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლით ცხრა ადა­მი­ანს გა­და­უ­ა­რა, აქე­დან სამი მათ­გა­ნი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა. ისი­ნი ლო­უ­ერ ისტ სა­იდ­ზე აშშ-ის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავ­დნენ.

"ყვი­რი­ლი თა­ვი­დან არ ამომ­დის", - უთხრა ერთ-ერ­თმა შეძრწუ­ნე­ბულ­მა მოწ­მემ The Post-ს.

პო­ლი­ცი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რომ რამ­დე­ნი­მე ოჯა­ხი კორ­ლირს ჰუკ პარკში იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­დე­საც ნაც­რის­ფერ­მა Ford F-150-მ უო­თერ სტრი­ტი­სა და ჯექ­სონ სტრი­ტის გა­დაკ­ვე­თა გა­დაჭ­რა, ტრო­ტუ­არ­ზე გა­და­ვი­და და მწვა­ნე ზო­ნა­ში შე­იჭ­რა.

ერთ-ერთი თვითმხილ­ვე­ლის თქმით, ხალ­ხი ბე­ის­ბო­ლის მო­ედ­ნის ტრი­ბუ­ნებ­თან ახ­ლოს ბარ­ბე­ქი­უ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და - ეს ად­გი­ლი კი პირ­და­პირ ქუ­ჩის მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს მდე­ბა­რე­ობს იმ გა­ჩე­რე­ბის ნიშ­ნი­დან, რო­მელ­საც სატ­ვირ­თო გას­ცდა.

"სწო­რედ იქ მოხ­და შე­ჯა­ხე­ბა. თუ პირ­და­პირ წახ­ვალთ, ზუს­ტად იმ სივ­რცე­ში მოხ­ვდე­ბით", - თქვა ერთ-ერ­თმა მოწ­მემ.

და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი სხვა­დას­ხვა კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღო­ლიც.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი­დან მხო­ლოდ ორს აქვს მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, და­ნარ­ჩე­ნე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა კი მძი­მეა.

პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით მძღო­ლი ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო. გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

“ყვირილი თავიდან არ ამომდის”, - ნიუ იორკში, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მძღოლმა, სატვირთო ავტომობილით პარკში შეკრებილებს გადაუარა: დაიღუპა სამი ადამიანი

“ყვირილი თავიდან არ ამომდის”, - ნიუ იორკში, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მძღოლმა, სატვირთო ავტომობილით პარკში შეკრებილებს გადაუარა: დაიღუპა სამი ადამიანი

ნიუ-იორკში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მძღოლმა სატვირთო ავტომობილით ცხრა ადამიანს გადაუარა, აქედან სამი მათგანი შემთხვევის შედეგად დაიღუპა. ისინი ლოუერ ისტ საიდზე აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავდნენ.

"ყვირილი თავიდან არ ამომდის", - უთხრა ერთ-ერთმა შეძრწუნებულმა მოწმემ The Post-ს.

პოლიციამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რამდენიმე ოჯახი კორლირს ჰუკ პარკში იმყოფებოდა, როდესაც ნაცრისფერმა Ford F-150-მ უოთერ სტრიტისა და ჯექსონ სტრიტის გადაკვეთა გადაჭრა, ტროტუარზე გადავიდა და მწვანე ზონაში შეიჭრა.

ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, ხალხი ბეისბოლის მოედნის ტრიბუნებთან ახლოს ბარბექიუზე იმყოფებოდა - ეს ადგილი კი პირდაპირ ქუჩის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს იმ გაჩერების ნიშნიდან, რომელსაც სატვირთო გასცდა.

"სწორედ იქ მოხდა შეჯახება. თუ პირდაპირ წახვალთ, ზუსტად იმ სივრცეში მოხვდებით", - თქვა ერთ-ერთმა მოწმემ.

დაშავებულები სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკაშია გადაყვანილი ავტომობილის მძღოლიც.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულებიდან მხოლოდ ორს აქვს მსუბუქი დაზიანებები, დანარჩენების მდგომარეობა კი მძიმეა.

პოლიციის ინფორმაციით მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იყო. გამოძიება გრძელდება.

წყარო