საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ მჯერა, რომ 25 წლის შემდეგ კვლავ მერგება" - დევიდ და ვიქტორია ბეკჰემები ქორწინების 25 წელს აღნიშნავენ და ის სამოსი მოირგეს, რომელიც ქორწილში 25 წლის წინ ეცვათ (ფოტოები)
"არ მჯერა, რომ 25 წლის შემდეგ კვლავ მერგება" - დევიდ და ვიქტორია ბეკჰემები ქორწინების 25 წელს აღნიშნავენ და ის სამოსი მოირგეს, რომელიც ქორწილში 25 წლის წინ ეცვათ (ფოტოები)

უცხო­უ­რი ბო­მონ­დის გა­მორ­ჩე­უ­ლი წყვი­ლი დე­ვიდ და ვიქ­ტო­რია ბექ­ჰე­მე­ბი ქორ­წი­ნე­ბის 25 წლის იუ­ბი­ლეს აღ­ნიშ­ნა­ვენ. ამ დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად ფო­ტო­სე­სია მო­ა­წყვეს, სა­დაც ის იის­ფე­რი სა­მო­სი მო­რი­გეს, რო­მე­ლიც 1999 წელს, ქორ­წილ­ში ეც­ვათ.

50 წლის ვიქ­ტო­რია ან­ტო­ნიო ბერ­არ­დის კა­ბა­ში პო­ზი­რებ­და, 49 წლის დე­ვი­დი კი იმა­ვე ფე­რის კოს­ტი­უმ­ში.

"ნა­ხეთ, რა ვი­პო­ვეთ. არ მჯე­რა რომ 25 წელი გა­ვი­და და ეს სა­მო­სი კვლავ მერ­გე­ბა", - წერს ვიქ­ტო­რია "ინ­სტაგ­რამ­ზე".

  • Netflix-ის დო­კუ­მენ­ტურ სე­რი­ალ­ში ვიქ­ტო­რი­ამ ერთხელ უკვე ისა­უბ­რა ამ ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე და აღი­ა­რა, რომ შთა­გო­ნე­ბუ­ლი იყო ჯე­სი­კა სიმპსო­ნის იმი­ჯით.

"ეს იყო სა­ხა­ლი­სო. ჩვენ არ ვნერ­ვი­უ­ლობ­დით იმა­ზე, თუ რას იტყო­და ხალ­ხი. ღმერ­თო, მშვე­ნი­ე­რია, რო­დე­საც ეს უბ­რა­ლოდ არ გა­ინ­ტე­რე­სებს", - თქვა ვიქ­ტო­რი­ამ. დე­ვიდ­მა და­ა­მა­ტა, რომ ის უბ­რა­ლოდ ვიქ­ტო­რი­ას იმი­ჯით იყო შთა­გო­ნე­ბუ­ლი.

ადრე ვიქ­ტო­რი­ამ და დე­ვიდ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ არ ეს­მო­დათ, რო­გორ გა­დარ­ჩა მათი ქორ­წი­ნე­ბა 25 წელი. მწე­რალ ტომ ბა­უ­ე­რის წიგ­ნი "ბექ­ჰე­მის სახ­ლი“ ცოტა ხნის წინ გა­მოს­ცეს, სა­დაც სა­უ­ბა­რია დე­ვიდ ბეკ­ჰე­მის მხრი­დან ცო­ლის­თვის ღა­ლა­ტის ეპი­ზო­დებ­ზე.

"დე­ვიდს ბევ­რი საყ­ვა­რე­ლი ჰყავ­და და ფაქ­ტობ­რი­ვად, ოჯა­ხი მხო­ლოდ "ბექ­ჰე­მის ბრენ­დის" გამო შე­ი­ნარ­ჩუ­ნეს, რად­გან მათი ურ­თი­ერ­თო­ბა უფრო "საქ­მი­ა­ნია", ვიდ­რე რო­მან­ტი­კუ­ლი", - წერს მწე­რა­ლი.

