მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ის არ ბერდება - მომნუსხველი ღიმილი, დახვეწილი ვარცხნილობა და “შეთანხმება ეშმაკთან”: 60 წლის ბრედ პიტის ახალი ფოტოები
ის არ ბერდება - მომნუსხველი ღიმილი, დახვეწილი ვარცხნილობა და “შეთანხმება ეშმაკთან”:  60 წლის ბრედ პიტის ახალი ფოტოები

ბრედ პიტ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბა თა­ვი­სი ახალ­გაზ­რდუ­ლი იე­რით კვლავ გა­ა­ო­ცა. ვარ­სკვლა­ვი დიდი ბრი­ტა­ნე­თის ფორ­მუ­ლა 1-ის გრან პრის წი­ნას­წარ ჩვე­ნე­ბა­ზე გა­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც ინ­გლის­ში, ნორ­თჰემპტონ­ში, გა­ი­მარ­თა.

60 წლის მსა­ხი­ო­ბი სილ­ვერ­სტო­უ­ნის ტრა­სა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. პიტს ახა­ლი ვარ­ცხნი­ლო­ბა აქვს. ბოლო წლებ­ში გრძელ თმას ატა­რებ­და, თუმ­ცა ახლა მკვეთ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იმი­ჯი მო­ირ­გო და მოკ­ლედ შეჭ­რი­ლი თმით გა­მოჩ­ნდა.

რა თქმა უნდა, ბრედს დახ­ვე­წი­ლი მზის სათ­ვა­ლე და თა­ვი­სი გან­თქმუ­ლი, მო­მა­ჯა­დო­ე­ბე­ლი ღი­მი­ლიც ამ­შვე­ნებ­და. ახა­ლი ვარ­ცხნი­ლო­ბა კი კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს მის უნარს, მუდ­მი­ვად გა­ნა­ახ­ლოს სა­კუ­თა­რი სტი­ლი და იმი­ჯი.

პიტი დე­კემ­ბერ­ში 60 წლის გახ­და, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ მას, "თით­ქოს, ეშ­მაკ­თან აქვს და­დე­ბუ­ლი შე­თან­ხმე­ბა".

მსა­ხი­ო­ბი ამ­ჟა­მად ფორ­მუ­ლა 1-ის შე­სა­ხებ ახა­ლი, ჯერ­ჯე­რო­ბით უსა­ხე­ლო ფილ­მის გა­და­ღე­ბებ­ში იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რო­მე­ლიც, Variety-ის ცნო­ბით, Apple Original Films-ზე 2025 წლის 27 ივ­ნისს გა­მო­ვა. ფილ­მის რე­ჟი­სო­რი ჯო­ზეფ კო­სინ­სკია და მას­ში ერთ-ერთ როლს ხა­ვი­ერ ბარ­დე­მიც ას­რუ­ლებს.

ბოლო პე­რი­ოდ­ში, პიტი ფორ­მუ­ლა 1-ის არა­ერთ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე გა­მოჩ­ნდა. გა­და­ღე­ბე­ბი სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ სე­ზო­ნის რბო­ლებ­ზე გაგ­რძელ­დე­ბა, მათ შო­რის - ბრი­ტა­ნე­თი­სა და აბუ და­ბის გრან პრი­ზე. პიტი მთა­ვარ როლს ითა­მა­შებს და პრო­ექ­ტის თა­ნაპ­რო­დი­უ­სე­რი იქ­ნე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ ფორ­მუ­ლა 1-ს, ბრი­ტა­ნუ­ლი გრან-პრი სილ­ვერ­სტო­უ­ნის ტრა­სა­ზე კვი­რას გა­ი­მარ­თე­ბა.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ის არ ბერდება - მომნუსხველი ღიმილი, დახვეწილი ვარცხნილობა და “შეთანხმება ეშმაკთან”: 60 წლის ბრედ პიტის ახალი ფოტოები

ის არ ბერდება - მომნუსხველი ღიმილი, დახვეწილი ვარცხნილობა და “შეთანხმება ეშმაკთან”:  60 წლის ბრედ პიტის ახალი ფოტოები

ბრედ პიტმა საზოგადოება თავისი ახალგაზრდული იერით კვლავ გააოცა. ვარსკვლავი დიდი ბრიტანეთის ფორმულა 1-ის გრან პრის წინასწარ ჩვენებაზე გამოჩნდა, რომელიც ინგლისში, ნორთჰემპტონში, გაიმართა.

60 წლის მსახიობი სილვერსტოუნის ტრასაზე იმყოფებოდა. პიტს ახალი ვარცხნილობა აქვს. ბოლო წლებში გრძელ თმას ატარებდა, თუმცა ახლა მკვეთრად განსხვავებული იმიჯი მოირგო და მოკლედ შეჭრილი თმით გამოჩნდა.

რა თქმა უნდა, ბრედს დახვეწილი მზის სათვალე და თავისი განთქმული, მომაჯადოებელი ღიმილიც ამშვენებდა. ახალი ვარცხნილობა კი კიდევ ერთხელ ადასტურებს მის უნარს, მუდმივად განაახლოს საკუთარი სტილი და იმიჯი.

პიტი დეკემბერში 60 წლის გახდა, თუმცა აღნიშნავენ, რომ მას, "თითქოს, ეშმაკთან აქვს დადებული შეთანხმება".

მსახიობი ამჟამად ფორმულა 1-ის შესახებ ახალი, ჯერჯერობით უსახელო ფილმის გადაღებებში იღებს მონაწილეობას, რომელიც, Variety-ის ცნობით, Apple Original Films-ზე 2025 წლის 27 ივნისს გამოვა. ფილმის რეჟისორი ჯოზეფ კოსინსკია და მასში ერთ-ერთ როლს ხავიერ ბარდემიც ასრულებს.

ბოლო პერიოდში, პიტი ფორმულა 1-ის არაერთ ღონისძიებაზე გამოჩნდა. გადაღებები სავარაუდოდ, ამ სეზონის რბოლებზე გაგრძელდება, მათ შორის - ბრიტანეთისა და აბუ დაბის გრან პრიზე. პიტი მთავარ როლს ითამაშებს და პროექტის თანაპროდიუსერი იქნება.

რაც შეეხება უშუალოდ ფორმულა 1-ს, ბრიტანული გრან-პრი სილვერსტოუნის ტრასაზე კვირას გაიმართება.

წყარო