დე­ვიდ და ვიქ­ტო­რია ბექ­ჰე­მებ­მა 1999 წელს იქორ­წი­ნეს. წყვილს ოთხი შვი­ლი ჰყავს - სამი ვაჟი და ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი. დე­ვი­დი და ვიქ­ტო­რია ხში­რად უცხა­დე­ბენ სა­ჯა­როდ ერ­თმა­ნეთს სიყ­ვა­რულს და ძლი­ე­რი გრძნო­ბე­ბის მქო­ნე წყვი­ლის იმიჯს ინარ­ჩუ­ნე­ბენ. ქორ­წი­ნე­ბის 25 წელ­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, დე­ვიდ­მა ვიქ­ტო­რი­ას 15 ნიშ­ნო­ბის ბე­ჭე­დი აჩუ­ქა მათი სიყ­ვა­რუ­ლის პა­ტივ­სა­ცე­მად.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"არ მჯერა, რომ 25 წლის შემდეგ კვლავ მერგება" - დევიდ და ვიქტორია ბეკჰემები ქორწინების 25 წელს აღნიშნავენ და ის სამოსი მოირგეს, რომელიც ქორწილში 25 წლის წინ ეცვათ (ფოტოები)

"არ მჯერა, რომ 25 წლის შემდეგ კვლავ მერგება" - დევიდ და ვიქტორია ბეკჰემები ქორწინების 25 წელს აღნიშნავენ და ის სამოსი მოირგეს, რომელიც ქორწილში 25 წლის წინ ეცვათ (ფოტოები)

უცხოური ბომონდის გამორჩეული წყვილი დევიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების 25 წლის იუბილეს აღნიშნავენ. ამ დღის აღსანიშნავად ფოტოსესია მოაწყვეს, სადაც ის იისფერი სამოსი მორიგეს, რომელიც 1999 წელს, ქორწილში ეცვათ.

50 წლის ვიქტორია ანტონიო ბერარდის კაბაში პოზირებდა, 49 წლის დევიდი კი იმავე ფერის კოსტიუმში.

"ნახეთ, რა ვიპოვეთ. არ მჯერა რომ 25 წელი გავიდა და ეს სამოსი კვლავ მერგება", - წერს ვიქტორია "ინსტაგრამზე".

  • Netflix-ის დოკუმენტურ სერიალში ვიქტორიამ ერთხელ უკვე ისაუბრა ამ ჩაცმულობაზე და აღიარა, რომ შთაგონებული იყო ჯესიკა სიმპსონის იმიჯით.

"ეს იყო სახალისო. ჩვენ არ ვნერვიულობდით იმაზე, თუ რას იტყოდა ხალხი. ღმერთო, მშვენიერია, როდესაც ეს უბრალოდ არ გაინტერესებს", - თქვა ვიქტორიამ. დევიდმა დაამატა, რომ ის უბრალოდ ვიქტორიას იმიჯით იყო შთაგონებული.

ადრე ვიქტორიამ და დევიდმა განაცხადეს, რომ არ ესმოდათ, როგორ გადარჩა მათი ქორწინება 25 წელი. მწერალ ტომ ბაუერის წიგნი "ბექჰემის სახლი“ ცოტა ხნის წინ გამოსცეს, სადაც საუბარია დევიდ ბეკჰემის მხრიდან ცოლისთვის ღალატის ეპიზოდებზე.

"დევიდს ბევრი საყვარელი ჰყავდა და ფაქტობრივად, ოჯახი მხოლოდ "ბექჰემის ბრენდის" გამო შეინარჩუნეს, რადგან მათი ურთიერთობა უფრო "საქმიანია", ვიდრე რომანტიკული", - წერს მწერალი.

დევიდ და ვიქტორია ბექჰემებმა 1999 წელს იქორწინეს. წყვილს ოთხი შვილი ჰყავს - სამი ვაჟი და ერთი ქალიშვილი. დევიდი და ვიქტორია ხშირად უცხადებენ საჯაროდ ერთმანეთს სიყვარულს და ძლიერი გრძნობების მქონე წყვილის იმიჯს ინარჩუნებენ. ქორწინების 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, დევიდმა ვიქტორიას 15 ნიშნობის ბეჭედი აჩუქა მათი სიყვარულის პატივსაცემად.